fbpx

(ვიდეო)დიმიტრი სამხარაძე არის უერთგულესი ადამიანი, ქვეყნის, გუნდის, მეგობრების და თავისი საქმის დაუზარელი-მამუკა მდინარაძე

ანრი ოხანაშვილის შემთხვევის დეტალები ვიცი და ახლაც კი რთულია ჩემთვის ამის გამო თავის შეკავება, რადგან ადამიანი ვარ მეც. ჩემ კოლეგებს შევუერთდები ამ პათოსში და ვიტყვი, რომ ზუსტად იმავეს გავაკეთებდი, რაც ანრიმ გააკეთა, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანმა მამუკა მდინარაძემ გადაცემაში „იმედი LIVE“ რადიკალურ ოპოზიციაზე საუბრისას განაცხადა.

„განშორებაც მიჭირს იმ წინადადებების, რაც პროვოკატორმა იკადრა, ხელგადახვევით, ბატონო ანრი ერთი წუთითო და ყურში რაც ჩასჩურჩულა. ამის მოსმენა არათუ ქართველ ადამიანს, არამედ ნებისმიერს გაუჭირდებოდა უკიდურესად. თუმცა, ანრიმ ამავე დროს მოახერხა კანონის ჩარჩოებიდან არ გასულიყო და ამ სიბილწეს, ამაზრზენ სიტყვებსა და წინადადებებს, მუქარას უპასუხა ისე, როგორ უპასუხა და თან კანონის ჩარჩოებიდან არ გასულიყო. ურთულესი იყო დამერწმუნეთ, ამაზე საუბარიც კი რთულია. ეს იყო უბინძურესი პოლიტიკური მიზნებისათვის დადგმული და დაგეგმილი მძიმე პროვოკაცია. ადამიანები ვართ, ბავშვებიც ვიყავით, გვიჩხუბია, შეგვიგინებია, მაგრამ სიტყვათა ეს წყობა მე ჯერ მოსმენილი არ მქონდა. რაც შეეხება დიმიტრი სამხარაძეს, ის არის თავისი სამშობლოს მოყვარული უდიდესი პატრიოტი ადამიანი, უერთგულესი ადამიანი, ქვეყნის, გუნდის, მეგობრების და თავისი საქმის დაუზარელი. ბილწსიტყვაობა ზოგადად მოსაწონი ნამდვილად არ არის, მაგრამ ამავე დროს ჩვენ ვხედავთ ორმაგი სტანდარტის გაუგონარ ფორმას. იმავე დღეებში ხდებოდა ანრის ამბავი და ეს საშინელება, რომელიც იმ ადამიანებმა, რომლების ამას აკრიტიკებენ, დარწმუნებული ვარ იციან და ამბობენ, რომ ანრის თურმე უნდა მოეთმინა და მათი ბელადის შეგინება დიმიტრის მხრიდან იყო თურმე ასჯერ უარესი. მეორე, პატრიარქის უმძიმეს შეურაცხყოფაზე გვქონდა საუბარი, ტაფით საცემიაო ამბობდნენ მათი ჯგუფების წარმომადგენლები. ამაზე აღშფოთებული ხალხი ვერ ვნახე და დიმიტრი სამხარაძის გინებაზე გაგიჟდა ყველა. დავიჯერებ დიმიტრი სამხარაძის გინებაზე გაბრაზებას თუ პატრიარქის შეურაცხყოფაზეც გაბრაზდებიან ეს ადამიანები“, – განაცხადა მდინარაძემ.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება