როცა ხარ „დიფ სთეითის“ აგენტი, უნდა შეეგუო იმას, რომ თუ დასჭირდათ, გაიძულებენ კანონის დარღვევას, კონსტიტუციის დარღვევას,…
თვე: ივნისი 2025
ირაკლი ქადაგიშვილი “ნაცმოძრაობის” რეჟიმის მიერ პაატა ქარდავას მკვლელობაზე: ისევე როგორც ცინდელიანის შემთხვევაში, ადამიანი ქუჩიდან არის გატაცებული – ეს მიუთითებს, რომ ისეთი ადამიანების მოშორება უნდოდათ, ვინც ამბობდა, რომ ომის დროს დაშვებული იქნა ფატალური ან ლაჩრული შეცდომები, ასეთი იყო მუხროვანის ამბავიც და ასეთია ამ კონკრეტული ადამიანების უმძიმესი ხვედრიც თუ რაღაც ეჭვი არსებობს, უნდა მოხდეს ადამიანის დაკავება და ბრალის წაყენება თუ არა, მოკვლევის დაწყება მაინც
ამ შემთხვევაში, ისევე როგორც ცინდელიანის შემთხვევაში, ვხედავთ, რომ ადამიანი ქუჩიდან არის გატაცებული, – ამის შესახებ პარლამენტის…
ირაკლი კობახიძე-გახარია დგამდა ნაბიჯებს,რასაც ქვეყნისთვის მოჰქონდა სერიოზული ზიანი,მას ჰქონდა მარტივი დაკვეთა,განეხორციელებინა პროვოკაციები, იმისათვის,რომ ქვეყნის ინტერესები დაეზიანებინა
გახარია დგამდა ნაბიჯებს, რასაც ქვეყნისთვის მოჰქონდა სერიოზული ზიანი, ვერ დავიჯერებ, რომ ამას გახარია აკეთებდა მხოლოდ სისულელით და არა დაკვეთების და დავალების შესაბამისად, -ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა. პრემიერის თქმით, გახარიას ჰქონდა დაკვეთა, განეხორციელებინა პროვოკაციები, იმისათვის, რომ ქვეყნის ინტერესები დაეზიანებინა. „მე უფრო კომპლექსურად მინდა დაგანახოთ გახარიას ქმედებები. ეს არ იყო მარტო იზოლირებული შემთხვევა, როდესაც მან რაღაც პროვოკაცია განახორციელა, რასაც მოჰყვა ქვეყნის ძალიან მნიშვნელოვანი ინტერესების დაზიანება. მანამდე იყო ბასიანის შემთხვევა, პანკისის შემთხვევა, უამრავი შემთხვევა, როდესაც გახარია დგამდა ნაბიჯებს, რასაც ქვეყნისთვის მოჰქონდა სერიოზული ზიანი. მე ვერ დავიჯერებ, რომ ამას გახარია აკეთებდა მხოლოდ სისულელით და არა დაკვეთების და დავალების შესაბამისად. გახარიას ჰქონდა მარტივი დაკვეთა, განეხორციელებინა პროვოკაციები, იმისათვის, რომ ქვეყნის ინტერესები დაეზიანებინა. ეს იყო მისი დავალებები, რასაც ის იღებდა გარედან, ვისგან, გასაგებია – ამ შემთხვევაშიც „დიფ სთეითისგან“. ჩვენი ერთ-ერთი გზავნილი საზოგადოების წინაშე არის ის, რომ დღეს საქართველო არის დამოუკიდებელი და სუვერენული, როგორც არასდროს. ჩვენ მართულები არ ვიყავით, ანგარიშის გაწევა გვიწევდა „დიფ სთეითისთვის“. ასეთი მდგომარეობა იყო 2019 წელსაც, როდესაც „დიფ სთეითიდან“ გაისმა ზარი. „დიფ სთეითში“ ვგულისხმობთ რას – ეს იყო ოფიციალური თანამდებობის პირი, ეს არ იყო არაფორმალური თანამდებობის პირი. ეს იყო ოფიციალური თანამდებობის პირი, თუმცა, იმ მომენტში ის გამოხატავდა არა შესაბამისი სუბიექტის, არამედ „დიფ სთეითის“ ინტერესებს. დღეს ჩვენ ასეთ კომპრომისებს არ ვუშვებთ “, – განაცხადა პრემიერმა.
გურამ მაჭარაშვილი პაველ ჰერჩინსკის: მორიგ ჯერზე გთხოვთ, გასცეთ პასუხი ხალხს, ვინც საგამოძიებო კომისიაზე იყო მობრძანებული – რატომ ლობირებთ იმ რეჟიმს, რომელიც იყო მონაწილე და ორგანიზატორი იმ უბედურებების, რასაც ეს ხალხი ჰყვება
პარტია „ხალხის ძალის“ აღმასრულებელი მდივანი გურამ მაჭარაშვილი საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე საქართველოში ევროკავშირის ელჩს,…
იუსტიციის სამინისტროს დელეგაცია იუსტიციის მინისტრის,პაატა სალიას ხელმძღვანელობით, გაეროს საჯარო სერვისების ფორუმში მონაწილეობს
იუსტიციის სამინისტროს დელეგაცია იუსტიციის მინისტრის, პაატა სალიას ხელმძღვანელობით, გაეროს საჯარო სერვისების ფორუმში მონაწილეობს. პაატა სალიამ მინისტრთა…
თამთა მეგრელიშვილი: ჰერჩინსკი ეჭვქვეშ აყენებს პოლიციელზე თავდასხმაში მსჯავრდებულისა და სამართალდამცავისთვის შეურაცხყოფაში ბრალდებულის დაკავების კანონიერებას
პაველ ჰერჩინსკი საქართველოში “დიფსთეითის” ელჩია რადგან ის მათი პოლიტიკური დირექტივით იმართება და ახალისებს რადიკალურ ძალებს. შეკვეთილი…
ოლიმპიზმის დღე სამტრედიაში –მარათონი ახალგაზრდებისთვის, ჯანსაღი მომავლისთვის
ოლიმპიზმის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, დღეს ეროსი მანჯგალაძის სახელობის სტადიონზე გაიმართა მძლეოსნობის მარათონი, რომელშიც სხვადასხვა ასაკობრივ კატეგორიაში…
ზურაბ ქადაგიძე: სამარცხვინო ევროდეპუტატები ითხოვენ – შეასრულეთ ორი როლი, ომის დროს, უნდა იყოთ “საზარბაზნე ხორცი”, ხოლო მშვიდობიანობისას, “საჯილდაო ქვა” რუსეთის დასავლეთთან ვაჭრობის პროცესში
პარტია „ხალხის ძალის“ წევრი ზურაბ ქადაგიძე სოციალურ ქსელში მიხეილ სააკაშვილის ვიდეოს ავრცელებს, სადაც ის ამბობს, „ერთადერთი…
„ნაცმოძრაობის“ რეჟიმის მიერ მოკლული პაატა ქარდავას შვილი იმჟამინდელი პოლიციის სამმართველოს უფროსის მოადგილეზე: წარმოიდგინეთ მე მივდიოდი და ვთხოვდი დახმარებას და ბოლოს ვიგებ, რომ ეს ადამიანი იჯდა კატერზე და უყურებდა, როგორ მოკლა რომან შამათავამ სადისტურად მამაჩემი, გამოაბა ბეტონის ფილა და გადააგდო ზღვაში
პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე, სადაც პაატა ქარდავას სიცოცხლის უფლების დარღვევის საქმე განიხილება, მის შვილს, ქრისტინე…
ნაცმოძრაობის“ რეჟიმის მიერ მოკლული პაატა ქარდავას შვილი: მოიტანეს ინფორმაცია, რომ მამა მანქანიდან ორმა პიროვნებამ გადმოიყვანა, ჩამოცმული ჰქონდა შავი ქუდი და ნებით რომ არ მოდიოდა, ეტყობოდაო – შევატყობინეთ გამომძიებელს, რომ არის პიროვნება, ვინც ადასტურებს, მამა რომ სხვა მანქანაში გადასვეს, მაგრამ ეს პიროვნება გაქრა
“ვიგებთ, რომ სანამ მანქანა ხურჩის ტერიტორიაზე აღმოჩნდებოდა, 11-დან 12 საათამდე, მანქანა დაფიქსირებული იყო ხობის რაიონის სოფელ…
დიმიტრი ხუნდაძე: ჩორჩანას საგუშაგოს ეპიზოდი მინიმუმ უპასუხისმგებლობაა, მაგრამ ელფერი იმგვარი აქვს, რომ მხოლოდ უპასუხისმგებლობის საკითხი არ უნდა იყოს და სავარაუდოდ გამოიკვეთება განზრახ დანაშაულის ჩადენის ფაქტი
საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი „ხალხის ძალის“ ხელმძღვანელი დიმიტრი ხუნდაძე ჩორჩანას საგუშაგოს საქმეს მედიასთან ეხმიანება. დეპუტატის თქმით, აღნიშნულ…
დიმიტრი ხუნდაძე რომეო მიქაუტაძის დაკავებაზე:პოლიტიკური თანამდებობის პირები მაღალი პასუხისმგებლობით უნდა გამოირჩეოდნენ და ვინც ამ პასუხისმგებლობის მიღმა გავა,მათ უნდა იცოდნენ, რომ ეს არის დასჯადი
საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი “ხალხის ძალის” ხელმძღვანელი დიმიტრი ხუნდაძე რომეო მიქაუტაძის დაკავებას და კორუფციასთან ბრძოლასთან დაკავშირებით სახელმწიფოს…
ირაკლი კობახიძე- ძალიან დიდი იმედი გვაქვს,რომ ევროპაში ვითარება გაუმჯობესდება, დაიძლევა როგორც ეკონომიკური,ასევე დემოკრატიული და ღირებულებითი კრიზისი,ჩვენ გვაქვს სურვილი,2030 წელს გავხდეთ ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრი ქვეყანა
რა განცხადებებიც კეთდება, მიანიშნებს იმ უმძიმეს ღირებულებით კრიზისზე, რომელიც სრულიად აშკარაა ევროპულ ბიუროკრატიაში, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტის კითხვის პასუხად განაცხადა, რომელიც ევროპელი ბიუროკრატების განცხადებებს შეეხებოდა საქართველოსთან დაკავშირებით. მთავრობის მეთაურის თქმით, საქართველოს ხელისუფლებას აქვს ძალიან დიდი იმედი, რომ ევროპაში ვითარება შეიცვლება და დაიძლევა როგორც ეკონომიკური, ასევე დემოკრატიული და ღირებულებითი კრიზისი. „რა განცხადებებიც კეთდება, მიანიშნებს იმ უმძიმეს ღირებულებით კრიზისზე, რომელიც სრულიად აშკარაა ევროპულ ბიუროკრატიაში. ეს, პირველ რიგში, არის ღირებულებითი კრიზისი და მერე ყველაფერი დანარჩენი. ჩვენ ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ ევროპაში ვითარება შეიცვლება, გაუმჯობესდება, მათ შორის, დაიძლევა როგორც ეკონომიკური, ასევე დემოკრატიული და ღირებულებითი კრიზისი. ჩვენ გვაქვს სურვილი, 2030 წელს გავხდეთ ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრი ქვეყანა,“- განაცხადა პრემიერმა. კითხვაზე, რომელიც უვიზო რეჟიმს შეეხებოდა, მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ შანტაჟი უნდა დასრულდეს და ეს არის საქართველოს ხელისუფლების მოწოდება ყველას მიმართ. „ჩვენ ყველასთან გვაქვს სათანადო კომუნიკაცია, შანტაჟი უნდა დასრულდეს ეს არის ჩვენი მოწოდება ყველას მიმართ,“- განაცხადა პრემიერმა.
ირაკლი ბენდელიანი: როდესაც დედაქალაქში გზების რეაბილიტაციაზევ საუბრობთ, როგორც მიწისქვეშა, ისე მიწისზედა კომუნიკაციების ფუნდამენტურ, კაპიტალურ ცვლილებებს ვგულისხმობთ
თბილისის მერის მოადგილე ირაკლი ბენდელიანმა დედაქალაქში ინფრასტრუქტურული პოლიტიკის ძირითად პროექტებზე ისაუბრა.მისივე თქმით, დედაქალაქში გზების რეაბილიტაცია კომუნიკაციებისკაპიტალურ…
ირაკლი კობახიძე – ჰერჩინსკი არის ტრაგიკული პიროვნება,მას არ აძლევენ ელჩადმუშაობის საშუალებას ჩვენ ბატონ ჰერჩინსკისთანაც ვრჩებით ცალმხრივი მეგობრობი რეჟიმში და ეს რეჟიმი გაგრძელდება
ჰერჩინსკი არის ტრაგიკული პიროვნება, მას არ აძლევენ ელჩად მუშაობის საშუალებას. ეს არის ჩემი მკაფიო შეფასება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა. პრემიერის თქმით, საქართველოს მთავრობა ჰერჩინსკისთანაც რჩება ცალმხრივი მეგობრობის რეჟიმში და ეს რეჟიმი გაგრძელდება. „ჰერჩინსკი არის ტრაგიკული პიროვნება, მას არ აძლევენ ელჩად მუშაობის საშუალებას. ეს არის ჩემი მკაფიო შეფასება. ის აიძულეს ჩარეულიყო დემოკრატიულ არჩევნებში საქართველოში, როდესაც პირდაპირ გამოხატა საკუთარი პოზიცია საზოგადოების წინაშე. საზოგადოებას მოუწოდა, გამოსულიყვნენ საარჩევნო უბნებზე და ხმა მიეცათ მოქმედი ხელისუფლების წინააღმდეგ. ის არის ტრაგიკული პიროვნება, ამ ადამიანს არ აძლევენ იმის საშუალებას, რომ იმუშაოს ელჩად. ჩვენ ბატონ ჰერჩინსკისთანაც ვრჩებით ცალმხრივი მეგობრობის რეჟიმში და ეს რეჟიმი გაგრძელდება“, – განაცხადა პრემიერმა.