თენგიზ შარმანაშვილი NATO-ს ყოველწლიურ ანგარიშზე- საქართველო არ ახსენეს გარკვეული ტენდენციების გამო, მაგრამ უკრაინა? -აი, ეს არის რეალური პოლიტიკა, მოგვწონს თუ არა ყველამ თავის თავს უნდა მიხედოს

თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე თენგიზ შარმანაშვილი ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციის (NATO) მიერ, 2024 წლის…

თეა ახვლედიანმა, რომის პაპის გარდაცვალებასთან დაკავშირებით, საქართველოში ვატიკანის საელჩოში გახსნილ სამძიმრის წიგნში ჩანაწერი გააკეთა

სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა, რომის პაპის გარდაცვალებასთან დაკავშირებით, საქართველოში ვატიკანის საელჩოში გახსნილ სამძიმრის წიგნში ჩანაწერი გააკეთა.…

თავდაცვის მინისტრმა სამხედრო მოსამსახურეებს ლოჯისტიკის დღე მიულოცა

25 აპრილი საქართველოს თავდაცვის ძალების ლოჯისტიკის დღეა. პირად შემადგენლობასლოჯისტიკის დღე საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ჩიქოვანმა და…

უსტიციის მინისტრი პაატა სალია სახალხო დამცველ ლევან იოსელიანს შეხვდა

საქართველოს იუსტიციის მინისტრი პაატა სალია სახალხო დამცველ ლევან იოსელიანს შეხვდა. შეხვედრაზე მხარეებმა იუსტიციის სამინისტროსა და სახალხო დამცველის აპარატს შორის არსებული თანამშრომლობის საკითხებზე ისაუბრეს. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო პენიტენციურ სისტემაში განხორციელებულ რეფორმებს და მათ პოზიტიურ გავლენას მსჯავრდებულთა რესოციალიზაციისა და რეაბილიტაციის პროცესზე. იუსტიციის მინისტრი და სახალხო დამცველი ადამიანის უფლებათა დაცვის გაძლიერების კუთხით თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავებაზე შეთანხმდნენ, რაც სამინისტროს ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა. იუსტიციის სამინისტროში გამართულ შეხვედრას ესწრებოდნენ იუსტიციის მინისტრის მოადგილეები ‒ ბექა ძამაშვილი, გიორგი დგებუაძე და ლაშა მაღრაძე, სპეციალური პენიტენციური სამსახურის ხელმძღვანელი ნიკა ცხვარაშვილი და სახალხო დამცველის მოადგილეები ‒ თამარ გვარამაძე, ელენე ღუდუშაური და ირინა ჩიხლაძე.

ვანო სარაჯიშვილის 146 წლის საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით, სიღნაღში 1 მაისს „ვანოს საღამო“ გაიმართება

ქალაქი სიღნაღი, 1 მაისს, საქართველოს ბულბულად წოდებული, ქართული სიმღერის უბადლო შემსრულებლის, ვანოს ტკბილი ჰანგებით აივსება, იქნება…

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს განცხადება

სპეციალური პენიტენციური სამსახურის განცხადება

სპეციალური პენიტენციური სამსახური ეხმაურება მედიაში გავრცელებულ არასწორ ინფორმაციას და განმარტავს,  რომ პენიტენციურ დაწესებულებებში  ბრალდებულ/მსჯავრდებულთა და სამსახურის თანამშრომელთა კვებითი მომსახურება სრულად და შეუფერხებლად მიმდინარეობს. საზოგადოების ინფორმირების მიზნით ასევე განვმარტავთ, რომ აპრილის თვეში, უქმე/სადღესასწაულო დღეებში შექმნილი მიწოდების შეფერხების გამო, სამსახურის მიერ დროებითი ღონისძიების სახით განხორციელდა კვების პროდუქტების ნაწილის შესყიდვა. აღსანიშნავია, რომ უქმე დღეების დასრულების შემდეგ, კომპანიის მიერ საკვები პროდუქტების მიწოდება კვლავ შეუფერხებლად  ხორციელდება.სპეციალური პენიტენციური სამსახური საინფორმაციო საშუალებებს მოუწოდებს, თავი შეიკავონ  გადაუმოწმებელი ინფორმაციის გავრცელებისგან, რაც, როგორც საზოგადოების, ისე  ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა ოჯახის წევრების შეცდომაში შეყვანას ისახავს მიზნად.

აზერბაიჯანის დიასპორასთან მუშაობის სახელმწიფო კომიტეტის დელეგაცია გარდაბანში იმყოფება

გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიის შეხვედრების დარბაზში მუნიციპალიტეტის მერმა, დავით კარგარეთელმა, სამუშაო შეხვედრა გამართა აზერბაიჯანის რესპუბლიკის დიასპორასთან მუშაობის…

პრემიერ-მინისტრმა ინფრასტრუქტურის ახალი მინისტრი რევაზ სოხაძე სამინისტროს თანამშრომლებს წარუდგინა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ინფრასტრუქტურის ახალი მინისტრი რევაზ სოხაძე სამინისტროს თანამშრომლებს წარუდგინა. მთავრობის მეთაურმა კიდევ ერთხელ…

ირაკლი კობახიძე – რევაზ სოხაძე ინფრასტრუქტურის სამინისტროშიც იქნება ძალიან წარმატებული ხელმძღვანელი, წინ გვაქვს ძალიან დიდი ამოცანები, მნიშვნელოვანი პროექტები და ამ საქმეს სჭირდება ძლიერი ხელმძღვანელი, პროფესიონალი, კეთილსინდისიერი ადამიანი

დარწმუნებული ვარ, რევაზ სოხაძე ინფრასტრუქტურის სამინისტროშიც იქნება ძალიან წარმატებული ხელმძღვანელი და წარმატებით გააგრძელებს ყველა იმ საქმეს,…

რევაზ სოხაძე-ჩვენი ამოცანაა, კიდევ უფრო აქტიურად გავაგრძელოთ საქმიანობა,დასახული ამოცანები კეთილსინდისიერად შევასრულოთ და ვემსახუროთ ჩვენს ქვეყანას

ჩვენი ამოცანაა, კიდევ უფრო აქტიურად გავაგრძელოთ საქმიანობა,  დასახული ამოცანები კეთილსინდისიერად  შევასრულოთ და ვემსახუროთ ჩვენს ქვეყანას, – ამის შესახებ  ინფრასტრუქტურის მინისტრმა რევაზ სოხაძემ განაცხადა.ინფრასტრუქტურის ახალი მინისტრი საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ სამინისტროს თანამშრომლებს დღეს წარუდგინა. რევაზ სოხაძემ პრემიერ-მინისტრს გამოცხადებული ნდობისთვის მადლობა გადაუხადა. „მინდა, პრემიერ-მინისტრს კიდევ ერთხელ მადლობა გადავუხადო.  ეს ჩემთვის ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა.  ასევე მადლობა მინდა გადავუხადო ბატონ ირაკლი ქარსელაძეს. ჩვენი ამოცანაა, კიდევ უფრო აქტიურად გავაგრძელოთ საქმიანობა, ის ამოცანები, რაც არის დასახული, შევასრულოთ კეთილსინდისიერად და ვემსახუროთ ჩვენს ქვეყანას. მზად ვარ, რომ თავი არ დავზოგო. ჩვენი პრინციპი არის გუნდური მუშაობა და დარწმუნებული ვარ, რომ ინფრასტრუქტურის სამინისტროში ეს ტრადიცია გაგრძელდება და ერთად ძალიან ბევრ მნიშვნელოვან და კარგ საქმეს გავაკეთებთ“, – განაცხადა რევაზ სოხაძემ.

“დღეს მინდა გაგაცნოთ ჩემი პოლიტიკიდან წასვლის გადაწყვეტილება„- ირაკლი ღარიბაშვილი

“მოგეხსენებათ, რომ ბოლო რამდენიმე კვირაა არ წყდება სპეკულაციები ჩემს მომავალ პოლიტიკურ საქმიანობასთან დაკავშირებით, შესაბამისად, საზოგადოების წინაშე…

საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა, რომის პაპის გარდაცვალებასთან დაკავშირებით,საქართველოში ვატიკანის საელჩოში გახსნილ სამძიმრის წიგნში ჩანაწერი გააკეთა

საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა რომის პაპ ფრანცისკეს გარდაცვალებასთან დაკავშირებით,  საქართველოში წმინდა საყდრის სადესპანოში  გახსნილ სამძიმრის  წიგნში ჩანაწერი გააკეთა. პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ გამოთქვა ღრმა მწუხარება პაპის გარდაცვალების…

თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორია სამშენებლო ნარჩენებისგან იწმინდება

შპს „თბილსერვის ჯგუფის“ თანამშრომლები თბილისის ზღვის მიმდებარეტერიტორიას სამშენებლო და საყოფაცხოვრებო ნარჩენისგან ასუფთავებენ.უკანონოდ განთავსებული დიდი მოცულობის სამშენებლო…

სახელმწიფო მინისტრი თეა ახვლედიანი გორის მუნიციპალიტეტის სოფლებს, მერეთსა და ქვემო არცევს ეწვია

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა, საქართველოში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან…