ირაკლი კობახიძე -ნარკოტიკების ხელმისაწვდომობა არის  შემცირებული როგორც ფიზიკური,ისე ფინანსური თვალსაზრისით  დაახლოებით რვაჯერ, რაც შინაგან საქმეთა სამინისტროს ეფექტიანი საქმიანობის შედეგია -ნარკოტიკებთან ბრძოლა კვლავაც დარჩება ჩვენს ერთ-ერთ უმთავრეს პრიორიტეტად

ნარკოტიკების ხელმისაწვდომობა არის შემცირებული როგორც ფიზიკური, ისე ფინანსური თვალსაზრისით დაახლოებით რვაჯერ, რაც შინაგან საქმეთა სამინისტროს ეფექტიანი საქმიანობის შედეგია, – ამის შესახებ საქართველოს  პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ  მთავრობის სხდომაზე განაცხადა. პრემიერის თქმით, ნარკოტიკებთან ბრძოლა კვლავაც დარჩება ხელისუფლების ერთ-ერთ  უმთავრეს პრიორიტეტად. „შემდეგი საკითხი, რასაც მინდა შევეხო, უკავშირდება საზოგადოებრივ უსაფრთხოებას – ნარკოტიკები, ორგანიზებული დანაშაული, კორუფცია. ამ მიმართულებით საქართველოს მთავრობა და  კონკრეტულად, შინაგან საქმეთა სამინისტრო ძალიან ეფექტიანად მუშაობს გასული თვეების განმავლობაში. ბოლო სამ თვეში ნარკოტიკების რეალიზაციის ბრალდებით პასუხისგებაში მიეცა 156 პირი. საუბარია მსხვილ ნარკორეალიზატორებზე, რომელთა დაკავებაც განხორციელდა. განსაკუთრებით დიდი რაოდენობით ნარკოტიკული საშუალების ფლობისთვის დაკავებული იქნა და პასუხისგებაში მიეცა 226 პირი, რაც არის უპრეცენდენტო მაჩვენებელი. ჩვენ გვქონდა შემაშფოთებელი ტენდენციები ნარკოტიკების მოხმარების, გავრცელების კუთხით და ჩვენ გვჭირდებოდა გადამჭრელი ზომების მიღება ამ ტენდენციების აღსაკვეთად. სწორედ ამის გამოხატულებაა ის სტატისტიკა, რომელიც დღეს არის წარმოდგენილი. ამან გამოიწვია ის, რომ ნარკოტიკების ხელმისაწვდომობა არის შემცირებული როგორც ფიზიკური, ისე ფინანსური თვალსაზრისით დაახლოებით რვაჯერ, რაც შინაგან საქმეთა სამინისტროს ეფექტიანი საქმიანობის შედეგია. ასევე უპრეცენდენტო რაოდენობით ნარკოტიკული საშუალებები არის ამოღებული. მათ შორის, გვქონდა კონკრეტული ფაქტი, როდესაც 298 კილოგრამი ჰეროინი იქნა ამოღებული. ასევე, რამდენიმე დღის წინ ამოღებული იქნა 34 500-ზე მეტი აბი მეტადონი, რაც ასევე უპრეცენდენტო რაოდენობაა. ნარკოტიკებთან ბრძოლა კვლავაც დარჩება ჩვენს ერთ-ერთ უმთავრეს  პრიორიტეტად“, – განაცხადა პრემიერმა.

ირაკლი კობახიძე საჯარო სამსახურში ხელფასების მატება გაგრძელდება, 2026 წელსაც 10 პროცენტით გაიზრდება საჯარო მოსამსახურეთა ხელფასები

საჯარო სამსახურში ხელფასების მატება გაგრძელდება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა. …

ირაკლი კობახიძე  – პრაქტიკულად სრულად ვთქვით უარი პირდაპირი ფორმით ქონების პრივატიზებაზე, კანონში შევა შესაბამისი ცვლილებები, რომლებიც ზუსტად განსაზღვრავს პრივატიზაციის პირობებს,  ის პრაქტიკა, რომელიც უკვე დაინერგა, გამყარდება კანონის დონეზეც

კანონში შევა შესაბამისი ცვლილებები, რომლებიც ზუსტად განსაზღვრავს პრივატიზაციის პირობებს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ…

ირაკლი კობახიძე  – იანვარ-ივლისის ეკონომიკურმა ზრდამ შეადგინა 8%, რაც  ყველაზე მაღალი მაჩვენებელია არა მხოლოდ ფართო რეგიონში, არამედ ევროპის მასშტაბით, ეროვნულმა ბანკმა სავალუტო რეზერვები 1.3 მლრდ დოლარით გაზარდა, რაც სარეკორდო მაჩვენებელია

ეკონომიკური ზრდის კუთხით წინა თვეც იყო წარმატებული. მთლიანობაში, იანვარ-ივლისის ზრდამ შეადგინა 8%, რაც არის ყველაზე მაღალი…

ირაკლი კობახიძე კალათბურთელებს, ევრობასკეტზე მიღწეული ისტორიული შედეგისთვის მთავრობა ფულადი პრემიის სახით 3 მილიონ ლარს გადასცემს, ნაკრები 3 მილიონ ლარს მიიღებს ევრობასკეტზე მოგებული ყოველი შემდგომი თამაშისთვის

საქართველოს მთავრობა ევრობასკეტზე წარმატებული ასპარეზობისთვის ეროვნულ საკალათბურთო ნაკრებს 3 მილიონ ლარს გამოუყოფს და ევროპის ჩემპიონატზე ყოველი…

ირაკლი კობახიძე -მთავრობის სხდომას  პირველად ესწრებიან  ქალბატონი მარიამ ქვრივიშვილი და ბატონიგივი მიქანაძე, მათ მინდა ვუსურვო წარმატებები, დარწმუნებული  ვარ, რომ ქალბატონი  მარიამის და ბატონი  გივის ხელმძღვანელობით როგორც ეკონომიკაში, ასევე განათლებაში გვექნება სერიოზული წინსვლა

პირველად ესწრებიან მთავრობის სხდომას ჩვენი კოლეგები ქალბატონი მარიამ ქვრივიშვილი და ბატონი გივი მიქანაძე,  მათ მინდა ვუსურვო წარმატებები, – ამის შესახებ საქართველოს  პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ  მთავრობის სხდომაზე განაცხადა. პრემიერის თქმით, მთავრობას ეკონომიკისა და განათლების მიმართულებით ამბიციური გეგმები აქვს. „დღეს პირველად ვატარებთ მთავრობის სხდომას განახლებული სამუშაო მაგიდით და ასევე განახლებული შემადგენლობით. ჩვენ დიდი ხანი გვქონდა პაუზა, პირველად ესწრებიან მთავრობის სხდომას ჩვენი კოლეგები ქალბატონი მარიამ ქვრივიშვილი და ბატონი გივი მიქანაძე. მათ მინდა ვუსურვო წარმატებები. პრინციპში, მათ უკვე აქტიურად დაიწყეს მუშაობა შესაბამისი მიმართულებებით და უკვე გვაქვს სერიოზული წარმატებები. ეს არის ის ორი სფერო, სადაც განსაკუთრებული გეგმები გვაქვს. მე დარწმუნებული ვარ, რომ ქალბატონი მარიამის და ბატონი გივის ხელმძღვანელობით როგორც ეკონომიკაში, ასევე განათლებაში გვექნება სერიოზული წინსვლა. გვაქვს ამბიციური გეგმები ორივე სფეროში. მათ შორის განათლების ამბიციური რეფორმა გვაქვს დაგეგმილი. არა მხოლოდ უმაღლესი, არამედ ზოგადი განათლების დონეზე გვჭირდება უამრავი ცვლილება. დარწმუნებული ვარ, რომ ერთად მუშაობით ამ ყველაფერს წარმატებით მივიყვანთ ბოლომდე. რაც შეეხება ეკონომიკას, გვაქვს სწრაფი ეკონომიკური წინსვლა, თუმცა ამ სწრაფი ტემპის დაჩქარებაც არის შესაძლებელი. იმ გეგმებით, რომელიც უკვე განვიხილეთ ქალბატონ მარიამთან ერთად, დარწმუნებული ვარ, რომ გვექნება შთამბეჭდავი შედეგები. კიდევ ერთხელ მინდა წარმატებები გისურვოთ სამომავლო საქმიანობაში“, – განაცხადა პრემიერმა.

კახა კალაძე ოპოზიციაზე: ეუთო/ოდირის დასკვნა ფეხქვეშ გათელეს, შეურაცხყოფას აყენებდნენ ამ ადამიანებს იმიტომ, რომ მათთვის სასურველი შედეგი არ დადგა – ჩამოყალიბდნენ, რა უნდათ

„საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ეუთო/ოდირის დასკვნა საერთოდ ფეხქვეშგათელეს და გადაუარეს, შეურაცხყოფას აყენებდნენ ამ ადამიანებს, მხოლოდიმიტომ, რომ მათთვის…

თბილისი AC Milan-ის საფეხბურთო ბანაკს მასპინძლობს

საქართველოში პირველად ევროპის ერთ-ერთი გამორჩეული კლუბის – AC Milan-ისსაფეხბურთო ბანაკი — Milan Junior Camp გაიხსნა.ვაკის რაიონში,…

კახა კალაძე: ჩვენ მეგობრებიც გვინდა, პარტნიორებიც, მაგრამ არა ისე, რომ ჩვენი ქვეყნის ინტერესები ფეხქვეშ იყოს გათელილი და თავიანთი ინტერესები გატარდეს

თბილისის მერი კახა კალაძე მიიჩნევს, რომ საქართველოს ხელისუფლება მზადაა,ევროინტეგრაციის გზაზე კონკრეტული ნაბიჯები გადადგას, თუმცა არა იმ…

კახა კალაძე: სპორტის ქომაგებისთვის გუშინდელი დღე ძალიან დიდი სიხარული იყო

დედაქალაქის მერმა საქართველოს ეროვნულ საკალათბურთო და საფეხბურთონაკრებებს გუშინ მიღწეული გამარჯვებები მიულოცა.კახა კალაძის თქმით, გუშინდელი დღე სპორტის…

“ქართული ოცნების” ქვემო სამგორის მაჟორიტარობის კანდიდატმა ზაქარია წიკლაურმა მოსკოვის გამზირზე რამდენიმე კორპუსის მოსახლეობასთან შეხვედრა გამართა

“ქართული ოცნების” ქვემო სამგორის მაჟორიტარობის კანდიდატი ზაქარია წიკლაური მოსკოვის გამზირის 36-ე “ბ” და მე-18 “ე” კორპუსის…

ზაზა შათირიშვილი „ალტერნატივა გერმანიისთვის“ წევრების გარდაცვალებაზე: როგორ ჩანს, მათთან მიმართებით, „დიფ სთეითმა“ ვერ გამოიყენა საკუთარი მძლავრი იარაღი – მოსყიდვა, ამ ეტაპზე არც აკრძალვა რომ არ გამოუვიდათ, პოლიტიკოსების მკვლელობას მიჰყვეს ხელი

„ალტერნატივა გერმანიისთვის“ რომ რეალურად იბრძოდა საკუთარი ხალხისა და ქვეყნის სუვერენიტეტისთვის ამას თუნდაც მხოლოდ ის ფაქტი გვაფიქრებინებს,…

ზაზა შათირიშვილი გერმანიაში პოლიტიკოსების გარდაცვალებაზე: ეს სკანდალი მაგალითია იმისა, თუ რა ემართება „დიფ სთეითის“ მიერ სრულად კონტროლირებადი ქვეყნის მოსახლეობას, როცა საზოგადოება აცნობიერებს, რომ მართული პოლიტიკოსების გარდა, მათ ქვეყანაში მოიძებნებიან ლიდერები და პარტია, რომელიც საკუთარი სამშობლოსა და სუვერენიტეტის დაბრუნებისთვის იბრძვის

ფილოსოფოსი ზაზა შათირიშვილი, სოციალურ ქსელში წერილს ავრცელებს, რომელშიც საუბარია გერმანიაში 16 პოლიტიკოსის გარდაცვალებაზე, რომელთა შორის, შვიდი…

ზაზა შათირიშვილი: დაუჯერებელია, მაგრამ ფაქტია – წინასაარჩევნოდ გერმანიაში სხვადასხვა პარტიის 16 კანდიდატი გარდაიცვალა, მათგან შვიდი კი პოპულარული ოპოზიციური პარტიის – „ალტერნატივა გერმანიისთვის“ საარჩევნო სიის წევრი იყო

დავიწყოთ იმით, რაც თითქოს დაუჯერებელია, მაგრამ ფაქტია – წინასაარჩევნოდ გერმანიაში სხვადასხვა პარტიის 16 კანდიდატი გარდაიცვალა, მათგან…

პრემიერ-მინისტრმა საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელებს გამარჯვება მიულოცა – მსოფლიოზეც უნდა გავიდეთ, მთავარია მონდომება და ყველაფერს შეძლებთ

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილთან, თბილისის მერ კახა კალაძესთან და სპორტის მინისტრ შალვა…