fbpx

300 ლარიანი კომპენსაციისათვის განაცხადი 21 მაისიდან 1 ივნისამდე უნდა შეავსოთ

თვითდასაქმებულებმა, რომლებიც საგანგებო რეჟიმის ამოქმედებიდან ვეღარ მუშაობენ და ანაზღაურების გარეშე დარჩნენ, 300 ლარიანი კომპენსაციისათვის განაცხადი 21 მაისიდან 1 ივნისამდე უნდა შეავსონ. ამის შესახებ ჯანდაცვის სამინისტროს პენსიისა და სოციალური დახმარების სამმართველოს უფროსმა თეა გვარამაძემ განაცხადა.

როგორც გვარამაძემ აღნიშნა, ჯანდაცვის სამინისტროს ვებ-გვერდზე შეიქმნება პლატფორმა, სადაც თვითდასაქმებულები შეძლებენ წარადგინონ დოკუმენტაცია „აღნიშნული პლატფორმა, რომელიც თვითდასაქმებულებმა უნდა შეავსონ, იქნება ჯანდაცვის სამინისტროს ვებ-გვერდზე ჩაშენებული. ახალი მოდული ამოქმედდება 21 მაისიდან და ამ პერიოდიდან შეძლებენ თვითდასაქმებულები რომ წარმოადგინონ დოკუმენტაცია

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება