fbpx

30 წლამდე ასაკის მამაკაცი ადიდებულ რიონში გადახტა და თავი მოიკლა

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ნამოხვანში, ნამახვანჰესის მშენებლობის საწინააღმდეგო აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ თავი მოიკლა. 30 წლამდე ასაკის მამაკაცი ადიდებულ რიონში გადახტა.

როგორც მოძრაობა „რიონის ხეობის გადარჩენისთვის“ აქტივისტებმა „რეგინფოს“ უთხრეს, მამაცაცი, რომელმაც თავი მოიკლა, მეგობართან ერთად ნამოხვანში გუშინ თბილისიდან ჩავიდა და კარავში მხოლოდ ერთი ღამის განმავლობაში იმყოფებოდა. ამიტომ, აქტივისტები მას კარგად არ იცნობდნენ. დაახლოებით ერთი საათის წინ, მამაკაცმა თავისი ტელეფონი მდინარის პირას მყოფ ერთ-ერთ აქტივისტს მიაწოდა და დაუბარა, რომ ტელეფონი მისი მეგობრისთვის მიეცათ, რის შემდეგაც წყალში გადახტა.

მდინარე რიონი ადიდებულია. იქვე მყოფებმა ახალგაზრდა კაცის გადარჩენა სცადეს, მაგრამ მამაკაცი მდინარის სიღრმისკენ მიცურავდა, ბოლოს კი დინებამ წაიღო. ცხედარი ამ დრომდე არ უპოვიათ.

უცნობია, როგორ მოახერხეს თბილისიდან ჩასულმა პირებმა ნამოხვანში შეღწევა, რადგან ერთი კვირაა პოლიციას ჩაკეტილი აქვს  როგორც ქუთაისის, ასევე, ცაგერის მხრიდან და გადაადგილების უფლებას მხოლოდ ჟურნალისტებსა და იმ ადგილობრივ მცხოვრებლებს აძლევენ, ვინც ნამახვანჰესის საწინააღმდეგო მოძრაობას მხარს არ უჭერენ.

„რეგინფო“ შინაგან საქმეთა სამინისტროს დაუკავშირდა იმის გასარკვევად, როგორ მოახერხეს აღნიშნულმა პირებმა ნამოხვანში შესვლა და დაიწყო თუ არა გამოძიება.

21:15 – შინაგან საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, რომ მიმდინარეობს სამძებრო სამუშაოები. 

21:18 – მოძრაობა „რიონის ხეობის გადარჩენისთვის“ ხელმძღვანელის ვარლამ გოლეთიანის თქმით, ის დღეს თბილისში იმყოფებოდა რამდენიმე აქტივისტთან ერთად, სადაც საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხის გადაცემა „რეალურ სივრცეში“ მიიღეს მონაწილეობა. წყარო,, რეგინ-ინფო,,

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება