გოგი გვახარია: ოპოზიცია რომ შესულიყო პარლამენტში, კომისიის წევრები რომ ყოფილიყვნენ ზურაბ ჯაფარიძე, ნიკა მელია, ნიკა გვარამია, მამუკა ხაზარაძე, ბადრი ჯაფარიძე, ახლა ეს ხალხი ციხეში არ იქნებოდა და პოლიტიკური ბრძოლა პარლამენტშიც გაგრძელდებოდა – პოლიტიკური თვითმკვლელობა შეიძლება ლამაზი იყოს, მაგრამ მაინც თვითმკვლელობაა

ოპოზიცია რომ შესულიყო პარლამენტში, ეს კომისია რომ შექმნილიყო… როგორც ვიცი კომისიის წევრებს შორის ოპოზიცია უნდა ჭარბობდეს……

ეკა სეფაშვილი: გონჩარენკო საკუთარი ქვეყნის ინტერესებიდან გამოდის და ცდილობს საქართველოს ზიანი მიაყენოს იმის გამო, რომ ქვეყანა არ ერთვება ომში

„გონჩარენკო არის პოლიტიკოსი, რომელიც PACE-ს წევრებს შორისაც არ სარგებლობს ავტორიტეტით,“ – განაცხადა „ხალხის ძალის“ საერთაშორისო მდივანმა…

ირაკლი კობახიძე:აშშ-სთან ურთიერთობა არის ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი პრიორიტეტი, მზად ვართ, აღვადგინო სტრატეგიული პარტნიორობა კონკრეტული გზამკვლევით, სადაც ასახული იქნება სარგებელი ორივე ქვეყნისთვის, ველოდებით შემხვედრ ნაბიჯებს 

ჩვენთვის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის საგარეო პოლიტიკური პოზიციების განმტკიცება და საერთაშორისო კავშირების გაფართოება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტში ყოველწლიური მოხსენებით გამოსვლისას განაცხადა. მთავრობის მეთაურის თქმით, ამ მიზნით ძალიან მნიშვნელოვანი ვიზიტები განხორციელდა არაერთ ქვეყანაში. „ჩვენთვის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის საგარეო პოლიტიკური პოზიციების განმტკიცება და საერთაშორისო კავშირების გაფართოება. ამისათვის ძალიან მნიშვნელოვანი ვიზიტები განხორციელდა არაერთ ქვეყანაში. მათ შორის, მეც მქონდა, პირადად, მნიშვნელოვანი ვიზიტები როგორც რეგიონის, ისე შუა აზიის ქვეყნებში, არაბთა გაერთიანებულ საამიროებში, უნგრეთში შედგა რამდენიმე ვიზიტი. როგორც მოგეხსენებათ, უნგრეთი არის ჩვენი ქვეყნის ევროპული ინტეგრაციის მთავარი მხარდამჭერი ევროპული ქვეყანა. საერთაშორისო სამიტებში მონაწილეობა იყო ძალიან მნიშვნელოვანი. ყველა მიმართულებით, მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ გავაფართოოთ ჩვენი საერთაშორისო კავშირები,“- განაცხადა პრემიერმა. ირაკლი კობახიძემ ხაზი გაუსვა აშშ-სთან სტრატეგიული პარტნიორობის აღდგენის მნიშვნელობას და აღნიშნა, რომ საქართველო შემხვედრი ნაბიჯების მოლოდინშია. „აშშ-სთან ურთიერთობა არის ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი პრიორიტეტი. მოგეხსენებათ, რომ გავაკეთეთ საჯარო განცხადება ამ თემასთან დაკავშირებით, მზად ვართ -აღვადგინოთ სტრატეგიული პარტნიორობა აშშ-სთან და მზად ვართ ეს გავაკეთოთ კონკრეტული გზამკვლევით, სადაც ასახული იქნება სარგებელი ორივე ქვეყნისთვის. ველოდებით შემხვედრ ნაბიჯებს. ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა საელჩოების მიმართულებით, მათ შორის, ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რომ დაინიშნა საქართველოს ელჩი აშშ-ში. ვფიქრობთ, ბოლოდროინდელი ცვლილებები ხელს შეუწყობს ურთიერთობების გადატვირთვას და იმედი გვაქვს, აღდგება სტრატეგიული პარტნიორობა საქართველოსა დ აშშ-ს შორის,“-განაცხადა  პრემიერმა.

ირაკლი კობახიძე – ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ხელი შევუწყოთ ნდობის აღდგენას, განვახორციელებთ სამშვიდობო ინიციატივებს, ეს არის ჩვენი ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტი

ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ხელი შევუწყოთ ნდობის აღდგენას, განვახორციელებთ სამშვიდობო ინიციატივებს, ეს არის ჩვენი ერთ-ერთი უმთავრესი…

ირაკლი კობახიძე – გასული 12 თვის განმავლობაში აშენდა ახალი ჰიდროელექტროსადგური,ამ კუთხით კიდევ უფრო გააქტიურდება სამუშაოები, გვაქვს ამბიციური მიზანი- 2030 წლისთვის საქართველო გახდეს სრულად თვითკმარი ქვეყანა ენერგეტიკული თვალსაზრისით

ენერგეტიკა არის ჩვენი ეკონომიკის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება – გასული 12 თვის განმავლობაში აშენდა 4 ახალი ჰიდროელექტროსადგური, კვლავ აქტიურად წარიმართება გაზიფიკაციის სამუშაოები, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტში ყოველწლიური მოხსენებით გამოსვლისას განაცხადა. მთავრობის მეთაურის თქმით, ხელისუფლების ამბიციური მიზანია – 2030 წელს საქართველო გახდეს სრულად თვითკმარი ქვეყანა ენერგეტიკული თვალსაზრისით. „გაზიფიკაციის ქსელს შეუერთდა 5,000 ოჯახი საანგარიშო პერიოდში, ენერგეტიკის მიმართულებით გვაქვს ამბიციური მიზანი – 2030 წლისთვის გვინდა, რომ საქართველო გახდეს ენერგეტიკული თვალსაზრისით სრულად თვითკმარი ქვეყანა. ამ კუთხით, კიდევ უფრო გააქტიურდება სამუშაოები. გვქონდა გარკვეული ხარვეზები ენერგეტიკის სისტემაში, ეს ხარვეზები თავიდან ბოლომდე იქნება აღმოფხვრილი, რაც უზრუნველყოფს ენერგეტიკის სექტორის კიდევ უფრო სწრაფი ტემპით განვითარებას,“- აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

ირაკლი კობახიძე  – 2028 წლისთვის ჩვენი მიზანია, მაქსიმუმ 4%-მდე შემცირდეს უმუშევრობის დონე ქვეყანაში,გვინდა,რომ შევქმნათ 200 000 სამუშაო ადგილი,ასევე გვაქვს ამბიციური მიზანი, რომ საშუალო ხელფასმა მიაღწიოს 3 500 ლარს

2028 წლისთვის ჩვენი მიზანია, მაქსიმუმ 4%-მდე შემცირდეს უმუშევრობის დონე ჩვენს ქვეყანაში, ამისთვის გვინდა, რომ შევქმნათ 200…

ირაკლი კობახიძე – პროგრამის – „აწარმოე საქართველოში“  ფარგლებში დაფინანსდა 1 500 მეწარმე სუბიექტი და შეიქმნა 10 ათასზე მეტი სამუშაო ადგილი, საკრედიტო საგარანტიო სქემის სახელმწიფო პროგრამით დაფინანსდა 292 პროექტი, შეიქმნა 3 300-ზე მეტი სამუშაო ადგილი

ეკონომიკური ზრდის მაღალი ტემპის შენარჩუნებაში გარდა იმისა, რომ ჩვენ გვეხმარება სათანადო ეკონომიკური პოლიტიკა, საგადასახადო რეჟიმი, ლიბერალური…

ირაკლი კობახიძე – დასრულდა 71 საბავშვო ბაღის და 110 სკოლის მშენებლობა-რეაბილიტაცია, მიმდინარეობს 243 საბავშვო ბაღის და 296 სკოლის მშენებლობა-რეაბილიტაცია, აშენდა ერთი და მიმდინარეობს 4 ახალი პროფსასწავლებლის მშენებლობა

საბავშვო ბაღების რეაბილიტაციისთვის გამოყოფილია 563 მილიონი ლარი, მთლიანობაში დაგეგმილია 885 საბავშვო ბაღის მშენებლობა-რეაბილიტაცია, – ამის შესახებ…

ირაკლი კობახიძე –  70 წლამდე ასაკის პენსიონერებისათვის პენსია გახდა 350 ლარი, 70 წელს გადაცილებული პენსიონერებისთვის 450 ლარი, 76-დან 95 მილიონამდე გაიზარდა სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვზე ზრუნვის სახელმწიფო პროგრამის ბიუჯეტი, 2024 წელს  2022 დევნილი ოჯახი დაკმაყოფილდა საცხოვრებელი ფართებით

საქართველოში 2012 წელს პენსიონერების რაოდენობა 683 ათასი იყო  და ეს რაოდენობა გაზრდილია 869 ათასამდე, აქაც პირდაპირ…

პრემიერი  –  27 მილიონიდან 49 მილიონ ლარამდე გაიზარდა კულტურის სფეროს დაფინანსება, დაფინანსდა 470 სხვადასხვა პროექტი, ჩატარდა 194 გამოფენა და კულტურული ღონისძიება, განხორციელდა 70 კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის რეაბილიტაცია

ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ კულტურის ყველა დარგის აღორძინებაზე ვიზრუნოთ, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა…

ირაკლი კობახიძე – გელათში აშენდა დროებითი კონსტრუქცია, რომელიც ტაძარს ნებისმიერი ნალექისგან დაიცავს, ეს გვაძლევს უნიკალური ფრესკებისა და მოზაიკის კონსერვაციის საშუალებას, ყველა ზომა იქნება მიღებული, რომ გელათი მთელი თავისი ბრწყინვალებით დაუბრუნდეს  ჩვენს ქვეყანას და საზოგადოებას

გელათში ძალიან მნიშვნელოვანი ღონისძიებები განხორციელდა, ზომები იქნა მიღებული იმისათვის, რომ აღდგეს ძეგლი იმ მდგომარეობით, რა მდგომარეობამდეც…

ირაკლი კობახიძე-საქართველო პირველ ადგილზეა ბიუჯეტის გამჭვირვალობის კუთხით საერთაშორისო ინდექსებში, ეს მნიშვნელოვანი ფაქტორი ხელს უწყობს სწორი ფისკალური მონაცემების შენარჩუნებას

ეკონომიკური ზრდის მაღალმა ტემპმა, კარგმა ეკონომიკურმა მაჩვენებელმა მოგვცა საშუალება, რომ შეგვენარჩუნებინა ფისკალური კონსოლიდაციის მაღალი ხარისხი და ამაზეც მეტყველებს კონკრეტული მაჩვენებლები, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტში ყოველწლიური მოხსენებით გამოსვლისას განაცხადა. მთავრობის მეთაურის თქმით, საქართველო პირველ ადგილზეა ბიუჯეტის გამჭვირვალობის კუთხით საერთაშორისო ინდექსებში და ესეც არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი,  რომელიც ხელს უწყობს სწორი ფისკალური მონაცემების შენარჩუნებას. „ეკონომიკური ზრდის მაღალმა ტემპმა, კარგმა ეკონომიკურმა მაჩვენებელმა მოგვცა საშუალება, რომ შეგვენარჩუნებინა ფისკალური კონსოლიდაციის მაღალი ხარისხი და ამაზეც მეტყველებს კონკრეტული მაჩვენებლები. 2024 წლიდან საშუალო წლიური ინფლაცია იყო 1.1 %, ბიუჯეტის დეფიციტი 1.9%, ესეც დადგენილი ზღვრის ფარგლებშია, მიმდინარე  ანგარიშის დეფიციტი 4.4%,  მთავრობის  ვალი: 36.1% – აქაც გვაქვს მონაცემები დადგენილი ზღვრის ფარგლებში. 2020 წელს ჩვენმა ვალმა გადააჭარბა 60 %-ს და, ამ 4 წლის განმავლობაში, ჩვენ მოვახერხეთ აღნიშნული მაჩვენებლის 36 %-მდე …

ირაკლი კობახიძე – ჩვენ გავაორმაგეთ და კიდევ უფრო მეტად გავზარდეთ ოთხი წლის განმავლობაში ჩვენი ქვეყნის ნომინალური ეკონომიკა დოლარში,წლის ბოლოს პირველად, ჩვენი ეკონომიკა 100 მილიარდ ლარს გადააჭარბებს

2020 წლის ბოლოსთვის ჩვენი მთლიანი შიდა პროდუქტი ერთ სულ მოსახლეზე იყო 4 300 დოლარი, 2024 წლის…

ირაკლი კობახიძე -ინვესტიციების მოზიდვის კუთხით ერთ-ერთი ყველაზე შთამბეჭდავი მიღწევა იყო არაბული, Emaar-ის ინვესტიცია – ეს არის 6 მილიარდი დოლარის ღირებულების პროექტი, რომელიც საქართველოში განხორციელდება

ეკონომიკის შემდგომი განვითარებისთვის ჩვენ გვჭირდება ინვესტიციების მოზიდვა და ამ კუთხით აქტიურად წარიმართებოდა მუშაობა გასული ერთი წლის განმავლობაში, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტში ყოველწლიური მოხსენებით გამოსვლისას განაცხადა. პრემიერის თქმით,  ყველაზე შთამბეჭდავი მიღწევა ამ კუთხით იყო არაბული, Emaar-ის ინვესტიცია. „ეკონომიკის შემდგომი განვითარებისთვის ჩვენ გვჭირდება ინვესტიციების მოზიდვა და ამ კუთხით აქტიურად წარიმართებოდა მუშაობა გასული ერთი წლის განმავლობაში. ერთ-ერთი  ყველაზე  შთამბეჭდავი მიღწევა ამ კუთხით იყო არაბული, Emaar-ის ინვესტიცია, რომელიც ჩაიდება ჩვენს ქვეყანაში მომდევნო ხუთი წლის განმავლობაში.  ეს არის 6 მილიარდი დოლარის ღირებულების პროექტი, ინვესტიცია, რომელიც საქართველოში განხორციელდება. ეს ინვესტიცია დამატებით შეუწყობს ხელს ჩვენი ეკონომიკის განვითარებას. კიდევ უფრო მეტი გვჭირდება ასეთი პროექტები იმისათვის, რომ მაქსიმალურად დავაჩქაროთ ეკონომიკური ზრდის ტემპები“, – განაცხადა პრემიერმა.

ირაკლი კობახიძე – ეკონომიკაზე დგას ჩვენი მოსახლეობის სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესება, ჩვენი დემოკრატიული სისტემის და ჩვენი საგარეო პოლიტიკური პოზიციების განმტკიცება, გვაქვს ძალიან კარგი ტენდენციები, მაღალი ეკონომიკური ზრდა, მთავარია, ყველაფერი გავაკეთოთ, რომ ზრდის მაღალი ტემპი შევინარჩუნოთ

ეკონომიკა არის მთავარი წარმმართველი ძალა ქვეყნის განვითარებისთვის, ეკონომიკაზე დგას ჩვენი მოსახლეობის სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესება, ჩვენი დემოკრატიული…