fbpx

პრემიერი: ინფლაცია მთელს მსოფლიოში ისტორიულ მაქსიმუმზეა – ჩვენ მიერ გატარებული გონივრული და ეროვნული პოლიტიკის შედეგად გვაქვს ორნიშნა ეკონომიკური ზრდა

ჩვენ, პირველ 6 თვეში გვაქვს ორნიშნა ეკონომიკურ ზრდა. 10.5 % არის ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური ზრდა. ეს არის დიდი გამონაკლისი მსოფლიოში. მე მაქვს ხშირი კომუნიკაცია ჩვენს ევროპელ კოლეგებთან, ლიდერებთან და გაოცებულები არიან, თუ როგორ მოახერხა პატარა ქვეყანამ ასეთი ძლიერი ეკონომიკური ზრდა, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა.

„კარგად მოგეხსენებათ როგორი მძიმე ვითარებაა დღეს მსოფლიოში, არათუ ჩვენს რეგიონში. პანდემიის დროს გლობალური ეკონომიკა შემცირდა, ქვეყნების ეკონომიკებმა განიცადეს უკუსვლა და 2020 წელს ასევე ჩვენ გვქონდა ძალიან დიდი ჩავარდნა, მაგრამ გახსოვთ, რომ შარშან ჩვენ მიერ გადადგმული გაბედული და გონივრული ნაბიჯების შედეგად ჩვენი ეკონომიკა გაიზარდა. უპრეცედენტოდ მაღალი ორნიშნა ზრდა მივიღეთ შარშან. 21-ე საუკუნის ყველაზე დიდი გამოწვევა რაც არის, უკრაინაში ომი არის ძალიან დიდი გამოწვევა ჩვენი რეგიონისა და მთელი მსოფლიოსთვის. მოსალოდნელია, რომ მსოფლიო ეკონომიკა შემცირდება, ევროპაში ელოდებიან რეცესიას. ძალიან რთული ვითარებაა ენერგეტიკის ფასთან დაკავშირებით. ინფლაცია არის გამოწვევა მთელს მსოფლიოში, ისტორიულ მაქსიმუმზეა. ჩვენ მიერ გატარებული გონივრული და ეროვნული პოლიტიკის შედეგად, ჩვენ, პირველ 6 თვეში გვაქვს ორნიშნა ეკონომიკურ ზრდა. 10.5 % არის ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური ზრდა. ეს არის დიდი გამონაკლისი მსოფლიოში. მე მაქვს ხშირი კომუნიკაცია ჩვენს ევროპელ კოლეგებთან, ლიდერებთან და გაოცებულები არიან, თუ როგორ მოახერხა პატარა ქვეყანამ ასეთი ძლიერი ეკონომიკური ზრდა. მოგეხსენებათ, რომ ლარიც განაგრძობს გამყარებას, ბიზნესი არის ძალიან გააქტიურებული, იქმნება ათასობით სამუშაო ადგილი და ჩვენ ამ ტენდენციას მაქსიმალურად ხელს შევუწყობთ“, – აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება