ეკა სეფაშვილი პრემიერ ირაკლი კობახიძეს: ქვეყნის მომავალ განვითარებასთან დაკავშირებით თქვენგან შთამბეჭდავი შედეგები და გეგმები მოვისმინეთ

„ხალხის ძალის“ საერთაშორისო ურთიერთობების მდივანმა ეკა სეფაშვილმა, პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის პარლამენტში ყოველწლიური მოხსენებით გამოსვლისას, პრემიერს კითხვით…

ირაკლი კობახიძე- ჩვენ გვაქვს კონკრეტული მიზანი-2028 წლისთვის გვინდა, რომ ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების 90%-ზე მეტი გვქონდეს შესრულებული,აქტიურად განვაგრძობთ მუშაობას აღნიშნული მიმართულებით

ჩვენ გვაქვს კონკრეტული მიზანი დასახული – 2028 წლისთვის გვინდა, რომ 90 %-ზე მეტი გვქონდეს შესრულებული ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებებიდან, აქტიურად განვაგრძობთ  მუშაობას, ეს უნდა მოხდეს მთავრობისა და პარლამენტის აქტიური კომუნიკაციით, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ  პარლამენტში ყოველწლიური მოხსენებით გამოსვლისას, დეპუტატების კითხვების საპასუხოდ განაცხადა. მისივე თქმით, ხელისუფლების მიზანია, 2030 წელს საქართველო გახდეს ევროკავშირის წევრი ქვეყანა. „ჩვენ გვაქვს კონკრეტული მიზანი დასახული – 2028 წლისთვის გვინდა, რომ 90 %-ზე მეტი გვქონდეს შესრულებული ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებებიდან. ამაზე…

ირაკლი კობახიძე – ჩვენ ვფიქრობთ სერიოზული რეფორმების გატარებას ენერგეტიკის სფეროში და ეს რეფორმები იქნება იმის გარანტია, რომ მივაღწიოთ თვითკმარობას, როდესაც გამომუშავება  გადააჭარბებს მოხმარებას

ჩვენ ვფიქრობთ სერიოზული რეფორმების გატარებას ენერგეტიკის სფეროში და ეს რეფორმები იქნება იმის გარანტია, რომ მივაღწიოთ თვითკმარობას, როდესაც მოხმარებას გადააჭარბებს გამომუშავება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტში ყოველწლიური მოხსენებით გამოსვლისას, დეპუტატების კითხვებზე პასუხისას განაცხადა. პრემიერის თქმით, ხელისუფლება გეგმავს, რომ 2030 წელს ქვეყანამ მიაღწიოს თვითკმარობას. „რაც შეეხება ენერგეტიკას, ჩვენ გვაქვს გეგმა, რომ 2030 წლისთვის მივაღწიოთ თვითკმარობას, როდესაც მოხმარებას გადააჭარბებს გამომუშავება. დაახლოებით 10 000 მეგავატია ამისათვის საჭირო და მივყვებით გეგმას. ჩვენ ვფიქრობთ სერიოზული რეფორმების გატარებას ენერგეტიკის სფეროში და ეს რეფორმები იქნება იმის გარანტია, რომ ეს გეგმა პირნათლად შესრულდება. “, -განაცხადა პრემიერმა.

ირაკლი კობახიძე- გვქონდა კონსულტაციები ბატონ ბიძინა ივანიშვილთან და ვფიქრობთ, მასშტაბურად გავაფართოოთ ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის ინფრასტრუქტურა -ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი უნდა გახდეს ნომერ მეორე საგანმანათლებლო ცენტრი  უმაღლესი განათლებისთვის

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან და თბილისის საუნივერსიტეტო კომპლექსთან ერთად ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი ჩვენს ქვეყანაში უნდა გახდეს ნომერ მეორე საგანმანათლებლო ცენტრი უმაღლესი განათლებისთვის, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტში ყოველწლიური მოხსენებით გამოსვლისას,  დეპუტატებისს კითხვებზე პასუხისას განაცხადა. პრემიერის თქმით,  მას ჰქონდა კონსულტაციები უნივერსიტეტის დამფუძნებელთან, ბიძინა ივანიშვილთან და იგეგმება ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის ინფრასტრუქტურის გაფართოება „რაც შეეხება ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტს, ჩვენი საუნივერსიტეტო რეფორმის კონცეფცია მოიცავს ქუთაისის უნივერსიტეტის შესაძლებლობების განვითარებასაც. დღეს ჯერ კიდევ შეზღუდულია, მათ შორის, ინფრასტრუქტურიდან გამომდინარე. თანდათან ვითარდება ინფრასტრუქტურა, შესაძლებლობები, მათ შორის, კონტინგენტი, რომელსაც იღებს ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი. ჩვენ ამ საკითხთან დაკავშირებით გვქონდა კონსულტაციები უნივერსიტეტის დამფუძნებელთან, ბატონ ბიძინა ივანიშვილთან და ვფიქრობთ, მასშტაბურად გავაფართოოთ ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის ინფრასტრუქტურა, ისე, რომ უნივერსიტეტმა შეძლოს საბოლოო ჯამში, ათიათასობით სტუდენტის მიღება. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან და თბილისის საუნივერსიტეტო კომპლექსთან ერთად ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი ჩვენს ქვეყანაში უნდა გახდეს ნომერ მეორე საგანმანათლებლო ცენტრი უმაღლესი განათლებისთვის. ეს არის ზოგადი ხედვა, დანარჩენი დეტალები იქნება განსაზღვრული სწორედ საუნივერსიტეტო რეფორმის კონცეფციით. რაც შეეხება ადრონული თერაპიის დანერგვას, ფონდი „ქართუ“ წარმართავს შესაბამის სამუშაოებს. მე მქონდა კონსულტაციები ფონდის ხელმძღვანელობასთან და სათანადო ვადებში ეს საკითხიც იქნება მოწესრიგებული“, – განაცხადა პრემიერმა.

ირაკლი კობახიძე – სანებართვო სისტემასთან დაკავშირებით მიღებულია კანონმდებლობა, გვინდა ერთი ფანჯრის პრინციპის დანერგვა, რომლის საფუძველზეც იქნება უზრუნველყოფილი შესაბამისი ნებართვების გაცემა

სანებართვო სისტემასთან დაკავშირებით მიღებულია კანონმდებლობა, გვინდა ერთი ფანჯრის პრინციპის დანერგვა, რომლის საფუძველზეც იქნება უზრუნველყოფილი შესაბამისი ნებართვების…

ირაკლი კობახიძე – განზრახ მკვლელობასთან დაკავშირებით კანონმდებლობა არის გადასახედი გამკაცრების მიმართულებით და მთავრობა მზად არის,პარლამენტთან ერთად იმუშაოს ამ საკითხზე

განზრახ მკვლელობასთან დაკავშირებით კანონმდებლობა არის გადასახედი გამკაცრების მიმართულებით და მთავრობა მზად არის, პარლამენტთან ერთად იმუშაოს ამ საკითხზე, ამის შესახებ საქართველოს  პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტში ყოველწლიური მოხსენებით გამოსვლისას, დეპუტატების კითხვების პასუხისას განაცხადა. პრემიერის თქმით, ის კანონის გამკაცრების მომხრეა, თუმცა, ეს უნდა მოხდეს თანაზომიერების პრინციპის ფარგლებში. „რაც შეეხება სასჯელის გამკაცრებას განზრახ მკვლელობაზე, ამასთან დაკავშირებით, კოლეგების ნაწილმა იცის ჩემი მკაფიო პოზიცია. მე პირადად ვარ გამკაცრების მომხრე. ეს არის მგრძნობიარე საკითხი, არ არის მარტივი საკითხი, თუმცა, მე ვფიქრობ, ის სანქციები, რაც გათვალისწინებულია სისხლის სამართლის კოდექსით განზრახ მკვლელობისთვის, არ არის საკმარისი. მახსოვს ერთი შემთხვევა, მოხდა მკვლელობა, ხულიგნური ქვენა გრძნობით და ადამიანს მიესაჯა 10 წლით თავისუფლების აღკვეთა. ადამიანი მოკლეს და ათ წელზე უფრო ადრეც შეიძლება გამოვიდეს დამნაშავე ციხიდან. ასეთი მიდგომები რა თქმა უნდა, გადახედვას საჭიროებს. მე პირადად ვარ გამკაცრების მომხრე, ეს უნდა მოხდეს თანაზომიერების პრინციპის ფარგლებში, მაგრამ ვფიქრობ, რომ ზოგადად, რაც შეეხება განზრახ მკვლელობას, აქ კანონმდებლობა არის გადასახედი გამკაცრების მიმართულებით და მთავრობა მზად არის, პარლამენტთან ერთად იმუშაოს ამ საკითხზე“, – განაცხადა პრემიერმა.

ირაკლი კობახიძე: ჩვენ დავაანონსეთ საუნივერსიტეტო რეფორმა, ასევე,ძალიან მნიშვნელოვანია ზოგადი განათლების სფეროში რეფორმების განხორციელება, 2-3 წელიწადში უნდა გვქონდეს ფუნდამენტურად განსხვავებული ვითარება როგორც სასკოლო, ისე უმაღლესი განათლების სფეროში

ჩვენ დავაანონსეთ საუნივერსიტეტო რეფორმა, გვინდა ამბიციური რეფორმის გატარება, შეიქმნა შესაბამისი სახელმწიფო კომისია, რომელიც ამზადებს კონცეფციას საუნივერსიტეტო რეფორმისთვის, ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტში ყოველწლიური მოხსენებით გამოსვლისას განაცხადა. მთავრობის მეთაურის თქმით, ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია რეფორმების განხორციელება ზოგადი განათლების სფეროში. ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რომ 2-3 წელიწადში ქვეყანაში უნდა  იყოს ფუნდამენტურად განსხვავებული ვითარება როგორც სასკოლო, ისე უმაღლესი განათლების სფეროში. „ჩვენ გვაქვს იმის შესაძლებლობა, რომ მხოლოდ, თუნდაც, სისტემის გადაწყობის საფუძველზე, მნიშვნელოვნად ავამაღლოთ უმაღლესი განათლების ხარისხი ქვეყანაში. უახლოეს მომავალში, დაახლოებით ერთ თვეში წარმოგიდგენთ დეტალურ კონცეფციას, რომელიც ითვალისწინებს საუნივერსიტეტო სფეროში განათლების ხარისხის ფუნდამენტურად ამაღლებას ჩვენს ქვეყანაში. ეს კონცეფცია მოიცავს მრავალ მიმართულებას – დაწყებული ინფრასტრუქტურით, დამთავრებული სასწავლო პროგრამების გადახედვით, უკეთესი პირობების შექმნით პროფესორ-მასწავლებლებისთვის. იქნება, მართლაც, ამბიციური რეფორმა, რომელიც მომდევნო სამი წლის განმავლობაში განხორციელდება. მათ შორის, ვფიქრობთ ახალი კამპუსების მშენებლობას ქუთაისსა და თბილისში. თბილისში რუსთავის მიმდებარედ. დეტალურ კონცეფციას უახლოეს მომავალში წარვუდგენთ საზოგადოებას. ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია ზოგადი განათლების სფეროში რეფორმების განხორციელება. ამ მიმართულებით, არაერთი არასწორი ნაბიჯი გადაიდგა წინა ხელისუფლების პირობებში, რასაც ჰქონდა მკაცრად იდეოლოგიური, ძალიან მანკიერი იდეოლოგიური მიზნები. ჩვენი ერთ-ერთი ამოცანაა, რადიკალური ცვლილებები შევიტანოთ ამ სფეროში, მათ შორის, ფუნდამენტურად უნდა გადავხედოთ ეროვნულ სასწავლო გეგმას, სასწავლო პროგრამას, სასწავლო სახელმძღვანელოებს, ამ მიმართულებითაც ძალიან მნიშვნელოვანი ღონისძიებები  განხორციელდება  შემდეგი წლების  განმავლობაში. ჩვენ, 2-3 წელიწადში, უნდა გვქონდეს ფუნდამენტურად განსხვავებული ვითარება,…

ირაკლი კობახიძე –  ბორჯომის ტრანზიტული მოძრაობა სერიოზული პრობლემაა კურორტისთვის, თუმცა სპეციალისტების ნაწილი ფიქრობს, რომ ინფრასტრუქტურული ჩარევის საფუძველზე შეიძლება დაიკარგოს უნიკალური ბორჯომის წყალი, ამ საკითხზე საჭიროა სიღრმისეული კვლევა

ბორჯომის ტრანზიტული მოძრაობა სერიოზული გამოწვევა და პრობლემაა კურორტისთვის, უბრალოდ არის კომპლექსური საკითხი, მათ შორის სპეციალისტების ნაწილი…

ირაკლი კობახიძე – ნარკოტიკებთან ბრძოლა ჩვენი ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტია, შეურიგებელი ვიქნებით ნარკორეალიზატორების მიმართ, არ შეიძლება, ვინმემ არალეგალური ან ლეგალური ფორმით განახორციელოს ნარკოტიკების რეალიზაცია ჩვენს ქვეყანაში და სწორედ ამიტომ სახელმწიფო უზრუნველყოფს ფსიქოტროპული პრეპარატების იმპორტს და განახორციელებს ჩანაცვლებით პროგრამას

ნარკოტიკებთან ბრძოლა არის ჩვენი ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტი, რაც ბოლო ერთი თვის განმავლობაში განხორციელებული ღონისძიებებიდან მკაფიოდ გამოჩნდა,…

ირაკლი კობახიძე- განათლების ინფრასტრუქტურის განვითარების ცენტრის უქმდება და მისი ფუნქციები გადანაწილდება რეგიონული განვითარების სამინისტროზე და თბილისის ნაწილში  დედაქალაქის მერიაზე

განათლების ინფრასტრუქტურის განვითარების ცენტრის უქმდება და მისი ფუნქციები გადანაწილდება რეგიონული განვითარების სამინისტროზე და თბილისის ნაწილში დედაქალაქის მერიაზე, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტში ყოველწლიური მოხსენებით გამოსვლისას, დეპუტატების კითხვების პასუხისას განაცხადა. პრემიერის თქმით,  აღნიშნულ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით ცვლილებები უნდა განხორციელდეს ნორმატიულ ბაზაში. „განათლების ინფრასტრუქტურის განვითარების ცენტრის უქმდება და მისი ფუნქციები გადანაწილდება რეგიონული განვითარების სამინისტროზე და თბილისის ნაწილში დედაქალაქის მერიაზე. ამ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით ცვლილებები უნდა განხორციელდეს ნორმატიულ ბაზაში. მე ვფიქრობ, რომ ეს ცვლილება მნიშვნელოვანია, მათ შორის, იმ კუთხითაც, რომ პერსპექტივაში, ეს ფუნქცია, ვფიქრობ, უნდა გადავიდეს ადგილობრივი თვითმმართველობის გამგებლობაში. სკოლების მოვლა-პატრონობა პერსპექტივაში არის ერთ-ერთი უფლებამოსილება, რომელიც უნდა გადავიდეს ადგილობრივი თვითმმართველობის დონეზე. გრძელვადიან პერსპექტივაში, ასევე, თუნდაც სკოლების მშენებლობა-რეაბილიტაციაც შეიძლება გახდეს ადგილობრივი თვითმმართველობის უფლებამოსილება. ეს არის შუალედური ნაბიჯი ამ ეტაპზე. ამ ფუნქციით იქნება დაკავებული რეგიონული განვითარების სამინისტრო, თბილისის ნაწილში – დედაქალაქის მერია. რაც შეეხება პროცედურებს, დეტალები იქნება განსახილველი, ვადებიც უნდა განისაზღვროს და მთავარია, რომ პროცესები უნდა წარიმართოს ხარვეზების გარეშე“, – განაცხადა პრემიერმა.

ირაკლი კობახიძე – მადლობა დედა ეკლესიას, რომელიც წლებისა და საუკუნეების განმავლობაში დგას ჩვენი ქვეყნის ინტერესების სადარაჯოზე, ყოველ ჯერზე, მათ შორის რთულ მომენტებში ეს ძალიან მკაფიოდ გამოვლინდა

მადლობა მინდა გადავუხადო დედა ეკლესიას, რომელიც წლებისა და საუკუნეების განმავლობაში დგას ჩვენი ქვეყნის ინტერესების სადარაჯოზე, – ამის…

ირაკლი კობახიძე – სკოლამდელი და ზოგადი განათლების ბიუჯეტი გაიზარდა 419 მილიონი ლარით, 30-30 მილიონი ლარით გაიზარდა უმაღლესი და პროფესიული განათლების ბიუჯეტი, რაც უზრუნველყოფს შესაბამისი პროგრამების გაფართოებას და განათლების ხარისხის შემდგომ გაუმჯობესებას

მნიშვნელოვნად გაიზარდა განათლებისა და მეცნიერების სფეროს ბიუჯეტი, კონკრეტულად სკოლამდელი და ზოგადი განათლების ბიუჯეტი გაიზარდა 419 მილიონი…

ედიშერ გვენეტაძე: აუცილებელია საქართველოში განათლების არსებული სისტემის რადიკალური გარდაქმნა, რისთვისაც, როგორც პრემიერმა ბრძანა, დამატებითი თანხები გამოიყო, რომლის გონივრულად მოხმარება დაუბრუნებს საქართველოს იმ ძველი განათლების დიდებას, რომლითაც ყოველთვის გამორჩეული იყო

უმთავრესი საკითხი, რომელიც დღევანდელი საქართველოს დღის წესრიგში მთელი სიმწვავით დგას ეს არის სწორედ განათლება. წლების მანძილზე…

დავით ჩიხელიძე: პრემიერის ინიციატივა, მოხდეს რეგიონების სისტემური განვითარება, ნიშნავს რეგიონების ახალ სიცოცხლეს, ახალ სამუშაო ადგილს, გაზრდილ ეკონომიკას და შიდა მიგრაციის შემცირებას, რაც ჩვენი ქვეყნისთვის ფუნდამენტურად მნიშვნელოვანია

პრემიერმა პარლამენტში მრავალი მნიშვნელოვანი საკითხი გააჟღერა მათ შორის რეგიონების განვითარება და საქართველოს როგორც დამაკავშირებელი წერტილის მნიშვნელობის…

პრემიერი  – ვაზიანში თბილისის ახალი საერთაშორისო აეროპორტი მინიმუმ 18 მლნ მგზავრზე იქნება გათვლილი, წელს დავიწყებთ პარტნიორის შერჩევის პროცედურას, 2031 წელს შევძლებთ აეროპორტის გადატანას ვაზიანში, პროექტი ხელს შეუწყობს ქვეყნის დაკავშირებადობის ფუნქციის გაძლიერებას

თუ დღევანდელი მოქმედი აეროპორტი გათვლილია 4 მლნ მგზავრზე, ვაზიანში თბილისის ახალი საერთაშორისო აეროპორტი მინიმუმ 18 მლნ…