fbpx

ხალხის კარნახით შეიქმნება ახალი პოლიტიკური ძალა-გია გაჩეჩილაძე

. შოუმენი გია გაჩეჩილაძე, იგივე „უცნობი“ საზოგადოებრივ მოძრაობას აფუძნებს, რომლის სახელწოდებაც იქნება „აი ია“.

როგორც გაჩეჩილაძემ  დღეს გამართული „მდუმარე აქციის“  შემდეგ პრესკონფერენციაზე განაცხადა, იგი არ გამორიცხავს, რომ აღნიშნული საზოგადოებრივი მოძრაობა შემდგომში პოლიტიკურ პარტიად გარდაიქმნას.

მისი თქმით, შეიქმნება ორგანიზებული საზოგადოებრივი ძალა, რომელიც იტვირთავს სამოქალაქო კონტროლის ფუნქციას და არ დაუშვებს ქვეყნის ცივილიზებული განვითარების არჩევანიდან გადახვევას, განაცხადა „უცნობმა”.

„ეს მოძრაობა დაფუძნდება ძალიან მალე და შემდეგ უკვე ხალხის კარნახით შეიქმნება  ახალი პოლიტიკური ძალა… დღეს ქვეყნის ვერანაირ მომავალს ვერ ვხედავთ. ვფიქრობ, რომ ეს არის საზოგადოებრივი კრიზისი და ასე თუ გაგრძელდა, არავითარი პერსპექტივა და მომავალი არ ექნება ჩვენს ქვეყანას“, – განაცხადა „უცნობმა“

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება