fbpx

მინისტრები და მათ შორის მეც, ბიძინა ივანიშვილს არა თუ სამი საათით, სამი წუთით არ შევხვედრივართ და უცნაურია, რომ ასეთი შეხვედრებს მავანი ითხოვს

ამ წერილით მე ვერ ვხედავ, რით დასტურდება, რომ ბიძინა ივანიშვილი არის რეალური მმართველი, – ასე გამოეხმაურა საქართველოს ვიცე-პრემიერი, თეა წულუკიანი გადაცემაში „იმედი LIVE“ ყოფილი პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის მიერ დღეს გამოქვეყნებულ განცხადებას.

თუმცა, წულუკიანის თქმით, პირადად მას ეს წერილი არ სჭირდება იმის სათქმელად, რომ რეალური მმართველი აღმასრულებელ ხელისუფლებაში არის ირაკლი ღარიბაშვილი და პარლამენტში უმრავლესობას ვინც წარმოადგენს. „შესაბამისად, შემიძლია ის დავადასტურო, რომ როგორც მე, ისე სხვა მინისტრებს მასთან ურთიერთობა არ გვაქვს, რაიმე პოლიტიკურ თუ პროფესიულ დავალებებს არ ვიღებთ, საკითხებს არ ვათანხმებთ. თუმცა, აღმოჩნდა, რომ რაღაც შეხვედრები ზოგიერთი პირისთვის საჭიროა“, – აღნიშნა წულუკიანმა.

მისივე თქმით, როგორც ბიძინა ივანიშვილის განცხადებიდან ჩანს, თავად ელჩს [კელი დეგნანი] მოუთხოვია შეხვედრა და რა თქმა უნდა მისდამი საზოგადოებას ექნება შეკითხვა და ის თავად გასცემს პასუხს.

„მას შემდეგ, რაც ბიძინა ივანიშვილმა გუნდს დაუტოვა ის საქმეები საკეთებლად, რასაც მანამდე თვითონ ხელმძღვანელობდა, მინისტრები და მათ შორის მეც, არა თუ სამი საათი, სამი წუთით არ შევხვედრივართ ივანიშვილს და უცნაურია, რომ ასეთი შეხვედრებს მავანი ითხოვს.

მას შემდეგ, რაც ივანიშვილი პოლიტიკური პროცესიდან გავიდა, არაერთი ოპონენტი და პარტნიორიც გამომცდელ კითხვას გვისვამს ხოლმე – როდის ნახეთ ბოლოს ივანიშვილი? უცნაურია, როდესაც ასეთ კითხვას უსვამ მინისტრს და ამ დროს შენ თვითონ ითხოვ შეხვედრას იმავე პირთან.

ეს წერილი, ჩემთვის, როგორც ამ ქვეყნის ერთი მოქალაქისთვის მნიშვნელოვანია იმითაც, რომ [რასაკვირველია როდესაც ჩვენ ტელევიზიით ვიგებთ შევიცარიული ბანკის ამბავს და მივესალმებით, რომ სასამართლო დავაში ბიძინა ივანიშვილისა და მისი ოჯახის სიმართლე დოკუმენტურად მტკიცდება და სასამართლო წესით მყარდება და გვიხარია, მაგრამ] როდესაც თავად ივანიშვილი ამბობს, რომ ეს მაინც ჩემი პირადი პრობლემებია და მოდით მე ამაზე თვითონ ვიზრუნებ და თქვენ თავს არ მოგახვევთ, ეს გარკვეულწილად ჩვენ სიმშვიდეს გვძენს, რომ პრობლემები არის, მაგრამ ფაქტია, რომ თავად ის, ვისაც პრობლემები ეხება, ცდილობს, რომ მორიგ ჯერზე გაარიდოს ეს პრობლემები საკუთარ ქვეყანას“, – განაცხადა თეა წულუკინამა.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება