fbpx

დღეს ივანიშვილს მიმართ სანქციების მოთხოვნა სარაჯიშვილისთვის სანქციების დაწესების ტოლფასია

არც იმაზე მსჯელობას და კამათში შესვლას აქვს აზრი, ვინ არის ოლიგარქი ამ მცნების კლასიკური გაგებით – ივანიშვილი, თუ ის გაპოლიტიკანებული თაღლითები, რომელთა სახელების, თუ ბიზნესების ხსენებაზე საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობა უშვერი სიტყვებით იგინება – წერს ექსპერტი გია გაბრიჭიძე სოციალურ ქსელში.

„იმის შეხსენება, თუ რა აქვს გაკეთებული ბიძინა ივანიშვილს საქართველოსთვის სრულიად ზედმეტად მიმაჩნია, თუნდაც იმიტომ, რომ ყველამ კარგად იცის (ყველამ. მათ შორის იმათაც, ვინც ახლა კომენტარებში გაცვეთილი ირონიით დაწერს – მიშა მოგვაშორაო).
არც იმაზე მსჯელობას და კამათში შესვლას აქვს აზრი, ვინ არის ოლიგარქი ამ მცნების კლასიკური გაგებით – ივანიშვილი, თუ ის გაპოლიტიკანებული თაღლითები, რომელთა სახელების, თუ ბიზნესების ხსენებაზე საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობა უშვერი სიტყვებით იგინება.
უბრალოდ მაინტერესებს საიდან მოდის ის ბოღმა, რაც ამოძრავებთ იმ ხალხს, რომლებიც საფრანგეთში დაკავებული ქართველის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს როგორც „ბერა ივანიშვილის უახლოესი გარემოცვის წევრის მამის“ დაკავებაზე.
მაინტერესებს რა იწვევს იმ „სიხარულის ჭყლოპინს“, როცა ვინმე უსახო უცხოელი სანქციებზე რაიმე სისულელეს წამოროშავს?
ვიცი, რომ უაზრობაა უზრდელი ეძახო არსებას, ვინც ივანიშვილს და პატრიარქს „ტაფით ცემას“ უპირებს.
ეს ხალხი საშიშია.
ძალიან საშიში, რადგანაც ისინი ქუჩაში დადიან, ტრანსპორტით მგზავრობენ და როდის რა წამოუვლით თავში კაცმა არ იცის.
ისინი მზად არიან დაანგრიონ ერთ დროს მწერალთა კავშირის კუთვნილი შენობა, რადგანაც ის დავით სარაჯიშვილმა, უდიდესმა ქველმოქმედმა ააშენა და დღეს ივანიშვილს მიმართ სანქციების მოთხოვნა სარაჯიშვილისთვის სანქციების დაწესების ტოლფასია.
მათთვის ქველმოქმედება გაუგებარია.
ისევე გაუგებარი როგორც ჩინგიზ ხანის მებრძოლისთვის საათის მნიშვნელობა და რადგანაც გაუგებარია, უნდა დაამტვრიოს, გაანადგუროს.
ისევე გაუგებარი, როგორც იმ ბრბოს გავეშება, რომელმაც ბოლშევიკური რევოლუციის დროს ულამაზესი ბედაური მოკლეს, იმიტომ რომ ჯიშიანი იყო.
ფბ-ში ირის მოწოდებები ივანიშვილის დასაცავად სახალხო გამოსვლის შესახებ.
ვეთანხმები და ერთს დავამატებ – ეს გამოსვლა თუ იქნება, იქნება არა მხოლოდ ივანიშვილის დასაცავი აქცია, არამედ ჩვენი მორალის, წარსულის, მენტალობის და ამ გადახრილი გონების მატარებელი ხალხისგან ჩვენი მომავლის დასაცავი აქცია.“ – წერს გაბრიჭიძე facebook – ზე.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება