„ქართული ოცნების“ ზუგდიდის მერობის კანდიდატი დათო კოდუა პირველკურსელებს ცხოვრების ახალ ეტაპზე გადასვლას ულოცავს: „ყველა პირველკურსელს ვულოცავ…
დღე: აგვისტო 26, 2025
კახა კალაძე „ლელოს“ და „გახარია საქართველოსთვის“ ერთობაზე: როგორ შეიძლება ისინი იყვნენ ერთად, უბრალოდ აქვთ დავალება, რომლის არ შესრულებასაც ვერავინ გაბედავს
თბილისის მერი კახა კალაძე მედიასთან ლელოს და გახარია საქართველოსთვის“ მიერ თბილისის მაჟორიტარობის საერთო კანდიდატების დასახელებას გამოეხმაურა.მისივე…
საქართველოს იუსტიციის მინისტრი ისრაელის სახელმწიფოს ეროვნული უსაფ რთხოების მინისტრს შეხვდა
საქართველოს იუსტიციის მინისტრი პაატა სალია ისრაელის სახელმწიფოს ეროვნული უსაფრთხოების მინისტრს, იტამარ ბენ-გვირს შეხვდა. იუსტიციის სამინისტროში გამართულ შეხვედრას ესწრებოდნენ იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილე ლაშა მაღრაძე, მოადგილე ბექა ძამაშვილი, სპეციალური პენიტენციური სამსახურის ხელმძღვანელი გიორგი პატარიძე და ისრაელის სახელმწიფოს ეროვნული უსაფრთხოების სამინისტროს დელეგაციის წევრები. შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა საქართველო-ისრაელს შორის არსებულ მეგობრულ ურთიერთობებსა და იუსტიციის სფეროში თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივებზე. იუსტიციის მინისტრმა ისრაელის მხარეს სამინისტროს ძირითადი პრიორიტეტები გააცნო; ხაზი გაესვა ქართულ პენიტენციურ სისტემაში განხორციელებულ რეფორმებსა და მსჯავრდებულთა რესოციალიზაცია-რეაბილიტაციის მიზნით დანერგილი პროგრამების მნიშვნელობას. საქართველოში ვიზიტის ფარგლებში ისრაელის სახელმწიფოს ეროვნული უსაფრთხოების სამინისტროს დელეგაციამ გლდანის N8 პენიტენციური დაწესებულება მოინახულა, სადაც ადგილზე გაეცნო დაწესებულების ინფრასტრუქტურას და სისტემის მართვის სტანდარტებს.
გურამ მაჭარაშვილი: თავად უცხოური აგენტურაც კი აღარ მალავს, რომ უნდა, საქართველოში უკანონოდ შეცვალოს ხელისუფლება – 13 სექტემბერს დაანონსებული აქციაც სწორედ ამას მოასწავებს
“ხალხის ძალის” აღმასრულებელი მდივანი, გურამ მაჭარაშვილი, ოპოზიციისა და არასამთავრობო სექტორის განცხადებებს აფასებს და აღნიშნავს, რომ ისინი…
დავით ჩიხელიძე: აშშ-ის საგარეო პოლიტიკის ნამდვილი სახე ციფრებში იკითხება: 170 საელჩო და 270 წარმომადგენლობა მშვიდობისთვის, ხოლო 750 სამხედრო ბაზა 80 ქვეყანაში – ომისთვის, ეს ცხადყოფს, რომ ვაშინგტონი ბევრად დიდ რესურსს ომის ინფრასტრუქტურაში დებს, ვიდრე მშვიდობის ინსტრუმენტებში
აშშ-ს საგარეო პოლიტიკის ნამდვილი სახე ციფრებში იკითხება. ერთ მხარეს დგას დიპლომატია – დაახლოებით 170 საელჩო და…
ნანა კაკაბაძე რადიკალების მიერ ამერიკის მოქალაქეზე განხორციელებულ თავდასხმაზე: ქართული სკინჰედობა არ არის ბუნებრივად წარმოშობილი, ის გარედანაა დაფინანსებული ქვეყნის ეკონომიკის ჩამოსაშლელად, ისინი “სასარგებლო იდიოტებად” ჩამოაყალიბეს რომ შეარყიონ ქვეყნის რეპუტაცია
ძნელია დაიჯერო, რომ ამ „პატრიოტების“ აბსოლუტურ უმრავლესობას (მით უმეტეს, მათ ლიდერებსა და წამქეზებლებს) არ ესმოდეს, თუ…
პრემიერი – ყველა პირველკურსელს გილოცავთ ცხოვრების ახალი ეტაპის დაწყებას – სტუდენტობას, დარწმუნებული ვარ, სწავლისა და განვითარებისთვის ძალ-ღონეს არც მომავალში დაიშურებთ და თქვენი სახით ქვეყანას არაერთი საუკეთესო პროფესიონალი შეემატება
მინდა, ყველა პირველკურსელს მივულოცო ცხოვრების ახალი ეტაპის დაწყება – სტუდენტობა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი…
რაჭა გემო ფესტს უმასპინძლებს
რაჭაში გემო ფესტი ბრუნდება. ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით, ფესტივალი 29–30 აგვისტოს, ამბროლაურში, ახალ სანაპიროზე გაიმართება.გემო ფესტი პირველად სწორედ რაჭაში, 2022 წელს ჩატარდა. წლევანდელ გემო ფესტში რაჭაში 15-მდე ადგილობრივი მზარეული მიიღებს მონაწილეობას. გასტრონომიული ფესტივალის მონაწილეებს საშუალება ექნებათ წარადგინონ როგორც ტრადიციული, ასევე იშვიათი და ნაკლებად ცნობილი რაჭული კერძები, რომლებსაც ფესტივალის სტუმრები დააგემოვნებენ. ამბროლაურში, ახალ სანაპიროზე მოეწყობა კვების სივრცე, სამეწარმეო და ღვინის ბაზრობა. გემო ფესტის ფარგლებში დაგეგმილია სხვადასხვა სახის შემეცნებითი და გასართობი აქტივობები. ფესტივალი მუსიკალურად გაფორმდება.