ის ქმედებები, რაც ხორციელდება საქართველოს მოქალაქეებთან მიმართებაში, შეშფოთებას იწვევს, ძალიან ხშირად მოკლებულია ყველანაირ საფუძველს და უმეტესწილად,…
წელი: 2025
მაკა ბოჭორიშვილი-მნიშვნელოვანია, რომ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის მომხსენებლებს შესაძლებლობა ჰქონდათ საქართველოში ყველასთან ჰქონოდათ კომუნიკაცია იმისთვის, რომ უფრო კარგად ჰქონდეთ აღქმა, რა ხდება ქვეყანაში, რა მოვლენები მიმდინარეობს
მნიშვნელოვანია, რომ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის მომხსენებლებს შესაძლებლობა ჰქონდათ საქართველოში ყველასთან ჰქონოდათ კომუნიკაცია იმისთვის,…
ირაკლი კობახიძე ილჰამ ალიევს – ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი პარტნიორობა, რათა უზრუნველყოფილი იყოს უსაფრთხოება, სტაბილურობა რეგიონში და ამ თვალსაზრისით, ჩვენი ორი სახელმწიფოს ურთიერთთანამშრომლობას განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება
ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი პარტნიორობა იმისათვის, რომ უზრუნველყოფილი იყოს უსაფრთხოება, სტაბილურობა ჩვენს რეგიონში და ამ თვალსაზრისით, ჩვენი…
ილჰამ ალიევი – ორ ქვეყანას შორის წარმატებული თანამშრომლობა არსებობს ენერგეტიკის სფეროში, საქართველოში ტრანზიტის წყალობით აზერბაიჯანული ბუნებრივი აირი 11 ქვეყანას მიეწოდება, ექსპორტი მზარდია
ორ ქვეყანას შორის წარმატებული თანამშრომლობა არსებობს ენერგეტიკის სფეროში, – ამის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა ირაკლი…
ირაკლი კობახიძე – აზერბაიჯანის რესპუბლიკა არის არა მხოლოდ კარგი მეგობარი, არამედ ძალიან კარგი სტრატეგიული პარტნიორი და ჩვენთვის პრიორიტეტულია ამ სტრატეგიული პარტნიორობის კიდევ უფრო მეტად გაღრმავება
ჩვენთვის აზერბაიჯანის რესპუბლიკა არის არა მხოლოდ კარგი მეგობარი, არამედ არის ძალიან კარგი სტრატეგიული პარტნიორი და ჩვენთვის…
კახა კალაძე: რუსთაველის გამზირის რეაბილიტაციის ტენდერი არ ჩავარდნილა,ორი გამარჯვებული კომპანია გვყავს და უახლოეს მომავალში კიდევ ორიგვეყოლება
დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, რუსთაველის გამზირის სრულირეაბილიტაციისთვის გამოცხადებული ტენდერი არ ჩავარდნილა.როგორც მან მედიასთან საუბრისას აღნიშნა,…
კახა კალაძე ჯიმ რიშის განცხადებაზე: ქართველ ხალხს კონტროლი აღებული აქვს ხელში – ამომრჩეველთა 54%-მა მხარი დაუჭირა „ქართულ ოცნებას“
კახა კალაძე ჯიმ რიშის განცხადებაზე: ქართველ ხალხს კონტროლი აღებული აქვს ხელში – ამომრჩეველთა 54%-მა მხარი დაუჭირა…
მაკა ბოჭორიშვილი -აზერბაიჯანის რესპუბლიკაში პრემიერ-მინისტრის ვიზიტის ფარგლებში განვიხილეთ ყველა ის მნიშვნელოვანი პროექტი, რაც საქართველოსა და აზერბაიჯანის მონაწილეობით მიმდინარეობს და მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ჩვენი ქვეყნებისთვის, არამედ მთელი რეგიონისთვის
განვიხილეთ ყველა ის მნიშვნელოვანი პროექტი, რაც საქართველოსა და აზერბაიჯანის მონაწილეობით მიმდინარეობს და მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ჩვენი ქვეყნებისთვის, არამედ მთელი რეგიონისთვის, – ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის აზერბაიჯანის რესპუბლიკაში ვიზიტზე საუბრისას განაცხადა. მინისტრმა აღნიშნა, რომ ვიზიტის ფარგლებში გაიმართა საქართველო-აზერბაიჯანის ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისი კომისიის სხდომა და ხაზი გაუსვა აღნიშნული ფორმატის მნიშვნელობას. „დღეს გაიმართა საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის ეკონომიკური თანამშრომლობის კომისიის მე-10 სხდომა. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ფორმატი ორ ქვეყანას შორის, რომელსაც ხელმძღვანელობენ პრემიერ-მინისტრები ორივე მხრიდან და მასში მონაწილეობა მივიღეთ მინისტრებმა, სხვადასხვა სექტორული მიმართულებებით.განვიხილეთ ყველა ის მნიშვნელოვანი საკითხი, რაც ორ ქვეყანას შორის არის. აღინიშნა, რომ ჩვენი ურთიერთობები უმაღლეს ნიშნულზეა, თუმცა არის პოტენციალი, კიდევ უფრო მეტად გავაძლიეროთ თანამშრომლობა განსაკუთრებით ეკონომიკური მიმართულებით,რაც კიდევ მეტ შესაძლებლობას მისცემს ჩვენს ქვეყნებს, საუკეთესოდ შეასრულონის როლი, რაც აქვთ რეგიონში. განვიხილეთ ყველა ის მნიშვნელოვანი პროექტი, რაც საქართველოსა და აზერბაიჯანის მონაწილეობით მიმდინარეობს და მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ჩვენი ქვეყნებისთვის, არამედ მთელი რეგიონისთვის, უფრო ფართო რეგიონისთვის. კიდევ უფრო მჭიდროდ გავაგრძელებთ ურთიერთობას, რათა გაძლიერდეს როგორც საქართველოს, ისე აზერბაიჯანის როლი იმ სატრანზიტო პროექტებში, რომელიც უკვე დაგეგმილია დარომელიც მომავალში შეიძლება დაიგეგმოს,“- განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.
თამარ ჩიბურდანიძე: სამხრეთ კავკასიაში რუსეთის და დასავლეთის ურთიერთსაპირისპირო ინტერესებმა რეგიონის გაძლიერების საშუალება არ მოგვცა. დღეს სხვა რეალობაა და ამ შესაძლებლობას საუკეთესოდ იყენებენ საქართველო-აზერბაიჯანის ლიდერები
საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი კობახიძის აზერბაიჯანის რესპუბლიკაში ოფიციალურ ვიზიტს პარტია „ხალხის ძალის“ წევრი თამარ ჩიბურდანიძე სოციალური ქსელით…
გოგა ხაინდრავა ფოთისა და ხობის მიტროპოლიტ გრიგოლ ბერბიჭაშვილს- რომელი ახალი საზოგადოების დაბადებას გულისხმობთ? იქნებ მიგვითითოთ კონსტიტუციის ფარგლებში, რომელი მუხლები განსაზღვრავენ იმ ვანდალური აქტების განხორციელების უფლებას, რომლის მოწმენი გავხდით თბილისის ქუჩებში
კინორეჟისორი გოგა ხაინდრავა ფოთისა და ხობის მიტროპოლიტ გრიგოლ ბერბიჭაშვილს მის საშობაო გზავნილთან დაკავშირებით ღია წერილით მიმართავს.…
დავით ჩიხელიძე: საქართველო ეკონომიკური ზრდით მსოფლიოში მეორე, ხოლო ევრაზიაში პირველ ადგილზეა – მმართველი გუნდის პრაგმატული პოლიტიკის შედეგად საქართველომ ბოლო წლებში ფაქტობრივად შეუძლებელი შეძლო
გაეროს მიერ გამოქვეყნებული მსოფლიო ეკონომიკური მდგომარეობის და პერსპექტივების 2025 წლის ანგარიშის თანახმად, საქართველო ეკონომიკური ზრდით მსოფლიოში…
საქართველოსა და აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრების ხელძღვანელობით, ბაქოში ორი ქვეყნის ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისი კომისიის სხდომა გაიმართა
საქართველოსა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრების ხელძღვანელობით, ბაქოში საქართველო-აზერბაიჯანის ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისი კომისიის მე-10 სხდომა გაიმართა. კომისიის სხდომაზე, რომელიც ირაკლი კობახიძემ და ალი ასადოვმა გახსნეს, საგარეო პოლიტიკურ დიალოგზე, სავაჭრო-ეკონომიკურ და სატრანსპორტო სფეროში თანამშრომლობაზე ისაუბრეს. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრს ქართული დელეგაციის მასპინძლობისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ სხდომა ხელს შეუწყობს ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების კიდევ უფრო გაფართოებას. „მსურს, კიდევ ერთხელ დავადასტურო, რომ საქართველო და აზერბაიჯანი მტკიცედ უჭერენ მხარს ერთმანეთის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას და მინდა ამისთვის მადლობა გადაგიხადოთ. უდავოა, რომ რეგიონსა და მსოფლიოში სწრაფად ცვალებადი და რთული გეოპოლიტიკური ვითარების პირობებში, კიდევ უფრო დიდი მნიშვნელობა ენიჭება მშვიდობასა და სტაბილურობას, როგორც საკვანძო მოცემულობას რეგიონული განვითარებისა და მდგრადი კეთილდღეობისათვის. დარწმუნებული ვარ, რომ ერთობლივი ძალისხმევით არა თუ გადავლახავთ ყველა გამოწვევას, არამედ, გამოვიყენებთ არსებულ შესაძლებლობებს კიდევ უფრო ეფექტიანი თანამშრომლობისათვის. ჩვენ გულწრფელად ვართ დაინტერესებული განვახორციელოთ კონკრეტული პრაქტიკული ნაბიჯები და ხელი შევუწყოთ თანამშრომლობას რეგიონში, საქართველო მხარეებს სთავაზობს სამმხრივი თანამშრომლობის ინიციატივას, რომელიც ითვალისწინებს სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყნის ჩართულობას სხვადასხვა სფეროების მიმართულებით. რეგიონული თანამშრომლობის კონტექსტში, მნიშვნელოვანია ენერგეტიკული და სატრანსპორტო მარშრუტების წარმატებული ფუნქციონირების უზრუნველყოფა, არსებული კონფლიქტების დარეგულირება და რეგიონში უსაფრთხოების ხელშეწყობა“, – განაცხადა პრემიერმა. ირაკლი კობახიძის თქმით, აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ აზერბაიჯანი ბოლო წლების მანძილზე საქართველოს მთავარი სავაჭრო პარტნიორების ხუთეულშია. „ამ მხრივაც, აზერბაიჯანი საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი სტრატეგიული პარტნიორია. ჩვენ ერთობლივად ვახორციელებთ ისეთ უმნიშვნელოვანეს რეგიონულ პროექტებს, როგორიცაა ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენი, ბაქო-თბილისი-ერზრუმის გაზსადენი, ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზა, ბუნებრივი აირის სამხრეთ დერეფნის პროექტები, შუა დერეფნის პროექტი, ასევე შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტი. აუცილებელია ძალისხმევის მიმართვა ენერგოუსაფრთხოებისა და ენერგოდამოუკიდებლობის უზრუნველყოფის და ხელშეწყობის მიმართულებით“,…
საქართველოსა და აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრებმა ბაქოში დაათვალიერეს მიწის ნაკვეთი,სადაც საქართველოს საელჩოს შენობა აშენდება
აზერბაიჯანის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს შენობა აშენდება. 3450 კვ.მ. ფართობის მიწის ნაკვეთი ბაქოს ცენტრალურ უბანში, საქართველოს, საელჩოს შენობისთვის, პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის ვიზიტის ფარგლებში გადაეცა. ტერიტორია საქართველოს მთავრობის მეთაურმა აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრ ალი ასადოვთან და მთავრობის წევრებთან ერთად დაათვალიერა. აზერბაიჯანის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს შენობის მშენებლობა ახლო მომავალში დაიწყება.
ალი ასადოვი ირაკლი კობახიძეს- მინდა პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე ხელახლა დანიშვნა და საქართველოს ახალი მთავრობის ჩამოყალიბება კიდევ ერთხელ მოგილოცოთ
დარწმუნებული ვარ, რომ თქვენი ვიზიტი ქვეყნებს შორის ურთიერთობების განვითარებაში მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს, – ამის შესახებ აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრმა ალი ასადოვმა საქართველო-აზერბაიჯანის ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისი კომისიის მე-10 სხდომის გახსნისას განაცხადა. მისი თქმით, დანიშვნიდან ცოტა ხნის შემდეგ აზერბაიჯანში საქართველოს პრემიერ-მინისტრის ვიზიტი კიდევ ერთხელ ადასტურებს ქვეყნებს შორის არსებული ურთიერთობების პატივისცემას. „დარწმუნებული ვარ, რომ თქვენი ვიზიტი ქვეყნებს შორის ურთიერთობების განვითარებაში მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს. 2024 წელი, როგორც აზერბაიჯანის, ასევე საქართველოს პოლიტიკურ ცხოვრებაში ძალიან მნიშვნელოვანი წელი იყო. აზერბაიჯანის ისტორიაში პირველად, ქვეყნის სუვერენულ ტერიტორიაზე საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნები ჩატარდა. საქართველოშიც ჩატარდა საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნები. ორივე ქვეყანაში ჩატარებული არჩევნების შედეგები აზერბაიჯანელი და ქართველი ხალხების ნების გამომხატველი იყო. მინდა ვისარგებლო შემთხვევით და პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე ხელახლა დანიშვნა და საქართველოს ახალი მთავრობის ჩამოყალიბება კიდევ ერთხელ მოგილოცოთ. დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი ხელისუფლებები, კონსტრუქციულად და მჭიდროდ იმუშავებენ და ჩვენი ხალხების განვითარებას და კეთილდღეობას ხელს შეუწყობენ. დანიშვნიდან ცოტა ხნის შემდეგ აზერბაიჯანში თქვენი ვიზიტი კიდევ ერთხელ ადასტურებს ჩვენს ქვეყნებს შორის არსებული ურთიერთობების პატივისცემას თქვენი მხრიდან და ჩვენ დიდად ვაფასებთ ამას“, – განაცხადა ალი ასადოვმა.
საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურმა ბრიუსელში ნატოს სამხედრო კომიტეტის სხდომაში მონაწილეობა მიიღო
საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაური ბელგიის სამეფოში, ბრიუსელში იმყოფებოდა.გენერალ-მაიორმა გიორგი მათიაშვილი დელეგაციის წევრებთან ერთად ნატოს წევრი დაპარტნიორი…