fbpx

ამირან სალუქვაძე: ოპოზიციის ქმედებებს ირონიით შევაფასებ – ფაქტია, რომ ჩამოუყალიბებლები არიან და ქაოსია

არიან რაღაც ძალები, რომლებიც ჩართულები არიან შიდა პროცესში და ჩემი შეფასებით, თუ მათ ინტერესებშია საქართველოში იყოს პროდასავლური განწყობები, ეს ქმედებები და ყველაფერი, რაც ვიხილეთ დღეს და არა მხოლოდ დღეს, ნამდვილად არ ემსახურება საქართველოში დასავლური განწყობების წახალისებას, პირიქით, – ამის შესახებ ექსპერტმა ამირან სალუქვაძემ გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.

„ოპოზიციის ქმედებებს ირონიით შევაფასებ. რჩევებს არ მივცემ. ის, რომ ჩამოუყალიბებლები არიან და ის, რომ ქაოსია, ფაქტია. ის, რომ ეს არ იყო „სირცხვილიას“ ორგანიზებული [აქცია] მარტივად შეძლება შეფასდეს იმით, თუ რა ჯდება, მაგალითად, ამ აქციის ორგანიზება. და მაშინ ვინ დააფინანსა, გამოფინონ“, – აღნიშნა სალუქვაძემ.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება