ძალიან მნიშვნელოვანი იქნება სულხან თამაზაშვილის საქმიანობა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის თანამდებობაზე, – ამის შესახებ საქართველოს…
დღე: აპრილი 4, 2025
მუნიციპალურმა ინსპექციამ რეკრეაციული ზონის მიტაცების მცდელობის ფაქტი გამოავლინა და უკანონო მშენებლობების დემონტაჟი განახორციელა
თბილისის მუნიციპალურმა ინსპექციამ ისნის რაიონში, მახათას მთის მიმდებარედ, რეკრეაციულ ზონაში სახელმწიფო მიწის მიტაცებისა და მწვანე ნარგავების…
თეა ახვლედიანმა სამხრეთ კავკასიაში ეუთო-ს სპეციალურ წარმომადგენელთან კრისტოფ შპეტისთან შეხვედრა გამართა
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა სამხრეთ კავკასიაში ეუთო-ს სპეციალურ წარმომადგენელთან კრისტოფ შპეტისთან გაცნობითი შეხვედრა გამართა. თეა ახვლედიანმა ხაზი გაუსვა კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პროცესში ეუთო-ს როლისა და აქტიური ჩართულობის მნიშვნელობას, მათ შორის ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების თანათავმჯდომარეობის გზით და მადლიერება გამოხატა საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე…
ნინო ქადაგიძე -ვერ ვხსნი იმ მოცემულობას, რომ მოსამართლე შეიძლება დასანქცირდეს მხოლოდ იმის გამო, რომ ის თავის პროფესიულ საქმიანობას ახორციელებს, განსაკუთრებით იმ პირობებსა და ვითარებაში, როდესაც ვერც ერთი დასაბუთებული არგუმენტი ვერ იქნა დადებული რომელიმე გადაწყვეტილების უკანონობის თაობაზე
სანქცირებულთა სიებში მოსამართლეთა გვარების გამოჩენა მიუთითებს, რომ ზეწოლა უკვე სხვა მიმართულებითაა, სავარაუდოდ, გათვლა კეთდება იმაზე, რომ თვითგადარჩენის ინსტინქტი გაძლიერდეს ინდივიდუალურ მოსამართლეში და ამან უზრუნველყოს ხელისუფლების ერთ-ერთი შტოს შიგნიდან ჩამოშლა, – ამის შესახებ საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე ნინო ქადაგიძემ უზენაეს სასამართლოში განაცხადა, სადაც საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე მოსამართლეებსა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებს შეხვდა. როგორც ნინო ქადაგიძემ აღნიშნა, განსაკუთრებით შემაშფოთებელი და საწყენია, რომ ზეწოლაა ისეთი სახელმწიფოების, გარე აქტორების მხრიდან, რომელთა დემოკრატიაც დღემდე იდგა მოსამართლის ინდივიდუალური დამოუკიდებლობის დაცვის პრინციპებზე. „ჩვენ მოსამართლეები მივეჩვიეთ, რომ ფაქტებსა და რეალობასთან შედარებით, უპირატესობა უნდა მივანიჭოთ აღქმებს და განცდებს, ვიცხოვროთ პარალელურ რეალობაში, თუმცა ამ მოცემულობაშიც კი ვერაფრით ვერ ვეგუები და ვერ ვხსნი იმ მოცემულობას, რომ მოსამართლე შეიძლება დასანქცირდეს მხოლოდ იმის გამო, რომ ის თავის პროფესიულ საქმიანობას ახორციელებს. განსაკუთრებით იმ პირობებსა და ვითარებაში, როდესაც ვერც ერთი დასაბუთებული არგუმენტი ვერ იქნა დადებული რომელიმე გადაწყვეტილების უკანონობის თაობაზე. ჩვენთვის ეს ზეწოლა არ არის ახალი, ბუნებრივია, წლების განმავლობაში თითოეული ჩვენგანი ამას მიეჩვია. აქამდე ყოველთვის მიმაჩნდა მეც, რომ ეს ზეწოლა, გარე აქტორების მოჭარბებული და გამძაფრებული ინტერესი სასამართლოსა და მართლმსაჯულების სისტემის მიმართ, ძირითადად მიმართული იყო იქითკენ, რომ საზოგადოების კონსოლიდირება მოეხდინათ სასამართლოს ნეგატიური განწყობების მიმართულებით და ამით მოეხდინათ სასამართლო ხელისუფლების პოლიტიზება. თუმცა ბოლო პერიოდში, როგორც ჩანს, ეს სამიზნეები შეიცვალა და უკვე წინა სიებში პრიორიტეტულად, სანქცირებულთა სიები მაქვს მხედველობაში, მოსამართლეთა გვარების გამოჩენა უკვე მიუთითებს, რომ ზეწოლა უკვე მიემართება სხვა მიმართულებით, სავარაუდოდ, აქ გათვლა კეთდება იმაზე, რომ თვითგადარჩენის ინსტინქტი გაძლიერდეს ინდივიდუალურ მოსამართლეში და ამან უზრუნველყოს ხელისუფლების ერთ-ერთი შტოს შიგნიდან ჩამოშლა. მინდა, ვთქვა, რომ საბედნიეროდ ზოგზოგიერთებს დაავიწყდათ, რომ ჩვენ ამ შემთხვევაში საქმე გვაქვს ქართველ მოსამართლეებთან, რომელთათვისაც ღირებულია პრიორიტეტები, გააჩნიათ პროფესიული თავმოყვარეობა და მაღალი საზოგადოებრივი პასუხისმგებლობა, ამდენად ჩვენ ეჭვი არ გვეპარება ჩვენი სისტემის მდგრადობაში, თითოეული ჩემი კოლეგის სიმყარეში. მე კიდევ ერთხელ მინდა, თითოეულ მათგანს მადლობა გადავუხადო იმ გამძლეობისათვის, რომელსაც თითოეული თქვენგანი იჩენს და ღრმად მწამს, რომ თითოეულ ჩვენგანს გაცნობიერებული აქვს ის მთავარი მიზანი, რომლისთვისაც ჩვენ, ქართული მართლმსაჯულება იბრძვის. ბუნებირვია, ამ რთულ პირობებში, რომელშიც ძალიან ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ ძალიან მალე დასრულდება და ჩვენს სასარგებლოდ დასრულდება, სასამართლო ხელისუფლებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია იმ პოზიციებისა და ხედვების მოსმენა, რომელიც აღმასრულებელ ხელისუფლებას გააჩნია“, – განაცხადა ნინო ქადაგიძემ.
დიმიტრი ხუნდაძე: მნიშვნელოვანია ის საკანონმდებლო ცვლილებები, რაც მივიღეთ, მაგრამ კიდევ მნიშვნელოვანი ნაბიჯები გვაქვს გადასადგმელი, ვინაიდან ნარკოპოლიტიკა ეხება არა მხოლოდ ნარკოტიკების მომხმარებლებს, არამედ მთელ საზოგადოებას
პარტია „ხალხის ძალის“ საპარლამენტო ჯგუფის ხელმძღვანელი დიმიტრი ხუნდაძე, პლენარულ სხდომაზე, ნარკოპოლიტიკის გამკაცრების საკითხს გამოეხმაურა. „თუ ჩვენ…
პრემიერი – ე.წ „ვეთინგით“, რომელიცშეფუთული იყო ლამაზი სახელით -კეთილსინდისიერებისშემოწმება, ჩვენგან პირდაპირ მოითხოვდნენ სასამართლოს დამოუკიდებლობის დათმობას, სამ უცხოელს უნდა გადაეწყვიტა უვადოდ განწესებული მოსამართლეების ბედი, ბუნებრივია, არც გვიფიქრია ასეთ ნაბიჯზე წასვლა
ე.წ.ვეთინგით“, რომელიც შეფუთული იყო ლამაზი სახელით – კეთილსინდისიერების შემოწმება, ჩვენგან პირდაპირ მოითხოვდნენ სასამართლოს დამოუკიდებლობის დათმობას, ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ უზენაეს სასამართლოში, მოსამართლეებთან და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებთან შეხვედრისას განაცხადა. როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, იყო სურვილი, რომ სამ უცხოელს გადაეწყვიტა ის, თუ ვინ რჩებოდა სასამართლო სისტემაში და ვინ დაინიშნებოდა უვადოდ განწესებული გათავისუფლებული მოსამართლის ადგილას. მისივე განცხადებით, ბუნებრივია, ხელისუფლებას ასეთ ნაბიჯზე წასვლა არც უფიქრია. „მე მაშინ პარლამენტის წევრი ვიყავი, როდესაც ჩვენ, ასევე, გვქონდა დისკუსიები ე.წ. „ვეთინგთან“ დაკავშირებით, რომელიც იყო შეფუთული ლამაზი სახელით კეთილსინდისიერების შემოწმება. სინამდვილეში, ჩვენგან, პირდაპირ, მოითხოვდნენ სასამართლოს დამოუკიდებლობის დათმობას. სამ უცხოელს უნდა გადაეწყვიტა ის, თუ ვინ რჩებოდა სასამართლო სისტემაში. მეტიც, თუ ვინ დაინიშნებოდა გათავისუფლებული მოსამართლის ადგილზე, კონსტიტუციის წინააღმდეგ უნდა მომხდარიყო ეს ყველაფერი. მოგეხსენებათ, კონსტიტუციით ძალიან მყარად არის დაცული მოსამართლის დამოუკიდებლობა, მათ შორის, გარანტირებულია მოსამართლის უვადოობის პრინციპი და, ამ ყველაფრის ფონზე, სამ უცხოელს უნდა გადაეწყვიტა უვადოდ განწესებული მოსამართლის ბედი. მეტიც, უნდა დაენიშნა ახალი მოსამართლეები. ამ მასშტაბით ითხოვდნენ ჩვენგან სასამართლოს დამოუკიდებლობის ხელყოფას. ბუნებრივია, არც გვიფიქრია ასეთ ნაბიჯზე წასვლა,“- განაცხადა პრემიერმა.
პრემიერი – იყო დაახლოებით 10 გახმაურებული საქმე, რომლებთან დაკავშირებითაც კონკრეტულ პარტიებს, „ენჯეოებს“, უცხოელებს ჰქონდათ კონკრეტული პოლიტიკური ინტერესები, ყველა ეს საქმე წავიდა სტრასბურგის სასამართლოში და უკლებლივ ყველაზე სტრასბურგმა დაადგინა, რომ ქართული მართლმსაჯულების გადაწყვეტილება იყო სამართლიანი
იყო დაახლოებით 10 გახმაურებული საქმე, რომლებთან დაკავშირებითაც კონკრეტულ პარტიებს, „ენჯეოებს“, უცხოელებს ჰქონდათ კონკრეტული პოლიტიკური ინტერესები, ყველა…
ირაკლი კობახიძე -ზუსტად ისევე უნდა გავუფრთხილდეთ სასამართლოს დამოუკიდებლობას, როგორც ვუფრთხილდებით ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობას და სუვერენიტეტს, ეს არის ჩვენი პასუხისმგებლობა საკუთარი სამშობლოს, ქვეყნის წინაშე
ზუსტად ისევე უნდა გავუფრთხილდეთ სასამართლოს დამოუკიდებლობას, როგორც ვუფრთხილდებით ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობას და ჩვენი სახელმწიფოს სუვერენიტეტს, ეს არის ჩვენი პასუხისმგებლობა საკუთარი სამშობლოს, ქვეყნის წინაშე, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ უზენაეს სასამართლოში, მოსამართლეებთან და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებთან შეხვედრისას განაცხადა. მთავრობის მეთაურის თქმით, სასამართლოს დამოუკიდებლობა არის ქვეყნის დამოუკიდებლობის და სახელმწიფო სუვერენიტეტის ერთ-ერთი მთავარი ატრიბუტი. „სასამართლოს დამოუკიდებლობა არის ქვეყნის დამოუკიდებლობის და სახელმწიფო სუვერენიტეტის ერთ-ერთი მთავარი ელემენტი და ატრიბუტი. აქედან გამომდინარე, ჩვენ სასამართლოს დამოუკიდებლობას უნდა გავუფრთხილდეთ ზუსტად ისე, როგორც ვუფრთხილდებით ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობას და ჩვენი სახელმწიფოს სუვერენიტეტს. არავითარი განსხვავება არ არის ამ კუთხით. ზუსტად ისევე უნდა გავუფრთხილდეთ სასამართლოს დამოუკიდებლობას, როგორც ვუფრთხილდებით ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობას და ჩვენი სახელმწიფოს სუვერენიტეტს, ეს არის ჩვენი პასუხისმგებლობა საკუთარი სამშობლოს, ქვეყნის წინაშე. მთავრობა არის მზად, მაქსიმალური მხარდაჭერა გაუწიოს სასამართლო ხელისუფლებას. იქნება ეს ფინანსური, მატერიალური კუთხით, გვექნება მჭიდრო თანამშრომლობა ამ საკითხებთან დაკავშირებით და მაქსიმალური გულისხმიერებით მოვეკიდებით თითოეულ საკითხს, რომელიც დაისმება სასამართლო ხელისუფლების მხრიდან. გავაკეთებთ ყველაფერს იმისათვის, რომ კიდევ უფრო მეტად განვამტკიცოთ სასამართლოს დამოუკიდებლობა და ეფექტიანობა. კიდევ ერთხელ მინდა გადაგიხადოთ მადლობა, რომ ემსახურებით სახელმწიფოს, იმისათვის, რომ ემსახურებით სამართალს. ძალიან დიდი პატივია ჩემთვის თქვენთან შეხვედრა, კიდევ ერთხელ მადლობა თქვენს მიერ გაწეული და მომავალში გასაწევი საქმიანობისთვის. თქვენზე დგას ჩვენი სახელმწიფოს დამოუკიდებლობის ეფექტიანობის შემდგომი განმტკიცება და დარწმუნებული ვარ, რომ მომავალშიც გვექნება მუდმივი პროგრესი ამ მიმართულებით“, – განაცხადა პრემიერმა.
ნინო ფოჩხუა: ტრამპიც ბრმა იარაღია “დიფ სტეიტისთვის”. გამომდინარე აქედან, ნაკლებ სავარაუდოა, რომ ჩვენი “მეგობრობა” გადაიტვირთება ამერიკასთან
ზაზა შათირიშვილის გუშინდელი ანალიზი ეხებოდა აშშ-ში მიმდინარე მოვლენებს, კერძოდ, “დიფ სტეიტის” რებრედინგს და აქედან განვითარებულ მოვლენებს.…
თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების სააგენტოს განცხადება
საზოგადოების მაღალი ინტერესის გათვალისწინებით, გვინდა, გაცნობოთ, რომ რძე და რძის პროდუქტები, რომელიც მიეწოდება თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღებს,…
პრემიერი გრიგოლ ლილუაშვილზე – იყო განსხვავებული შეხედულებები, რომლებიც არსებითად დაკავშირებული იყო კონკრეტული კადრების მიერ სამინისტროს ფუნქციების ამა თუ იმ ფორმით შესრულებასთან, გვქონდა აბსოლუტურად ჯანსაღი დიალოგი და ერთობლივად მივედით ამ გადაწყვეტილებამდე
იყო სხვადასხვა საკითხი, მათ შორის, მოადგილეების თემა, რაზეც გვქონდა განსხვავებული შეხედულებები გრიგოლ ლილუაშვილთან, თუმცა გვქონდა აბსოლუტურად…
ზაალ მიქელაძე: მისასალმებელია, რომ წარმოდგენილი კანონპროექტებით გამკაცრდება ნარკოტიკული საშუალებების, ახალი ფსიქოაქტიური, ფსიქოტროპული და ძლიერმოქმედი ნივთიერებების რეალიზაცია-გასაღების წინააღმდეგ ბრძოლა
პარტია „ხალხის ძალის“ წევრი, დეპუტატი ზაალ მიქელაძე ნარკოპოლიტიკის გამკაცრების შესახებ გადაწყვეტილებას სოციალური ქსელით ეხმიანება და წერს,…
ირაკლი კობახიძე- რომ არა მოსამართლეები, რომლებიც კეთილსინდისიერად ემსახურებით სასამართლო სისტემას, სამართალს ჩვენს ქვეყანაში, ამ მასშტაბის ცვლილებები არ დადგებოდა – მადლობა მინდა გადაგიხადოთ თითოეულ თქვენგანს, თქვენი წვლილისთვის დემოკრატიული სისტემის გაჯანსაღების საქმეში
რომ არა მოსამართლეები, რომლებიც კეთილსინდისიერად ემსახურებით სასამართლო სისტემას, სამართალს ჩვენს ქვეყანაში, ამ მასშტაბის ცვლილებები არ დადგებოდა – კიდევ ერთხელ მადლობა მინდა გადაგიხადოთ თითოეულ თქვენგანს, თქვენი წვლილისთვის იმ საქმეში, რასაც ჰქვია დემოკრატიული სისტემის გაჯანსაღება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ უზენაეს სასამართლოში, მოსამართლეებთან და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებთან შეხვედრისას განაცხადა. მთავრობის მეთაურის თქმით, არსებული ხელისუფლების პირობებში ფუნდამენტური ცვლილებები განხორციელდა დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების მიმართულებით და ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული მიღწევა უკავშირდება სწორედ სასამართლო სისტემაში მდგომარეობის გაჯანსაღებას. „ჩემთვის ძალიან დიდი პატივია უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებთან, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებთან, მოსამართლეებთან შეხვედრა. ჩვენი ხელისუფლების პირობებში არის ფუნდამენტური ცვლილებები განხორციელებული დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების მიმართულებით და ამ თვალსაზრისით, ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული მიღწევა უკავშირდება სწორედ სასამართლო სისტემაში მდგომარეობის გაჯანსაღებას და ამ შედეგში თითოეული თქვენგანის წვლილი განსაკუთრებულია. რომ არა მოსამართლეები, რომლებიც კეთილსინდისიერად ემსახურებით სასამართლო სისტემას, სამართალს ჩვენს ქვეყანაში, რა თქმა უნდა, ამ მასშტაბის ცვლილებები არ დადგებოდა. კიდევ ერთხელ მადლობა მინდა გადაგიხადოთ თითოეულ თქვენგანს, თქვენი წვლილისთვის იმ საქმეში, რასაც ჰქვია დემოკრატიული სისტემის გაჯანსაღება, ადამიანის უფლებების უკეთ დაცვა. დარწმუნებული ვარ, რომ მომავალშიც გვექნება ძალიან ბევრი წარმატებები და მუდმივი პროგრესი ამ მიმართულებით”, – განაცხადა პრემიერმა.
ირაკლი კობახიძე – საქართველოს რეგიონული განვითარების მინისტრად დაინიშნება ბატონი კახაბერ გულედანი
საქართველოს რეგიონული განვითარების მინისტრად დაინიშნება ბატონი კახაბერ გულედანი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.პრემიერის თქმით, კახა გულედანს აქვს მართვის და რეგიონულ საკითხებზე მუშაობის ძალიან ფართო გამოცდილება. „რამდენიმე დღის წინ საპარლამენტო უმრავლესობასთან კონსულტაციების საფუძველზე მივიღეთ გადაწყვეტილება, საქართველოს რეგიონული განვითარების სამინისტროს შექმნის შესახებ. გარდა ამისა, განვაცხადეთ, რომ აღნიშნულ თანამდებობას ბატონი გრიგოლ ლილუაშვილი დაიკავებდა. გასული დღეების განმავლობაში გვქონდა კონსულტაციები გრიგოლ ლილუაშვილთან და გაირკვა, რომ ჰქონდა განსხვავებული მიდგომები სამინისტროს საქმიანობის პრინციპებთან, მათ შორის, სამინისტროში გასატარებელ საკადრო პოლიტიკასთან დაკავშირებით. აქედან გამომდინარე, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ბატონი გრიგოლ ლილუაშვილი აღარ დაიკავებს რეგიონული განვითარების მინისტრის თანამდებობას. ამ გადაწყვეტილებამდე მივედით ჩვენ ერთობლივად. საქართველოს რეგიონული განვითარების მინისტრად დაინიშნება ბატონი კახაბერ გულედანი. კახა გულედანს აქვს მართვის და რეგიონულ საკითხებზე მუშაობის ძალიან ფართო გამოცდილება. წლების განმავლობაში ის მუშაობდა ჯერ კერძო სექტორში, 2016-2017 წლებში ის იკავებდა საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილის თანამდებობას. მოგვიანებით, ის იყო სამგორის რაიონის გამგებელი, ქალაქ თბილისის მუნიციპალური ინსპექციის ხელმძღვანელი. კახა გულედანი დღემდე იკავებდა თბილისის მერის მოადგილის თანამდებობას. მე მინდა წარმატებები ვუსურვო კახა გულედანს საქართველოს რეგიონული განვითარების მინისტრის თანამდებობაზე“, – განაცხადა პრემიერმა.
ირაკლი კობახიძე – ცაჰკნამაც თავის საკუთარ ქვეყანას უნდა მიხედოს, რაც შეეხება ვიზალიბერალიზაციას, ვფიქრობ, რომ აქ რაიმე ცვლილებებს არ უნდა ველოდოთ
ცაჰკნა არის Deep State-ის დავალების ერთ-ერთი შემსრულებელი, რომელიც ახმოვანებს ხოლმე, თავისი აზრით, დამაშინებელ გზავნილებს, თუმცა ამით…