პრემიერი – ყველა პირველკურსელს გილოცავთ ცხოვრების ახალი ეტაპის დაწყებას – სტუდენტობას, დარწმუნებული ვარ, სწავლისა და განვითარებისთვის ძალ-ღონეს არც მომავალში დაიშურებთ და თქვენი სახით ქვეყანას არაერთი საუკეთესო პროფესიონალი შეემატება

მინდა, ყველა პირველკურსელს მივულოცო ცხოვრების ახალი ეტაპის დაწყება – სტუდენტობა, –  ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი კობახიძის განცხადებაშია აღნიშნული.

მთავრობის მეთაური პირველკურსელებს წარმატებულ სტუდენტურ წლებს უსურვებს. 

„წარმატებული პროფესიული ცხოვრებისთვის პირველი ნაბიჯი უკვე გადადგმულია, დარწმუნებული ვარ, სწავლისა და განვითარებისთვის ძალ-ღონეს არც მომავალში დაიშურებთ და თქვენი სახით ქვეყანას არაერთი საუკეთესო პროფესიონალი შეემატება. გილოცავთ ყველას და წარმატებულ სტუდენტურ წლებს გისურვებთ“, –  აღნიშნავს პრემიერ-მინისტრი.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება