„ხალხის ძალის“ წევრი თამთა მეგრელიშვილი „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის ადვოკატის მორიგ განცხადებას ეხმიანება, რომელიც…
დღე: იანვარი 23, 2025
ლევან ნიკოლეიშვილი: არიან გარკვეული ძალები, რომელთა ამოცანა, სიმართლის დამალვა და საინფორმაციო ველის დაბლოკვაა – საერთაშორისო მედია უარს ამბობს Julius Baer-ის წინააღმდეგ არსებული ინფორმაციის გამოქვეყნებაზე, ზუსტად იგივე ხდება, რაც ბიძინა ივანიშვილის და Credit Suisse-ის დავისას
უნდა აღინიშნოს, რომ ჯერჯერობით მაინც ზედაპირზე არიან გარკვეული ძალები, რომელთა უპირველესი ამოცანა, მაინც სიმართლის დამალვა და…
ნინო ფოჩხუა: მედია კონსულტანტი შეეჯახა პრობლემებს საერთაშორისო მედიაში ივანიშვილსა და Julius baer-ს შორის გაუარესებული ურთიერთობის შესახებ ინფორმაციის გამოქვეყნებასთან დაკავშირებით. ფაქტია, ევროპაში აღარ არსებობს თავისუფალი მედია, ამიტომ არის, რომ დღეს ევროსტრუქტურები აგენტოკრატიით იმართება
კვლავ დაიწყო საერთაშორისო მედიამ ფაქტების დაბლოკვა, როგორც ქართული ოცნების საპატიო თავმჯდომარის ადვოკატის განცხადებიდან ხდება ცნობილი, მედია…
ირაკლი კობახიძე – უმარტივესი კითხვაა, არსებობს 2 სქესი, ოპოზიციისა და მესამე სექტორის ნაწილს ძალიან უნდა ამ კითხვაზე პასუხის გაცემა, მაგრამ იციან, რომ მათი პატრონები სწორ პასუხს ძალიან უარყოფითად შეაფასებენ
უმარტივესი კითხვაა, არსებობს 2 სქესი, მარტივი პასუხი შეიძლება გასცე. დარწმუნებული ვარ, ერთი სული აქვთ მათ გასცენ…
ირაკლი კობახიძე:ჩვენ ვართ მოხარული, რომ გვაქვს ღირებულებითი თანხვედრა ახალი პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან -ბევრი რამ იქნება დამოკიდებული იმაზე,თუ რამდენად შეძლებს პრეზიდენტ ტრამპის ადმინისტრაცია დიფ სთეითის სრულად დამარცხებასაშშ-ში
ჩვენ ვართ მოხარული, რომ გვაქვს ღირებულებითი თანხვედრა ახალი პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან. ბევრი რამ იქნება დამოკიდებული იმაზე, თუ რამდენად შეძლებს პრეზიდენტ ტრამპის ადმინისტრაცია დიფ სთეითის სრულად დამარცხებას აშშ-ში, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. პრემიერის თქმით, საქართველოს ხელისუფლებას სურს სუფთა ფურცლიდან განაახლოს სტრატეგიული პარტნიორობა აშშ-სთან. „ჩვენ რა თქმა უნდა, ვართ ძალიან დაინტერესებულები, რომ მოხდეს აშშ-სთან ურთიერთობების გადატვირთვა. უფრო მეტიც, ჩვენ განვაცხადეთ, რომ გვინდა სუფთა ფურცლიდან განვაახლოთ სტრატეგიული პარტნიორობა აშშ-სთან და უფრო მეტიც, ეს გვინდა გავაკეთოთ კონკრეტული გზამკვლევით…
ირაკლი კობახიძე რობერტ ფიცოს განცხადებაზე – ერთი ხელიდან არის კოორდინირებული ასეთი ტიპის პროცესები სხვადასხვა ქვეყანაში,ასეთი პირდაპირი კოორდინაცია არათუ ვერ გამოირიცხება,არამედ არის სრულიად ლოგიკური
ერთი ხელიდან არის კოორდინირებული ასეთი ტიპის პროცესები სხვადასხვა ქვეყანაში, ასეთი პირდაპირი კოორდინაცია არათუ ვერ გამოირიცხება, არამედ არის სრულიად ლოგიკური, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. პრემიერის თქმით, ის ხშირად ციტირებდა რობერტ ფიცოს კონკრეტულ ვიდეომიმართვას, სადაც სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრი აღწერს ისეთ პროცესებს, რაც არის იდენტური იმისა, რაც ხდება დღეს საქართველოში. „ეს არის აბსოლუტურად ლოგიკური, მე დეტალები არ ვიცი ამასთან დაკავშირებით, მაგრამ ეს არის აბსოლუტურად ლოგიკური. აბსოლუტურად ერთი ხელიდან არის კოორდინირებული ასეთი ტიპის პროცესები სხვადასხვა ქვეყანაში. მე ხშირად ვციტირებდი ხოლმე სლოვაკეთის პრემიერის, რობერტ ფიცოს კონკრეტულ ვიდეომიმართვას, სადაც ის აღწერს სლოვაკეთში მიმდინარე პროცესებს, მათ შორის ლიბერალური ფაშიზმის განვრცობას სლოვაკეთის ტერიტორიაზე. რასაც ის აღწერს თავის ათწუთიან მიმართვაში, არის აბსოლუტურად იდენტური იმისა, რაც ხდება დღეს საქართველოში. შესაბამისად, ასეთი პირდაპირი კოორდინაცია არათუ ვერ გამოირიცხება, არამედ არის სრულიად ლოგიკური, შესაბამისად, მე ეჭვს ვერ შევიტანდი სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრის განცხადებაში“, – განაცხადა პრემიერმა.
ირაკლი კობახიძე – გამოჩნდა, რომ ამერიკული თანხები ხშირად არასწორი პროცესების დასაფინანსებლად, კონკრეტული ქვეყნების სუვერენიტეტის შესარყევად გამოიყენებოდა, ჩვენი მსჯელობის სისწორე დაადასტურა პრეზიდენტ ტრამპის გადაწყვეტილებამ
გამოჩნდა, რომ ამერიკული თანხები ხშირ შემთხვევაში გამოიყენებოდა არასწორი პროცესების დასაფინანსებლად, კონკრეტული ქვეყნების სუვერენიტეტის შესარყევად, რასაც ჩვენ ვამბობდით…
ირაკლი კობახიძე – როგორი შანტაჟიც არ უნდაგანხორციელდეს, ბიძინა ივანიშვილი არცერთ შემთხვევაში არ დათმობს ამ ქვეყნის სასიცოცხლო ინტერესებს
იყო კონკრეტული ძალიან მძიმე მანკიერი ინტერესი ჩვენი ქვეყნის მიმართ, რაც ითვალისწინებდა ჩვენი ქვეყნის, რეალურად, განადგურებას, მეორე…
ირაკლი კობახიძე -რეგიონებში, 40-ზე მეტ ლოკაციაზეა დაგეგმილი სპორტული ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება
რეგიონებში, 40-ზე მეტ ლოკაციაზეა დაგეგმილი სპორტული ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება, -ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმაირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. პრემიერის თქმით, არის ინტერესი, აშენდეს ახალი სტადიონები და მოხდეს არსებული სტადიონების რეაბილიტაცია. „თბილისის სტადიონის გარდა ვიმსჯელეთ ასევე რეგიონულ ინფრასტრუქტურაზე. განვიხილეთ შესაბამისი პროექტები. 40-ზე მეტ ლოკაციაზეა დაგეგმილი ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება. გამომდინარე იქიდან, რომ ქართულ სპორტს აქვს დღეს უპრეცედენტო წარმატება სხვადასხვა მიმართულებით, მოთხოვნაც არის ბავშვებში გაზრდილი, ამას ამ ეტაპზე არსებული ინფრასტრუქტურა ვერ პასუხობს, შესაბამისად, ჩვენ გვჭირდება ინფრასტრუქტურის განვითარება რეგიონებში, იმისათვის, რომ ამ მოთხოვნას ვუპასუხოთ. გარდა ამისა, არაერთ ქალაქში, სადაც არის ტრადიციები როგორც ფეხბურთის, ასევე, რაგბის მიმართულებით, არის ინტერესი, აშენდეს ახალი სტადიონები, მოხდეს არსებული სტადიონების რეაბილიტაცია, ახალი მინდვრები იყოს უზრუნველყოფილი, როგორც ბავშვთა ფეხბურთისთვის და რაგბისთვის, ასევ, ზოგადად სპორტის გასავითარებლად. ამ მიმართულებითაც დრეს ვიმსჯელეთ კონკრეტულ გეგმაზე და უახლოეს მომავალში ეს გეგმა წარდგენილი იქნება საზოგადოების წინაშე. განვიხილეთ ვადები, განვიხილეთ მიმდინარე სამუშაოები, რაც ასევე უკავშირდება თბილისის სტადიონის მშენებლობას. უკვე არც ერთი დღე და არც ერთი კვირა არ უნდა დაიკარგოს იმისათვის, რომ ჩვენ სათანადო ვადებში დავასრულოთ ამ პროექტის განხორციელება. ჩვენ შევჯერდით დღეს კომისიის სხდომაზე იმასთან დაკავშირებით, რომ ჰოლანდიური გაგვიწევს საკონსულტაციო მომსახურებას. შემუშავდება ერთგვარი მასტერპლანი, კონცეფცია ახალი სტადიონისთვის, ჩვენს ჰოლანდიელ პარტნიორებთან ერთად, რომელსაც ჩართული ეყოლება უეფას ექსპერტები ამ სტადიონის კონცეფციის შემუშავების პროცესში. მთელი ამ წლების განმავლობაში, როდესაც მსვლელობა მიეცემა სტადიონის მშენებლობას, ისინი გაგვიწევენ ჩვენ საკონსულტაციო მომსახურებას. უახლოეს დღეებში გაფორმდება შესაბამისი ხელშეკრულება და დეტალურ ინფორმაციას ამ ორგანიზაციასთან დაკავშირებით წარმოგიდგენთ ამის შემდეგ. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია სპორტის განვითარება. შესაბამისად, სასპორტო ინფრასტრუქტურის განვითარება, ახალი სტადიონის მშენებლობა. ჩვენს ქალაქებში და რეგიონებში შესაბამისი ინფრასტრუქტურის განვითარება და დარწმუნებული ვარ, რომ ეს ყველაფერი დამატებით შეუწყობს ხელს ჩვენი სპორტის წარმატებას, განვითარებას, რაც არის ჩვენი სიამაყის განსაკუთრებული საგანი“, – განაცხადა პრემიერმა.
დავით ჩიხელიძე-დასავლეთში სიტყვის თავისუფლება დაბალ ნიშნულზე იმყოფება, ინფორმაციის შეგნებული დაბლოკვა ამსხვრევს დემოკრატიის მიმართ ქართველი ხალხის წარმოდგენას- აღნიშნული ფაქტი აჩვენებს, ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ ბრძოლის მასშტაბებს
„ბიძინა ივანიშვილის ადვოკატების განცხადებით, საკონსულტაციო კომპანიას, Julius Baer-ის წინააღმდეგ დაწყებულ დავასთან დაკავშირებით, ინფორმაციის გავრცელების პრობლემას წააწყდნენ“-წერს…
ირაკლი კობახიძე – შესაბამისმა ძალებმა ჯერ კეზერაშვილს მოაპარინეს ფული ჩვენი ჯარის, ბიზნესის, შემდეგ ევროპელი პენსიონერების ხარჯზე, ამ მოპარულ ფულს კი ახარჯვინებენ პოლიტიკური მიზნებისათვის, ზუსტად იგივე ხელწერა იკვეთება ბაჩიაშვილის შემთხვევაშიც
შესაბამისი ძალები უზრუნველყოფენ იმას, რომ კონკრეტულმა ადამიანმა ჩაიდინოს დანაშაული, წაიღოს თანხები ამ დანაშაულის შედეგად და შემდეგ…
ირაკლი კობახიძე -თბილისში ახალი მასშტაბური სტადიონის მშენებლობა ხელს შეუწყობს საკლუბო ფეხბურთში,ასევე რაგბიში ინვესტიციების მოზიდვას
ახალი სტადიონის მშენებლობა ხელს შეუწყობს საკლუბო ფეხბურთში, ასევე რაგბიში ინვესტიციების მოზიდვას. ბევრი თვალსაზრისით არის მნიშვნელოვანი ეს პროექტი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. პრემიერის თქმით, დღეს მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა სამთავრობო კომისიის სხდომა, სადაც განიხილეს სასპორტო ინფრასტრუქტურის განვითარებასთან დაკავშირებული საკითხები. „დღეს გაიმართა სამთავრობო კომისიის სხდომა, სადაც განვიხილეთ სასპორტო ინფრასტრუქტურის განვითარებასთან დაკავშირებული საკითხები. ვიმსჯელეთ სტადიონებთან დაკავშირებულ თემებზე. როგორც მოგეხსენებათ, ჩვენ გვაქვს დაანონსებული თბილისში ახალი მასშტაბური სტადიონის მშენებლობა, რომელიც დაიტევს 70 000 მაყურებელს. ამას აქვს თავისი საფუძველი. პირველ რიგში, არის მაღალი მოთხოვნა საგანგებო მნიშვნელობის მქონე მატჩებზე. მოქმედი ბორის პაიჭაძის სახელობის დინამოს სტადიონი იტევს მხოლოდ 54 000 მაყურებელს. მოთხოვნა არის მეტი, როცა საქმე ეხება საფეხბურთო ნაკრების მატჩებს. ამ მოთხოვნის გათვალისწინებით მიზანშეწონილია ახალი, უფრო მასშტაბური სტადიონის არსებობა ჩვენს დედაქალაქში. გარდა ამისა, ეს იქნება საიმიჯო პროექტი, რომელიც დადებითად აისახება ჩვენი ქვეყნის საერთაშორისო იმიჯზე. ეს იქნება რეზონანსული პროექტი. ჩვენი ერთ-ერთი ამბიციური ამოცანაგახლავთ ჩემპიონთა ლიგის ფინალის მასპინძლობა ახალ სტადიონზე. ესეც იქნება საიმიჯო კუთხით მნიშვნელოვანი მოვლენა. სტადიონი განკუთვნილი იქნება როგორც საფეხბურთო მატჩებისთვის ისე სარაგბო მატჩებისთვის. აქ იქნება უზრუნველყოფილი ახალი საკონცერტო ინფრასტრუქტურა. ამ კუთხითაც მოქმედი ინფრასტრუქტურა არის პრობლემური. ახალ სტადიონზე გვექნება შესაძლებლობა, რომ უმაღლესი დონის კონცერტებს ვუმასპინძლოთ ჩვენს დედაქალაქში. შესაბამისად, ჩვენი ქვეყნის მიმზიდველობა ტურისტული თვალსაზრისითაც გაიზრდება ამ ახალი ინფრასტრუქტურის მშენებლობის შედეგად. ეს იქნება მულტიფუნქციური ინფრასტრუქტურა და გარდა სასპორტო და საკონცერტო დატვირთვისა, აქ იქნება უზრუნველყოფილი საკონვენციო ცენტრის არსებობა. დღეს არ აქვს ქვეყანას ე.წ. საგამოფენო საკონვენციო ცენტრი, სადაც ასეთი ტიპის მაღალი რანგის ღონისძიებებს შეიძლება უმასპინძლოს ჩვენმა ქვეყანამ, ჩვენმა დედაქალაქმა. საკონვენციო ცენტრის ფუნქციასაც შეითავსებს ახალი სტადიონი. ახალი სტადიონის მშენებლობა ხელს შეუწყობს საკლუბო ფეხბურთში, ასევე რაგბიში ინვესტიციების მოზიდვას. ბევრი თვალსაზრისით არის მნიშვნელოვანი ეს პროექტი“, – განაცხადა პრემიერმა.
პრემიერი – სტადიონის ლოკაცია იქნება ქალაქის გარეუბანი, შერჩეულია 2 ძირითადი ლოკაცია, დაველოდებით ჰოლანდიური კომპანიის რჩევას
სტადიონის მშენებლობისთვის ამ ეტაპზე შერჩეულია 2 ძირითადი ლოკაცია, ორივე არის ოპტიმალური და ამ ორიდან ალბათ ერთ-ერთზე…
დავით ქართველიშვილი Julius Baer-ის და ბიძინა ივანიშვილის დავაზე: საქართველოს ერთ გავლენიან და პატივსაცემ ადამიანს სჯიან საკუთარი ქვეყნის მიმართ სიყვარულისა და მასში მშვიდობის შენარჩუნების ურყევი მზაობის გამო
„დიფ სთეითის” ტყვეობაში მყოფი უცხოური მედია ჯერ-ჯერობით უარს ამბობს Julius Baer-ის წინააღმდეგ არსებული ინფორმაციის გამოქვეყნებაზე. ჩვენ…
თამარ ჩიბურდანიძე: მიგრაციული პოლიტიკა ხდება ერთ-ერთი წამყვანი ამერიკის და ევროპული სახელმწიფოების ეროვნული უსაფრთხოებისთვის, თუმცა, უკვე დაგვიანებით. ეს უმნიშვნელოვანესია ჩვენი ქვეყნის მომავლისთვისაც
„ევროპისა და ამერიკის ბრძოლა არსებული მიგრაციული პოლიტიკის წინააღმდეგ არ გამომდინარეობს მხოლოდ ეკონომიკური თვალსაზრისიდან. აქ წინა პლანზე…