საქართველოში ჩვენს მიერ განხორციელებული უზარმაზარი ინვესტიცია მოტივაციას მისცემს უამრავ ინვესტორს, ასე მოხდა ყველა იმ ქვეყანაში, სადაც პროექტები წამოვიწყეთ, – ამის შესახებ Emaar ჯგუფის დამფუძნებელმა და მმართველმა დირექტორმა მოჰამედ ალი რაშედ ალაბარმა პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის აბუ-დაბიში ვიზიტის ფარგლებში მიღწეულ შეთანხმებასთან დაკავშირებით საუბრისას განაცხადა, რომელიც საქართველოში 6 მლრდ აშშ დოლარის მოცულობის პირდაპირ უცხოურ ინვესტიციას ითვალისწინებს. Emaar ჯგუფის დამფუძნებლის თქმით, როდესაც ამხელა კაპიტალდაბანდება ხდება ქვეყანაში, ის მოცულობით პოზიტიურ გავლენას ახდენს ნებისმიერი ქვეყნის ეკონომიკაზე. „ამ საოცარ ქვეყანაში – საქართველოში – ეს უზარმაზარი ინვესტიცია იცით რას გააკეთებს? ის მოტივაციას მისცემს უამრავ ინვესტორს, რომლებიც იტყვიან „ოჰო! რაღაც სასწაული ხდება საქართველოში! ჩვენც გვინდა მსგავსის გაკეთება! ჩვენც ვცდით“. ასე მოხდა ყველა იმ ქვეყანაში, სადაც პროექტები წამოვიწყეთ. ჩემთვის დიდი სიამოვნება და პატივია საქართველოში მუშაობა. გპირდებით, რომ კარგ საქმეს გავაკეთებთ. როდესაც ამხელა კაპიტალდაბანდება ხდება ქვეყანაში, ის მოცულობით პოზიტიურ გავლენას ახდენს ნებისმიერი ქვეყნის ეკონომიკაზე,“- განაცხადა მოჰამედ ალი რაშედ ალაბარმა.
თვე: იანვარი 2025
კახა კალაძე: ძალიან მნიშვნელოვანი ვიზიტი იყო არაბთა გაერთიანებულ საამიროებში – მსოფლიოში ერთ-ერთი უძლიერესი დეველოპერული კომპანია შემოდის საქართველოში
„ძალიან მნიშვნელოვანი ვიზიტი იყო არაბთა გაერთიანებულ საამიროებში. დღეს გვქონდა შეხვედრა მის აღმატებულებასთან, პრეზიდენტთან, სადაც გაფორმდა ჩვენი…
მაკა ბოჭორიშვილი-ოპოზიცია მოქმედებს საქართველოს, ქართული სახელმწიფოს და ყველაფრის წინააღმდეგ, რაც უკავშირდება ჩვენი ქვეყნის სახელმწიფოებრიობას და ინტერესებს
ოპოზიცია მოქმედებს საქართველოს, ქართული სახელმწიფოს და ყველაფრის წინააღმდეგ, რაც უკავშირდება ჩვენი ქვეყნის სახელმწიფოებრიობას და ინტერესებს,- ამის…
ენერგეტიკის სასწავლო ცენტრში მიმდინარე ვიშეგრადის პროექტის ფარგლებში რეგულირების შესახებ სახელმძღვანელო მომზადდა
პროექტის მიზანია პოლონეთის, ჩეხეთისა და სლოვაკეთის გამოცდილების გაზიარება საქართველოსთვის კომუნალური მომსახურების რეგულირების საკითხებში. მარეგულირებელი ბაზის შესწავლა,…
ირაკლი კობახიძე – მათ არავითარი წარმატების შანსი არ აქვთ, საზოგადოებამ იცის მათი წარსული, აწმყო და შესაბამისად, კარგად შეუძლია გაიაზროს, რასთან შეიძლება იყოს დაკავშირებული ოპოზიციის თუნდაც რაიმე უმნიშვნელო წარმატება
რადიკალური ოპოზიცია ისედაც არის გაერთიანებული. ისინი არიან ერთი კოლექტიური „ნაცმოძრაობა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი…
პრემიერი დიპლომატიური პასპორტებისთვის უვიზო რეჟიმის შეჩერებაზე – ამის ალბათობა საკმაოდ მაღალია, თუმცა ამაში ვერაფერ განსაკუთრებულს ვერ ვხედავ, ჩვენთვის მთავარია, რომ ქვეყანაში მშვიდობას და ჩვენი ხალხის ინტერესებს არ შეექმნას საფრთხე
ჩვენთვის მთავარია, რომ ქვეყანაში მშვიდობას და საზოგადოების, ჩვენი ხალხის ინტერესებს არ შეექმნას საფრთხე, – ამის შესახებ…
ირაკლი კობახიძე: საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებაზე დიდი იმედი გვაქვს,რომ ევროკავშირი მალე შეძლებს პრობლემების დაძლევას
ასეთი დისკუსიები წარმოაჩენს იმ პრობლემებს, რომლის წინაშეც დგას დღეს ევროკავშირი. ჩვენ გვაქვს ძალიან დიდი იმედი, რომ ევროკავშირი მალე შეძლებს ამ პრობლემების დაძლევას, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ჟურნალისტის კითხვის პასუხად აღნიშნა, რომელიც საქართველოში დიპლომატიური პასპორტების მფლობელებისთვის უვიზო რეჟიმის შეჩერებასთან დაკავშირებით საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებას შეეხებოდა. როგორც მთავრობის მეთაურმა განაცხადა, საქართველოს წინააღმდეგ მუდმივ შანტაჟს ოთხი წლის განმავლობაში არ ჰქონდა ეფექტი და ასე იქნება ახლაც. „ეს არის სამწუხარო მოვლენების გაგრძელება. საუბარია მუდმივად შანტაჟზე ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ. ეს შანტაჟი გასული ოთხი წლის განმავლობაში არ იყო ეფექტიანი და ვერ იქნება ეფექტიანი ვერც ახლა. ეს არის ერთადერთი, რაც შემიძლია ვთქვა ამასთან დაკავშირებით. ასეთი დისკუსიები წარმოაჩენს იმ პრობლემებს, რომლის წინაშეც დგას დღეს ევროკავშირი. ჩვენ გვაქვს ძალიან დიდი იმედი, რომ ევროკავშირი მალე შეძლებს ამ პრობლემების დაძლევას“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
ირაკლი კობახიძე -ლიბერალური ფაშიზმი არის ზუსტად ისეთივე,როგორიც იყო ბოლშევიზმი ერთი საუკუნისწინ – საქართველოში დამარცხდა ბოლშევიზმი და დამარცხდება აუცილებლად ლიბერალური ფაშიზმიც
ლიბერალური ფაშიზმი არის ზუსტად ისეთივე, როგორიც იყო ბოლშევიზმი ერთი საუკუნის წინ, -ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ აბუ-დაბიში ჟურნალისტებს განუცხადა. პრემიერის თქმით, – საქართველოში დამარცხდა ბოლშევიზმი და დამარცხდება აუცილებლად ლიბერალური ფაშიზმიც. „ეს არის ლიბერალური ფაშიზმი და ეს არის კატეგორიულად მიუღებელი. არის ორგანიზებული ქმედებები და ხელწერა არის აბსოლუტურად ერთი და იგივე. ჩვენ გვაქვს ერთ-ერთი მთავარი ამოცანა, რომ საქართველოში დავასრულოთ ლიბერალური ფაშიზმი. ნებისმიერ ასეთ ქმედებას უნდა დავუპირისპირდეთ და საზოგადოება უნდა დაუპირისპირდეს. რაც მთავარია, ამ ყველაფრის თავი და თავი, ლიბერალური ფაშიზმი, ეს იდეოლოგია უნდა დამარცხდეს საბოლოოდ ჩვენს ქვეყანაში. ეს იდეოლოგია არის ზუსტად ისეთივე, როგორიც იყო ბოლშევიზმი ერთი საუკუნის წინ. საქართველოში დამარცხდა ბოლშევიზმი და დამარცხდება აუცილებლად ლიბერალური ფაშიზმიც“, – განაცხადა პრემიერმა.
არაბთა გაერთიანებულ საამიროებში ირაკლი კობახიძის ვიზიტის ფარგლებში ხელი მოეწერა შეთანხმებას,რომლის თანახმად საქართველოში 6 მილიარდი დოლარის ინვესტიცია განხორციელდება
საქართველოს ისტორიაში უმსხვილესი ინვესტიცია – დეველოპერული კომპანია Emaar Properties/Eagle Hills-ი საქართველოში 6 მილიარდი აშშ დოლარის მოცულობის ინვესტიციას განახორციელებს, – თანამშრომლობის მემორანდუმი კომპანიასა და ქართულ მხარეს შორის აბუ-დაბიში საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის ვიზიტის ფარგლებში გაფორმდა. ხელმოწერის ცერემონია არაბთა გაერთიანებული საამიროების პრეზიდენტის რეზიდენციაში შედგა და მას საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე და არაბთა გაერთიანებული საამიროების პრეზიდენტი, შეიხი მოჰამედ ბინ ზაიედ ალ ნაჰიანი დაესწენენ. დოკუმენტს საქართველოს მხრიდან ხელი მოაწერეს პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძემ, ხოლო კომპანიის მხრიდან – დამფუძნებელმა და მმართველმა დირექტორმა მოჰამედ ალი რაშედ ალაბარმა. საქართველოს ისტორიაში ყველაზე დიდი ინვესტიციის შესახებ შეთანხმება საქართველოში ორი მსხვილი დეველოპერული საინვესტიციო პროექტის განვითარებას გულისხმობს, რომლებზეც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა რამდენიმე თვის განმავლობაში მუშაობდნენ და რომელთა წინასწარი შესწავლა და შეფასება უკვე დასრულებულია. საქართველოს მთავრობის მეთაურის შეფასებით, მსგავსი მასშტაბის ინვესტიცია ქვეყანაში დეველოპერული სექტორის განვითარებას თვისებრივად ახალ ეტაპზე გადაიყვანს. “დღეს ჩვენ ხელი მოვაწერეთ მემორანდუმს, რომელიც ითვალისწინებს უპრეცედენტო ინვესტიციის განხორციელებას ჩვენს ქვეყანაში, ეს არის 6 მლრდ დოლარის მოცულობის ინვესტიცია, რომელსაც საქართველოში განახორციელებს საინვესტიციო მიმართულებით განსაკუთრებული გამოცდილების მქონე კომპანია – ცნობილი EMAAR-ჯგუფი. განხორციელდება მულტიფუნქციური დეველოპერული პროექტი, განვითარდება მულტიფუნქციური ინფრასტრუქტურა, ერთი მხრივ თბილისში, მეორე მხრივ ბათუმში, გონიოში. ეს ყველაფერი მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის განვითარებას, კიდევ უფრო დააჩქარებს ეკონომიკური ზრდის ტემპებს, შეიქმნება ახალი სამუშაო ადგილები და ეს ყველაფერი კიდევ უფრო მეტად მოიზიდავს სხვა ინვესტორებს ჩვენს ქვეყანაში. მინდა, მადლობა გადავუხადო ჩვენს პარტნიორებს, მეგობრებს, არაბთა გაერთიანებული საამიროების ხელისუფლებას და EMAAR-ჯგუფს, მის ხელმძღვანელს ბატონ ალაბარს, ყველას განსაკუთრებული მადლობა თანამშრომლობისთვის და დღევანდელი შეთანხმებისთვის, რასაც ექნება განსაკუთრებული მნიშვნელობა ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისთვის,“- განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
ირაკლი კობახიძე ოპოზიციას სინამდვილეში აქვს თვითლიკვიდაციის გეგმა, რაც ნაკლები იქნება რადიკალური პარტიები და რადიკალიზმი ქვეყანაში, მით უფრო სწრაფად განვითარდება ჩვენი დემოკრატიული სისტემა
ოპოზიციას სინამდვილეში აქვს ერთადერთი გეგმა, ეს არის თვითლიკვიდაციის გეგმა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ…
ირაკლი კობახიძე – აბუ -დაბიში ხელი მოვაწერეთ მემორანდუმს,რომელიც ითვალისწინებს უპრეცედენტო,6მლრდ დოლარის მოცულობის ინვესტიციის განხორციელებას ჩვენს ქვეყანაში
დღეს ხელი მოვაწერეთ მემორანდუმს, რომელიც ითვალისწინებს უპრეცედენტო, 6 მლრდ დოლარის მოცულობის ინვესტიციის განხორციელებას ჩვენს ქვეყანაში, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ აბუ-დაბიში ქართველ ჟურნალისტებს განუცხადა. მისივე თქმით, აღნიშნულ შეთანხმებას ექნება განსაკუთრებული მნიშვნელობა საქართველოს ეკონომიკური განვითარებისთვის. „არაბთა გაერთიანებულ საამიროებში გვქონდა ძალიან საინტერესო შეხვედრები, პირველ რიგში, შეხვედრა გვქონდა გაერთიანებული საამიროების პრეზიდენტთან, აბუ-დაბის მმართველთან, ასევე გვქონდა ძალიან საინტერესო შეხვედრები მინისტრებთან, მთავრობის წევრებთან. განვიხილეთ ქვეყნებს შორის ურთიერთობების სხვადასხვა ასპექტი, პოლიტიკური თანამშრომლობა და ბევრი ვიმსჯელეთ ეკონომიკურ პროექტებთან დაკავშირებით. გამოიკვეთა კონკრეტული, ძალიან საინტერესო მიმართულებები, სადაც კიდევ უფრო მეტად შეგვიძლია გავაღრმაოთ თანამშრომლობა ორ ქვეყანას შორის.…
პრემიერი – ბევრი ვისაუბრეთ ჩვენი ქვეყნის დაკავშირებადობის ფუნქციის განვითარებაზე და ამ ყველაფერში არაბთა გაერთიანებულ საამიროებთან თანამშრომლობაზე, ძალიან მჭიდროდ ვიმუშავებთ როგორც ხელისუფლებასთან, ასევე კომპანიებთან
ბევრი ვისაუბრეთ ჩვენი ქვეყნის დაკავშირებადობის ფუნქციის განვითარებაზე და ამ ყველაფერში არაბთა გაერთიანებულ საამიროებთან თანამშრომლობაზე, – ამის…
თეა წულუკიანი სტრასბურგში ოპოზიციის ფაშისტურ ბულინგზე: გუშინ მორიგი მაწანწალა „მიშისტები“ აგვეტორღიალნენ – ქართველ ადამიანს, რომელიც საკუთარი სამშობლოსთვის, რწმენისთვის, კულტურისთვის, გადარჩენისთვის იბრძოდა, არასდროს შეშინებია იმისა, რომ მას ვინმე თავს ესხმოდა, ამიტომ ასეც შეუძლიათ გააგრძელონ
სიმბოლურია, რომ ევროპამ და განსაკუთრებით, სხვა ქალაქებთან ერთად, სტრასბურგმა, ძალიან ბევრი რამ ნახა ამ ქუჩებში, ნახა…
გივი მიქანაძე: რადიკალები და მათთან დაკავშირებული არასამთავრობო სექტორი ხედავს, რომ სიმართლე მათ მხარეს არ არის, სწორედ ამიტომ სტრასბურგში დღეს არის მათი უპრეცედენტო მობილიზაცია. ეშინიათ, რომ ჩვენ გავაჟღერებთ სიმართლეს, რომელიც დაფუძნებული არის კონკრეტულ არგუმენტებზე
რადიკალური ოპოზიციის მხრიდან მორიგ ჯერზე გაკეთდა საჯარო განცხადება, რომელიც პირველ რიგში ქვეყნისა და ჩვენი საზოგადოების ინტერესებს…
გივი მიქანაძე: დღეს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში ცალკე განსახილველ საკითხს წარმოადგენს მონიტორინგის ანგარიში 26 ოქტომბრის არჩევნებთან დაკავშირებით- ჩვენს მხარეს არის აბსოლუტურად ყველა არგუმენტი
დღეს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში ცალკე განსახილველ საკითხს წარმოადგენს მონიტორინგის ანგარიში, რომელიც 26 ოქტომბრის არჩევნებთან დაკავშირებით…