fbpx

ბოლო ტყვია იყო “обойма”-ში – “ენჯეოშნიკური” და ისიც то ли საფეთქელში გაისროლეს, то ли ფეხში მოირტყეს

მეტი რა უნდა ნახოს “საერთაშორისო თანამეგობრობამ” თუ “დიპლომატიურმა კორპუსმა”, რომელსაც სულ რომ გულწრფელად უნდოდეს ამ ქვეყნის აყირავება და ამის შესახებ ზოგი პირდაპირ საუბრობდეს, ზოგი მინიშნებით, ზოგი ჩუმად იყოს, თუმცა ფიქრობდეს?

გათენდა ორშაბათი, მესმის რომ ამერიკის დამოუკიდებლობის დღეა (და ტაკერ კარლსონის ამერიკას ამას გულწრფელად ვულოცავ!), მაგრამ ვისაც სამუშაო ორშაბათი გაუთენდა – იმათ მოუწევს დღეს ხელისუფლების ინიციატივებსა და გეგმებზე ღიად თავისი პოზიციის დაფიქსირება.

იმ გეგმებზე, რომელთა ალტერნატივა წუხელ ვერ დაიდო. მოუწევთ დღეს საკუთარი შეფასებებით იმ პოზიციის გახმოვანება, რომელსაც აუცილებლად ამოვიკითხავთ, მივხვდებით, ჩავწვდებით – ვის მხარეზე არიან. იმიტომ რომ, “წინ ევროპისაკენ” – მათთაც ეხება და მათთაც სჭირდება. დღეს მათ ნამდვილად არა აქვთ საოცნებოდ საქმე, “ის ევროპა” მათაც დასაბრუნებელი აქვთ.

გუშინ რუსთაველზე დღევანდელი, დახარვეზებული ევროპის მოდელი იყო წარმოდგენილი და ის ძალზე უსუსურად გამოიყურებოდა. ჩვენი სტრატეგიული მაგობრების ადგილას, დღეს ხელისუფლებას შევთავაზებდი სხვა ლოზუნგს: “ერთად დავიბრუნოთ ევროპა”, ის ევროპა – რომელიც გადარჩენის სიმბოლოდ ავირჩიეთ 30 წლის წინ და დღეს სამწუხაროდ, ლამის დაღუპვის სიმბოლოდ იქცა.

დღეს თუ სწორი შეფასებები ვერ გაჟღერდა, შემდეგი “საბოლოო, გადამწყვეტი, სიკვდილამდე და აყირავებამდე” მორიგი აქციის ტრიბუნაზე უკვე თავად ზოგიერთ დიპლომატს და ერთეულ ევროპარლამენტარს მოუწევს დგომა, ვინაიდან ადგილობრივი ამყირავებელი რესურსი წუხელ ამოიწურა. ბოლო ტყვია იყო “обойма”-ში – “ენჯეოშნიკური” და ისიც то ли საფეთქელში გაისროლეს, то ли ფეხში მოირტყეს.წერს ანალიგიკოსი დავით ქართველიშვილი.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება