მთავარი მიზეზი, რატომაც არ მიდიან პარლამენტში, საგამოძიებო კომისიაში, არის ის, რომ მათ არ აქვთ პასუხები იმ…
დღე: აპრილი 4, 2025
ირაკლი კობახიძე – ანრი ოხანაშვილს აქვს მრავალფეროვანი გამოცდილება და არის უაღრესად კეთილსინდისიერი ადამიანი,ეს კრიტერიუმი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში
ანრი ოხანაშვილს აქვს მრავალმხრივი და მრავალფეროვანი გამოცდილება და არის უაღრესად კეთილსინდისიერი ადამიანი, ეს კრიტერიუმი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა. პრემიერმა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ახალ ხელმძღვანელს შემდეგი 6 წლის განმავლობაში წარმატებები უსურვა. „ყოველთვის არის ორი ძირითადი კრიტერიუმი, ეს არის კომპეტენცია და კეთილსინდისიერება. ამ ორივე კუთხით, ანრი ოხანაშვილი არის აბსოლუტურად გამორჩეული. ის არის ძალიან კომპეტენტური, მას აქვს დიდი გამოცდილება, მრავალმხრივი და მრავალფეროვანი გამოცდილება და ის არის უაღრესად კეთილსინდისიერი ადამიანი. ეს კრიტერიუმი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში. არა მარტო ძალიან კარგი კანდიდატია ანრი ოხანაშვილი ამ თანამდებობისთვის, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისთვის ხელმძღვანელობისთვის, არამედ, ის არის ყველაზე მეტად შესატყვისი ამ თანამდებობისთვის, გამომდინარე მისი გამორჩეული კომპეტენციიდან, და გამორჩეული კეთილსინდისიერებიდან. მინდა მას წარმატებები ვუსურვო შემდეგი 6 წლის განმავლობაში”, – განაცხადა პრემიერმა.
ირაკლი კობახიძე – აჭარის მთავრობის თავმჯდომარის ახალ კანდიდატურას, დიდი ალბათობით, დღესვე წარვადგენთ პრეზიდენტთან ერთად
აჭარის მთავრობის თავმჯდომარის ახალ კანდიდატურას, დიდი ალბათობით, დღესვე წარვადგენთ პრეზიდენტთან ერთად, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.პრემიერმა თორნიკე რიჟვაძეს გაწეული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა. „გვექნება კონსულტაციები. მე გუშინაც მქონდა საუბარი თორნიკე რიჟვაძესთან. მან მიიღო ეს გადაწყვეტილება. მე მას მინდა, მადლობა გადავუხადო. ბევრი რამ გაკეთდა აჭარაში გასული წლების განმავლობაში და მას ამისთვის მადლობა მინდა გადავუხადო. რაც შეეხება მომავალში აჭარის მთავრობის თავმჯდომარის კანდიდატურას, დიდი ალბათობით, დღესვე წარვადგენთ პრეზიდენტთან ერთად ახალ კანდიდატურას. გვაქვს ამასთან დაკავშირებით პრეზიდენტთან და ასევე შესაძლო კანდიდატთან კონსულტაციები. დიდი ალბათობით, დღეს უკვე წარვადგენთ კანდიდატს. წინ არ გავუსწრებ მოვლენებს, დღეისათვის უკვე შეიძლება შედგეს ოფიციალური წარდგენა“, – განაცხადა პრემიერმა.
ირაკლი კობახიძე – სალომე ზურაბიშვილს ისევ ოპოზიცია დაუპირისპირა „დიფ სთეითმა“, მას,როგორც ვადაგასულ პროდუქტს,ჩამოწერენ ქართული პოლიტიკიდან
სალომე ზურაბიშვილს ისევ ოპოზიცია დაუპირისპირა „დიფ სთეითმა“, ეს პროცესი აუცილებლად გაგრძელდება, სალომე ზურაბიშვილს, როგორც უკვე ვადაგასულ პროდუქტს ჩამოწერენ ქართული პოლიტიკიდან, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტის კითხვის პასუხად განაცხადა, რომელიც ოპოზიციის მხრიდან სალომე ზურაბიშვილის გამოსვლის გაკრიტიკებას შეეხებოდა. მთავრობის მეთაურის თქმით, „დიფ სთეითს“ დაგეგმილი ჰქონდა სალომე ზურაბიშვილის ქართული პოლიტიკიდან ჩამოწერა და ის, რაც 31 მარტს საზოგადოებამ იხილა, იყო, სწორედ, ამის გამოხატულება. „მე მქონდა ინტერვიუ საზოგადოებრივ მაუწყებელზე რამდენიმე დღით ადრე, შეგიძლიათ ნახოთ, მაშინ ვამბობდი, რომ „დიფ სთეითს“ უკვე დაგეგმილი ჰქონდა სალომე ზურაბიშვილის ჩამოწერა ქართული პოლიტიკიდან და რაც ვიხილეთ 31 მარტს, იყო, რეალურად, ამის გამოხატულება. თქვენ ნახეთ, რომ ისევ ოპოზიცია დაუპირისპირა სალომე ზურაბიშვილს „დიფ სთეითმა“, ეს პროცესი აუცილებლად გაგრძელდება, სალომე ზურაბიშვილს, როგორც უკვე ვადაგასულ პროდუქტს ჩამოწერენ ქართული პოლიტიკიდან,“- აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.
ირაკლი კობახიძე – ჩვენ მშვიდად ველოდებით მოვლენების განვითარებას, ვერცერთი სცენარის პირობებში ვერავინ შეარყევს ქართული სახელმწიფოს სუვერენიტეტს და დამოუკიდებლობას
ჩვენ მშვიდად ველოდებით მოვლენების განვითარებას. არჩევნები როცა ტარდებოდა ამერიკის შეერთებულ შტატებში, რა თქმა უნდა, უარეს სცენარზეც…
ირაკლი კობახიძე – ჩვენი გზავნილია, რომ დღეს სასამართლო არის დამოუკიდებელი და ყველაფერს გავაკეთებთ სასამართლოს დამოუკიდებლობის დასაცავად
ჩვენი გზავნილი არის ის, რომ დღეს სასამართლო არის დამოუკიდებელი და ყველაფერს გავაკეთებთ სასამართლოს დამოუკიდებლობის დასაცავად, –…
ირაკლი კობახიძე – ჩვენთვის სასამართლო დამოუკიდებლობის შემდგომი განმტკიცება არის ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტი, სასამართლოს დამოუკიდებლობა არის ქვეყნის დამოუკიდებლობის ერთ-ერთი ქვაკუთხედი და, შესაბამისად, აქ ვიქნებით მაქსიმალურად პრინციპულები
უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებთან და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებთან საუბარი გვქონდა ყველა იმ საკითხთან დაკავშირებით, რომელიც უკავშირდება…
ვაკის რაიონში დასასვენებელი სივრცეების განახლება მიმდინარეობს
კეთილმოწყობილი გამწვანებული სივრცეების შექმნა ვაკის რაიონის გამგეობისერთ-ერთი პრიორიტეტია. შესაბამისად, ინფრასტრუქტურული პროექტებისფარგლებში, დასასვენებელი სივრცეების რეაბილიტაცია სხვადასხვა უბანშიმიმდინარეობს.სარემონტო…
ზურაბ ქადაგიძე: ამ მომენტისთვის იკვეთება ერთი რამ – არავითარი ნიშან-წყალი დიპ სტეიტის დამარცხების არ ჩანს. უფრო მეტიც, აშკარა ხდება, რომ დონალდ ტრამპი მათ ხელში ისეთივე იარაღია, როგორც ბაიდენი, უბრალოდ სახეცვლილი მიდგომებით და აქცენტებით
ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ქართული საზოგადოება აღჭურვილი იყოს სიმართლით, რაც მისცემს საშუალებას, სწორი შეფასებები გააკეთოს საქართველოსთან მიმართებით…
რუსთავში, ზედგენიძის ქუჩაზე, ახალი გზის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს
რუსთავში, ზედგენიძის ქუჩის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება რუსთავის მერიამ, მოსახლეობის თხოვნით და მათთან შეთანხმებით დაიწყო.…
ტრამპი მარინ ლე პენის განაჩენზე: კუდიანებზე ნადირობა კიდევ ერთი მაგალითია, თუ როგორ იყენებენ ევროპელი „მემარცხენეები“ სამართლებრივ ომს სიტყვის თავისუფლების გასაჩუმებლად
აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი თავის სოციალურ ქსელში საფრანგეთის პარტია „ეროვნული გაერთიანების“ ლიდერის, მარინ ლე პენის წინააღმდეგ…
პაატა იმნაძე: „აფლატოქსინების ის რაოდენობა, რაც „სოფლის ნობათის“ რძის ნიმუშებში გამოვლინდა,მწვავე მოწამვლას ვერ გამოიწვევს“
„აფლატოქსინების ის რაოდენობა, რაც „სოფლის ნობათის“ რძის ნიმუშებშიგამოვლინდა, მწვავე მოწამვლას ვერ გამოიწვევს. მათი მიღება, ხანგრძლივიდროით და…