პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, ნინო წილოსანი, “გახარია – საქართველოსთვის” წევრის, ბერდია სიჭინავას ვიდეოს აქვეყნებს, სადაც იგი ერთ-ერთი…
დღე: იანვარი 24, 2025
ნინო წილოსანი ბერდია სიჭინავაზე: ეს ვერც პოლიტიკოსად და ვერც კაცად შემდგარი არსება, როცა ქალს საჯაროდ ასე მიმართავს, წარმოიდგინეთ, ყველა სხვა ურთიერთობაში რა სახე ექნება – ამ სამარცხვინო ვიდეოს განსაკუთრებით “გახარიების” ამომრჩევლებმა მინდა უყუროთ
პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, ნინო წილოსანი, “გახარია – საქართველოსთვის” წევრის, ბერდია სიჭინავას ვიდეოს აქვეყნებს, სადაც იგი ერთ-ერთი…
ზაალ ანჯაფარიძე გახარიას განცხადებაზე: გახარიამ მისდა უნებლიეთ, კიდევ ერთი ლურსმანი ჩააჭედა მის პოლიტიკურ კუბოს, რომლისთვისაც სამარე უკვე გათხრილია
ამ იდიოტური განცხადებით, გახარიამ მისდა უნებლიეთ, კიდევ ერთი ლურსმანი ჩააჭედა მის პოლიტიკურ კუბოს, რომლისთვისაც სამარე უკვე…
გიორგი გამსახურდია: გახარია რუსული სპეცსამსახურის ჯაშუშია, იმპერიებს შორის არსებობს გარიგებები, რომელიც მოიცავს აგენტურის გაცვლას და საერთო მიზნისთვის გამოყენებას – სანამ ბიძინას ახსენებ, პირი გამოირეცხე, ზნეობისაგან და მორალისაგან დაცლილო გარეწარო
პირველები ვიყავით, ვინც ამ ნაგავს სკეპტიკურად დავუწყეთ ყურება, არ ვიტყვი ვინც. მერე უბრალოდ სამუშაო პროცესი იყო,…
თეა ახვლედიანი სახალხო დამცველთან არსებულ ეთნიკურ უმცირესობათა საბჭოს წარმომადგენლებს შეხვდა
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა სახალხო დამცველთან არსებულ ეთნიკურ უმცირესობათა საბჭოს აღმასრულებელ…
საახალწლო ილუმინაციების დემონტაჟის გამო მელიქიშვილის გამზირზე და კოსტავას ქუჩის ნაწილზე ღამის საათებში მოძრაობა შეიზღუდება
საახალწლო განათებების სადემონტაჟო სამუშაოების გამო, 25 იანვარს, 00:30-დან03:00 საათამდე, მელიქიშვილის გამზირზე ავტომობილების გადაადგილებადროებით შეიზღუდება, 03:00-დან 06:00…
ირაკლი კობახიძე -თავისუფლად შეიძლებოდა 2008 წლის ომის თავიდან აცილება,შეიძლებოდა უკრაინაში ომის თავიდან აცილება, თუმცა, კონკრეტულმა ძალებმა ყველაფერი გააკეთეს იმისათვის,რომ უკრაინაში ომი მომხდარიყო
ეს იყო დამანგრეველი ომი, რომლის თავიდან აცილება შეიძლებოდა უკრაინაში, თუმცა, არაერთმა სუბიექტმა ყველაფერი გააკეთა იმისათვის, რომ განხორციელებულიყო რუსეთის სამხედრო აგრესია უკრაინაში, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს ზესტაფონში განუცხადა. პრემიერის თქმით, თავისუფლად შეიძლებოდა 2008 წლის და ასევე უკრაინის ომის თავიდან აცილება, თუმცა, კონკრეტულმა ძალებმა ყველაფერი გააკეთეს იმისათვის, რომ უკრაინაში ომი მომხდარიყო. „იმაზე, რომ უკრაინაში ომის თავიდან აცილება შეიძლებოდა, ცვენ ვსაუბრობთ უკვე ძალიან დიდი ხანია. თუმცა, სამწუხაროდ, მოხდა ის, რაც მოხდა და ამან მოუტანა დამანგრეველი შედეგები ჩვენს მეგობარ ქვეყანას, უკრაინას. რა თქმა უნდა, ნებისმიერი ომის თავიდან აცილება შეიძლება. შეიძლებოდა თავისუფლად 2008 წლის ომის თავიდან აცილება, შეიძლებოდა უკრაინაში ომის თავიდან აცილება, თუმცა, კონკრეტულმა ძალებმა ე.წ დიფ სთეითმა, გლობალური ომის პარტიამ, ყველაფერი გააკეთა იმისათვის, რომ უკრაინაში მომხდარიყო ომი. ეს იყო დამანგრეველი ომი, რომლის თავიდან აცილება შეიძლებოდა უკრაინაში, თუმცა, არაერთმა სუბიექტმა ყველაფერი გააკეთა იმისათვის, რომ განხორციელებულიყო რუსეთის სამხედრო აგრესია უკრაინაში“, – განაცხადა პრემიერმა.
კახა კალაძე: რატომ უნდა დასანქცირდეს ბიძინა ივანიშვილი, იმის გამო, რომ იცავს საკუთარი ქვეყნის ინტერესს?
თბილისის მერის განცხადებით, „ქართული ოცნება – დემოკრატიულისაქართველოს“ საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის დასანქცირებისთვისარავითარი საფუძველი არ არსებობს.ამის შესახებ…
ირაკლი კობახიძე – რადიკალური ოპოზიცია სტრასბურგის მიერ დადასტურებული კრიმინალებით არის სავსე, ეს არის მთავარი მიზეზი, რატომაც მათ არ აქვს არავითარი შანსი, მიაღწიონ წარმატებას ქართულ პოლიტიკაში, საზოგადოება ყველაფერს ხედავს
რადიკალური ოპოზიცია კრიმინალების თავშესაფრად არის გადაქცეული, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა. როგორც…
კახა კალაძე „ახალი თეატრის“ მანიფესტზე: არ მინახავს, ალბათ ისეთივე შოუ იქნებოდა, რასაც ამ დღეებში ვხედავთ – უნიჭო, არაფრის მომცემი
„ტყუილზე დაფუძნებული, რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციის და რადიკალების წარმომადგენლების პროტესტი მარცხისთვისაა განწირული“, – ამისშესახებ დედაქალაქის მერმა მედიასთან…
ირაკლი კობახიძე-„კანვასის“ რევოლუცია საქართველოში არ შედგება
ე.წ. შემოქმედებითი სფეროს წარმომადგენლებისთვის ტარდებოდა რევოლუციაში ტრენინგები და ამის შედეგებს ვხედავთ ჩვენ დღეს სახეზე – ფსევდოელიტის წარმომადგენლები ცდილობენ გარკვეული რევოლუციური პროცესების ორგანიზებას, თუმცა, რა თქმა უნდა, ესეც განწირულია წარუმატებლობისთვის, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ჟურნალისტებს განუცხადა. მისივე თქმით„კანვასის“ რევოლუცია საქართველოში არ შედგება, საქართველოს მთავრობა კი ყველას ხელს შეუწყობს პროფესიული საქმიანობის წარმოებაში, განურჩევლად მათი პოლიტიკური შეხედულებებისა. „საქართველოში, ამ სამი წლის განმავლობაში, ვიხილეთ რევოლუციის 4 მცდელობა, ეს არის უკვე მე-4 მცდელობა. ხან პარტიებით სცადეს რევოლუციის მცდელობა, ხან „ენჯეოებით“, ხან ჟურნალისტებით, ანუ სხვადასხვა ჟურნალისტები, პირობითად, რა თქმა უნდა, საუბარია ე.წ. მედიამენეჯერებზე და ოპოზიციური მედიასაშუალებების წარმომადგენლებზე, ყველა საშუალებით სცადეს რევოლუციის მცდელობა, თუმცა ყველა საშუალება ჩავარდა. ახლა რასაც ჩვენ ვხედავთ, ეს არის ერთგვარი „კანვასის“ რევოლუციის მცდელობა. იცით, რომ ე.წ. შემოქმედებითი სფეროს წარმომადგენლებისთვის ტარდებოდა რევოლუციაში ტრენინგები და ამის შედეგებს ვხედავთ ჩვენ დღეს სახეზე. ფსევდოელიტის წარმომადგენლები ცდილობენ გარკვეული რევოლუციური პროცესების ორგანიზებას, თუმცა, რა თქმა უნდა, ესეც არის განწირული წარუმატებლობისთვის, როგორც ჩავარდა ყველა წინა მცდელობა, ოთხივე მცდელობა. ნებისმიერი ასეთი აქტი არის განწირული სამომავლოდაც. „კანვასის“ რევოლუცია საქართველოში არ შედგება. ყველას მინდა მოვუწოდო, მიხედონ საკუთარ პროფესიას. ეს არის ჩემი რჩევა. ჩვენ, საქართველოს მთავრობა, ყველას დავეხმარებით, ყველას გავუწვდით და შევუწყობთ ხელს, საკუთარი პროფესიული საქმიანობის წარმოებაში, განურჩევლად მათი პოლიტიკური შეხედულებებისა,“- განაცხადა პრემიერმა.
ირაკლი კობახიძე-ჩვენ ვრჩებით იმ ვალდებულებების ერთგული, რომელიც დაკავშირებულია საქართველოს ევროინტეგრაციასთან
ჩვენ ვრჩებით იმ ვალდებულებების ერთგული, რომელიც დაკავშირებულია საქართველოს ევროინტეგრაციასთან, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს…
კახა კალაძე:რეორგანიზაცია გვაქვს დაწყებული და კიდევ ბევრი ადამიანი გათავისუფლდება,ვინც თავის უფლება-მოვალეობას ვერ ასრულებს, პოლიტიკური შეხედულებების გამო არავის ვუშვებთ
„როდესაც შენს თანამშრომელს ხელშეკრულების ვადა ეწურება, იღებგადაწყვეტილებას, გჭირდება თუ არა, ან ასრულებს თუ არა სამსახურებრივმოვალეობას შესაბამის…
ჯანსუღ კორძაიას ქუჩაზე,უსაფრთხოების მიზნით, გრუნტის დამჭერი კედლის მშენებლობა ხორციელდება
ვაკის რაიონში, ჯანსუღ კორძაიას ქუჩაზე, უსაფრთხოების მიზნით, გრუნტისდამჭერი რკინაბეტონის კედლის მშენებლობა მიმდინარეობს.აღნიშნულ ტერიტორიაზე არსებული ფერდის მდგომარეობიდან…
პრემიერ-მინისტრმაზესტაფონის ახლად რეაბილიტირებული მე-4 საჯარო სკოლა დაათვალიერა
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრ ალექსანდრე წულაძესთან ერთად, ზესტაფონის სრულად რეაბილიტირებული მე-4 საჯარო სკოლა დაათვალიერა. მთავრობის მეთაური განხორციელებულ სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნო. სკოლა 1000-ზე მეტ მოსწავლეზეა გათვლილი. მთავრობის მეთაურმა სკოლის დირექტორს, პედაგოგებსა და მოსწავლეებს პროექტის წარმატებით განხორციელება მიულოცა და აღნიშნა, რომ სკოლების რეაბილიტაციის პროგრამა გაგრძელდება. „სკოლების რეაბილიტაცია ხელს უწყობს სწავლების გაუმჯობესებასაც. ჩვენ გვაქვს კონკრეტული პროგრამა, რომელიც ითვალისწინებს დამატებით ასობით სკოლის სრულ ან ნაწილობრივ რეაბილიტაციას, ახალი სკოლების მშენებლობას. ეს არის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტი საქართველოს მთავრობისთვის და ამ მიმართულებით მუშაობა გაგრძელდება”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ. სკოლაში, სასწავლო სივრცეების პარალელურად, მოეწყო საბუნებისმეტყველო და კომპიუტერული ლაბორატორიები, სპორტული და სააქტო დარბაზები, ბიბლიოთეკა, ექიმის კაბინეტი, რესურსოთახი, ასევე – სპორტული მოედანი. შენობა სრულ შესაბამისობაშია საერთაშორისო სტანდარტებთან და ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის. სკოლის რეაბილიტაცია საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტომ განახორციელა. პროექტის ღირებულებამ 6 227 659 ლარი შეადგინა.