კახა კალაძე ოპოზიციაზე: ამ რადიკალების დაჯგუფებას ქვეყნის განვითარებასთან არანაირი კავშირი არ გააჩნია

„ამ რადიკალების დაჯგუფებას ქვეყნის განვითარებასთან არანაირი კავშირი არგააჩნია“, – ასე პასუხობს თბილისის მერი კახა კალაძე ჟურნალისტის…

ედიშერ გვენეტაძე-დადგა დრო, როდესაც სიმართლემ უნდა იზეიმოს- ამიტომაც უპრეცედენტო მასშტაბის ქართველი მეცენატი ბიძინა ივანიშვილი უჩივის შვეიცარიულ ბანკ JULIUS BEAR-ს, რომელიც “დიფ სთეითის” დავალებებს ასრულებდა და უსამართლო გადაწყვეტილებებს იღებდა

„უპრეცედენტო მასშტაბის ქართველი მეცენატი ბიძინა ივანიშვილი უჩივის შვეიცარიულ ბანკ JULIUS BEAR-ს, რომელიც წლების განმავლობაში ბიძინა ივანიშვილის…

შალვა პაპუაშვილი – მანამ სანამ ვიმოქმედებთ ეროვნული და არა უცხოური ინტერესებით, საკუთარი ხალხის და არა სხვათა დაკვეთით, საქართველო ივლის წინ; ხოლო თუ სხვების დროშებს ვაფრიალებთ, რომელ კავშირშიც არ უნდა შევიდეთ, ვიქნებით საბჭოთა კავშირში

მანამ სანამ ვიმოქმედებთ ეროვნული და არა უცხოური ინტერესებით, საკუთარი ხალხის და არა სხვათა დაკვეთით, საქართველო ივლის…

ნაცმოძრაობის“ მხარდამჭერ ჯო უილსონის მეუღლეს ლექსინგტონის ოლქში 98 წლის დედაზე თავდასხმაში დასდეს ბრალი – WIS  

„კოლექტიური ნაცმოძრაობის“ მხარდამჭერ ჯო უილსონის მეუღლეს ლექსინგტონის ოლქში 98 წლის დედაზე თავდასხმაში დასდეს ბრალი“, – ამის…

2024 წელი ტურიზმისთვის ნამდვილად რეკორდული იყო, როგორც შემოსავლებით,ასევე ვიზიტების რაოდენობით“-მაია ომიაძე

საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, მაიაომიაძის განცხადებით, 2024 წელს, ქვეყანამ საერთაშორისო ტურიზმიდანშემოსავლების ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია.„2024 წელი…

გია აბაშიძე: ბიძინა ივანიშვილმა უჩივლა “დიფ სთეითის” ერთ-ერთ მარიონეტს, Julius Baer-ს – ვერც Credit Suisse და ვერც Julius Baer ვერ იქნებიან გამარჯვების მხარეს, თანაც, “დიფ სთეითის” გავლენების დაკნინება უკვე დაწყებულია

ბიძინა ივანიშვილმა უჩივლა “დიფ სთეითის” ერთ-ერთ მარიონეტს, Julius Baer-ს, სადაც თაღლითი Credit Suisse-ის გადარჩენილი აქტივების ნაწილი…

დავით ჩიხელიძე ბიძინა ივანიშვილის შვეიცარიულ ბანკთან დავაზე: მსგავსი არაკანონიერი და უსამართლო ქმედება იწვევს ეჭვს, რომ „ქართული ოცნების“ დამფუძნებლის და საპატიო თავმჯდომარის წინააღმდეგ ბრძოლაში ბანკი არა ფაქტობრივი გარემოებით ხელმძღვანელობს, არამედ გლობალური მოთამაშეების ნებას ემორჩილება

წინა შემთხვევის მსგავსად, ახლაც საქმე არა იურიდიულ დავასთან, არამედ წმინდა წყლის პოლიტიკურ შანტაჟთან გვაქვს, შვეიცარიული ბანკი…

ლაშა კალანდაძე-ბიძინა ივანიშვილი აპირებს, უცხოელი ადვოკატების ჩართულობით დაიწყოს სამართლებრივი პროცედურები შვეიცარიულ ბანკ Julius Baer-ის წინააღმდეგ, ბანკის მხრიდან დაკისრებული ვალდებულების შესრულებისა და ზიანის ანაზღაურების მოთხოვნით

ბიძინა ივანიშვილის ადვოკატი ლაშა კალანდაძე განცხადებას აქვეყნებს. როგორც განცხადებაში ვკითხულობთ, „ქართული ოცნების“ დამფუძნებელი და საპატიო თავმჯდომარე…

შალვა პაპუაშვილი: ზურაბიშვილი ფიქრობს, რომ ტრამპმა არჩევნებში „რუსეთის დახმარებით გაიმარჯვა“

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის განცხადებით, ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ფიქრობს, რომ დონალდ ტრამპმა პირველად, 2016…

ირაკლი კობახიძე – დაახლოებით 9%-იანი ეკონომიკური ზრდით დავასრულეთ 2024 წელი, მაქსიმალური ინტენსივობით ვაგრძელებთ ეკონომიკის განვითარებაზე ზრუნვას

შარშანდელი წელი იყო მთლიანობაში წარმატებული ჩვენი ქვეყნისთვის. დაახლოებით 9%-იანი ეკონომიკური ზრდით ვასრულებთ 2024 წელს. ჩვენმა ეკონომიკამ…

ირაკლი კობახიძე- ოპოზიციისგან განსხვავებით,  რომელიც არის ყველა მოქალაქის წინააღმდეგ, ჩვენ ვართ ყველას მთავრობა და ჩვენი პოლიტიკის შედეგად მიღებული სარგებლით უნდა ისარგებლოს ჩვენი ქვეყნის თითოეულმა მოქალაქემ

ოპოზიციისგან განსხვავებით, რომელიც არის ყველა მოქალაქის წინააღმდეგ, საკუთარი მხარდამჭერების წინააღმდეგაც კი, ჩვენ ვართ ყველას მთავრობა და უნდა ვიმუშაოთ, როგორც ყველას მთავრობადა იმ სარგებლით, რომელსაც მივიღებთ ჩვენი პოლიტიკის შედეგად, უნდა ისარგებლოს ჩვენი ქვეყნის თითოეულმა მოქალაქემ, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა  ირაკლი კობახიძემ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.  როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რადიკალური ოპოზიცია მიდის ყველას წინააღმდეგ, ისინი მუშაობენ, რომ დაზარალდეს თითოეული მოქალაქე.  „ჩვენ გვყავს რადიკალური ოპოზიცია ჩვენს ქვეყანაში, რომელიც მიდის ყველას წინააღმდეგ. ისინი ემუქრებიან არა მხოლოდ ჩვენს მხარდამჭერებს, არამედ საკუთარ მხარდამჭერებსაც, მათ შორის ეკონომიკური კრიზისით, სანქციებით და ა.შ. არა მარტო ემუქრებიან, ამაზე მუშაობენ, რომ დაზარალდეს ჩვენი ქვეყნის თითოეული მოქალაქე, რა თქმა უნდა, არაფერი გამოსდით მთელი ამ წლების განმავლობაში და არც მომავალში არაფერი გამოუვათ. ოპოზიციისგან განსხვავებით, რომელიც არის ყველა მოქალაქის წინააღმდეგ, საკუთარი მხარდამჭერების წინააღმდეგაც კი, ჩვენ ვართ ყველას მთავრობადა უნდა ვიმუშაოთ, როგორც ყველას მთავრობა და იმ სარგებლით, იმ სიკეთეებით, რომელსაც ჩვენ მივიღებთ ჩვენი პოლიტიკის შედეგად, უნდა ისარგებლოს ჩვენი ქვეყნის თითოეულმა მოქალაქემ.  ამ სულისკვეთებით უნდა განვაგრძოთ მუშაობა, როგორც 2025 წელს, ასევე შემდეგი 4 წლის განმავლობაშიც“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ირაკლი კობახიძე – მადლობა მიხეილ ყაველაშვილს 613 პატიმრის შეწყალებისთვის, გასული წლებში ასეთი თანამშრომლობის შესაძლებლობა რომ ყოფილიყო, ბევრად ადრე იქნებოდა შესაძლებელი ასეთი ჰუმანური გადაწყვეტილების მიღება, თუმცა სჯობს გვიან, ვიდრე არასდროს

მინდა, მადლობა გადავუხადო საქართველოს პრეზიდენტს, მიხეილ ყაველაშვილს შეწყალების აქტის გამოცემის გამო, 613 პატიმარი იქნა შეწყალებული საქართველოს პრეზიდენტის…

პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით, სამთავრობო კომისია შეიქმნება,რომელიც საუნივერსიტეტო  რეფორმაზე იმუშავებს

4-წლიან პერსპექტივაში ჩვენ თვისებრივად უნდა გარდავქმნათ საუნივერსიტეტო სისტემა, უმაღლესი განათლების სისტემა ჩვენს ქვეყანაში, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, მთავრობის სხდომაზე განაცხადა. პრემიერის თქმით, საუნივერსიტეტო რეფორმაზე იმუშავებს სამთავრობო კომისია, პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით. „გვაქვს ძალიან მნიშვნელოვანი ამბიციური ამოცანა, საუნივერსიტეტო რეფორმის მიმართულებით. ჩვენ ვქმნით სამთავრობო კომისიას, რომელიც იმუშავებს საუნივერსიტეტო რეფორმაზე. 4-წლიან პერსპექტივაში ჩვენ თვისებრივად უნდა გარდავქმნათ საუნივერსიტეტო სისტემა, უმაღლესი განათლების სისტემა ჩვენს ქვეყანაში. დღეს არ არის დამაკმაყოფილებელი უმაღლესი განათლების  ხარისხი ჩვენს ქვეყანაში. და რესურსები არის ძალიან დიდი ამ მიმართულებით. მაქსიმალურად უნდა ავითვისოთ ყველა რესურსი, იმისათვის, რომ 4 წელიწადში ჩვენ მივიღოთ თვისებრივად განახლებული სისტემა. თავისუფლად არის შესაძლებელი ის, რომ 4 წელიწადში ქართველმა სტუდენტმა საქართველოში მიიღოს ზუსტად იმ ხარისხის განათლება, რა ხარისხითაც ის იღებს განათლებას ევროპულ ქვეყნებში. ამისათვის უნდა დაისახოს კონკრეტულად  გაწერილი გეგმა და ამაზე იმუშავებს სამთავრობო კომისია, რომელსაც ვუხელმძღვანელებ მე, მოადგილე იქნება განათლების მინისტრი, ბატონი ალექსანდრე წულაძე და ამ კომისიის მდივანი იქნება ბატონი ლევან იზორია, რომელიც გახლავთ პრემიერ-მინისტრის მრჩეველი განათლების ა და მეცნიერების საკითხებში. აქაც არც ერთი დღე და არც ერთი კვირა არ უნდა ჩავაგდოთ. ინტენსიური მუშაობა დაგვჭირდება იმისათვის, რომ 4 წლის თავზე ჩვენ სრულად მივაღწიოთ დასახულ მიზანს“, – განაცხადა პრემიერმა.

2024 წელს საქართველოში საერთაშორისო მოგზაურობიდან შემოსავლებმაისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია

საერთაშორისო მოგზაურობიდან შემოსავლების ახალი რეკორდული მაჩვენებელი4.4 მილიარდი დოლარი დაფიქსირდა. გასულ წელს საქართველომ 4,425,376,937 აშშდოლარი მიიღო. 2024…

ირაკლი კობახიძე – პრეზიდენტ ტრამპს გაცხადებული აქვს „დიფ სთეითის“ დამარცხების ამბიციუ- რი გეგმა და გვინდა,წარმატებები ვუსურვოთ,ამ ბრძოლაში წარმატებას გადამწყვეტი მნიშვნელობა  ექნება საქართველო-აშშ-ის ურთიერთობების ნორმალიზებისთვის

აშშ-ში იმართება ახალი პრეზიდენტის ინაუგურაცია და ეს არის ერთგვარი გარდამტეხი მომენტი აშშ-სთვის, ძალიან ამბიციური გეგმა აქვს პრეზიდენტ ტრამპს გაცხადებული – „დიფ სთეითის“ დამარცხების გეგმა და გვინდა, წარმატებები ვუსურვოთ მას ამ საქმეში, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი  კობახიძემ მთავრობის  დღევანდელ  სხდომაზე  განაცხადა. მისივე თქმით, საქართველოს სურს აშშ-სთან ურთიერთობების თვისებრივად გადატვირთვა და სტრატეგიული პარტნიორობის განახლება სუფთა ფურცლიდან. „დღეს არის მნიშვნელოვანი დღე, აშშ-ში იმართება ახალი პრეზიდენტის ინაუგურაცია და ეს არის ერთგვარი გარდამტეხი მომენტი აშშ-სთვის. გასული 4 წელი იყო საკმაოდ რთული  მთლიანად ჩვენი ქვეყნისთვის, ისევე როგორც მთლიანად მსოფლიოსთვის, იყო არაერთი კრიზისი, კვლავაც მიმდინარეობს ომი უკრაინაში, ახლო აღმოსავლეთში, ევროპაში არის მძიმე ეკონომიკური კრიზისი. ფსევდოლიბერალური პროპაგანდა კიდევ უფრო ფართოდ გაიშალა ამ 4 წლის განმავლობაში. ლიბერალური ფაშიზმი არის არა მარტო ჩვენი ქვეყნის პრობლემა, არამედ სხვადასხვა ქვეყნის პრობლემაა, ამანაც  ახალი განვითარება შეიძინა ამ 4 წლის მანძილზე და კონკრეტულად ჩვენს ქვეყანაში, ამ 4 წლის განმავლობაში, იყო რევოლუციის 4 მცდელობა. სამწუხაროდ, მსოფლიოში არ იყო სიმშვიდე და ანალოგიურად იყო რთული პროცესები ჩვენს ქვეყანაშიც. გვაქვს ძალიან დიდი იმედი, რომ შემდეგი 4 წელი იქნება თვისებრივად განსხვავებული, იქნება ბევრად უფრო მშვიდი მსოფლიოსთვის და ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, უნდა აისახოს ჩვენს ქვეყანაზეც. ძალიან ამბიციური გეგმა აქვს პრეზიდენტ ტრამპს გაცხადებული, ეს არის „დიფ სთეითის“ დამარცხების გეგმა და ჩვენ გვინდა, წარმატებები ვუსურვოთ პრეზიდენტ ტრამპს ამ საქმეში. ამ ბრძოლაში წარმატებას ექნება გადამწყვეტი მნიშვნელობა საქართველო-აშშ-ის ურთიერთობების ნორმალიზებისთვის“, – განაცხადა პრემიერმა. ირაკლი კობახიძემ იმედი გამოთქვა, რომ „დიფ სთეითთან“ ბრძოლა პრეზიდენტ ტრამპის გამარჯვებით დასრულდება და ეს ხელს შეუწყობს მშვიდობის უზრუნველყოფას მსოფლიოში, რეგიონში და …