კახა კალაძე: განახლებული მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლე კვლავ სიხარულით უღებს კარს ჩვენს პატარებს-შეუძლებელია აქ არ ახდეს მათი ოცნებები და ნატვრა

თბილისის განვითარების ფონდმა, პროექტ „ახალი ტფილისის“ ფარგლებში,მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის რეაბილიტაცია-რესტავრაციადაასრულა. მოსწავლე-ახალგაზრდობის განახლებული სასახლე თბილისის მერმაკახა კალაძემ…

კახა კალაძე: ემანუელ მაკრონის მიერ აშშ-ის ელჩის საფრანგეთის შიდა საქმეებში ჩარევაში დადანაშაულება ჩვეულებრივი ორმაგი სტანდარტია

თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, ემანუელ მაკრონის შეფასებასაფრანგეთში აშშ-ის ელჩის განცხადებასთან დაკავშირებით, არის ორმაგისტანდარტის კარგი მაგალითი,…

კახა კალაძე ყაველაშვილის აშშ-ში ვიზიტზე: მთელმა მსოფლიომ უნდა გაიგოს სიმართლე და რეალობა

თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილისვიზიტი ამერიკის შეერთებულ შტატებში საქართველოსთვის ძალზემნიშვნელოვანია, ვინაიდან გაერო-ს გენერალური…

შენი პირველი არჩევნები – ცესკოს თავმჯდომარის მიმართვა ახალგაზრდა ამომრჩეველს,მას ვინც პირველად მონაწილეობს არჩევნებში

4 ოქტომბერს მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნები გაიმართება. საქართველოსმოქალაქეები ოთხი წლის ვადით აირჩევენ საკუთარი მუნიციპალიტეტების მერებსა დასაკრებულოების წევრებს.…

კახა კალაძე აქციების დაფინანსებაზე: სქემა, რაც ჰქონდათ, გაშიფრულია და ახლა უნივერსიტეტების გავლით თანხების შემოტანა დაიწყეს

„გიორგი ბაჩიაშვილი რომ აქციებს აფინანსებს, ეს სიახლე არ არის. ის თავიდანბოლომდე პოლიტიკურ პროცესებშია ჩართული“, – ამის…

ირაკლი კობახიძე – ისტორიული ძეგლების განახლება არის დედაქალაქის მერიის პროგრამის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ნაწილი და ეროვნული სასახლის რეაბილიტაციაც არის ამ მნიშვნელოვანი პროგრამის გაგრძელება

დარწმუნებული ვარ, ეროვნული სასახლე კიდევ მრავალ თაობას აღუზრდის ჩვენს ქვეყანას, კიდევ მრავალი თაობა დაეუფლება აქ ხელოვნების,…

ირაკლი კობახიძე – მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლემ არაერთი თაობააღუზარდა ჩვენს ქვეყანას, ეს სასახლე ინახავს ჩვენს დემოკრატიულ ისტორიას – სწორედ აქ დაიდო ბინა პირველი რესპუბლიკის მთავრობამ,აქ გამოცხადდა საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენა და ჩაეყარა  საფუძველი ქართულ პარლამენტარიზმს

მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლემ არაერთი თაობა აღუზარდა ჩვენს ქვეყანას, ეს სასახლე ინახავს ჩვენს დემოკრატიულ ისტორიას -სწორედ აქ დაიდო ბინა  პირველი რესპუბლიკის მთავრობამ, აქ გამოცხადდა საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენა და ჩაეყარა საფუძველი ქართულ პარლამენტარიზმს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მოსწავლე-ახალგაზრდობის განახლებული სასახლის გახსნის ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. პრემიერის თქმით, ეს შენობა არ არის მხოლოდ არქიტექტურული ძეგლი და ქვეყნის კულტურული მემკვიდრეობა, ეს სასახლე არის საქართველოს ისტორიის განუყოფელი ნაწილი. „ჩემთვის ძალიან დიდი პატივია თქვენთან ერთად ყოფნა და ძალიან დიდი სიხარულია, რომ მაქვს შესაძლებლობა, მონაწილეობა მივიღო ამ ღონისძიებაში. წლევანდელი თბილისობის ერთგვარი სიმბოლური კულმინაციაა დღეს მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის გახსნა და ის ფაქტი,  რომ ჩვენ ამ არაჩვეულებრივ სასახლეს ვუბრუნებთ  განახლებული სახით, ახალი ბრწყინვალებით ჩვენს ახალგაზრდებს. ეს შენობა არ არის მხოლოდ არქიტექტურული ძეგლი და მხოლოდ ამ თვალსაზრისით არ არის ჩვენი კულტურული მემკვიდრეობა. ეს არის ჩვენი ისტორიის განუყოფელი ნაწილი. ეს არის სასახლე, რომელიც ინახავს ჩვენი ქვეყნის ისტორიას. ამ სასახლემ არაერთი თაობა აღუზარდა ჩვენს ქვეყანას, როგორც შემოქმედები, ასევე მეცნიერების, სპორტის წარმომადგენლები და ჩვენი პასუხისმგებლობა იყო, განსაკუთრებული ზრუნვა გამოგვეჩინა ამ სასახლის მიმართ. ასევე მინდა შეგახსენოთ, რომ ჩვენს დემოკრატიულ ისტორიას ინახავს ეს სასახლე. სწორედ ამ სასახლეში დაიდო ბინა პირველი რესპუბლიკის მთავრობამ. სწორედ აქ გამოცხადდა საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენა და აქ ჩაეყარა საფუძველი ქართულ პარლამენტარიზმს. ესეც არის ის პასუხისმგებლობა, რომელიც გვეკისრება ჩვენ ამ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის მიმართ. ეს არის განსაკუთრებული ინვესტიცია, რომელიც განხორციელდა და ყველაზე ძვირფასი და მნიშვნელოვანი არის ინვესტიცია, რომელიც იდება მომავალი თაობების და ახალგაზრდების სასარგებლოდ. მრავალი თაობა აღუზარდა ამ სასახლემ ჩვენს ქვეყანას. ძალიან ემოციური იყო გოგონათა მიერ შესრულებული სიმღერა დღევანდელ დღეს და ესეც შეგვახსენებს იმას, თუ რამდენად ძვირფასია ის საქმე, რომელიც კეთდება ამ ეროვნულ სასახლეში“, – განაცხადა პრემიერმა.

დავით ქართველიშვილი: ბინძური ნიაღვარი მოდის ადგილობრივი “ოპოზიციის” იმ ნაწილიდან, ვინც არჩევნებისადმი ბოიკოტის რეჟიმში “კარდაკარ” აქციებს მართავენ ვაშინგტონში, ბრიუსელში, ბერლინში, ან თუნდაც თბილისში – დიდი ბრიტანეთის საელჩოში. ხვდებიან ყველას და “ყველაფერს” – ოღონდ არა ქართულს და ეროვნულს

პარტია „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი თვითმმართველობის არჩევნებამდე „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ დაწყებულ ბინძურ კამპანიას სოციალურ ქსელში…

მაკრონი აშშ-ის ელჩს საფრანგეთის შიდა საქმეებში ჩარევასა და ვენის კონვენციის დარღვევაში ადანაშაულებს

საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ აშშ-ის ელჩის, ჩარლზ კუშნერის მიერ საფრანგეთის კრიტიკა დიპლომატისთვის “მიუღებელია”. აგვისტოში კუშნერმა…

სოზარ სუბარი: დავიცვათ ჩვენი დამოუკიდებლობა, ჩვენი სუვერენიტეტი და ღირებულებები, ეს არის ყველაზე მთავარი. ეს არის მშვიდობის შენარჩუნების და განვითარების ერთადერთი გზა

“ვიზალიბერალიზაცია არის ძალიან დიდი მიღწევა ჩვენი ქვეყნის, ჩვენი ხელისუფლების. ეს არის დიდი კომფორტი ჩვენი მოსახლეობისთვის და…

საგარეო საქმეთა მინისტრი, მაკა ბოჭორიშვილი ამერიკის შეერთებულ შტატებში გაემგზავრა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, მაკა ბოჭორიშვილი ამერიკის შეერთებულ შტატებში გაემგზავრა. მაკა ბოჭორიშვილი საქართველოს პრეზიდენტთან, მიხეილ ყაველაშვილთან…

გრძელიშვილი: “ტვ პირველის” “ჟურნალისტურ გამოძიებებზე” სერიოზულად საუბარი შეუძლებელია – ბიძინა ივანიშვილის გარემოცვის “უახლოესი წევრი” მუხიგულაშვილი, ივანიშვილის ბიძაშვილის შვილის მეორე ქმარი ყოფილა 2 თვით, მისი ინფორმაცია რომ სრული ბოდვაა, აქედანაც ჩანს

ENG  GEO   გრძელიშვილი: “ტვ პირველის” “ჟურნალისტურ გამოძიებებზე” სერიოზულად საუბარი შეუძლებელია – ბიძინა ივანიშვილის გარემოცვის “უახლოესი წევრი”…

წვევამდელთა უმრავლესობა სამხედრო კარიერის გაგრძელებას თავდაცვის ძალებში გეგმავს

6-თვის ვადით წვევამდელთა ეროვნულ სამსახურში გაწვეული სამხედროების უმრავლესობა სამხედრო კარიერის გაგრძელებას თავდაცვის ძალების საკონტრაქტო სამსახურში გეგმავს.…

საქართველოს პრეზიდენტი ამერიკის შეერთებულ შტატებში გაემგზავრა – მიხეილ ყაველაშვილი  გაეროს გენერალური ასამბლეის მე-80 სესიაზე სიტყვით გამოვა

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი ამერიკის შეერთებულ შტატებში გაემგზავრა. მიხეილ ყაველაშვილი ნიუ-იორკში ვიზიტის ფარგლებში, გაეროს გენერალური ასამბლეის…

საპატიო თბილისელის წოდება 30 მოქალაქეს მიენიჭა

სახელმწიფო ცერემონიების სასახლეში თბილისის საპატიო მოქალაქეების დაჯილდოების ცერემონია გაიმართა. დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ საპატიო თბილისელის წოდება…