ირაკლი კობახიძე -საქართველოს მიმზიდველმა საინვესტიციო კლიმატმა ახლახან მოიზიდა ჩვენს ისტორიაში უმსხვილესი პირდაპირი უცხოური ინვესტიცია -Eagle Hills გახლავთმსოფლიო დონის დეველოპერული კორპორაცია,რომელიც გეგმავს საქართველოში 6.5 მილიარდი დოლარის ინვესტიციის განხორციელებას -ეს სტრატეგიული ინვესტიცია შექმნის ათასობით მაღალშემოსავლიან სამუშაო ადგილს

საქართველოს მიმზიდველმა საინვესტიციო კლიმატმა ახლახან მოიზიდა ჩვენს ისტორიაში უმსხვილესი პირდაპირი უცხოური ინვესტიცია – Eagle Hills გახლავთ მსოფლიო დონის დეველოპერული კორპორაცია, რომელიც გეგმავს საქართველოში 6.5 მილიარდი დოლარის ინვესტიციის განხორციელებას ტრანსფორმაციული პროექტის განხორციელების გზით, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმის  ფარგლებში გამართულ საინვესტიციო პანელზე – Georgia – Nexus For Investment – სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მთავრობის მეთაურის თქმით, ეს სტრატეგიული ინვესტიცია შექმნის ათასობით მაღალშემოსავლიან სამუშაო ადგილს, სტიმულს მისცემს მომიჯნავე დარგების განვითარებას და კიდევ უფრო განამტკიცებს საქართველოს პოზიციას რეგიონში უმთავრეს საინვესტიციო დანიშნულების ცენტრად. „რეგიონში ერთ-ერთ ყველაზე მიმზიდველი საინვესტიციო გარემო აქვს საქართველოს. ბიზნესისთვის ხელსაყრელი რეფორმებით,  სანდო პოლიტიკითა და ძლიერი…

ირაკლი კობახიძე – საქართველოს სტრატეგიული გეოგრაფიული ადგილმდებარეობა ევროპისა და აზიის გზაჯვარედინზე, დიდი ხანია, რაც ჩვენს ქვეყანას აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის ბუნებრივ კარიბჭედ აქცევს, ის საიმედო სატრანზიტო მარშრუტს წარმოადგენს, რომელიც უზრუნველყოფს ტვირთების, სერვისების, ენერგიისა და ციფრული მონაცემების დროულ და ეფექტურ გადაადგილებას

საქართველოს სტრატეგიული გეოგრაფიული ადგილმდებარეობა ევროპისა და აზიის გზაჯვარედინზე, დიდი ხანია, რაც ჩვენს ქვეყანას აღმოსავლეთსა და დასავლეთს…

ვახო ხუზმიაშვილი: ნებისმიერი კონფლიქტის დასრულება დიალოგით ან ძალისმიერად არის შესაძლებელი- გადაცემაში სტუმრობაზე ლადო ბურდულის უარი კიდე უფრო მიმყარებს აზრს, რომ ერთადერთი მხარე, რომელიც დიალოგზე არასდროს აცხადებს თანხმობას, ხელისუფლებასთან დაპირისპირებული ადამიანებისგან შედგება

„თავისუფალი სივრცის“ ავტორი და წამყვანი ვახო ხუზმიაშვილი ლადო ბურდულის მიერ სოციალურ ქსელში გავრცელებულ პოსტს ეხმიანება, რომლითაც…

მზია ამაღლობელს ევრო პარლამენტმა ა.სახაროვის პრემია მიანიჭა! საინტერესოა პრიზი საბჭოთა წყალბადის ბომბის ქანდაკებაა?- ხაინდრავა

კინორეჟისორი გიორგი ხაინდრავა სოციალურ ქსელში მზია ამაღლობელისთვის სახაროვის პრემიის მინიჭებას ეხმიანება. „მზია ამაღლობელს ევრო პარლამენტმა ა.სახაროვის…

ირაკლი კობახიძე – აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრთან შეხვედრაზე განვიხილეთ ეკონომიკური კავშირების, სატრანსპორტო და ენერგეტიკული თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავების საკითხი,  სამხრეთ კავკასიაში მშვიდობისა და სტაბილურობის იდეისადმი  ჩვენი ერთგულება

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრთან შეხვედრას სოციალურ ქსელ X-ში ეხმაურება. როგორც მთავრობის მეთაური აღნიშნავს, მხარეებმა…

გლობალური სავაჭრო მარშრუტების გადალაგების ფონზე, საქართველო მზად არის მნიშვნელოვანი როლის შესასრულებალდ – მაკა ბოჭორიშვილი

„საქართველო არა მხოლოდ გზაჯვარედინია, რომელიც დასავლეთს და აღმოსავლეთს აკავშირებს, არამედ არის ის სივრცე, სადაც ერთმანეთს ხვდება…

საქართველოს პრემიერ-მინისტრი აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრ ალი ასადოვს შეხვდა, რომელიც  საქართველოში  თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმის ფარგლებში იმყოფება. შეხვედრაზე საუბარი საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის არსებულ სტრატეგიულ პარტნიორობას და მჭიდრო კავშირების შემდგომ განვითარებას შეეხო. განიხილეს ქვეყნებს შორის სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობა და აზერბაიჯანიდან პირდაპირი ინვესტიციების განხორციელების პოტენციალი. ისაუბრეს საქართველოსა და აზერბაიჯანის ერთობლივი რეგიონული  პროექტების მნიშვნელობაზე. აღინიშნა, რომ არსებული რეგიონული პროექტები საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის საიმედო სტრატეგიული პარტნიორობის ნათელი მაგალითია. ყურადღება დაეთმო დაკავშირებადობისა და შუა დერეფნის განვითარების მნიშვნელობას და საქართველოს როლს ამ მიმართულებით. ირაკლი კობახიძემ აზერბაიჯანელ კოლეგას დაუდასტურა მზადყოფნა, საქართველოს მხრიდან გაგრძელდეს ძალისხმევა რეგიონში  მშვიდობისა და სტაბილურობის ხელშესაწყობად.

დიპლომატიას მნიშვნელოვანი როლი აკისრია როგორც პარტნიორული ურთიერთობების განვითარებაში, ასევე ეროვნული ეკონომიკური ინტერესების და წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო ვაჭრობის დაბალანსებაში – მაკა ბოჭორიშვილი

2025 წლის 22 ოქტომბერს, თბილისში გამართულ „აბრეშუმის გზის ფორუმის“ პანელურ დისკუსიაში, სქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა…

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარის (UNHCR) რეგიონული ბიუროს ხელმძღვანელთან ფილიპ ლეკლერკთან შეხვედრა გამართა

სახელმწიფო მინისტრმა მადლიერება გამოხატა გაერო-ს მიერ საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდაჭერისთვის და ხაზი…

ირაკლი კობახიძე -გასული ათი წლის განმავლობაში ძალიან დიდ პროგრესს მივაღწიეთ ჩვენი ქვეყნის დაკავშირებადობის ფუნქციის განვითარების თვალსაზრისით, ჩვენი მიზანია,კიდევ უფრო მეტად განვავითაროთ ეს პოტენციალი და ამას ემსახურება ის ინფრასტრუქტურული პროექტები, რომელიც ხორციელდება

გასული ათი წლის განმავლობაში ძალიან დიდ პროგრესს მივაღწიეთ  ჩვენი ქვეყნის დაკავშირებადობის ფუნქციის განვითარების თვალსაზრისით, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ აბრეშუმის გზის ფორუმის ფარგლებში გამართულ პანელურ დისკუსიაზე განაცხადა. მთავრობის მეთაურის თქმით, საქართველოს მიზანია,  კიდევ უფრო მეტად განავითაროს დაკავშირებადობის პოტენციალი და ამას ემსახურება ის ინფრასტრუქტურული პროექტები, რომელიც ხორციელდება. „ჩვენ ვართ თავიდან ბოლომდე ორიენტირებული თანამშრომლობაზე და მოხარულები ვართ, რომ დღეს სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყნის პრემიერ-მინისტრები ვართ გაერთიანებულები მშვიდობის იდეის გარშემო. აქ სწორად აღინიშნა ყველას მიერ, რომ მშვიდობა არის განვითარების აუცილებელი პირობა და უნდა გავაგრძელოთ ამ სულისკვეთებით მოქმედება. ვიდეორგოლში იყო წარმოდგენილი საკმაოდ ვრცელი ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რა გეგმები აქვს ჩვენს ქვეყანას, თუმცა, დამატებით მინდა აღვნიშნო, რომ ზოგადად, გეგმები არის ამბიციური, ძალიან დიდი ინვესტიციები იდება ჩვენი ქვეყნის მიერ სხვადასხვა მიმართულებით. ეს ეხება ჩქაროსნული მაგისტრალების, სარკინიგზო ინფრასტრუქტურის, პორტების, აეროპორტების. რა თქმა უნდა, ყველა ეს პროექტი ხელს შეუწყობს რეგიონში თანამშრომლობის განვითარებას. საქართველოს ძალიან მნიშვნელოვანი ბუნებრივი როლი აქვს ჩვენს რეგიონში. ჩვენ ვაკავშირებთ სულ მცირე შვიდ ზღვაზე გასასვლელის არ მქონე ქვეყანას შავ ზღვასთან და შესაბამისად, დასავლეთთან, ევროპასთან და მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ ავითვისოთ ის პოტენციალი, რომელიც ამ კუთხით აქვს ჩვენს ქვეყანას. დღევანდელი მოცემულობაც არის საკმაოდ კარგი. ყველა მიმართულებით აქტიურად ვმუშაობთ, სტატისტიკაც მეტყველებს იმაზე, რომ ძალიან დიდ პროგრესს მივაღწიეთ გასული ათი წლის განმავლობაში ჩვენი ქვეყნის დაკავშირებადობის ფუნქციის განვითარების თვალსაზრისით. მაგალითად, საკონტეინერო გადაზიდვებთან დაკავშირებით 2023 და 2024 წლებს შორის თხუთმეტმაგი სხვაობა იყო ჩინეთიდან ტვირთების გადაზიდვის კუთხით. რაც შეეხება ენერგეტიკულ დაკავშირებადობას, აქაც გვაქვს ძალიან დიდი პროგრესი. ათი წლის განმავლობაში ჩვენს ქვეყანაზე კასპიის ზღვიდან დასავლეთის მიმართულებით გაიარა 2,5 მილიარდ ბარელზე მეტმა ნავთობმა. 127 მილიარდმა კუბურმა მეტრმა ბუნებრივმა გაზმა. რა თქმა უნდა ეს მონაცემები არის შთამბეჭდავი და ეს ხელს უწყობს ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის განვითარებას და ეკონომიკური კავშირების განვითარებას მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანას შორის. ეს არის ჩვენი მიზანი, მაქსიმალურად, კიდევ უფრო მეტად განვავითაროთ ეს პოტენციალი და ამას ემსახურება ის ინფრასტრუქტურული პროექტები, რომელიც ხორციელდება“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა. მთავრობის მეთაურის თქმით, საქართველოს ამბიციური გეგმები აქვს ენერგეტიკული და ციფრული დაკავშირებადობის მიმართულებითაც. „როდესაც საუბარია ენერგეტიკულ და ციფრულ დაკავშირებადობაზე, აქაც გვაქვს ამბიციური გეგმები. გვინდა, რომ ჩვენი ქვეყანა ჩამოყალიბდეს რეგიონის ციფრულ ჰაბად.  ერთერთი მნიშვნელოვანი პროექტია შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტი, რომელიც ხორციელდება ჩვენს პარტნიორ ქვეყნებთან ერთად. ეს ყველაფერი ხელს შეუწყობს ჩვენი ქვეყნის სატრანზიტო ფუნქციის განვითარებას. ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ ჩვენი წვლილი შევიტანოთ შუა დერეფნის იდეის განვითარებაში. ვფიქრობ, რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანია ყველა ქვეყნისთვის, ჩვენს გარშემო. ეს არის ევროპასა და აზიას შორის მყარი ეკონომიკური კავშირების უზრუნველყოფისთვის და ჩვენი ქვეყანა მზად არის ამ ყველაფერში თავისი წვლილი შეიტანოს“, – განაცხადა პრემიერმა.

ზაალ ანჯაფარიძე: მზია ამაღლობელისთვის ევროკავშირის სახაროვის პრემიის გადაცემა, პოლიციელისთვის ხელის გარტყმის გამო, არის კიდევ ერთი მკაფიო ნიშანი იმისა, თუ რაოდენ განსხვავდება ქართული საზოგადოების და ევროკავშირის ღირებულებითი და მსოფლმხედველური სისტემები

მზია ამაღლობელისთვის ევროკავშირის სახაროვის პრემიის გადაცემა, პოლიციელისთვის ხელის გარტყმის გამო, არის კიდევ ერთი მკაფიო ნიშანი იმისა,…

ლიზა გეგეჭკორი მზია ამაღლობელისთვის სახაროვის პრემიის გადაცემაზე: პრემია მისცეს იმ ქვეყანაში,სადაც იმავე დანაშაულზე ადამიანს ჯერ ცემაში გახევდნენ სქესის მიუხედავად და მერე ციხეს დააშენებდნენ თავზე – ძალიან “სამართლიანია” ევრობიუროკრატია

ტელეწამყვანი, ლიზა გეგეჭკორი, სოციალურ ქსელში, ჟურნალისტ მზია ამაღლობელის სახაროვის პრემიის გამარჯვებულად დასახელების ფაქტს ეხმიანება, რომელიც სასჯელს…

ქეთი თოლორაია: აკაცუკა ექიმებს ალაპარაკებენ, 7 კაცი ნიღბით (პირბადით) გზას რომ კეტავს, თურმე, პირბადე სამედიცინო მიზნით უკეთიათ მთვრალ აკაცუკებს და არა სახის დაფარვის მიზნით. ამ სისულელეებზე ხალხი აღარ ეგება – გრიპი თუ აქვს ვინმეს, ქოლერა და ჯილეხი, რუსთაველზე გზა კი არ უნდა კეტოს, სახლში უნდა დაეტიოს

ამ პირბადეებზე აკაცუკა ექიმები უპოვნიათ და 7 კაცი ნიღბით (პირბადით) გზას რომ კეტავს, ალაპარაკებენ, რომ თურმე…

ინვესტიციების მოზიდვით საქართველოს მთავრობა მსოფლიოს საუკეთესო ხუთეულშია

ჩენდლერის ინსტიტუტი კარგი მთავრობის 2025 წლის ანგარიშის ფარგლებში, ინვესტიციების მოზიდვის ინდექსს აქვეყნებს. https://chandlergovernmentindex.com/countries/georgia/ საქართველოს მთავრობამ მაღალი…

საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტომ (GCCA) კომპანია „აისითის“ მიერ მომხმარებლის შეცდომაში შემყვანი კომერციული საქმიანობის განხორციელების ფაქტი დაადგინა

კერძოდ, მომხმარებელმა სააგენტოს მიმართა განცხადებით, რომელიც შპს „აისითის“ რეკლამაში, აქციის პირობების თაობაზე, არასწორი ინფორმაციის გავრცელებას შეეხებოდა. კომპანიის კომერციული კომუნიკაციის თანახმად, მომხმარებლებს 2024 წლის 29 ნოემბრიდან 1-ელ დეკემბრამდე შეეძლოთ სასურველი ნივთის შეძენა „თიბისი ბანკის“ 0 %-იანი განვადებით, თუმცა, ადგილზე მისვლისას, მომხმარებელმა შეიტყო, რომ შეთავაზება რეალურად არ მოქმედებდა და განვადების პირობები იყო განსხვავებული – ყოველთვიურად მომხმარებელს ეზრდებოდა ხარჯი 1 %-ით. სააგენტოს მოკვლევის შედეგად დადასტურდა, რომ კომპანიის მიერ გავრცელებული კომერციული კომუნიკაცია შეიცავდა მცდარ ინფორმაციას 0 %-იან განვადებასთან დაკავშირებით, რამაც მომხმარებელში შექმნა მოლოდინი ისეთი ფინანსური უპირატესობის შესახებ, რომელიც, რეალურად, არ არსებობდა. აღნიშნული ქმედება, სააგენტოს მიერ შეფასდა, როგორც „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული შეცდომაში შემყვანი კომერციული საქმიანობა. სააგენტოს გადაწყვეტილებით, მოვაჭრეს დაევალა, მომხმარებელთა უფლებების აღდგენა და ინდივიდუალურად მორგებული სპეციალური შეთავაზებების გაკეთება იმავე პირობებით, რა პირობებითაც კომერციული კომუნიკაცია თავდაპირველად განხორციელდა.