ირაკლი კობახიძე -თბილისის ფინანსური სამიტი ხელს შეუწყობს რეგიონულ თანამშრომლობასფინანსური სერვისების განვითარების მიმართულებით,რაც შესაძლებლობას მოგვცემს,საქართველო,ფინანსური ტექნოლოგიების ჰაბი გახდეს

საქართველოს მთავრობა და ეროვნული ბანკი აქტიურად უწყობენ ხელს საფინანსო სექტორში კონკურენციის ზრდას, ფინანსური სერვისების ხელმისაწვდომობის გაფართოებას,ინოვაციური პროდუქტების დანერგვას და ფინანსური ტექნოლოგიების განვითარებას, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ  თბილისის ფინანსური სამიტის გახსნაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მთავრობის მეთაურის თქმით, საფინანსო სექტორში ციფრული სერვისების და ტექნოლოგიური ინოვაციების დანერგვა მომხმარებლებს თანამედროვე, სწრაფ და უსაფრთხო სერვისებს სთავაზობს. „საქართველოს მთავრობა და ეროვნული ბანკი აქტიურად უწყობენ ხელს საფინანსო სექტორში კონკურენციის ზრდას, ფინანსური სერვისების ხელმისაწვდომობის გაფართოებას, ინოვაციური პროდუქტების დანერგვას და ფინანსური ტექნოლოგიების განვითარებას. საფინანსო სექტორში ციფრული სერვისების და ტექნოლოგიური ინოვაციების დანერგვა მომხმარებლებს თანამედროვე, სწრაფ და უსაფრთხო სერვისებს სთავაზობს. პარალელურად, იზრდება ფინანსებზე ხელმისაწვდომობა, რაც დამატებით ინვესტიციებს, ადგილობრივი ბიზნესის გაფართოებასა და ახალი სამუშაო ადგილების შექმნას უწყობს ხელს. თბილისის ფინანსური სამიტი ხელს შეუწყობს რეგიონულ თანამშრომლობას ფინანსური სერვისების განვითარების მიმართულებით, რაც შესაძლებლობას მოგვცემს,  საქართველო, ფინანსური ტექნოლოგიების ჰაბი გახდეს. ეს ასევე ხელს შეუწყობს შუა დერეფნის ქვეყნებში დამატებითი ინვესტიციების მოზიდვას, ეკონომიკის ზრდას, რეგიონში სავაჭრო ბრუნვის გაძლიერებას და გამარტივებას“, – განაცხადა პრემიერმა.

ირაკლი კობახიძე – ბოლო წლების განმავლობაში მსოფლიო არაერთი ეკონომიკური გამოწვევის წინაშე დადგა, მიუხედევად ამისა, საქართველო წარმატებით შეხვდა გამოწვევებს და ქვეყანას კვლავაც შენარჩუნებული აქვს ძლიერი მაკროეკონომიკური მდგომარეობა

ბოლო წლების განმავლობაში მსოფლიო არაერთი ეკონომიკური გამოწვევის წინაშე დადგა. მიუხედევად ამისა, საქართველო წარმატებით შეხვდა ამ გამოწვევებს…

ირაკლი კობახიძე -ჩვენი ქვეყნის გეოგრაფიული მდებარეობა,თანამედროვე ინფრასტრუქტურა,სტაბილური მაკროეკონომიკური გარემო და ეკონომიკური განვითარების ძლიერი ტენდენცია  ქმნის უნიკალურ შესაძლებლობას,რომ საქართველო ჩამოყალიბდეს ევროპისა და აზიის დამაკავშირებელ მნიშვნელოვან ჰაბად

ჩვენი ქვეყნის გეოგრაფიული მდებარეობა, თანამედროვე ინფრასტრუქტურა, სტაბილური მაკროეკონომიკური გარემო და ეკონომიკური განვითარების ძლიერი ტენდენცია  ქმნის უნიკალურ შესაძლებლობას, რომ საქართველო ჩამოყალიბდეს ევროპისა და აზიის დამაკავშირებელ მნიშვნელოვან ჰაბად ვაჭრობის, ენერგეტიკის, ტრანსპორტის და ახლა უკვე ფინანსების მიმართულებით, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ თბილისის ფინანსური სამიტის გახსნაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მთავრობის მეთაურის თქმით, საქართველო საუკუნეების განმავლობაში იყო აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის დამაკავშირებელი ხიდი, საერთაშორისო სავაჭრო და სატრანსპორტო გზაჯვარედინი, რომელიც აერთიანებდა ცივილიზაციებს და ეკონომიკებს. „მოხარული ვარ, რომ საქართველო, აბრეშუმის გზის ფორუმთან ერთად, კიდევ ერთ მასშტაბურ საერთაშორისო ღონისძიებას, თბილისის ფინანსურ სამიტს მასპინძლობს, რომელიც ჩვენს ქვეყანაში წელს პირველად იმართება. დღევანდელი ღონისძიების თანაორგანიზატორია სინგაპურული ორგანიზაცია Global Finance & Technology Network, რომლის საერთაშორისო ქსელსაც მსოფლიოს მოწინავე ქვეყნებთან ერთად უკვე საქართველო უერთდება. საქართველო საუკუნეების განმავლობაში იყო აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის დამაკავშირებელი ხიდი, საერთაშორისო სავაჭრო და სატრანსპორტო გზაჯვარედინი, რომელიც აერთიანებდა ცივილიზაციებს და ეკონომიკებს. დღეს, გლობალური ეკონომიკური და გეოპოლიტიკური გამოწვევების ფონზე, საქართველოს ეს სტრატეგიული როლი განსაკუთრებით თვალსაჩინო ხდება. ჩვენი ქვეყნის გეოგრაფიული მდებარეობა, თანამედროვე ინფრასტრუქტურა, სტაბილური მაკროეკონომიკური გარემო და ეკონომიკური განვითარების ძლიერი ტენდენცია  ქმნის უნიკალურ შესაძლებლობას, რომ საქართველო ჩამოყალიბდეს ევროპისა და აზიის დამაკავშირებელ მნიშვნელოვან ჰაბად ვაჭრობის, ენერგეტიკის, ტრანსპორტის და ახლა უკვე ფინანსების მიმართულებით“, – განაცხადა პრემიერმა.

მიხეილ სარჯველაძე ავსტრალიის ჯანდაცვის სტანდარტების საბჭოს (ACHS)აღმასრულებელ დირექტორს, ლუიზა ქასქელს და რეგიონულ დირექტორს,თამერ აბბასის შეხვდა

შეხვედრაზე მხარეებმა ჯანდაცვის ხარისხის გაუმჯობესებისა დასაერთაშორისო სტანდარტების დანერგვის მიმართულებით თანამშრომლობისშესაძლებლობები განიხილეს. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდასაქართველოს კლინიკებში საერთაშორისო…

კუს ტბის საბაგირო გზა 23 ოქტომბერს 18:00 საათზე დაიხურება

კუს ტბის საბაგირო გზა გეგმური პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, 23ოქტომბერს 22:00 საათის ნაცვლად, მგზავრთა მიღებაზე 18:00 საათზე…

ტრამვაის ხაზის პროექტირებასა და მშენებლობაზე ტენდერი გამოცხადდა

თბილისის სატრანსპორტო კომპანიამ ტრამვაის ხაზის პროექტირებისა დმშენებლობის შესახებ ტენდერი გამოაცხადა.როგორც თბილისის მერმა კახა კალაძემ დღეს დედაქალაქის…

ნაძალადევის რაიონში, რაჭის ქუჩაზე გზის კაპიტალური რეაბილიტაცია მიმდინარეობს

ნაძალადევის რაიონში, რაჭის ქუჩაზე გზის კაპიტალური რეაბილიტაციისსამუშაოები ხორციელდება, – ამის შესახებ დღეს თბილისის მუნიციპალიტეტისმთავრობის სხდომაზე დედაქალაქის…

მიხეილ სარჯველაძე გაეროს გენერალური მდივნის მოადგილეს შეხვდა

მიხეილ სარჯველაძე, გაეროს გენერალური მდივნის მოადგილეს, აზიისა დაწყნარი ოკეანეთისთვის ეკონომიკური და სოციალური კომისიის (ESCAP)აღმასრულებელ მდივანს, არმიდა…

ირაკლი კობახიძე -საქართველოს მიმზიდველმა საინვესტიციო კლიმატმა ახლახან მოიზიდა ჩვენს ისტორიაში უმსხვილესი პირდაპირი უცხოური ინვესტიცია -Eagle Hills გახლავთმსოფლიო დონის დეველოპერული კორპორაცია,რომელიც გეგმავს საქართველოში 6.5 მილიარდი დოლარის ინვესტიციის განხორციელებას -ეს სტრატეგიული ინვესტიცია შექმნის ათასობით მაღალშემოსავლიან სამუშაო ადგილს

საქართველოს მიმზიდველმა საინვესტიციო კლიმატმა ახლახან მოიზიდა ჩვენს ისტორიაში უმსხვილესი პირდაპირი უცხოური ინვესტიცია – Eagle Hills გახლავთ მსოფლიო დონის დეველოპერული კორპორაცია, რომელიც გეგმავს საქართველოში 6.5 მილიარდი დოლარის ინვესტიციის განხორციელებას ტრანსფორმაციული პროექტის განხორციელების გზით, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმის  ფარგლებში გამართულ საინვესტიციო პანელზე – Georgia – Nexus For Investment – სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მთავრობის მეთაურის თქმით, ეს სტრატეგიული ინვესტიცია შექმნის ათასობით მაღალშემოსავლიან სამუშაო ადგილს, სტიმულს მისცემს მომიჯნავე დარგების განვითარებას და კიდევ უფრო განამტკიცებს საქართველოს პოზიციას რეგიონში უმთავრეს საინვესტიციო დანიშნულების ცენტრად. „რეგიონში ერთ-ერთ ყველაზე მიმზიდველი საინვესტიციო გარემო აქვს საქართველოს. ბიზნესისთვის ხელსაყრელი რეფორმებით,  სანდო პოლიტიკითა და ძლიერი…

ირაკლი კობახიძე – საქართველოს სტრატეგიული გეოგრაფიული ადგილმდებარეობა ევროპისა და აზიის გზაჯვარედინზე, დიდი ხანია, რაც ჩვენს ქვეყანას აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის ბუნებრივ კარიბჭედ აქცევს, ის საიმედო სატრანზიტო მარშრუტს წარმოადგენს, რომელიც უზრუნველყოფს ტვირთების, სერვისების, ენერგიისა და ციფრული მონაცემების დროულ და ეფექტურ გადაადგილებას

საქართველოს სტრატეგიული გეოგრაფიული ადგილმდებარეობა ევროპისა და აზიის გზაჯვარედინზე, დიდი ხანია, რაც ჩვენს ქვეყანას აღმოსავლეთსა და დასავლეთს…

ვახო ხუზმიაშვილი: ნებისმიერი კონფლიქტის დასრულება დიალოგით ან ძალისმიერად არის შესაძლებელი- გადაცემაში სტუმრობაზე ლადო ბურდულის უარი კიდე უფრო მიმყარებს აზრს, რომ ერთადერთი მხარე, რომელიც დიალოგზე არასდროს აცხადებს თანხმობას, ხელისუფლებასთან დაპირისპირებული ადამიანებისგან შედგება

„თავისუფალი სივრცის“ ავტორი და წამყვანი ვახო ხუზმიაშვილი ლადო ბურდულის მიერ სოციალურ ქსელში გავრცელებულ პოსტს ეხმიანება, რომლითაც…

მზია ამაღლობელს ევრო პარლამენტმა ა.სახაროვის პრემია მიანიჭა! საინტერესოა პრიზი საბჭოთა წყალბადის ბომბის ქანდაკებაა?- ხაინდრავა

კინორეჟისორი გიორგი ხაინდრავა სოციალურ ქსელში მზია ამაღლობელისთვის სახაროვის პრემიის მინიჭებას ეხმიანება. „მზია ამაღლობელს ევრო პარლამენტმა ა.სახაროვის…

ირაკლი კობახიძე – აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრთან შეხვედრაზე განვიხილეთ ეკონომიკური კავშირების, სატრანსპორტო და ენერგეტიკული თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავების საკითხი,  სამხრეთ კავკასიაში მშვიდობისა და სტაბილურობის იდეისადმი  ჩვენი ერთგულება

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრთან შეხვედრას სოციალურ ქსელ X-ში ეხმაურება. როგორც მთავრობის მეთაური აღნიშნავს, მხარეებმა…

გლობალური სავაჭრო მარშრუტების გადალაგების ფონზე, საქართველო მზად არის მნიშვნელოვანი როლის შესასრულებალდ – მაკა ბოჭორიშვილი

„საქართველო არა მხოლოდ გზაჯვარედინია, რომელიც დასავლეთს და აღმოსავლეთს აკავშირებს, არამედ არის ის სივრცე, სადაც ერთმანეთს ხვდება…

საქართველოს პრემიერ-მინისტრი აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრ ალი ასადოვს შეხვდა, რომელიც  საქართველოში  თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმის ფარგლებში იმყოფება. შეხვედრაზე საუბარი საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის არსებულ სტრატეგიულ პარტნიორობას და მჭიდრო კავშირების შემდგომ განვითარებას შეეხო. განიხილეს ქვეყნებს შორის სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობა და აზერბაიჯანიდან პირდაპირი ინვესტიციების განხორციელების პოტენციალი. ისაუბრეს საქართველოსა და აზერბაიჯანის ერთობლივი რეგიონული  პროექტების მნიშვნელობაზე. აღინიშნა, რომ არსებული რეგიონული პროექტები საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის საიმედო სტრატეგიული პარტნიორობის ნათელი მაგალითია. ყურადღება დაეთმო დაკავშირებადობისა და შუა დერეფნის განვითარების მნიშვნელობას და საქართველოს როლს ამ მიმართულებით. ირაკლი კობახიძემ აზერბაიჯანელ კოლეგას დაუდასტურა მზადყოფნა, საქართველოს მხრიდან გაგრძელდეს ძალისხმევა რეგიონში  მშვიდობისა და სტაბილურობის ხელშესაწყობად.