fbpx

ლაშა ჩხიკვაძე აშშ-ს საელჩოს წარმომადგენელთან შეხვედრაზე: სიმართლე გითხრათ, ჩემს პრაქტიკაში ასეთ შემთხვევას ვერ ვიხსენებ

მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძემ გადაცემაში „იმედი LIVE“ აშშ-ის საელჩოს წარმომადგენელთან შეხვედრის დეტალებზე ისაუბრა. მან აღნიშნა, რომ მსგავსი შემთხვევა მის პრაქტიკაში აქამდე არ ყოფილა.

„სიმართლე გითხრათ, ჩემს პრაქტიკაში ასეთ შემთხვევას ვერ ვიხსენებ. ვერც იმას ვიხსენებ, რომ ჩემს რომელიმე კოლეგას მსგავსი შინაარსის ამბავი ან ინფორმაცია მოეყოლა“, – განაცხადა ჩხიკვაძემ.

მისივე თქმით, შეხვედრაზე მოულოდნელი კითხვების მიუხედავად, მას პასუხების გაცემაზე უარი არ უთქვამს და ახსნა თუ რატომ მიიყვანა საქმის მასალებმა და მტკიცებულებებმა კონკრეტულ გადაწყვეტილებამდე.

მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძის განცხადებით, ნიკა გვარამიას საქმეზე განაჩენის გამოცხადების შემდეგ სასამართლოს შენობაში შეხვდა აშშ-ის საელჩოს თანამშრომელი, რომელმაც უთხრა, ელჩს აინტერესებს რატომ გამოიყენა თავისუფლების აღკვეთის ზომა.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება