2024 წელს საქართველოში მნიშვნელოვნად გაიზარდამაღალმხარჯველუნარიანი ვიზიტები.განსაკუთრებული ზრდა ფიქსირდება ისრაელიდან, ამ ქვეყნიდანსაქართველოში 310,982 საერთაშორისო ვიზიტი შედგა, ზრდა…
წელი: 2025
ზაალ ანჯაფარიძე აშშ-ის საელჩოს განცხადებაზე: პოლიციელების სიცოცხლესა და ჯანმრთელობაზე ხელმყოფთა ქმედებები, სახელმწიფო შენობებზე თავდასხმები არ უნდა აღიკვეთოს? ამ ყველაფრის ჩამდენები არ უნდა გასამართლდნენ?
თუ ტრამპის ადმინისტრაციაც ასე გააგრძელებს საქართველოში დემოკრატიის ინტერპრეტირებას, მაშინ ალბათ მოგვიწევს მათაც და ჩვენც ურთიერთობების გადატვირთვა,…
გიორგი გამსახურდია: ზვიადის ინტერვიუ მინდა შემოგთავაზოთ, რომელიც 1991 წელს მისცა “ამერიკის ხმას” – საკმაოდ დამაფიქრებელი და ღრმაა, როგორც იმ დროისთვის, ისე დღევანდელობისთვისაც ჭეშმარიტი, ქართველი პოლიტიკოსის ხედვაა წარმოჩენილი
გიორგი გამსახურდია ზვიად გამსახურდიას 1991 წლის ინტერვიუს აქვეყნებს: “დიდ საქმეს თან ახლავს ღალატი, ბევრჯერ მინახავს ადამიანური…
ირაკლი კობახიძე – საქართველოს სტრატეგიული ეროვნული ინტერესების, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ურყევი მხარდაჭერისთვის მადლობას ვუხდი აზერბაიჯანის მხარეს და პირადად პრეზიდენტ ალიევს
დღეს გაიმართა საქართველო-აზერბაიჯანის თანამშრომლობის კომისიის მე-10 სხდომა, რომელიც იყო ძალიან ნაყოფიერი და პროდუქტიული, – ამის შესახებ…
ირაკლი კობახიძე -დარწმუნებული ვარ,რომ ილჰამ ალიევთან შეხვედრა გზას გაუხსნის ჩვენი თანამშრომლობის შემდგომ გაძლიერებას და საერთო მიზნების მიღწევას
დარწმუნებული ვარ, რომ ილჰამ ალიევთან შეხვედრა გზას გაუხსნის ჩვენი თანამშრომლობის შემდგომ გაძლიერებას და საერთო მიზნების მიღწევას, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე სოციალურ ქსელ X-ზე წერს. როგორც მთავრობის მეთაური აღნიშნავს, შეხვედრაზე ხაზი გაესვა ქვეყნებს შორის არსებული სტრატეგიული პარტნიორობის მნიშვნელობას. „საქართველო-აზერბაიჯანის ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისი კომისიის მე-10 სხდომის ფარგლებში მქონდა პატივი, შევხვედროდი პრეზიდენტ ილჰამ ალიევს. ჩვენ გვქონდა ნაყოფიერი დიალოგი ორმხრივი და რეგიონული მნიშვნელობის ძირითად საკითხებზე. ხაზი გაესვა ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობის მნიშვნელობას. დარწმუნებული ვარ, რომ ეს შეხვედრა გზას გაუხსნის ჩვენი თანამშრომლობის შემდგომ გაძლიერებას და საერთო მიზნების მიღწევას“, – აღნიშნავს პრემიერი. https://x.com/PM_Kobakhidze/status/1880212034085621913/photo/1
ირაკლი კობახიძე-დაკავშირებადობის ფუნქციის შემდგომი განვითარება საქართველო-აზერბაიჯანის ორმხრივი თანამშრომლობის განსაკუთრებული პრიორიტეტია, მაქსიმალურად უნდა ავითვისოთ არსებული პოტენციალი
დაკავშირებადობის ფუნქციის შემდგომი განვითარება ჩვენი ქვეყნისთვის განსაკუთრებული პრიორიტეტია, ეს არის ორმხირივი თანამშრომლობისთვისაც განსაკუთრებულად პრიორიტეტული, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევთან პირისპირ შეხვედრის შემდეგ, ერთობლივი განცხადებების დროს აღნიშნა. მთავრობის მეთაურის თქმით, არსებული პოტენციალი მაქსიმალურად უნდა იქნას ათვისებული და სწორედ ამას ემსახურება ერთობლივი პროექტები. „ჩვენ, ორ ქვეყანას ერთად შეგვიძლია განსაკუთრებული როლი შევასრულოთ დაკავშირებადობის თვალსაზრისით. ჩვენ, გეოგრაფიულად ერთმანეთს ვაკავშირებთ ევროპასა და აზიას, დასავლეთსა და აღმოსავლეთს და მაქსიმალურად უნდა ავითვისოთ ეს პოტენციალი. სწორედ ამას ემსახურება ის პროექტები, რომლებიც უკვე განხორციელდა ორი სახელწმიფოს თანამონაწილეობით, საუბარი მაქვს სტრატეგიულ პროექტებზე და როგორც უკვე აღინიშნა, არის მიმდინარე და დაგეგმილი პროექტები, რომლებიც ხელს შეუწყობს ამ ფუნქციის მაქსიმალურად ათვისებას ჩვენი სახელმწიფოების მიერ. მზად ვართ, რომ ამ კუთხით კიდევ უფრო მეტად გავაღრმაოთ ჩვენი პარტნიორობა და ვიმუშაოთ აქტიურად,“- განაცხადა ირაკლი კობახიძემ. პრემიერ-მინისტრმა ხაზი გაუსვა სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების კიდევ უფრო მეტად გაღრმავების მნიშვნელობას.ირაკლი კობახიძემ ილჰამ ალიევი საქართველოში მიიწვია. „ძალიან მნიშვნელოვანია ორმხრივი სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები და მოხარულები ვართ, რომ ბოლო წლების განმავლობაში აზერბაიჯანი ჩვენს სავაჭრო პარტნიორებს შორის პირველ ხუთეულში იკავებს ადგილს. აქაც ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი პარტნიორობის კიდევ უფრო მეტად გაღრმავება და ამაზეც გვქონდა საუბარი დღევანდელ კომისიის სხდომაზე, ასევე ორმხრივ შეხვედრებზე. ჩვენს ურთიერთობასა და თანამშრომლობას აქვს ძალიან მყარი საფუძველი, რაც არის ისტორიული მეგობრობა ჩვენს ხალხებს შორის. ჩვენი პასუხისმგებლობაა ჩვენი ხალხების წინაშე, რომ ამ მეგობრობის საფუძველზე მაქსიმალურად ვიზრუნოთ ჩვენი პოლიტიკური და ეკონომიკური თანამშრომლობის კიდევ უფრო მეტად გაღრმავებაზე. ამისთვის ქართული მხარე ყველაფერს გააკეთებს. მადლობა მინდა გადავუხადო ჩვენს აზერბაიჯანელ მეგობრებს, პარტნიორებს, პირადად ბატონ პრეზიდენტს, მათი თანადგომისა და მხარდაჭერისთვის, არაჩვეულებრივი პარტნიორობისთვის. ამ სულისკვეთებით, ჩვენი მხრიდან იქნება უზრუნველყოფილი მაქსიმალური თანამშრომლობა და მეგობრობა. ჩვენ ველით პრეზიდენტ ალიევის ვიზიტს საქართველოში და გვაქვს ძალიან დიდი იმედი, რომ წელს გვექნება მისი მასპინძლობის საშუალება ჩვენს ქვეყანაში,“- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
კახა კალაძე: მე მხოლოდ საქართველოს მოქალაქე ვარ და სხვებისგან განსხვავებით, სხვა ქვეყნის პასპორტი არასდროს მქონია, არც რუსეთის მოქალაქე ვარ
დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, მას მხოლოდ საქართველოსმოქალაქეობა აქვს და სხვა ქვეყნის პასპორტი არასდროს ჰქონია. ამის…
კახა კალაძე: დონალდ ტრამპთან ურთიერთობები გვექნება მას შემდეგ, რაც ის თავის უფლებამოსილების განხორციელებას ოფიციალურად შეუდგება
„ტრამპის ინაუგურაციის ბილეთის ღირებულება 500 000-დან 2 მილიონამდეა. ვისაცსურვილი აქვს, შეუძლია გადაიხადოს თანხა და დაესწროს“, –…
კახა კალაძე ევროპარლამენტარების განცხადებაზე: ამ ყველაფერს ძალიან მარტივი ახსნა აქვს – საქართველოს ხელისუფლება გამოდგა ურჩი
„საქართველოს ხელისუფლება გამოდგა ურჩი არ დაიწყო ომი ქვეყანაში, არ გახსნა მეორე ფრონტი“, – ასე ეხმაურება თბილისის…
თბილისის მერი გახოკიძის ქუჩაზე მიმდინარე სამუშაოებს გაეცნო
სამგორის რაიონში, მიხეილ გახოკიძის ქუჩის სრული რეაბილიტაციამიმდინარეობს. ამ დროისთვის, ქუჩაზე ეწყობა სანიაღვრე ქსელი დაგაზმომარაგების მილები. მიმდინარეობს…
ირაკლი კობახიძე ილჰამ ალიევს შეხვდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტს ილჰამ ალიევს შეხვდა. ზაგულბას სასახლეში გამართულ პირისპირ შეხვედრაზე აზერბაიჯანის…
ილჰამ ალიევი ირაკლი კობახიძეს – თქვენი პარტიის წარმატება უზრუნველყოფს იმ ფაქტს, რომ სამხრეთ კავკასიაში იქნება სტაბილურობა, თქვენი ძმების და მეგობრების რანგში გვახარებს ეს წარმატება
თქვენი პარტიის წარმატება უზრუნველყოფს იმ ფაქტს, რომ სამხრეთ კავკასიაში იქნება სტაბილურობა, თქვენი ძმების და მეგობრების რანგში გვახარებს ეს წარმატება, – ამის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა ირაკლი კობახიძესთან პირისპირ შეხვედრის შემდეგ, ერთობლივი განცხადებების დროს აღნიშნა. მისივე თქმით, პრემიერ-მინისტრთან შეხვედრის ერთ-ერთი განსახილველი საკითხი იყო დაკავშირებადობა და შუა დერეფნის პროექტი. „პირისპირ შეხვედრისას ვისაუბრეთ დაკავშირებადობასა და შუა დერეფნის პროექტზე. ჩვენი ქვეყნები მჭიდროდ თანამშრომლობენ და პარტნიორები არიან. ჩვენი ჩართულობა რეგულარულია და შესაბამისი უწყებები კოორდინირებულად მუშაობენ ამ მიმართულებებით. დარწმუნებული ვარ, ეს პროექტი წარმატებული იქნება. ბუნებრივია, ამ პროექტში ჩვენ მჭიდრო კავშირი უნდა შევინარჩუნოთ სხვა ქვეყნებთან სამეზობლოში და ეს მოიცავს ფართო გეოგრაფიას. აზერბაიჯანი და საქართველო იქნება ის კავშირი და ხიდი, რომელიც დამყარდება ევროპასა და აზიას შორის. ჩვენ წარმატებით ვახორციელებთ ამას და ვიცი, რომ სატრანსპორტო ინფრასტრუქტურა ფართოვდება საქართველოშიც, ისევე როგორც აზერბაიჯანში. განსაკუთრებით ეს შეეხება გაციფროვნებას, სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის გაციფროვნებას. ეს პარალელურად მიმდინარეობს ორივე ქვეყანაში, ჩვენი ერების საკეთილდღეოდ. ჩვენ ვართ ძლიერი პარტნიორები და ძალიან ფასეული სერვისები შეგვიძლია შევთავაზოთ სხვა ქვეყნებსაც. ჩვენ ბევრი რამის მიღწევა მოვახერხეთ, რასაც გაფართოებულ ფორმატში განვიხილავთ. აქვე მინდა დავამატო, რომ თქვენი პარტიის წარმატება უზრუნველყოფს იმ ფაქტს, რომ სამხრეთ კავკასიაში იქნება სტაბილურობა, თქვენი ძმების და მეგობრების რანგში გვახარებს თქვენი წარმატება, გისურვებთ მომდევნო წარმატებებს მომავალშიც,“- აღნიშნა აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტმა.
ილჰამ ალიევი ირაკლი კობახიძეს – საპარლამენტო არჩევნების შემდეგ პირველი უცხოური ვიზიტი აზერბაიჯანში დაგეგმეთ და ეს არის იმის სიმბოლო, რომ უმაღლესი ურთიერთობები გაგვაჩნია აზერბაიჯანსა და საქართველოს -ამ გადაწყვეტილებისთვის მინდა განსაკუთრებული მადლობა გადაგიხადოთ
საპარლამენტო არჩევნების შემდეგ პირველი უცხოური ვიზიტი აზერბაიჯანში დაგეგმეთ და ეს არის იმის სიმბოლო, რომ უმაღლესი ურთიერთობები გაგვაჩნია აზერბაიჯანსა და საქართველოს და ამ გადაწყვეტილებისთვის მინდა განსაკუთრებული მადლობა გადაგიხადოთ“, – ამის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა. ილჰამ ალიევმა პრემიერ-მინისტრს არჩევნებში გამარჯვება კიდევ ერთხელ მიულოცა. ორიოდე თვის წინ შეგხვდით ბაქოში და კიდევ ერთხელ მინდა მადლობა გადაგიხადოთ COP2029-ში მონაწილეობისთვის, რომელიც ბაქოში გაიმართა. ათი თვით ადრე თქვენ აზერბაიჯანში ბრძანდებოდით. ბოლო ათი თვის განმავლობაში მესამე ვიზიტია აზერბაიჯანში და ეს თავისთავად მეტყველებს იმაზე, რომ ძალიან ღრმა და არსებითია ურთიერთობები საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის. ეს კონკრეტული ვიზიტი განსაკუთრებული მნიშვნელობის არის, იმდენად, რამდენადაც საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, რომელიც საქართველოში გაიმართა, ეს თქვენი პირველი უცხოური ვიზიტია და ვიყენებ ამ შესაძლებლობას და მოგილოცავთ გამარჯვებას „ქართულ ოცნებას“, პარტიას, რომელსაც თქვენ წარმოადგენთ და გისურვებთ თქვენ და თქვენს მთელ გუნდს განახლებულ წარმატებას. საპარლამენტო არჩევნების შემდეგ პირველი უცხოური ვიზიტი აზერბაიჯანში დაგეგმეთ და ეს არის იმის სიმბოლო, რომ უმაღლესი ურთიერთობები გაგვაჩნია აზერბაიჯანსა და საქართველოს და ამ გადაწყვეტილებისთვის მინდა განსაკუთრებული მადლობა გადაგიხადოთ“, განაცხადა ილჰამ ალიევმა.
ილჰამ ალიევი-აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის ურთიერთობები წარმატებულად ვითარდება ყველა სფეროში.პოლიტიკური კავშირები შეიძლება იყოს იმის მაგალითი,თუ როგორ უნდა ცხოვრობდეს ორი მეზობელი
აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის ურთიერთობები წარმატებულად ვითარდება ყველა სფეროში. პოლიტიკური კავშირები შეიძლება იყოს იმის მაგალითი, თუ როგორ უნდა ცხოვრობდეს ორი მეზობელი, ამის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.მისი თქმით ორ ქვეყანას შესანიშნავი შედეგები აქვს ასევე ეკონომიკურ ურთიერთობებში „ჩვენი ერები მეგობრულად, კეთილმეზობლურად და ძმურად ცხოვრობენ საუკუნეებია და ეს განსაკუთრებული ურთიერთობები გრძელდება დღესაც. აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის ურთიერთობები წარმატებულად ვითარდება ყველა სფეროში. პოლიტიკური კავშირები შეიძლება იყოს იმის მაგალითი, თუ როგორ უნდა ცხოვრობდეს ორი მეზობელი. ეკონომიკურ ურთიერთობებში შესანიშნავი შედეგები გვაქვს, აზერბაიჯანმა 3,6 მილიარდი დოლარის კაპიტალდაბანდება განახორციელა საქართველოში და ეს იმაზე მეტყველებს, რომ თქვენი მთავრობის წარმატებული ეკონომიკური პოლიტიკა, მათ შორის, უცხოური ინვესტიციების მოზიდვის კუთხით ძალიან პოზიტიურად აისახება საინვესტიციო გარემოზე თქვენს ქვეყანაში და იწვევს ინვესტორებს და შთაგონების წყარო ხდება თქვენს ქვეყანაში კაპიტალდაბანდებისთვის, მათ შორის, აზერბაიჯანელი ინვესტორებისთვის“, – განაცხადა ილჰამ ალიევმა.
კახა კალაძე: ვერანაირი მუქარა, სანქციები და შანტაჟი ვერ შეგვაშინებს – ქვეყნის ინტერესი არ ითმობა
თბილისის მერი კახა კალაძე აცხადებს, რომ საქართველოსთან დაკავშირებითბოლო თვეების განმავლობაში ისეთ გადაწყვეტილებებს იღებენ, რომლებიცუსამართლობაზეა დაფუძნებული.კახა კალაძე…