fbpx

ხვალიდან „ქართული ოცნების“ ლიდერები რეგიონულ შეხვედრებს იწყებენ

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, აღმასრულებელი მდივანი მამუკა მდინარაძე და რეგიონული მდივანი დიმიტრი სამხარაძე რეგიონულ შეხვედრებს იწყებენ.

პარტიის პრესსამსახურის ინფორმაციით, 18 ივლისს შეხვედრა გაიმართება ბათუმში, 19 ივლისს ქობულეთში, 20 ივლისს ამბროლაურში. პარტიის ხელმძღვანელები აჭარის, გურიის და რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის მუნიციპალიტეტების მერებს, საკრებულოს თავმჯდომარეებს და პარტიის ადგილობრივ ლიდერებს შეხვდებიან.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება