28 სექტემბერს, თიანეთის მუნიციპალიტეტის მერიის ხელშეწყობით, გ. ჩაფიძის სახელობის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრის მიერ დაბა თიანეთში უფასო სამედიცინო აქცია გაიმართება

აქციის ფარგლებში, 11:00 საათიდან 15:00 საათამდე მოსახლეობას კონსულტაციებს გაუწევენ ექიმი-კარდიოლოგები. საჭიროების შესაბამისად, ჩატარდება ინსტრუმენტული და ლაბორატორიული გამოკვლევები:

🔹️ელექტროკარდიოგრაფია

🔹️ექოკარდიოსკოპია

🔹️ლაბორატორიული კვლევა ( გლუკოზა, ქოლესტერინი).

➡️ სამედიცინო აქცია გაიმართება შპს რეგიონული ჯანდაცვის ცენტრი – თიანეთის შენობაში, რუსთაველის ქ. N75

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება