ფსევდოლიბერალური იდეოლოგია ცდილობს მოდურ მოვლენად წარმოაჩინოს მარიხუანისა და ე.წ. კლუბური ნარკოტიკების მოხმარება, რომლებიც ისეთივე გამოუსწორებელ ზიანს აყენებს ადამიანისფიზიკურ და ფსიქიკურ ჯანმრთელობას, როგორც ნებისმიერი სხვა ნარკოტიკული საშუალება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მთავრობის მეთაურის თქმით, საქართველოს ხელისუფლების ვალია, მაქსიმალურად დაუპირისპირდეს ფსევდოლიბერალურ დღის წესრიგს და დაიცვას ქართული საზოგადოება. „მინდა გაგაცნოთ ორი მნიშვნელოვანი ინიციატივა, რომელიც ნარკომანიასთან ბრძოლას უკავშირდება. როგორც გუშინაც აღვნიშნე, ნარკოტიკული დანაშაულების გამოსავლენად და აღსაკვეთად გასული ერთი თვის განმავლობაში მთელი რიგი მნიშვნელოვანი ღონისძიებები განვახორციელეთ. რამდენიმე დღის წინ ამოღებულ იქნა 300 კილოგრამი ჰეროინი; გუშინ დავაკავეთ 18 ნარკორეალიზატორი. ამ მიმართულებით მუშაობა გაგრძელდება და კიდევ უფრო გააქტიურდება. ვისარგებლებ შემთხვევით და კიდევ ერთხელ გადავუხდი მადლობას საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმატებული სპეცოპერაციებისთვის. ნარკომანია არის უმძიმესი სენი, რომელიც სერიოზული პრობლემაა არა მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ მსოფლიოს ქვეყნების უდიდესი უმრავლესობისთვის. ფსევდოლიბერალური იდეოლოგიარომლის უმთავრესი მიზანი საზოგადოების დეგრადირება და მისი მანიპულირების გაიოლებაა, სხვა მანკიერებებთან ერთად, მიზანმიმართულად ცდილობს სხვადასხვა ქვეყანაში ნარკომანიის ფართოდ გავრცელებას, რისი ერთ-ერთი მაგალითი ჩვენი ქვეყანაცაა. ამკვიდრებენ ტერმინს „ლიბერალური ნარკოპოლიტიკა“, რომლის დეკლარირებული მიზანი ნარკომანიის შემცირებაა, სინამდვილეში კი სწორედ ნარკომანიის ფართოდ გავრცელებას ემსახურება. ფსევდოლიბერალური იდეოლოგია ცდილობს მოდურ მოვლენად წარმოაჩინოს მარიხუანისა და ე.წ. კლუბური ნარკოტიკების მოხმარება, რომლებიც ისეთივე გამოუსწორებელ ზიანს აყენებს ადამიანის ფიზიკურ და ფსიქიკურ ჯანმრთელობას, როგორც ნებისმიერი სხვა ნარკოტიკული საშუალება. ჩვენი ვალია ჩვენი ქვეყნის წინაშე, მაქსიმალურად დავუპირისპირდეთ ფსევდოლიბერალურ დღის წესრიგს და დავიცვათ ჩვენი საზოგადოება და ახალგაზრდები კიდევ ერთი მძიმე სენისგან -ნარკომანიისგან, რომელსაც ხელოვნურად გვახვევენ თავს“, – განაცხადა პრემიერმა.
დღე: ივნისი 25, 2025
ირაკლი კობახიძე – საერთო სასამართლოების შესახებ კანონში ცვლილებები ემსახურება სასამართლოს და მართლმსაჯულების დამოუკიდებლობის კიდევ უფრო მეტად განმტკიცებას
საერთო სასამართლოების შესახებ კანონში ინიცირებული ცვლილებები, რომელსაც საქართველოს პარლამენტი განიხილავს, ემსახურება სასამართლოს და მართლმსაჯულების დამოუკიდებლობის კიდევ…
სამტრედიაში ჯანსუღ კახიძის 90 წლის იუბილესადმი მიძღვნილი კონცერტი გაიმართა
სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერი დავით ბახტაძე ჯანსუღ კახიძის 90 წლის იუბილესადმი მიძღვნილი კონცერტს დაესწრო. ღონისძიება საქართველოს კულტურის…
ირაკლი კობახიძე- რადიკალური ოპოზიციის პატრონებმა გამოიყვანეს რადიკალური ოპოზიცია პარლამენტიდან და შეიყვანეს ისინი ციხეებში -ისინი მიზანმიმართულად ჩართეს რევოლუციურ პროცესებში,რომელიც სრული ფიასკოთი დასრულდა
რადიკალური ოპოზიციის პატრონებმა გამოიყვანეს რადიკალური ოპოზიცია პარლამენტიდან და შეიყვანეს ციხეებში, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მთავრობის მეთაურის თქმით, ისინი მიზანმიმართულად ჩართეს რევოლუციურ პროცესებში, რომელიც სრული ფიასკოთი დასრულდა. „ყველას შეუძლია გადახედოს ევროკავშირის წევრი ქვეყნების კანონმდებლობას, სადაც ხშირ შემთხვევაში, კიდევ უფრო მკაცრი სანქციებია დადგენილი საპარლამენტო საგამოძიებო კომისიაში გამოუცხადებლობისთვის. როდესაც საუბარია უცხოელებზე, რომლებიც ახალისებდნენ პარლამენტის ლეგიტიმაციის არაღიარებას, ჩვენი რადიკალური ოპოზიციის მხრიდან, მათ თავად უნდა იგრძნონ პასუხისმგებლობა იმ ყველაფერზე, რაც ხდება. რეალურად, ისინი არიან ის სუბიექტები, რომლებმაც გამოიყვანეს რადიკალური ოპოზიცია პარლამენტიდან და შეიყვანეს ციხეში. ეს ჩვენ არ გაგვიკეთებია. ეს გააკეთეს სწორედ რადიკალური ოპოზიციის პატრონებმა, მათ გამოიყვანეს რადიკალური ოპოზიცია პარლამენტიდან და შეიყვანეს ისინი ციხეებში. იმიტომ, რომ ისინი მიზანმიმართულად ჩართეს რევოლუციურ პროცესებში, რომელიც სრული ფიასკოთი დასრულდა“, – განაცხადა პრემიერმა.
ირაკლი კობახიძე – კერძო სუბიექტების მიერ ფსიქოტროპული მედიკამენტების იმპორტის აკრძალვის შედეგად ფსიქოტროპული პრეპარატების არადანიშნულებისამებრ გამოყენების წინააღმდეგ ბრძოლა არსებითად გამარტივდება
კერძო სუბიექტების მიერ ფსიქოტროპული მედიკამენტების იმპორტის აკრძალვის შედეგად არსებითად გამარტივდება ფსიქოტროპული პრეპარატების არადანიშნულებისამებრ გამოყენების წინააღმდეგ ბრძოლა,…
ირაკლი კობახიძე – სახელმწიფოს აქვს რესურსი, რომ თავის თავზე აიღოს ჩანაცვლებითი თერაპიის პროგრამა, საჭიროა კონტროლის გამკაცრება სახელმწიფო დაწესებულებების საქმიანობაზეც, რათა მომსახურება თავიდან ბოლომდე იყოს ორიენტებული პაციენტის განკურნებაზე და არა პრეპარატების რეალიზაციაზე
სახელმწიფოს თავიდან ბოლომდე აქვს იმის რესურსი, მათ შორის მატერიალური რესურსი, რომ თავის თავზე აიღოს ჩანაცვლებითი თერაპიის…
ირაკლი კობახიძე – ვერავის მივცემთ საშუალებას, საკანონმდებლო ჩარჩოს ბოროტად გამოყენებით, ნარკოტიკული საშუალებების რეალიზება საკუთარ ლეგალურ ბიზნესად აქციოს, ხელისუფლება იქნება უკომპრომისო ნარკოტიკული საშუალებების რეალიზატორების მიმართ
ვერავის მივცემთ იმის საშუალებას, რომ საკანონმდებლო ჩარჩოს ბოროტად გამოყენებით, ნარკოტიკული საშუალებების რეალიზება საკუთარ ლეგალურ ბიზნესად აქციოს,…
ირაკლი კობახიძე – ფსიქოტროპული მედიკამენტების იმპორტი კერძო კომპანიების მიერ სრულად აიკრძალება, სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ სამკურნალო საშუალებათა იმპორტი და რეალიზაცია მხოლოდ სახელმწიფოს პრეროგატივა იქნება
ზედაპირული ანალიზიც ცხადყოფს, რომ დღეს საქართველოში ფსიქოტროპული მედიკამენტების, განსაკუთრებით – ბენზოდიაზეპინების, მოხმარება გონივრულ მაჩვენებელს მნიშვნელოვნად აღემატება,…
ირაკლი კობახიძე – მივიღეთ გადაწყვეტილება, სრულად ავკრძალოთ ჩანაცვლებითი თერაპიის პროგრამების განხორციელება კერძო სუბიექტების მიერ, მნიშვნელოვანია, ჩანაცვლებითი მკურნალობის განხორციელებაზე სრული პასუხისმგებლობა აიღოს სახელმწიფომ
მივიღეთ გადაწყვეტილება, სრულად ავკრძალოთ ჩანაცვლებითი თერაპიის პროგრამების განხორციელება კერძო სუბიექტების მიერ, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა…
„ჯარის ბანაკი“ ოფიციალურად გაიხსნა
საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, ვიცე-პრემიერმა, თავდაცვის მინისტრმაირაკლი ჩიქოვანმა და განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობისმინისტრმა…
თბილისში ზონალურ-საათობრივი პარკირების ახალი ადგილები გამოიყოფა ზონალურ-საათობრივი პარკირებისთვის, თბილისში დამატებით ახალი საპარკინგო ადგილები გამოიყოფა
ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თბილისისმუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.მისი თქმით, ზონალურ-საათობრივი პარკირების სისტემა მიმდინარე წლის…
თბილისის საბავშვო ბაღებში 2025-2026 სააღმზრდელო წლისთვის აღსაზრდელთა რეგისტრაცია 7 ივლისს დაიწყება
თბილისის საბავშვო ბაღებში 2025-2026 სააღმზრდელო წლისთვის აღსაზრდელთა რეგისტრაცია 7 ივლისიდან დაიწყება.როგორც თბილისის მერმა, კახა კალაძემ დღეს…
მაკა ბოჭორიშვილი 2008 წლის აგვისტოს ომზე: სამწუხაროდ, მაშინ ვერავინ ვერ ათქმევინა ევროპას, რომ ეს იყო რუსეთის აგრესია საქართველოს წინააღმდეგ და ეს შეიფუთა, როგორც კონფლიქტი საქართველოში და დღემდე ამ ტერმინს იყენებს ევროპული მხარე – ცოტა ხნის წინ ბორელს წამოსცდა, რომ ეს იყო ოკუპაცია
პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე 2012-2025 წლებში ზოგიერთი პოლიტიკოსის მხრიდან საქართველოს საგარეო პოლიტიკური მიზნების საზიანოდ განხორციელებული…
ზაალ ანჯაფარიძე: რადიკალურმა ოპოზიციამ ნახა, რომ ხალხის მხარდაჭერას ვერ იმატებდნენ. ის კი არადა შეიძლება არსებული მხარდაჭერაც შემოეცალოთ. დასავლეთშიც ალბათ მობეზრდათ ამათი ლოლიავი და ეუბნებიან საქმე დაგვანახეთ
დავეთანხმები მოსაზრებას, რომ რადიკალური ოპოზიციის ლიდერების მასობრივად და ნებაყოფლობით ციხეში წასვლა საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო, არის…
მიხეილ ყაველაშვილი: ჩვენი ჯარი ჩვენი პატარა ქვეყნის, მამაცი ერის, უდიდესი ისტორიის უმნიშვნელოვანესი ნაწილია- ჩვენმა ჯარისკაცებმა, წინაპრებმა, გმირებმა გაიღეს სიცოცხლე იმისთვის, რომ დღეს ჩვენ ვართ დამოუკიდებელი, თავისუფალი და ძლიერი ქვეყანა
„ჩვენმა ჯარისკაცებმა, ჩვენმა წინაპრებმა, ჩვენმა გმირებმა გაიღეს მთავარი, სიცოცხლე იმისთვის, რომ დღეს ჩვენ ვართ დამოუკიდებელი, თავისუფალი…