fbpx

გურამ ნიკოლაშვილი: ბიძინა ივანიშვილის განცხადებით პრაქტიკულად ყველა კითხვაზე გაცემულია პასუხი და დასახულია მომავლის ვექტორიც

ამით პრაქტიკულად ყველა კითხვაზე გაცემულია პასუხი და დასახულია მომავლის ვექტორიც, იმიტომ რომ ძალიან დიდი აქცენტია გაკეთებული საზოგადოებაზე, საზოგადოების შეგნებაზე, მის განწყობა და პირდაპირ არის მოწოდება, როგორც საზოგადოების მიმართ, რომ 30 წლის განმავლობაში ქართველმა ხალხმა ევროპული მისწრაფება შეინარჩუნა და ამას კვლავ აგრძელებს, ასევე ხელისუფლების მიმართაც, რომლებმაც არ უნდა დააზიანონ ურთიერთობები და დასავლურ მიმართულებაზე უნდა გაგრძელდეს მუშაობა, – ამის შესახებ საჯარო პოლიტიკის სპეციალისტმა გურამ ნიკოლაშვილმა გადაცემაში „იმედი LIVE“ ბიძინა ივანიშვილის განცხადებაზე საუბრისას აღნიშნა.

„ეს წერილი ძალიან მკაფიო პასუხებს სცემს ერთი მხრივ, იმ საკითხს, რომ საქართველოს ომში ჩათრევის საფრთხე იყო და ცალსახად არის ნათქვამი, რომ „კი“. ალბათ ყველაზე გავლენიანი ადამიანი ამ ქვეყანაში ამას ადასტურებს. და ადასტურებს იმასაც, რომ მასთანაც იყო რაღაც კომუნიკაცია, მიუხედავად იმისა, რომ შინაარსი ჩვენთვის უცნობია. ტექსტში არა, მაგრამ იკითხება კონტექსტში. ქვეყანაში ისეთი კონტექსტია შექმნილი, რომ [ივანიშვილის კელი დეგნანთან შეხვედრა და საქართველოს ომში ჩათრევის მცდელობა] ბუნებრივად უკავშირდება ერთმანეთს“, – განაცხადა ნიკოლაშვილმა.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება