„ვფიქრობ, რომ ყველა იძულებული იქნება გაითვალისწინოს რეალობა – საქართველოს გეოპოლიტიკური მდებარეობა, საფრთხეები, რისკები, სამართლიანობა, რის შემდეგაც…
დღე: იანვარი 27, 2025
ბრალდებული მ. ა. უზრუნველყოფილია მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის ადეკვატური სამედიცინო მომსახურებით-სპეციალური პენიტენციალური სამსახური
სპეციალური პენიტენციური სამსახური ეხმიანება ცალკეული პოლიტიკური ჯგუფებისა და მედიასაშუალებების მიერ გავრცელებულ ცილისმწამებლურ ინფორმაციას, თითქოს ბრალდებულ მ.ა.-ს…
ზაალ ანჯაფარიძე: The Hill-თან ინტერვიუში სალომე ზურაბიშვილმა უნებურად მოახდინა მისთვის ერთ-ერთი ყველაზე მძიმე თვითლუსტრაცია – აშშ-სთვის შეთავაზება, რომ რუსეთს კავკასიაში უკან დაახევინოს და ამისთვის საქართველო გამოიყენოს როგორც მოედანი, არის სააკაშვილის პოლიტიკის გაგრძელება
აშშ-სთვის შეთავაზება, რომ რუსეთს კავკასიაში უკან დაახევინოს და ამისთვის საქართველო გამოიყენოს როგორც მოედანი, არის ზუსტად იმპოლიტიკის…
სამტრედიაში სტიქიის სალიკვიდაციო ფონდიდან ხიდების რეაბილიტაცია მიმდინარეობს
გურამიშვილისა და ნინოშვილის ქუჩების მიმდებარედ, მდინარე ჭურთავაზე, ახალი ხიდების მოწყობა დასრულების ფაზაშია. რამოდენიმე ათეულიწლის წინ აშენებული,…
პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის ვიზიტი არაბთა გაერთიანებულ საამიროებში დასრულდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის ვიზიტი არაბთა გაერთიანებულ საამიროებში დასრულდა. მთავრობის მეთაური აბუ-დაბის საერთაშორისო აეროპორტში არაბთა გაერთიანებული საამიროების სახელმწიფო მინისტრმა აჰმედ ალ საიემ გააცილა. ვიზიტის ფარგლებში საქართველოს მთავრობის მეთაური არაბთა გაერთიანებული საამიროების პრეზიდენტს, შეიხ მოჰამედ ბინ ზაიედ ალ ნაჰიანს შეხვდა. შეხვედრის დასრულების შემდეგ, არაბთა გაერთიანებული საამიროების პრეზიდენტის რეზიდენციაში, ხელი მოეწერა შეთანხმებას, რომლის თანახმად, საქართველოს ისტორიაში პირველად, ქვეყანაში 6 მილიარდი აშშ დოლარის მოცულობის პირდაპირი უცხოური ინვესტიცია განხორციელდება. უმსხვილესი დეველოპერული კომპანია Emaar Properties/Eagle Hills-ი საინვესტიციო პროექტებს თბილისსა და გონიოში განახორციელებს. ვიზიტის ფარგლებში მთავრობის მეთაურმა შეხვედრები გამართა არაბთა გაერთიანებული საამიროების ტოლერანტობის მინისტრთან, შეიხ ნაჰიან ბინ მუბარაქ ალ ნაჰიანთან, ასევე აბუ-დაბის სახელმწიფო საინვესტიციო კომპანიასთან და მის ლოგისტიკურ მიმართულებასთან, აბუ-დაბის პორტების ჯგუფთან, რომელიც აქტიურად არის ჩართული შუა დერეფნის განვითარებაში და თბილისის მშრალი პორტის პროექტს ახორციელებს. „ვიზიტი ძალიან მნიშვნელოვანი იყო, მათ შორის იმ თვალსაზრისით, რომ არაბთა გაერთიანებული საამიროები არის სამაგალითო ქვეყანა, პროგრესის, ეკონომიკური წინსვლის კუთხით და ამ ქვეყანასთან თანამშრომლობას სერიოზული სარგებლის მოტანა შეუძლია საქართველოსთვის. გვქონდა შეხვედრები უმაღლეს დონეზე, მათ შორის, პრეზიდენტთან, მთავრობის წევრებთან. ხელი მოვაწერეთ უმნიშვნელოვანეს საინვესტიციო შეთანხმებას, რომელიც ითვალისწინებს საქართველოში 6 მილიარდი დოლარის მოცულობის ინვესტიციის განხორციელებას. შეიქმნება მულტიფუნქციური ინფრასტრუქტურული სივრცე, როგორც თბილისში, ასევე გონიოში. „ემაარ ჯგუფი“ არის მსოფლიოში ცნობილი თავისი გამოცდილებით, რესურსებით და ჩვენთვის საამაყოა, რომ ეს შეთანხმება გაფორმდა. ძალიან მალე პროექტის განხორციელება დაიწყება. ეს ხელს შეუწყობს ჩვენი ქვეყნის, ეკონომიკის, თბილისის და აჭარის განვითარებას, შეიქმნება ახალი სამუშაო ადგილები. ეს პროექტი ყველა კუთხით მნიშვნელოვანია“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
საახალწლო განათებების დემონტაჟის გამო ბორის პაიჭაძის ქუჩაზე საგზაო მოძრაობა დროებით შეიზღუდება
საახალწლო ილუმინაციების სადემონტაჟო სამუშაოების გამო, დიღმის მასივში, ბორის პაიჭაძის ქუჩაზე საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდება. ავტომანქანების გადაადგილების შეზღუდვა…
ირაკლი კობახიძე – ჩვენ უნდა ვიყოთ ერთიანნი სიძულვილის წინააღმდეგ, ვებრძოლოთ ანტისემიტიზმს და ვიმუშაოთ იმისათვის, რომ ჰოლოკოსტის მსგავსი ტრაგედიები აღარასოდეს განმეორდეს
დღეს, ჰოლოკოსტის ხსოვნის დღეს, პატივს მივაგებთ მილიონობით ებრაელი მსხვერპლის ხსოვნას, რომლებიც ნაცისტური რეჟიმის მიერ იქნენ მოკლულნი,…
ირაკლი კობახიძე აბუ-დაბის პორტების ჯგუფის აღმასრულებელ დირექტორს შეხვდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე აბუ-დაბის პორტების ჯგუფის აღმასრულებელ და მმართველ დირექტორს კაპიტან მოჰამედ ჯუმა ალ შამისის შეხვდა. შეხვედრაზე საუბარი შეეხო შუა დერეფნის სატრანსპორტო-ლოგისტიკური მარშრუტის განვითარების მნიშვნელობას და ამ კუთხით თბილისის მშრალი პორტის პროექტის მნიშვნელობას, რომელიც აბუ-დაბის პორტების ჯგუფის ინვესტიციით ხორციელდება. თბილისის მშრალი პორტი წარმოადგენს თანამედროვე, ინტერმოდალურ ლოგისტიკურ ცენტრს- ბათუმისა და ფოთის პორტების გაგრძელებას, რომელიც ემსახურება მათ, აკავშირებს პორტებსა დალოგისტიკურ ობიექტებს. აღინიშნა, რომ ისფუნქციონირებას 2025 წელს დაიწყებს და შუა დერეფნის საშუალებით დასავლეთ აზიის წარმოების ცენტრებს აღმოსავლეთ ევროპის სამომხმარებლო ბაზრებთან საქართველოს, თურქეთის, აზერბაიჯანის, სომხეთისა და ყაზახეთის როგორც საზღვაო, ისე მშრალი პორტების ქსელის გამოყენებით დააკავშირებს. მშრალი პორტი თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან 6 კმ-ში, 283 000 კვ.მ ფართობზეა განლაგებული. აბუ-დაბის პორტების ჯგუფი თბილისის მშრალი პორტის 60%-იანი წილის მფლობელი და მთავარი პარტნიორია, რომელიც ახალ ლოგისტიკურ ცენტრს მართავს. კომპანიამ თბილისის მშრალი პორტის პროექტში ამ ეტაპისთვის 16 მლნ აშშ დოლარის ინვესტიცია განახორციელა, რომლის მოცულობა პროექტის განვითარებასთან ერთად გაიზრდება. კომპანიის აღმასრულებელ დირექტორთან შეხვედრისას ირაკლი კობახიძემ გამოთქვა საქართველოს მთავრობის ინტერესი აბუ-დაბის სახელმწიფო საინვესტიციო კომპანიასთან თანამშრომლობის გაფართოების კუთხით, მათ შორის სტრატეგიულ ლოგისტიკურ-სატრანსპორტო პროექტებში.
Emaar ჯგუფის დამფუძნებელი და მმართველი დირექტორი -მად ლობას ვუხდი საქართველოს მთავრობას და პრემიერ-მინისტრს ნდობისთვის,ჩვენს მიერ საქართველოში ჯამურად განსახორციელებელი ინვესტიცია 6 მლრდ დოლარი იქნება,რაც ქვეყნის ეკონომიკაზე მრავალმხრივ გავლენას იქონიებს
მადლობას ვუხდი საქართველოს მთავრობას და პრემიერ-მინისტრს ნდობისთვის , ჩვენს მიერ საქართველოში ჯამურად განსახორციელებელი ინვესტიცია 6 მლრდ დოლარი იქნება, რაც ქვეყნის ეკონომიკაზე მრავალმხრივ გავლენას იქონიებს, – ამის შესახებ Emaar ჯგუფის დამფუძნებელმა და მმართველმა დირექტორმა მოჰამედ ალი რაშედ ალაბარმა პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის აბუ-დაბიში ვიზიტის ფარგლებში მიღწეულ შეთანხმებასთან დაკავშირებით საუბრისას განაცხადა, რომელიც საქართველოში 6 მლრდ აშშ დოლარის მოცულობის პირდაპირ უცხოურ ინვესტიციას ითვალისწინებს. Emaar ჯგუფის დამფუძნებლის თქმით, ეს ყველაფერი დიდ გავლენას იქონიებს ქვეყანაში როგორც ახალი სამუშაო ადგილების შექმნის, ისე ტურიზმის განვითარების მიმართულებით. „ ასეთი მასშტაბური პროექტების გავლენა ადგილობრივ ეკონომიკაზე უზარმაზარია. როგორც წესი, ასეთი პროექტების შედეგად ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტი 2-4 %-ით იმატებს ხოლმე; მას გავლენა აქვს დასაქმებაზეც როგორც მშენებლობის ფაზაში, ასევე მისი ექსპლუატაციაში შესვლის შემდეგაც, რადგან ხდება კონტრაქტორების, არქიტექტორების, ინტერიერის დიზაინერების, მომწოდებლების ჩართვა აღნიშნულ პროცესში. ბიზნესის კეთების პროცესში არა მხოლოდ ცოდნას ვიღრმავებთ, არამედ მოწინავე ეკოლოგიურ პრაქტიკას ვიცავთ. ახლა ხომ ცოდნის გაზიარების და გარემოს დაცვის ეპოქაა! ვუფრთხილდებით ხეებს, ჩიტებს, წყალს; თან ერთმანეთისგან ვსწავლობთ. ყოველივე ეს გავლენას ახდენს ეკონომიკაზე, ახალი სამუშაო ადგილების შექმნაზე, სახელმწიფო შემოსავლებზე, რადგან მეტი გადასახადის მობილიზება ხდება სახელმწიფო ბიუჯეტში; ხალხის საქმდება და სარგებელს ყველა გრძნობს. ამდენად, მშპ-ს ჭრილში 3+ იქნება მატება. არ დაგვავიწყდეს ამ პროექტის გავლენა ტურიზმის სფეროზე. უზარმაზარი იქნება ისიც! ჩემს დუბაის სავაჭრო ცენტრს 110 მლნ ადამიანი სტუმრობს ყოველწლიურად. ამ რაოდენობის მომხმარებელი დუბაისთვისაც დიდი მაჩვენებელია,“- აღნიშნა მოჰამედ ალი რაშედ ალაბარმა.
ლევან დავითაშვილი -პრემიერის აბუ-დაბიში ვიზიტის ფარგლებში მიღწეული შეთანხმება,6 მლრდ დოლარის მოცულობის პირდაპირი უცხოური ინვესტიცია ისტორიული მოვლენაა,საქართველოს დამოუკიდებლობის შემდეგ ამხელა საინვესტიციოშეთანხმებისთვის ხელი არ მოუწერია
საქართველოს დამოუკიდებლობის შემდეგ ამხელა საინვესტიციო შეთანხმებისთვის ხელი არ მოუწერია, შევთანხმდით 6 მლრდ დოლარის მოცულობის პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებზე საქართველოს ეკონომიკაში, რომელიც შემდეგი რამდენიმე წლის განმავლობაში უნდა განხორციელდეს, – ამის შესახებ პირველმა ვიცე-პრემიერმა ლევან დავითაშვილმა აბუ-დაბიში განაცხადა, სადაც პრემიერ-მინისტრის დელეგაციის შემადგენლობაში იმყოფება. მისივე თქმით, ეს არის ისტორიული მოვლენა, რაც მთელი ქვეყნის ეკონომიკის 1-1.5%-იან ზრდას გულისხმობს. „ეს თბილისისა და ბათუმის ეკონომიკების დაახლოებით 2-3 %-იან ზრდას მოიაზრებს წლის განმავლობაში, რეალურ ეკონომიკურ ზრდას, რაც მთელი ქვეყნის ეკონომიკის 1-1.5%-იან ზრდას მაინც გულისხმობს, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. თუმცა გარდა რიცხვებისა და ეკონომიკური შედეგებისა, EMAAR და Eagle Hills, ეს არის წამყვანი დეველოპერული ჯგუფი მთლიანად რეგიონში, რომელსაც აქვს განხორციელებული სანიმუშო პროექტები, ე.წ. landmark პროექტები, მაგალითად როგორიცაა ბურჯ-ხალიფა. მათი საქართველოში შემოსვლა მთლიანად შეცვლის ჩვენს დეველოპერულ ბაზარს, თვისობრივად და ხარისხობრივად სხვა დონეზე გადაიყვანს და არამხოლოდ რეგიონული ინვესტორებისთვის გახდის საქართველოს საინტერესოს, არამედ საერთაშორისო ასპარეზზე საქართველო იქნება ძალიან სამაგალითო და საინტერესო საინვესტიციო დანიშნულების ადგილი. ვფიქრობ, ეს ბიძგს მისცემს ძალიან ბევრ სხვა ინვესტორს, ვინაიდან ბევრი დეველოპერის ქცევა პირდაპირ მიჰყვება ხოლმე ამ კომპანიის გადაწყვეტილებებს. როდესაც ეს კომპანია იღებს ხოლმე ამა თუ იმ ქვეყანაში მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელების გადაწყვეტილებას, ამას რეგიონის ქვეყნებიდან, საუდის არაბეთიდან, საამიროებიდან, ევროპიდან ბევრი ქვეყანა ადევნებს თვალს და ის კომპანიები, როგორც წესი, მიჰყვებიან ხოლმე. ამიტომ ჩვენ მოლოდინი გვაქვს, რომ ამ პროექტის დაწყებით ჩვენ ქვეყანაში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ახალ ტალღას უნდა ველოდოთ ძალიან საინტერესო, დინამიურ სექტორში, რომელიც ეკონომიკის ზრდისთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი და ამავე დროს, ჩვენს ქვეყანაში უნდა მივიღოთ ორი, ძალიან მნიშვნელოვანი, ე.წ. landmark ადგილი, ანუ ისეთი ადგილი, რომელიც ტურისტებისთვისა და მოსახლეობისთვის იქნება მიმზიდველი და თვალსაჩინო, რაც ასევე ქვეყნის ხარისხობრივ წინსვლას შეუწყობს ხელს,“- განაცხადა ლევან დავითაშვილმა.
მაკა ბოჭორიშვილი-ოპოზიცია მოქმედებს საქართველოს, ქართული სახელმწიფოს და ყველაფრის წინააღმდეგ, რაც უკავშირდება ჩვენი ქვეყნის სახელმწიფოებრიობას და ინტერესებს
ოპოზიცია მოქმედებს საქართველოს, ქართული სახელმწიფოს და ყველაფრის წინააღმდეგ, რაც უკავშირდება ჩვენი ქვეყნის სახელმწიფოებრიობას და ინტერესებს,- ამის…
Emaar ჯგუფის დამფუძნებელი -საქართველოში ჩვენს მიერ განხორციელებული უზარმაზარი ინვესტიცია მოტივაციას მისცემს უამრავ ინვესტორს,ასე მოხდა ყველა იმ ქვეყანაში,სადაც პროექტები წამოვიწყეთ
საქართველოში ჩვენს მიერ განხორციელებული უზარმაზარი ინვესტიცია მოტივაციას მისცემს უამრავ ინვესტორს, ასე მოხდა ყველა იმ ქვეყანაში, სადაც პროექტები წამოვიწყეთ, – ამის შესახებ Emaar ჯგუფის დამფუძნებელმა და მმართველმა დირექტორმა მოჰამედ ალი რაშედ ალაბარმა პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის აბუ-დაბიში ვიზიტის ფარგლებში მიღწეულ შეთანხმებასთან დაკავშირებით საუბრისას განაცხადა, რომელიც საქართველოში 6 მლრდ აშშ დოლარის მოცულობის პირდაპირ უცხოურ ინვესტიციას ითვალისწინებს. Emaar ჯგუფის დამფუძნებლის თქმით, როდესაც ამხელა კაპიტალდაბანდება ხდება ქვეყანაში, ის მოცულობით პოზიტიურ გავლენას ახდენს ნებისმიერი ქვეყნის ეკონომიკაზე. „ამ საოცარ ქვეყანაში – საქართველოში – ეს უზარმაზარი ინვესტიცია იცით რას გააკეთებს? ის მოტივაციას მისცემს უამრავ ინვესტორს, რომლებიც იტყვიან „ოჰო! რაღაც სასწაული ხდება საქართველოში! ჩვენც გვინდა მსგავსის გაკეთება! ჩვენც ვცდით“. ასე მოხდა ყველა იმ ქვეყანაში, სადაც პროექტები წამოვიწყეთ. ჩემთვის დიდი სიამოვნება და პატივია საქართველოში მუშაობა. გპირდებით, რომ კარგ საქმეს გავაკეთებთ. როდესაც ამხელა კაპიტალდაბანდება ხდება ქვეყანაში, ის მოცულობით პოზიტიურ გავლენას ახდენს ნებისმიერი ქვეყნის ეკონომიკაზე,“- განაცხადა მოჰამედ ალი რაშედ ალაბარმა.
კახა კალაძე: ძალიან მნიშვნელოვანი ვიზიტი იყო არაბთა გაერთიანებულ საამიროებში – მსოფლიოში ერთ-ერთი უძლიერესი დეველოპერული კომპანია შემოდის საქართველოში
„ძალიან მნიშვნელოვანი ვიზიტი იყო არაბთა გაერთიანებულ საამიროებში. დღეს გვქონდა შეხვედრა მის აღმატებულებასთან, პრეზიდენტთან, სადაც გაფორმდა ჩვენი…
მაკა ბოჭორიშვილი-ოპოზიცია მოქმედებს საქართველოს, ქართული სახელმწიფოს და ყველაფრის წინააღმდეგ, რაც უკავშირდება ჩვენი ქვეყნის სახელმწიფოებრიობას და ინტერესებს
ოპოზიცია მოქმედებს საქართველოს, ქართული სახელმწიფოს და ყველაფრის წინააღმდეგ, რაც უკავშირდება ჩვენი ქვეყნის სახელმწიფოებრიობას და ინტერესებს,- ამის…
ენერგეტიკის სასწავლო ცენტრში მიმდინარე ვიშეგრადის პროექტის ფარგლებში რეგულირების შესახებ სახელმძღვანელო მომზადდა
პროექტის მიზანია პოლონეთის, ჩეხეთისა და სლოვაკეთის გამოცდილების გაზიარება საქართველოსთვის კომუნალური მომსახურების რეგულირების საკითხებში. მარეგულირებელი ბაზის შესწავლა,…