შეხვედრების მიზანია სოფლად მცხოვრები მოსახლეობისათვის სააგენტოს სერვისებსა და პროგრამებზე ხელმისაწვდომობის გაზრდა, აქტიური პროგრამებისა და ვაკანსიების გაცნობა. სააგენტოს კონსულტანტებმა მოქალაქეები სამუშაოს მაძიებელთა პორტალზე ადგილზე დაარეგისტრირეს და სხვადსხვა პროფესიული კურსები შესთავაზეს.მობილური ჯგუფების გასვლით შეხვედრებში მონაწილეობა მიიღო სააგენტოს დირექტორის მოადგილემ ხათუნა ცერცვაძემ, რომელმაც კიდევ ერთხელაღნიშნა, რომ სააგენტო განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს რეგიონშიმოქალაქეთა გაძლიერებას, კვალიფიკაციის ამაღლებისა და დასაქმების მიმართულებით.სააგენტოს მობილური ჯგუფები განაგრძობენ მთელი ქვეყნის მასშტაბით შეხვედრებს . ბოლო ერთი წლის მონაცემებით მობილური ჯგუფების მიერ4000-ზე მეტი სოფლად მცხოვრები მოქალაქის კონსულტირება განხორციელდა.