fbpx

ლაშა ჩხიკვაძე კელი დეგნანს: მაქვს ლეგიტიმური უფლება ვიცოდე რა მოქმედებასთან მაქვს საქმე. არის ეს სანქცირებული მოსამართლე, თუ არ არის

ყველა მაქსიმალურად მოერიდოს რაიმე ფორმით სასამართლოზე ზეწოლის მოხდენის შესაძლებლობას. სასამართლო არ ექვემდებარება ასეთი ტიპის ზეწოლებს, თუმცა მაინც სასურველია, რომ ასეთი განწყობები ხელოვნურად არ შექმნან საზოგადოებაში, – ამის შესახებ მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძემ გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.

„კიდევ ერთხელ მინდა მივმართო საზოგადოებას, იქნება ეს პოზიციური თუ ოპოზიციური სპექტრი, არასამთავრობო თუ სხვა ტიპის ორგანიზაციები, ძალიან დიდი თხოვნა მაქვს, რომ ყველა მაქსიმალურად მოერიდოს რაიმე ფორმით სასამართლოზე ზეწოლის მოხდენის შესაძლებლობას. ვფიქრობ სასამართლო არ ექვემდებარება ასეთი ტიპის ზეწოლებს, თუმცა მაინც სასურველია, რომ ასეთი განწყობები ხელოვნურად არ შექმნან საზოგადოებაში. მისცენ სასამართლოს შესაძლებლობა შეძლებისდაგვარად მშვიდ გარემოში უზრუნველყოს საქმეებზე გადაწყვეტილების მიღება. კიდევ ერთხელ მინა მივმართო ქალბატონ კელი დეგნანს, იგივე შეკითხვითა და იგივე ფორმატით, რაზეც არაერთხელ მქონდა საუბარი, მე მაქვს ლეგიტიმური უფლება ვიცოდე რა მოქმედებასთან მაქვს საქმე. არის ეს სანქცირებული მოსამართლე, თუ არ არის. მე ამაზე პასუხი აქამდე ვერ მივიღე და ვიმედოვნებ, რომ ოდესმე ამაზე პასუხი მექნება“, – განაცხადა ჩხიკვაძემ.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება