ოპოზიციამ თვითონ დაიმხო საკუთარი თავი და მათი მხრიდან დამხობაზე საუბარი არის აბსოლუტურად ღიმილისმომგვრელი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს თელავში განუცხადა. მთავრობის მეთაურის თქმით, სიტყვა „დამხობას“ რაც შეეხება, ოპოზიცია თვითონ არის დამხობილი. „ხელი არ წაუცდეთ, რაიმე არ დაუშავონ და არ მოსწიონ საკუთარ თავს. ეს არის ერთადერთი რჩევა, რაც ამ ხალხს შემიძლია მივცე. სიტყვა „დამხობას“ რაც შეეხება, ოპოზიცია თვითონ არის დამხობილი. თქვენ ხედავთ, როგორია რეიტინგები, მათი მდგომარეობა, ერთმანეთს როგორ ჭამენ. თვითონ დაიმხეს საკუთარი თავი და მათი მხრიდან დამხობაზე საუბარი არის აბსოლუტურად ღიმილისმომგვრელი“, – განაცხადა პრემიერმა.
წელი: 2025
ირაკლი კობახიძე – რა დაპირებაც გაიცა ბატონი ბიძინა ივანიშვილის მხრიდან ორი წლის წინ, კორუფციასთან ბრძოლის კუთხით, ის პირობა იქნება პირნათლად შესრულებული და ამ პირობის შესრულებაზე მე ვიღებ პასუხისმგებლობას, როგორც მთავრობის ხელმძღვანელი
რა დაპირებაც გაიცა ბატონი ბიძინა ივანიშვილის მხრიდან ორი წლის წინ, კორუფციასთან ბრძოლის კუთხით, ის პირობა იქნება პირნათლად შესრულებული და ამ პირობის შესრულებაზე მე ვიღებ პასუხისმგებლობას, როგორც მთავრობის ხელმძღვანელი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს თელავში განუცხადა. მთავრობის მეთაურის თქმით, მთავრობა განაგრძობს აბსოლუტურად გამჭვირვალედ მუშაობას. „მთავარი მიზანია დანაშაულის გამოვლენა, კორუფციასთან ბრძოლა და სახელმწიფოსთვის მიყენებული ზიანის ანაზღაურება. დანარჩენი ინტერპრეტაციებია. თუ აქ იყო ვინმეს ზურგი, დაინტერესდება საგამოძიებო უწყება. რაც შეეხება კორუფციას, კორუფცია არის ნებისმიერ სახელმწიფოში. ფინეთშიც კი, სადაც არის ერთ-ერთი ყველაზე დაბალი მაჩვენებელი იქაც კი არის კორუფცია. რა დაპირებაც გაიცა ბატონი ბიძინა ივანიშვილის მხრიდან ორი წლის წინ, კორუფციასთან ბრძოლის კუთხით, ის პირობა იქნება პირნათლად შესრულებული და ამ პირობის შესრულებაზე მე ვიღებ პასუხისმგებლობას, როგორც მთავრობის ხელმძღვანელი. გარდა იმისა, რომ წარსულში ჩადენილი შესაძლო დანაშაულების გამოვლენის მიმართულებით აქტიურად ვიმუშავებთ, მთავარი პირობა, რასაც გაძლებთ, არის ის, რომ მთავრობა განაგრძობს აბსოლუტურად გამჭვირვალედ მუშაობას. მე შემიძლია მივმართო ნებისმიერ ადამიანს, პოლიტიკოსს, არაპოლიტიკოსს, ნებისმიერს, ამოიღონ წელიწადნახევრის განმავლობაში გამოცემული ნებისმიერი აქტი, ყველაფერი არის გამჭვირვალე. თუ ნახავენ ერთ კორუფციის ნიშანს მაინც, რომელიმე აქტში, მზად ვარ ვუპასუხო ყველა კითხვას“, – განაცხადა პრემიერმა.
ქვემო სამგორში „ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატის ზაქარია წიკლაურის მხარდამჭერთა შეხვედრა გაიმართა
ქვემო სამგორის რაიონში მდებარე სპორტისა და ხელოვნების სასწავლო ცენტრში „ქართული ოცნების“ ქვემო სამგორის მაჟორიტარობის კანდიდატის, ზაქარია…
ირაკლი კობახიძე – განსაკუთრებული აგრესია აქვს რადიკალურ ოპოზიციას, მათ პატრონებთან ერთად, ერეკლე მეორის მიმართ, იქიდან გამომდინარე, რომ ერეკლე მეორე არის სამშობლოსთვის თავდადებისა და პრაგმატიზმის სიმბოლო
გასაოცარია ის რეაქციები, რომლებიც ვიხილეთ – განსაკუთრებული აგრესია აქვს რადიკალურ ოპოზიციას მათ პატრონებთან ერთად ერეკლე მეორის…
პრემიერი – ევროკომისიის პრესსპიკერის განცხადება არის რადიკალიზმის წახალისება, სამწუხაროა, რომ ქართულ საზოგადოებაში ევროკავშირის მიმართ ნდობა მცირდება ასეთი ქმედებების ფონზე და თუ არ შეწყვეტენ მსგავსი თვითდამაზიანებელი განცხადებების კეთებას, ეს პროცესი გაგრძელდება
ევროკომისიის პრესსპიკერის განცხადება არის რადიკალიზმის წახალისება, პირდაპირ უხეში ჩარევა ჩვენს შიდა საქმეებში, პოლარიზაციის წახალისება, საზოგადოება შეაფასებს…
დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს ორგანიზებით,წალენჯიხისა და ხობის მუნიციპალიტეტებში სააგენტოს მობილური ჯგუფების სამუშაოს შეხვედრები გაიმართა
შეხვედრების მიზანია სოფლად მცხოვრები მოსახლეობისათვის სააგენტოს სერვისებსა და პროგრამებზე ხელმისაწვდომობის გაზრდა, აქტიური პროგრამებისა და ვაკანსიების გაცნობა.…
ირაკლი კობახიძე – ევროკავშირის ელჩი პირდაპირ ჩართეს რადიკალიზმისა და პოლარიზაციის გაღვივებაში, რაც ძალიან სამწუხარო და დასანანია
ძალიან სამწუხაროა, როდესაც პირდაპირ ცდილობს კონკრეტული ელჩი, განსაკუთრებით ევროკავშირის ელჩი, გააღვივოს რადიკალიზმი, პოლარიზაცია ჩვენს ქვეყანაში, – …
ირაკლი კობახიძე -გერმანიის ელჩის დაბარება არის დიპლომატიური ზომა, როდესაც საქართველოში მოქმედი ელჩი არღვევს უხეშად ვენის კონვენციის პრინციპებს -ფიშერი პირდაპირ არის ჩართული რადიკალური ოპოზიციის აქტივობებში, ცდილობს, ზეწოლა მოახდინოს დამოუკიდებელ მართლმსაჯულებაზე
გერმანიის ელჩის დაბარება არის დიპლომატიური ღონისძიება, ზომა, როდესაც საქართველოში მოქმედი ელჩი არღვევს უხეშად ვენის კონვენციის პრინციპებს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს თელავში, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გერმანიის ელჩის დაბარებასთან დაკავშირებით განუცხადა. მთავრობის მეთაურის თქმით, ფიშერი პირდაპირ არის ჩართული რადიკალური ოპოზიციის აქტივობებში, პირდაპირ ცდილობს, ზეწოლა მოახდინოს დამოუკიდებელ მართლმსაჯულებაზე. „რაც შეეხება გერმანიის ელჩის დაბარებას, ეს არის დიპლომატიური ღონისძიება, ზომა, როდესაც საქართველოში მოქმედი ელჩი არღვევს უხეშად ვენის კონვენციის პრინციპებს, ასე ხდება ხოლმე მისი დაბარება. ეს არის ჩვეულებრივი დიპლომატიური ზომა. თუ სურვილი ექნება საგარეო საქმეთა სამინისტროს, დეტალურ კომენტარს გააკეთებს ამასთან დაკავშირებით. ზოგადად, მინდა შეგახსენოთ, რომ ბატონი ფიშერი პირდაპირ არის ჩართული რადიკალური ოპოზიციის აქტივობებში, პირდაპირ ცდილობს, ზეწოლა მოახდინოს დამოუკიდებელ მართლმსაჯულებაზე, “, – განაცხადა პრემიერმა.
მიხეილ ყაველაშვილი: აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის სახელით გამართულ ვახშამზე, აშშ-ის ვაჭრობის მდივანს, ჰოვარდ ლუტნიკს შევხვდი, ჩვენს შორის კომუნიკაცია იყო მეგობრული. მას გადავეცი ქართველი ხალხის გზავნილი, რომ ჩვენს საზოგადოებაში კითხვის ნიშნებს აჩენს მოქმედი ადმინისტრაციის დუმილი საქართველოსთან მიმართებით
საქართველოს პრეზიდენტი, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის დონალდ ტრამპისა და მისი მეუღლის, მელანია ტრამპის სახელით გამართულ ვახშამზე,…
კახა კალაძემ მერის მოადგილის თანამდებობაზე კახა აბულაძის კანდიდატურა წარადგინა
დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მერის მოადგილის თანამდებობაზე კახააბულაძის კანდიდატურა წარადგინა.როგორც მან თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე აღნიშნა,…
პრემიერ-მინისტრი გურჯაანში კულინარიული კოლეჯის მშენებლობის პროცესს გაეცნო
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილთან და მინისტრთა კაბინეტის წევრებთან ერთად, გურჯაანში კულინარიული კოლეჯის…
საქართველოს პრემიერ-მინისტრი საკოორდინაციო შტაბში რთველის მიმდინარეობის პროცესს გაეცნო
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილთან ერთად, რთველის საკოორდინაციო შტაბში იმყოფებოდა. რთველის მიმდინარეობის შესახებ…
სემეკის წევრი, გიორგი ფანგანი: ‘ჩვენი მიზანია, ფორუმზე, რომელიც 2026 წელსთბილისში გაიმართება, სრულად წარმოვაჩინოთ საქართველოს ენერგეტიკულიპოტენციალი“
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნულიკომისიის (სემეკ) წევრმა, გიორგი ფანგანმა, ენერგეტიკის მარეგულირებელთასაერთაშორისო კონფედერაციის (ICER) მმართველი კომიტეტისა…
თბილისის მეტროს პირველ ხაზზე ორი სადგური აშენდება
თბილისის მეტროს პირველი ხაზი დაგრძელდება თითო სადგურით, ორივემიმართულებით, – ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ მუნიციპალიტეტისმთავრობის…
სულხან-საბა ორბელიანისა და ინგოროყვას ქუჩების სარეაბილიტაციო სამუშაოები უახლოეს მომავალში დაიწყება
თბილისის განვითარების ფონდი აქტიურად განაგრძობს დედაქალაქის ისტორიულარეალში სარეაბილიტაციო-სარესტავრაციო სამუშაოებს.როგორც თბილისის მერმა კახა კალაძემ დღეს დედაქალაქის მთავრობის…