fbpx

კახა კალაძის განცხადებით, „ა“ და „ბე“ კატეგორიის ტაქსის მძღოლები სახელმწიფოსგან ერთჯერადი დახმარების სახით 300 ლარს მიიღებენ.

დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, „ა“ და „ბე“ კატეგორიის ტაქსის მძღოლები განიხილებიან, როგორც თვითდასაქმებულები, შესაბამისად ისინი სახელმწიფოსგან ერთჯერადი დახმარების სახით 300 ლარს მიიღებენ.

კალაძე განმარტავს, რომ ტაქსის მძღოლებისთვის დამადასტურებელი ცნობების წარდგენა მარტივია, რომელიც აჩვენებს, რომ ისინი თვითდასაქმებულები იყვნენ და სემოსავლის წყარო დაკარგეს.

“დახმარებებთან დაკავშირებით მინდა, ერთი სიახლე გავაჟღერო. ეს განსაკუთრებით ტაქსის მძღოლებს ეხებათ. „ა“ და „ბე“ კატეგორიის ტაქსის მძღოლები, როგორც თვითდასაქმებულები, რა თქმა უნდა, მიიღებენ იმ დახმარებას, რომელზეც იყო საუბარი ბოლო ორი დღის განმავლობაში. თუ როგორ უნდა იმოქმედონ, რა დამადასტურებელი ცნობები უნდა წარმოადგიონ, ეს ძალიან მარტივია, რაზეც ისაუბრეს ფინანსთა სამინისტროს თანამშრომლებმა. თუმცა ჩვენ, რა თქმა უნდა, ყველას გავუგზავნით სმს შეტყობინებას და ექნებათ სრული ინფორმაცია“, – განაცხადა კალაძემ.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება