პარტია „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში კაია კალასის განცხადებას ეხმიანება, სადაც ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა…
დღე: იანვარი 27, 2025
პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე არაბთა გაერთიანებული საამიროების პრეზიდენტს, შეიხ მოჰამედ ბინ ზაიედ ალ ნაჰიანს შეხვდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე არაბთა გაერთიანებული საამიროების პრეზიდენტს, შეიხ მოჰამედ ბინ ზაიედ ალ ნაჰიანს შეხვდა. საქართველოს…
ნოტარიუსთა პალატისგამგეობის თავმჯდომარე ეკატერინე ნანდოშვილმა საერთო კრებასგასული წლის ანგარიშიდა 2025 წლის გეგმებიწარუდგინა
ნოტარიუსთა პალატის წევრთა საერთო კრებაზე ეკატერინე ნანდოშვილმა ყურადღება გაამახვილა ნოტარიუსთა პალატის საქმიანობის პრიორიტეტულ მიმართულებებზე; ისაუბრა საერთაშორისო ურთიერთობების გაღრმავებაზე. ამ მიმართულებით უწყებამ გასული წლის განმავლობაში მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწია – საქართველოსნოტარიუსთა პალატა ევროკავშირის ნოტარიუსთა საბჭოში დამკვირვებლის სტატუსით გაწევრდა. იუსტიციის სამინისტროს და ნოტარიუსთა პალატის საქმიანობის პრიორიტეტია, ასევე, შშმ პირთათვის სანოტარო სერვისების მისაწვდომობა და მაღალი სტანდარტის მომსახურების შეთავაზება. ამ მიზნით ნოტარიუსთა პალატის მიერ ეტლით მოსარგებლე შშმ პირთათვის შესაბამისი ინფრასტრუქტურით უკვე ადაპტირდა 5 სანოტარო ბიურო, მათ შორის ორი – თბილისში, ბათუმში, წნორსა და მარნეულში. აღნიშნული პროცესი მომავალშიც გაგრძელდება და ეტაპობრივად ყველა სანოტარო ბიუროს მოიცავს. ნოტარიუსთა პალატის გამგეობის თავმჯდომარემ საერთო კრებაზე სანოტარო არქივის გაციფრულების უპირატესობებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ნოტარიუსების არქივის დიგიტალიზაცია მნიშვნელოვნად შეამცირებს არქივში დაცული დოკუმენტაციის მოძიების დროს; მოქალაქეები კი, სანოტარო არქივიდან მასალების გამოთხოვის და მიღების კუთხით სწრაფ და სრულფასოვან მომსახურებას მიიღებენ. საერთო კრებაზე გაიმართა ახალდანიშნული ნოტარიუსების ფიცის დადების ცერემონია. 2024 წელს თანამდებობაზე 10 ნოტარიუსი დაინიშნა. შედეგად, სანოტარო მომსახურების ხელმისაწვდომობა და გეოგრაფიული არეალი უფრო მეტად გაიზარდა.