fbpx

ირაკლი კობახიძე: ევროკავშირის ქვეყნების უმეტესობაში მოქმედებს 5%-იანი ბარიერი, ხოლო 2% და უფრო დაბალი არის მხოლოდ ორ ქვეყანაში

ევროკავშირის ქვეყნების უმეტესობაში მოქმედებს 5%-იანი საარჩევნო ბარიერი, ხოლო 2%-იანი და უფრო დაბალი ბარიერი მოქმედებს მხოლოდ ორ ქვეყანაში. აქედან გამომდინარე, ეს მოთხოვნა ვერც იქნებოდა წამოყენებული, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ ოფისში გამართულ ბრიფინგზე პარტიის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა

„საარჩევნო ბარიერის თემა საერთოდ არ უკავშირდება 12 პუნქტს, რომელიც დაადგინა ევროკავშირმა. ეს საკითხი საერთოდ არ არის და ვერც იქნებოდა ნახსენები მარტივი მიზეზის გამო. ევროკავშირის ქვეყნების უმეტესობაში მოქმედებს 5%-იანი საარჩევნო ბარიერი, ხოლო 2%-იანი და უფრო დაბალი ბარიერი მოქმედებს მხოლოდ ორ ქვეყანაში. აქედან გამომდინარე, ეს მოთხოვნა ვერც იქნებოდა წამოყენებული. აშკარაა, რომ ოპოზიცია ეძებს მხოლოდ საბაბს იმისათვის, რომ არ ხელი შეუშალოს რეკომენდაციების შესრულების პროცესს. ამის უკან დგას ერთი მარტივი ინტერესი, რომ საქართველომ არც დეკემბერში მიიღოს კანდიდატის სტატუსი. ისინი ფიქრობენ, რომ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებით „ქართული ოცნება“ დაიწერს სერიოზულ პოლიტიკურ ქულებს, რა თქმა უნდა, ეს მათ არ აინტერესებთ“, – განაცხადა კობახიძემ.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება