დიპლომატიას მნიშვნელოვანი როლი აკისრია როგორც პარტნიორული ურთიერთობების განვითარებაში, ასევე ეროვნული ეკონომიკური ინტერესების და წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო ვაჭრობის დაბალანსებაში – მაკა ბოჭორიშვილი

2025 წლის 22 ოქტომბერს, თბილისში გამართულ „აბრეშუმის გზის ფორუმის“ პანელურ დისკუსიაში, სქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა…

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარის (UNHCR) რეგიონული ბიუროს ხელმძღვანელთან ფილიპ ლეკლერკთან შეხვედრა გამართა

სახელმწიფო მინისტრმა მადლიერება გამოხატა გაერო-ს მიერ საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდაჭერისთვის და ხაზი…

ირაკლი კობახიძე -გასული ათი წლის განმავლობაში ძალიან დიდ პროგრესს მივაღწიეთ ჩვენი ქვეყნის დაკავშირებადობის ფუნქციის განვითარების თვალსაზრისით, ჩვენი მიზანია,კიდევ უფრო მეტად განვავითაროთ ეს პოტენციალი და ამას ემსახურება ის ინფრასტრუქტურული პროექტები, რომელიც ხორციელდება

გასული ათი წლის განმავლობაში ძალიან დიდ პროგრესს მივაღწიეთ  ჩვენი ქვეყნის დაკავშირებადობის ფუნქციის განვითარების თვალსაზრისით, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ აბრეშუმის გზის ფორუმის ფარგლებში გამართულ პანელურ დისკუსიაზე განაცხადა. მთავრობის მეთაურის თქმით, საქართველოს მიზანია,  კიდევ უფრო მეტად განავითაროს დაკავშირებადობის პოტენციალი და ამას ემსახურება ის ინფრასტრუქტურული პროექტები, რომელიც ხორციელდება. „ჩვენ ვართ თავიდან ბოლომდე ორიენტირებული თანამშრომლობაზე და მოხარულები ვართ, რომ დღეს სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყნის პრემიერ-მინისტრები ვართ გაერთიანებულები მშვიდობის იდეის გარშემო. აქ სწორად აღინიშნა ყველას მიერ, რომ მშვიდობა არის განვითარების აუცილებელი პირობა და უნდა გავაგრძელოთ ამ სულისკვეთებით მოქმედება. ვიდეორგოლში იყო წარმოდგენილი საკმაოდ ვრცელი ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რა გეგმები აქვს ჩვენს ქვეყანას, თუმცა, დამატებით მინდა აღვნიშნო, რომ ზოგადად, გეგმები არის ამბიციური, ძალიან დიდი ინვესტიციები იდება ჩვენი ქვეყნის მიერ სხვადასხვა მიმართულებით. ეს ეხება ჩქაროსნული მაგისტრალების, სარკინიგზო ინფრასტრუქტურის, პორტების, აეროპორტების. რა თქმა უნდა, ყველა ეს პროექტი ხელს შეუწყობს რეგიონში თანამშრომლობის განვითარებას. საქართველოს ძალიან მნიშვნელოვანი ბუნებრივი როლი აქვს ჩვენს რეგიონში. ჩვენ ვაკავშირებთ სულ მცირე შვიდ ზღვაზე გასასვლელის არ მქონე ქვეყანას შავ ზღვასთან და შესაბამისად, დასავლეთთან, ევროპასთან და მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ ავითვისოთ ის პოტენციალი, რომელიც ამ კუთხით აქვს ჩვენს ქვეყანას. დღევანდელი მოცემულობაც არის საკმაოდ კარგი. ყველა მიმართულებით აქტიურად ვმუშაობთ, სტატისტიკაც მეტყველებს იმაზე, რომ ძალიან დიდ პროგრესს მივაღწიეთ გასული ათი წლის განმავლობაში ჩვენი ქვეყნის დაკავშირებადობის ფუნქციის განვითარების თვალსაზრისით. მაგალითად, საკონტეინერო გადაზიდვებთან დაკავშირებით 2023 და 2024 წლებს შორის თხუთმეტმაგი სხვაობა იყო ჩინეთიდან ტვირთების გადაზიდვის კუთხით. რაც შეეხება ენერგეტიკულ დაკავშირებადობას, აქაც გვაქვს ძალიან დიდი პროგრესი. ათი წლის განმავლობაში ჩვენს ქვეყანაზე კასპიის ზღვიდან დასავლეთის მიმართულებით გაიარა 2,5 მილიარდ ბარელზე მეტმა ნავთობმა. 127 მილიარდმა კუბურმა მეტრმა ბუნებრივმა გაზმა. რა თქმა უნდა ეს მონაცემები არის შთამბეჭდავი და ეს ხელს უწყობს ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის განვითარებას და ეკონომიკური კავშირების განვითარებას მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანას შორის. ეს არის ჩვენი მიზანი, მაქსიმალურად, კიდევ უფრო მეტად განვავითაროთ ეს პოტენციალი და ამას ემსახურება ის ინფრასტრუქტურული პროექტები, რომელიც ხორციელდება“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა. მთავრობის მეთაურის თქმით, საქართველოს ამბიციური გეგმები აქვს ენერგეტიკული და ციფრული დაკავშირებადობის მიმართულებითაც. „როდესაც საუბარია ენერგეტიკულ და ციფრულ დაკავშირებადობაზე, აქაც გვაქვს ამბიციური გეგმები. გვინდა, რომ ჩვენი ქვეყანა ჩამოყალიბდეს რეგიონის ციფრულ ჰაბად.  ერთერთი მნიშვნელოვანი პროექტია შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტი, რომელიც ხორციელდება ჩვენს პარტნიორ ქვეყნებთან ერთად. ეს ყველაფერი ხელს შეუწყობს ჩვენი ქვეყნის სატრანზიტო ფუნქციის განვითარებას. ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ ჩვენი წვლილი შევიტანოთ შუა დერეფნის იდეის განვითარებაში. ვფიქრობ, რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანია ყველა ქვეყნისთვის, ჩვენს გარშემო. ეს არის ევროპასა და აზიას შორის მყარი ეკონომიკური კავშირების უზრუნველყოფისთვის და ჩვენი ქვეყანა მზად არის ამ ყველაფერში თავისი წვლილი შეიტანოს“, – განაცხადა პრემიერმა.

ზაალ ანჯაფარიძე: მზია ამაღლობელისთვის ევროკავშირის სახაროვის პრემიის გადაცემა, პოლიციელისთვის ხელის გარტყმის გამო, არის კიდევ ერთი მკაფიო ნიშანი იმისა, თუ რაოდენ განსხვავდება ქართული საზოგადოების და ევროკავშირის ღირებულებითი და მსოფლმხედველური სისტემები

მზია ამაღლობელისთვის ევროკავშირის სახაროვის პრემიის გადაცემა, პოლიციელისთვის ხელის გარტყმის გამო, არის კიდევ ერთი მკაფიო ნიშანი იმისა,…

ლიზა გეგეჭკორი მზია ამაღლობელისთვის სახაროვის პრემიის გადაცემაზე: პრემია მისცეს იმ ქვეყანაში,სადაც იმავე დანაშაულზე ადამიანს ჯერ ცემაში გახევდნენ სქესის მიუხედავად და მერე ციხეს დააშენებდნენ თავზე – ძალიან “სამართლიანია” ევრობიუროკრატია

ტელეწამყვანი, ლიზა გეგეჭკორი, სოციალურ ქსელში, ჟურნალისტ მზია ამაღლობელის სახაროვის პრემიის გამარჯვებულად დასახელების ფაქტს ეხმიანება, რომელიც სასჯელს…

ქეთი თოლორაია: აკაცუკა ექიმებს ალაპარაკებენ, 7 კაცი ნიღბით (პირბადით) გზას რომ კეტავს, თურმე, პირბადე სამედიცინო მიზნით უკეთიათ მთვრალ აკაცუკებს და არა სახის დაფარვის მიზნით. ამ სისულელეებზე ხალხი აღარ ეგება – გრიპი თუ აქვს ვინმეს, ქოლერა და ჯილეხი, რუსთაველზე გზა კი არ უნდა კეტოს, სახლში უნდა დაეტიოს

ამ პირბადეებზე აკაცუკა ექიმები უპოვნიათ და 7 კაცი ნიღბით (პირბადით) გზას რომ კეტავს, ალაპარაკებენ, რომ თურმე…

ინვესტიციების მოზიდვით საქართველოს მთავრობა მსოფლიოს საუკეთესო ხუთეულშია

ჩენდლერის ინსტიტუტი კარგი მთავრობის 2025 წლის ანგარიშის ფარგლებში, ინვესტიციების მოზიდვის ინდექსს აქვეყნებს. https://chandlergovernmentindex.com/countries/georgia/ საქართველოს მთავრობამ მაღალი…

საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტომ (GCCA) კომპანია „აისითის“ მიერ მომხმარებლის შეცდომაში შემყვანი კომერციული საქმიანობის განხორციელების ფაქტი დაადგინა

კერძოდ, მომხმარებელმა სააგენტოს მიმართა განცხადებით, რომელიც შპს „აისითის“ რეკლამაში, აქციის პირობების თაობაზე, არასწორი ინფორმაციის გავრცელებას შეეხებოდა. კომპანიის კომერციული კომუნიკაციის თანახმად, მომხმარებლებს 2024 წლის 29 ნოემბრიდან 1-ელ დეკემბრამდე შეეძლოთ სასურველი ნივთის შეძენა „თიბისი ბანკის“ 0 %-იანი განვადებით, თუმცა, ადგილზე მისვლისას, მომხმარებელმა შეიტყო, რომ შეთავაზება რეალურად არ მოქმედებდა და განვადების პირობები იყო განსხვავებული – ყოველთვიურად მომხმარებელს ეზრდებოდა ხარჯი 1 %-ით. სააგენტოს მოკვლევის შედეგად დადასტურდა, რომ კომპანიის მიერ გავრცელებული კომერციული კომუნიკაცია შეიცავდა მცდარ ინფორმაციას 0 %-იან განვადებასთან დაკავშირებით, რამაც მომხმარებელში შექმნა მოლოდინი ისეთი ფინანსური უპირატესობის შესახებ, რომელიც, რეალურად, არ არსებობდა. აღნიშნული ქმედება, სააგენტოს მიერ შეფასდა, როგორც „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული შეცდომაში შემყვანი კომერციული საქმიანობა. სააგენტოს გადაწყვეტილებით, მოვაჭრეს დაევალა, მომხმარებელთა უფლებების აღდგენა და ინდივიდუალურად მორგებული სპეციალური შეთავაზებების გაკეთება იმავე პირობებით, რა პირობებითაც კომერციული კომუნიკაცია თავდაპირველად განხორციელდა.

დავით ქართველიშვილი: აშშ-ის კონგრესში MEGOBARI Act მოხსნილია დღის წესრიგიდან, ეს კი სხვა არაფერია, თუ არა რეალისტური მიდგომის გამოვლინება საქართველოსთან მიმართებით

„ბოლო კვირებში საერთაშორისო ასპარეზზე ისეთი მოვლენები განვითარდა, რომლებიც აშკარად აღიქმებიან, როგორც გარდატეხა დასავლეთის ანტიქართულ კამპანიაში“, –…

თბილისი-გაჩიანის დამაკავშირებელი გზის მიმდებარე ტერიტორია უკანონოდ განთავსებული ნარჩენებისგან გაიწმინდა

სამგორის რაიონში, თბილისი-გაჩიანის დამაკავშირებელი გზის მიმდებარეტერიტორია უკანონოდ განთავსებული სამშენებლო და საყოფაცხოვრებონარჩენებისგან დასუფთავდა. არეალი სარემონტო ნარჩენებისგან სპეცტექნიკისსაშუალებით…

ირაკლი კობახიძე – დარწმუნებული ვარ, თბილისის „აბრეშუმის გზის ფორუმი“, რომელიც 2015 წლიდან მოყოლებული, უკვე მეხუთედ მასპინძლობს მსოფლიოს 2000-მდე პოლიტიკურ და ბიზნეს ლიდერს 60-ზე მეტი ქვეყნიდან, კიდევ ერთხელ დაამტკიცებს თავის, როგორც რეგიონის მთავარი ეკონომიკური პლატფორმის სტატუსს

დარწმუნებული ვარ, თბილისის „აბრეშუმის გზის ფორუმი“, რომელიც 2015 წლიდან მოყოლებული, უკვე მეხუთედ მასპინძლობს მსოფლიოს 2000-მდე პოლიტიკურ…

პრემიერი  – თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი იქცა რეგიონული და გლობალური თანამშრომლობის ქმედით ინსტრუმენტად, სადაც იდეები რეალურ პროექტებად გარდაიქმნება, ის ყოველთვის იყო და იქნება რეგიონული დიალოგის უმნიშვნელოვანესი პლატფორმა

თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი ყოველთვის იყო და იქნება რეგიონული დიალოგის უმნიშვნელოვანესი პლატფორმა, –  ამის შესსახებ საქართველოს…

ირაკლი კობახიძე-საქართველოს უნიკალურ გეოგრაფიულ მდებარეობას ავსებს და აძლიერებს ჩვენი ხელისუფლების პროაქტიული საგარეო პოლიტიკა -გვაქვს თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებები ევროკავშირთან, ჩინეთთან, დიდ ბრიტანეთთან,  არაბთა გაერთიანებულ საამიროებთან

საქართველოს უნიკალურ გეოგრაფიულ მდებარეობას ავსებს და აძლიერებს ჩვენი ხელისუფლების პროაქტიული საგარეო პოლიტიკა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ აბრეშუმის გზის მეხუთე ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მთავრობის მეთაურის თქმით,  საქართველოს აქვს თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებები ევროკავშირთან,  ჩინეთთან, დიდ ბრიტანეთთან, არაბთა გაერთიანებულ საამიროებთან. „საქართველოს უნიკალურ გეოგრაფიულ მდებარეობას ავსებს და აძლიერებს ჩვენი ხელისუფლების პროაქტიული საგარეო პოლიტიკა. ჩვენ გვაქვს თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებები როგორც ევროკავშირთან, ისე ჩინეთთან, დიდ ბრიტანეთთან, არაბთა გაერთიანებულ საამიროებთან და რეგიონის სხვა ქვეყნებთან. ჩვენ ვახორციელებთ მასშტაბურ ინფრასტრუქტურულ პროექტებს – ვაშენებთ ახალ პორტებს, ვახდენთ რკინიგზის მოდერნიზებას,  ვქმნით ციფრულ და ენერგეტიკულ მაგისტრალებს,  როგორიცაა  შავი  ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტი, რომელიც რეგიონის განახლებად ენერგიას ევროპის ბაზართან დააკავშირებს. ეს ყველაფერი ქმნის უნიკალურ შესაძლებლობას ბიზნესისთვის”, -განაცხადა პრემიერმა. მთავრობის მეთაურის თქმით, წლევანდელი ფორუმის ფარგლებში პირველად იმართება თბილისის ფინანსური სამიტი, რაც თბილისს ამკვიდრებს, როგორც რეგიონის ფინანსური და ტექნოლოგიური ინოვაციების ცენტრს. „დღეს კავშირები ბევრად უფრო მეტს ნიშნავს, ვიდრე ფიზიკური ინფრასტრუქტურა. შუა დერეფანი აღარ არის მხოლოდ კონცეფცია; ის იქცა რეალობად, რომლის განვითარებასაც ჩვენ ყოველდღიურად ვუწყობთ ხელს. მაგრამ XXI საუკუნეში, მდგრადი განვითარებისთვის, აუცილებელია კავშირების ახალი განზომილებების ათვისება – ეს არის ენერგეტიკული დერეფნები, ციფრული მაგისტრალები და კაპიტალის თავისუფალი მოძრაობა. ამდენად, ბუნებრივია, რომ დღევანდელი ფორუმის პანელური დისკუსიები სწორედ ამ საკითხებს ეძღვნება: გლობალური ვაჭრობის მომავალს, შუა დერეფნის პოტენციალს, ენერგეტიკულ ინტეგრაციასა და ციფრულ ტრანსფორმაციას. სწორედ ამიტომ, მოხარული ვარ, რომ წლევანდელი ფორუმის ფარგლებში პირველად იმართება თბილისის ფინანსური სამიტი. ეს საეტაპო მნიშვნელობის სიახლე, რომელიც  სინგაპურელ პარტნიორებთან ერთად ხორციელდება, ჩვენს დედაქალაქს ამკვიდრებს, როგორც რეგიონის ფინანსური და ტექნოლოგიური ინოვაციების ცენტრს“, – განაცხადა…

გურამ მაჭარაშვილი: „ხალხის ძალამ“ ზოგადად პოლიტიკას და არა მხოლოდ ქართულ პოლიტიკას შეთავაზა ახალი ფორმატი – ხალხის ჩართულობა უნდა იყოს არჩევნებიდან არჩევნებამდე და არამხოლოდ წინასაარჩევნო პერიოდში

„მას შემდეგ, რაც ნაციონალური მოძრაობა“ და მისი სატელიტები აღარ იქნებიან ქართულ პოლიტიკაში, ბუნებრივად მოხდება ქართული პოლიტიკური…

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის განცხადება

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური მაღალი საჯარო ინტერესიდან გამომდინარე, საჭიროდ თვლის განცხადება გააკეთოს ყულევის ნავსადგურში შემოსულ…