საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრ ალი ასადოვს შეხვდა. აზერბაიჯანის რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტში გამართულ პირისპირ შეხვედრაზე ალი ასადოვმა ირაკლი კობახიძეს 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში მმართველი გუნდის გამარჯვება და პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე ხელახლა არჩევა მიულოცა და აღნიშნა, რომ არჩევნების შედეგებმა ქართველი ხალხის ნება კიდევ ერთხელ აჩვენა. მხარეებმა საქართველო-აზერბაიჯანის სტრატეგიული პარტნიორობით გათვალისწინებულ ძირითად მიმართულებებსა და ორი ქვეყნის ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისი კომისიის სხდომის ფარგლებში განსახილველ საკითხებზე ისაუბრეს. აღინიშნა საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის სხვადასხვა სფეროში არსებული მჭიდრო თანამშრომლობის განვითარების პოზიტიური დინამიკა. ხაზი გაესვა რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის მნიშვნელობას. პრემიერ-მინისტრმა დაადასტურა საქართველოს მზადყოფნა, ხელი შეუწყოს სამმხრივ დიალოგს და რეგიონული თანამშრომლობის განვითარებას.
წელი: 2025
პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის ვიზიტი აზერბაიჯანის რესპუბლიკაში დაიწყო
პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის ვიზიტი აზერბაიჯანის რესპუბლიკაში დაიწყო. საქართველოს მთავრობის მეთაურს ბაქოს ჰეიდარ ალიევის სახელობის საერთაშორისო აეროპორტში აზერბაიჯანის რესპუბლიკის ვიცე-პრემიერი სამირ შარიფოვი დახვდა. ირაკლი კობახიძე ვიზიტის ფარგლებში პირისპირ შეხვედრებს გამართავს აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტ ილჰამ ალიევსა და პრემიერ-მინისტრ ალი ასადოვთან. ორი ქვეყნის პრემიერ-მინისტრების ხელმძღვანელობით საქართველო-აზერბაიჯანის ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისი კომისიის მე-10 სხდომა გაიმართება. საქართველოს პრემიერ-მინისტრი აზერბაიჯანის დედაქალაქს დელეგაციასთან ერთად ეწვია, რომლის შემადგენლობაში პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი, საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი, კულტურის მინისტრი თინათინ რუხაძე და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ლევან ჟორჟოლიანი არიან
ეკონომიკური ზრდის პერსპექტივებით საქართველო საერთაშორისო სივრცეში სალიდერო პოზიციებზეა
გაერთიანებული ერების ორგანიზაციამ და მსოფლიო ბანკმა მსოფლიო ეკონომიკური მდგომარეობის ანგარიშები და პროგნოზები წარმოადგინეს.გაეროს მიერ გამოქვეყნებული მსოფლიო…
გიორგი ცუცქირიძე: საპროტესტო აქციების გადაყვანა გაფიცვის რეჟიმში ემსახურება ხელისუფლებაზე ზეწოლის გაზრდას,რამაც ეკონომიკური ზრდის ტემპების შენელებით,უნდა შექმნას პრობლემები დასაქმებაშიც და საბიუჯეტო შემოსავლებშიც
საპროტესტო აქციების გადაყვანა გაფიცვის რეჟიმში ემსახურება ხელისუფლებაზე ზეწოლის გაზრდას, რამაც ეკონომიკური ზრდის ტემპების შენელებით, უნდა შექმნას…
გია აბაშიძე:ობსტრუქციის, გარედან შემოტევის მიუხედავად,მშვიდობამ და სწორმა პოლიტიკამ დადო შედეგი- ეკონომიკური ზრდის პერსპექტივებით,საქართველო საერთაშორისო ასპარეზზე ლიდერობს
ანალიტიკოსი გია აბაშიძე გაეროსა და მსოფლიო ბანკის შეფასებებს აქვეყნებს, რომლის მიხედვით მსოფლიო ეკონომიკური მდგომარეობის ანგარიშებისა და…
დავით ქართველიშვილი გრიგოლ ბერბიჭაშვილზე: მე მივყვები სქიმარქიმანდრიტ ვიტალის კურთხევას – „არასდროს განიკითხო ადამიანი, ვინაიდან ის უფლის ხატი და მსგავსებაა, მაგრამ შეგიძლია ამხილო მისი ცოდვილი ბუნება და ცოდვით გადაცდომა
“წინ მინდა გავუსწრო „მორწმუნე ოპონენტების აღშფოთებას – მეუფეზე „ძვირის თქმა” როგორ შეიძლებოდა. არ ვიცი, მე მივყვები…
დავით ქართველიშვილი: ექსპერტები მიიჩნევენ, რომ სამხრეთ კავკასიისა და ცენტრალური აზიის რეგიონები ტრამპისთვის პირველ რიგში ბიზნესის თვალსაზრისით იქნება საინტერესო. ამის ფონზე აზერბაიჯანში პრემიერ-მინისტრის ვიზიტს, უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება „ტრამპის ინაუგურაციამდე სამი დღით ადრე, საქართველოს ძირითად სტრატეგიულ პარტნიორ და მეგობარ აზერბაიჯანში პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის ვიზიტს, უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება
სამხრეთ კავკასიაში ტრამპის ადმინისტრაციის ახალი წარმომადგენლის დანიშვნამდე, ჩვენი რეგიონის ორმა ლიდერმა აუცილებლად უნდა მოახდინონ პოზიციების შეჯერება…
ალი ასადოვი – საქართველოსთან ურთიერთობების განვითარება აზერბაიჯანის საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთი პრიორიტეტია,გასული დროის განმავლობაში ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობა ხარისხობრივად ახალ საფეხურზე გადავიდა
საქართველოსთან ურთიერთობების განვითარება აზერბაიჯანის საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთი პრიორიტეტია, – ამის შესახებ აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრმა ალი ასადოვმა საქართველო-აზერბაიჯანის ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისი კომისიის მე-10 სხდომის გახსნისას განაცხადა. აზერბაიჯანის პრემიერის თქმით, გასული დროის განმავლობაში ორ ქვეყანას შორის სტრატეგიული პარტნიორობა ხარისხობრივად ახალ საფეხურზე გადავიდა. „პატივცემულო პრემიერ-მინისტრო, საქართველოსთან ურთიერთობების განვითარება აზერბაიჯანის საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთი პრიორიტეტია. გასული დროის განმავლობაში ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობა ხარისხობრივად ახალ საფეხურზე გადავიდა. ეს თანამშრომლობა ყველა მნიშვნელოვან სფეროს მოიცავს და გააჩნია ფართო იურიდიული ბაზა, აქ შედის 140-მდე დოკუმენტი. ჩვენს ქვეყნებს შორის აქტიური პოლიტიკური დიალოგი არსებობს. საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში ერთმანეთს ყოველთვის მხარს ვუჭერთ. ჩვენ რთულ პერიოდებში ყოველთვის ერთმანეთის გვერდით ვართ. აღნიშნული ტრადიცია დღესაც გრძელდება. ტერიტორიული მთლიანობის თემაზე ურთიერთმხარდაჭერა განსაკუთრებით მინდა აღვნიშნო. ჩვენი ეკონომიკური სავაჭრო თანამშრომლობა ყოველთვის ძალიან მნიშვნელოვანია. საქართველო აზერბაიჯანის ერთ-ერთი უმთავრესი სავაჭრო პარტნიორია. მართალია, გასულ წელს ჩვენი სავაჭრო ბრუნვა ცოტათი შემცირებულია, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ ეს დროებით ხასიათს ატარებს. ეკონომიკური პოტენციალის მთლიანად რეალიზაციისთვის საჭირო ნაბიჯები უნდა გადავდგათ. ეს საკითხი, რა თქმა უნდა, ყურადღების ცენტრში იქნება“, – აღნიშნა ალი ასადოვმა.
ალი ასადოვი-ინვესტიციების სფეროში თანამშრომლობას ძალიან კარგი დინამიკა გააჩნია,აზერბაიჯანელი ინვესტორები დაინტერესებულნი არიან საქართველოს ეკონომიკაში უფრო მეტი ინვესტიციის ჩადებით
ინვესტიციების სფეროში თანამშრომლობას ძალიან კარგი დინამიკა გააჩნია, – ამის შესახებ აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრმა ალი ასადოვმა საქართველო-აზერბაიჯანის ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისი კომისიის მე-10 სხდომის გახსნისას განაცხადა. ალი ასადოვის თქმით, აზერბაიჯანი საქართველოში უდიდეს ინვესტიციას ახორციელებს. „SOCAR-ი საქართველოში თავის საქმიანობას წარმატებით ახორციელებს. კომპანია ყოველთვის საქართველოს ეკონომიკაში უდიდეს ინვესტიციას დებს და ქვეყნის ერთ-ერთი უდიდესი გადამხდელია. ასევე, SOCAR-ი საქართველოში პერიოდულად სოციალურ პროექტებსაც ახორციელებს და ამ მიმართულებითაც გააგრძელებს თავის საქმიანობას. ამავდროულად, აზერბაიჯანის ინვესტორების საქართველოში საქმიანობასთან დაკავშირებით ზოგიერთი საკითხების მოგვარებაზე საქართველოს მთავრობის იმედი გვაქვს. აღნიშნული საკითხების დადებითად მოგვარება ინვესტიციების სფეროში თანამშრომლობას უფრო გააძლიერებს და გააფართოებს, რადგან აზერბაიჯანელი ინვესტორები დაინტერესებულნი არიან საქართველოს ეკონომიკაში უფრო მეტი ინვესტიციის ჩადებით. ჩვენც, თავის მხრივ, საქართველოს კომპანიების აზერბაიჯანულ ბაზარზე საქმიანობის უზრუნველყოფისთვის საჭირო პირობებს ვქმნით. აზერბაიჯანში აქტიურად მოქმედი 650-ზე მეტი ქართული კაპიტალის მქონე კომპანია არსებობს. აზერბაიჯანის მთავრობა ამის შემდეგაც ქართული კომპანიების ჩვენს ქვეყანაში საქმიანობისთვის საჭირო პირობებს შექმნის”, – განაცხადა აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრმა.
ალი ასადოვი ირაკლი კობახიძეს – აზერბაიჯანისა და საქართველოს მიერ ერთობლივად განხორციელებული მეგაპროექტები წარმატებული რეგიონული თანამშრომლობის მაგალითია და სამხრეთ კავკასიის ტრანსფორმაციას ემსახურება
აზერბაიჯანისა და საქართველოს მიერ ერთობლივად განხორციელებული მეგაპროექტები წარმატებული რეგიონული თანამშრომლობის მაგალითია, აღნიშნული პროექტები სამხრეთ კავკასიის ტრანსფორმაციას…
ირაკლი კობახიძე -აზერბაიჯანი ბოლო წლების მანძილზე ჩვენი ქვეყნის მთავარი სავაჭრო პარტნიორების ხუთეულშია,დარწმუნებული ვარ, კომისიის სხდომის ფარგლებში მიღწეული შედეგები დამატებით იმპულსს შესძენს ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორობას
აზერბაიჯანი ბოლო წლების მანძილზე შედის ჩვენი ქვეყნისათვის მთავარი სავაჭრო პარტნიორების ხუთეულში, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ საქართველო-აზერბაიჯანის ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისი კომისიის მე-10 სხდომის გახსნისას განაცხადა.მთავრობის მეთაურის შეფასებით, ამ მხრივაც აზერბაიჯანი საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი სტრატეგიული პარტნიორია. „რეგიონული თანამშრომლობის კონტექსტში, მნიშვნელოვანია ენერგეტიკული და სატრანსპორტო მარშრუტების წარმატებული ფუნქციონირების უზრუნველყოფა, არსებული კონფლიქტების დარეგულირება და რეგიონში უსაფრთხოების ხელშეწყობა. დღეს ჩვენ ბუნებრივია ყურადღებას გავამახვილებთ არსებულ ეკონომიკურ, ენერგეტიკულ, სავაჭრო და სატრანსპორტო პროექტებზე და მათ მნიშვნელობაზე. ეს ეკონომიკური პროექტები საგრძნობლად ზრდიან ჩვენი ქვეყნის მიმზიდველობას და ფუნქციას. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ აზერბაიჯანი ბოლო წლების მანძილზე შედის ჩვენი ქვეყნისათვის მთავარი სავაჭრო პარტნიორების ხუთეულში. ამ მხრივაც, აზერბაიჯანი საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი სტრატეგიული პარტნიორია. ჩვენ ერთობლივად ვახორციელებთ ისეთ უმნიშვნელოვანეს რეგიონულ პროექტებს, როგორიცაა ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენი, ბაქო-თბილისი-ერზრუმის გაზსადენი, ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზა, ბუნებრივი აირის სამხრეთ დერეფნის პროექტები, შუა დერეფნის პროექტი, ასევე შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტი. აუცილებელია ძალისხმევის მიმართვა ენერგოუსაფრთხოებისა და ენერგოდამოუკიდებლობის უზრუნველყოფის და ხელშეწყობის მიმართულებით“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ. პრემიერის შეფასებით, საქართველო დიდ მნიშვნელობას ანიჭებს არსებულ სამმხრივ ფორმატს, რომელიც ჩამოყალიბებულია საქართველოს, აზერბაიჯანსა და თურქეთს შორის. „უდავოა, აღნიშნული მექანიზმის წარმატებით ფუნქციონირება სხვადასხვა მიმართულებით, კიდევ უფრო მეტ სარგებელს მოუტანს ჩვენს საერთო ინტერესებს. ჩვენი ქვეყნები მჭიდროდ თანამშრომლობენ თავდაცვის, კულტურის,განათლების, გარემოს დაცვის, სოფლის მეურნეობის, ჯანდაცვის, ტურიზმის, საბაჟო სფეროებში. ჩვენ გამოვხატავთ მზადყოფნას, კიდევ უფრო განვავითაროთ და გავაღრმაოთ თანამშრომლობა ამ მიმართულებებით. დღეს გვექნება საშუალება, სექტორების მიხედვით განვიხილოთ ჩვენი თანამშრომლობის პერსპექტივები და ინიციატივები“, – განაცხადა პრემიერმა და იმედი გამოთქვა, რომ კომისიის სხდომის ფარგლებში…
ალი ასადოვი -ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის სრულად ამუშავებისთვის ერთობლივი ძალისხმევის მნიშვნელობა განსაკუთრებით უნდა აღინიშნოს, ტვირთის გადაზიდვის უნარი მილიონიდან 5 მლნ ტონამდეა გაზრდილი
ბაქო-თბილისი ყარსის რკინიგზის სრულად ამუშავებისთვის ერთობლივი ძალისხმევის მნიშვნელობა განსაკუთრებით უნდა აღინიშნოს, აზერბაიჯანის დამატებითი ინვესტიციისა და საქართველოს მხრიდან გაწეული ძალისხმევის შედეგად, ტვირთის გადაზიდვის უნარი მილიონიდან 5 მლნ ტონამდეა გაზრდილი, – ამის შესახებ აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრმა ალი ასდოვმა საქართველო-აზერბაიჯანის ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისი კომისიის მე-10 სხდომის გახსნისას განაცხადა. მისივე თქმით, ეს რკინიგზა შუა დერეფნის განუყოფელ ნაწილს წარმოადგენს. „კასპიის ზღვის ერთ-ერთი უდიდესი სავაჭრო პორტი, ბაქოს საერთაშორისო სავაჭრო პორტი შუა დერეფნის მნიშვნელოვანი რგოლია. ამჟამად, წელიწადში, პორტის გადაზიდვის უნარის 15 მლნ-დან 25-მლნ ტონამდე გაზრდის მიმართულებით აქტიური სამუშაოები მიმდინარეობს. საქართველოში ფოთისა და ბათუმის პორტები შუა დერეფნის მნიშვნელოვანი ელემენტებია. ძალიან გვიხარია, რომ დღეს შესაბამისი უწყებების მიერ სატრანსპორტო დერეფნის სფეროში თანამშრომლობის მემორანდუმიც გაფორმდება. ეს ყველაფერი კონტინენტთაშორის ტრანზაქციებში აზერბაიჯანისა და საქართველოს როლებს აძლიერებს, როგორც მნიშვნელოვან სატრანზიტო რგოლებს,“-განაცხადა აზერბაიჯანის პრემიერმა.
ირაკლი კობახიძე – საქართველოსა და აზერბაიჯანის სტრატეგიული პარტნიორობა ასრულებს უმნიშვნელოვანეს როლს რეგიონში ჩვენი პარტნიორებისთვის სტაბილურობის და უსაფრთხო დაკავშირებადობის უზრუნველყოფაში
საქართველოსა და აზერბაიჯანის სტრატეგიული პარტნიორობა ასრულებს უმნიშვნელოვანეს როლს რეგიონში ჩვენი პარტნიორებისთვის სტაბილურობის და უსაფრთხო დაკავშირებადობის უზრუნველყოფაში, ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე სოციალურ ქსელ X-ზე წერს. როგორც მთავრობის მეთაური აღნიშნავს, აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრთან სეხვედრისას განიხილეს საქართველო-აზერბაიჯანის ორმხრივი ურთიერთობების შემდგომი გაღრმავების პერსპექტივები. „საქართველოსა და აზერბაიჯანის რესპუბლიკას შორის ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისი კომისიის მე-10 სხდომის ფარგლებში მქონდა ნაყოფიერი შეხვედრა აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრთან, ალი ასადოვთან.განვიხილეთ საქართველო-აზერბაიჯანის ორმხრივი ურთიერთობების შემდგომი გაღრმავების პერსპექტივები საერთო ინტერესების რიგ სფეროებში. ხაზი გავუსვით ვაჭრობისა და ეკონომიკის სექტორებში, ასევე ენერგეტიკის სფეროში, თანამშრომლობის გაფართოების მნიშვნელობას. ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობა ასრულებს უმნიშვნელოვანეს როლს რეგიონში ჩვენი პარტნიორებისთვის სტაბილურობის და უსაფრთხო დაკავშირებადობის უზრუნველყოფაში“, – აღნიშნავს პრემიერი.
სოზარ სუბარი: საქართველოში მშვიდობის შენარჩუნებისთვის რომ არ აღვდგომოდით წინ ყველა გლობალურ ძალას, შეიძლება დიდი ხნით, თუ სამუდამოდ არა, დაგვეკარგა დამოუკიდებლობა
პარლამენტის ვიცე-სპიკერი სოზარ სუბარი მარკო რუბიოს მიერ სენატში გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა, სადაც ამერიკელმა სენატორმა განაცხადა –…
ალი ასადოვი ირაკლი კობახიძეს-დარწმუნებული ვარ, ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისი კომისიის მე-10 საიუბილეო სხდომის ფარგლებში მიღებული გადაწყვეტილებები ხელს შეუწყობს ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთობების კიდევ უფრო განვითარებას
მიმდინარე ვიზიტისას, თქვენი და აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტის, ილჰამ ალიევის შეხვედრაცაა დაგეგმილი, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ურთიერთნაყოფიერი თანამშრომლობის განვითარების თვალსაზრისით, ამის შესახებ აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრმა ალი ასდოვმა საქართველო-აზერბაიჯანის ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისი კომისიის მე-10 სხდომის გახსნისას განაცხადა. მანვე მადლობა გადაუხადა საქართველოს მთავრობის მეთაურს COP29-ის კონფერენციაში აქტიური მონაწილეობისთვის და აღნიშნა, რომ აზერბაიჯანი აფასებს საქართველოს წვლილს გლობალური მასშტაბის კლიმატის ცვლილებებთან ბრძოლაში. „გასული წლის განმავლობაში ორჯერ იმყოფებოდით აზერბაიჯანში. თქვენთან როგორც მარტში, ასევე ნოემბერში COP29ის ფარგლებში შეხვედრები ძალიან კარგად მახსენდება. ვისარგებლებ შემთხვევით და მადლობას გადაგიხდით აქტიური მონაწილეობისთვის COP29ის ფარგლებში. ჩვენ დიდად ვაფასებთ საქართველოს წვლილს გლობალური მასშტაბის კლიმატის ცვლილებებთან ბრძოლაში. დღეს ჩვენ ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისი კომისიის მე-10 საიუბილეო სხდომას ვატარებთ. დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი მსჯელობები მიღებული გადაწყვეტილებები და ოქმები, ასევე ორმხრივი დოკუმენტები ხელს შეუწყობს ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთობების კიდევ უფრო განვითარებას,“- განაცხადა ალი ასადოვმა. მისივე თქმით, ირაკლი კობახიძის ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია საქართველოს საელჩოს ახალი შენობისთვის გამოყოფილი მიწის ნაკვეთის დათვალიერება. „აღნიშნული მიწის ნაკვეთი გამოყოფილია აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტის დავალებითა და მინისტრთა კაბინეტის გადაწყვეტილებით. ის ბაქოს ცენტრში, ქალაქის ერთ-ერთ ულამაზეს ადგილზე მდებარეობს,“- აღნიშნა აზერბაიჯანის პრემიერმა.