fbpx

მამუკა მდინარაძე რადიკალურ ოპოზიციაზე – ამ ძალიან რთულ მომენტში, საკუთარ ქვეყანას აბრალებენ, რომ ქართველი ხალხი და ჩვენი ქვეყანა ირჩევს რუსულ ხელისუფლებას

ამ ძალიან რთულ მომენტში, ისინი საკუთარ ქვეყანას აბრალებენ, რომ ქართველი ხალხი და ჩვენი ქვეყანა ირჩევს რუსულ ხელისუფლებას ამაზე დიდი მტრობა არ შეიძლება იყოს საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ- განაცხადა „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ „იმედი live“-ში.
მისი თქმით, ამ ნარატივის გატანა უნდათ როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის გარეთ.
„ამაზე დიდი მტრობა არ შეიძლება იყოს საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ, რომ ქართველი ხალხი და ჩვენი ქვეყანა ირჩევს რუსულ ხელისუფლებას და მართავს რუსული ხელისუფლება. ამ ნარატივის გატანა უნდათ როგორც ქვეყნის შიგნით, შიგნით არავინ უჯერებს ამას, სუბიექტურად მოფიქრალი ადამიანებიც კი სხვანაირად ფიქრობენ, მაგრამ სხვანაირად საუბრობენ, პოლიტიკურ სუბიექტივზე ვსაუბრობ, მაგრამ ქვეყნის გარეთ რომ ცდილობენ ამ ნარატივის დანერგვას და ყველაზე მტრული სიცრუის ტირაჟირებას, ამაშია ყველაზე დიდი პარადოქსი, რომ ისინი ვერ პოულობენ თავს ზევმოთ ძალას, რომ არ დააჯერონ ვიღაცას, ერთ ადამიანს თუნდაც მსოფლიოში, უფრო სწორად, არ ჰქონდეთ ამის მცდელობა, რომ საქართველოში არ არის რუსული ხელისუფება.ამ ნარატივზე არიან ჩამოკიდებულები, როგორ შეიძლება ამ პერიოდში ამ ცრუ ნარატივით ცდილობდე შენი ქვეყნის დაზიანებას? სხვა საკრიტიკებელი ბევრი რომ იყოს, მოგონილ თემებზე არ ვსაუბრობ, ცალსახა მტრობაა ამ ქვეყნის. მოგონილი თემების გარდა, სიმძაფრე საკრიტიკებელი თემის, ოპოზიციის გადასაწყვეტია როგორი იქნება. ამ სიმძაფრეზეც შეიძლება ადამიანს ეთქვა უარი, ნამდვილად გასაკრიტიკებელი, რეალური თემა, გასაკრიტიკებლის მეტი რა არის, იმის სიმძაფრეზეც კი შეიძლება ეთქვა ვიღაცას უარი, აქამდეც კი მისულიყო, თუ შეგნებით მიუდგებოდი ამ საკითხს, საკუთარი ქვეყნის სიყვარულით, მოდი, ამ უტრირებამ არ დააზიანოს ჩემი ქვეყნის ინტერესი, ასე უნდა ეფიქრათ, ამ დროს, არათუ უტრირებაზე, სიმძაფრეზე, კრიტიკის ხარისხზე, მოგონილ ამბებზე არიან ჩამოკიდებული“ – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება