თამარ ჩიბურდანიძე: სამხრეთ კავკასიაში რუსეთის და დასავლეთის ურთიერთსაპირისპირო ინტერესებმა რეგიონის გაძლიერების საშუალება არ მოგვცა. დღეს სხვა რეალობაა და ამ შესაძლებლობას საუკეთესოდ იყენებენ საქართველო-აზერბაიჯანის ლიდერები

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი კობახიძის აზერბაიჯანის რესპუბლიკაში ოფიციალურ ვიზიტს პარტია „ხალხის ძალის“ წევრი თამარ ჩიბურდანიძე სოციალური ქსელით…

გოგა ხაინდრავა ფოთისა და ხობის მიტროპოლიტ გრიგოლ ბერბიჭაშვილს- რომელი ახალი საზოგადოების დაბადებას გულისხმობთ? იქნებ მიგვითითოთ კონსტიტუციის ფარგლებში, რომელი მუხლები განსაზღვრავენ იმ ვანდალური აქტების განხორციელების უფლებას, რომლის მოწმენი გავხდით თბილისის ქუჩებში

კინორეჟისორი გოგა ხაინდრავა ფოთისა და ხობის მიტროპოლიტ გრიგოლ ბერბიჭაშვილს მის საშობაო გზავნილთან დაკავშირებით ღია წერილით მიმართავს.…

დავით ჩიხელიძე: საქართველო ეკონომიკური ზრდით მსოფლიოში მეორე, ხოლო ევრაზიაში პირველ ადგილზეა – მმართველი გუნდის პრაგმატული პოლიტიკის შედეგად საქართველომ ბოლო წლებში ფაქტობრივად შეუძლებელი შეძლო

გაეროს მიერ გამოქვეყნებული მსოფლიო ეკონომიკური მდგომარეობის და პერსპექტივების 2025 წლის ანგარიშის თანახმად, საქართველო ეკონომიკური ზრდით მსოფლიოში…

საქართველოსა და აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრების ხელძღვანელობით, ბაქოში ორი  ქვეყნის ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისი კომისიის სხდომა გაიმართა

საქართველოსა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრების ხელძღვანელობით, ბაქოში საქართველო-აზერბაიჯანის ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისი კომისიის მე-10 სხდომა გაიმართა.  კომისიის სხდომაზე, რომელიც ირაკლი კობახიძემ და ალი ასადოვმა გახსნეს, საგარეო პოლიტიკურ დიალოგზე, სავაჭრო-ეკონომიკურ და სატრანსპორტო სფეროში თანამშრომლობაზე ისაუბრეს.  საქართველოს პრემიერ-მინისტრმა აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრს ქართული დელეგაციის მასპინძლობისთვის  მადლობა გადაუხადა და აღნიშნა,  რომ სხდომა ხელს  შეუწყობს  ორ ქვეყანას შორის  ურთიერთობების კიდევ უფრო გაფართოებას.  „მსურს, კიდევ ერთხელ დავადასტურო, რომ საქართველო და აზერბაიჯანი მტკიცედ უჭერენ მხარს ერთმანეთის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას და მინდა ამისთვის მადლობა გადაგიხადოთ. უდავოა, რომ რეგიონსა და მსოფლიოში სწრაფად ცვალებადი და რთული გეოპოლიტიკური ვითარების პირობებში, კიდევ უფრო დიდი მნიშვნელობა ენიჭება მშვიდობასა და სტაბილურობას, როგორც საკვანძო მოცემულობას რეგიონული განვითარებისა და მდგრადი კეთილდღეობისათვის. დარწმუნებული ვარ, რომ ერთობლივი ძალისხმევით არა თუ გადავლახავთ ყველა გამოწვევას, არამედ, გამოვიყენებთ არსებულ შესაძლებლობებს კიდევ უფრო ეფექტიანი თანამშრომლობისათვის. ჩვენ გულწრფელად ვართ დაინტერესებული განვახორციელოთ კონკრეტული პრაქტიკული ნაბიჯები და ხელი შევუწყოთ თანამშრომლობას რეგიონში, საქართველო მხარეებს სთავაზობს სამმხრივი თანამშრომლობის ინიციატივას, რომელიც ითვალისწინებს სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყნის ჩართულობას სხვადასხვა სფეროების მიმართულებით. რეგიონული თანამშრომლობის კონტექსტში, მნიშვნელოვანია ენერგეტიკული და სატრანსპორტო მარშრუტების წარმატებული ფუნქციონირების უზრუნველყოფა, არსებული კონფლიქტების დარეგულირება და რეგიონში უსაფრთხოების ხელშეწყობა“, – განაცხადა პრემიერმა.  ირაკლი კობახიძის თქმით, აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ აზერბაიჯანი ბოლო წლების მანძილზე საქართველოს მთავარი სავაჭრო პარტნიორების ხუთეულშია.  „ამ მხრივაც, აზერბაიჯანი საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი სტრატეგიული  პარტნიორია. ჩვენ ერთობლივად ვახორციელებთ ისეთ უმნიშვნელოვანეს რეგიონულ პროექტებს, როგორიცაა ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენი, ბაქო-თბილისი-ერზრუმის გაზსადენი, ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზა, ბუნებრივი აირის სამხრეთ დერეფნის პროექტები, შუა დერეფნის პროექტი,  ასევე შავი ზღვის წყალქვეშა  კაბელის პროექტი. აუცილებელია ძალისხმევის მიმართვა  ენერგოუსაფრთხოებისა და ენერგოდამოუკიდებლობის უზრუნველყოფის და ხელშეწყობის მიმართულებით“,…

საქართველოსა და აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრებმა ბაქოში  დაათვალიერეს  მიწის ნაკვეთი,სადაც საქართველოს საელჩოს შენობა აშენდება

აზერბაიჯანის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს შენობა აშენდება. 3450 კვ.მ. ფართობის მიწის ნაკვეთი ბაქოს ცენტრალურ უბანში, საქართველოს, საელჩოს შენობისთვის, პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის ვიზიტის ფარგლებში გადაეცა. ტერიტორია საქართველოს მთავრობის მეთაურმა აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრ ალი ასადოვთან და მთავრობის წევრებთან ერთად დაათვალიერა. აზერბაიჯანის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს შენობის მშენებლობა ახლო მომავალში დაიწყება.

ალი ასადოვი ირაკლი კობახიძეს- მინდა პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე ხელახლა დანიშვნა და საქართველოს ახალი მთავრობის ჩამოყალიბება კიდევ ერთხელ მოგილოცოთ

დარწმუნებული ვარ, რომ თქვენი ვიზიტი ქვეყნებს შორის ურთიერთობების განვითარებაში მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს, – ამის შესახებ აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრმა ალი ასადოვმა საქართველო-აზერბაიჯანის ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისი კომისიის მე-10 სხდომის გახსნისას განაცხადა. მისი თქმით,  დანიშვნიდან ცოტა ხნის შემდეგ აზერბაიჯანში საქართველოს პრემიერ-მინისტრის ვიზიტი კიდევ ერთხელ ადასტურებს ქვეყნებს შორის არსებული ურთიერთობების პატივისცემას. „დარწმუნებული ვარ, რომ თქვენი ვიზიტი ქვეყნებს შორის ურთიერთობების განვითარებაში მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს. 2024 წელი, როგორც აზერბაიჯანის, ასევე საქართველოს პოლიტიკურ ცხოვრებაში ძალიან მნიშვნელოვანი წელი იყო. აზერბაიჯანის ისტორიაში პირველად, ქვეყნის სუვერენულ ტერიტორიაზე საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნები ჩატარდა. საქართველოშიც ჩატარდა საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნები.  ორივე ქვეყანაში ჩატარებული არჩევნების შედეგები აზერბაიჯანელი და ქართველი ხალხების ნების გამომხატველი იყო. მინდა ვისარგებლო შემთხვევით და  პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე ხელახლა დანიშვნა  და საქართველოს ახალი მთავრობის ჩამოყალიბება  კიდევ ერთხელ მოგილოცოთ. დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი ხელისუფლებები, კონსტრუქციულად და მჭიდროდ იმუშავებენ და ჩვენი ხალხების განვითარებას და კეთილდღეობას ხელს შეუწყობენ. დანიშვნიდან ცოტა ხნის შემდეგ აზერბაიჯანში თქვენი ვიზიტი კიდევ ერთხელ ადასტურებს ჩვენს ქვეყნებს  შორის არსებული ურთიერთობების პატივისცემას თქვენი მხრიდან და ჩვენ დიდად ვაფასებთ ამას“, – განაცხადა ალი ასადოვმა.

საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურმა ბრიუსელში ნატოს სამხედრო კომიტეტის სხდომაში მონაწილეობა მიიღო

საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაური ბელგიის სამეფოში, ბრიუსელში იმყოფებოდა.გენერალ-მაიორმა გიორგი მათიაშვილი დელეგაციის წევრებთან ერთად ნატოს წევრი დაპარტნიორი…

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრ ალი ასადოვს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრ ალი ასადოვს შეხვდა. აზერბაიჯანის რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტში გამართულ პირისპირ შეხვედრაზე ალი ასადოვმა ირაკლი კობახიძეს 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში მმართველი გუნდის გამარჯვება და პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე ხელახლა არჩევა მიულოცა და აღნიშნა, რომ არჩევნების შედეგებმა ქართველი ხალხის ნება კიდევ ერთხელ აჩვენა. მხარეებმა საქართველო-აზერბაიჯანის სტრატეგიული პარტნიორობით გათვალისწინებულ  ძირითად მიმართულებებსა და ორი ქვეყნის ეკონომიკური  თანამშრომლობის მთავრობათაშორისი  კომისიის  სხდომის ფარგლებში განსახილველ საკითხებზე ისაუბრეს. აღინიშნა საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის სხვადასხვა სფეროში არსებული მჭიდრო თანამშრომლობის განვითარების პოზიტიური დინამიკა. ხაზი გაესვა რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის მნიშვნელობას. პრემიერ-მინისტრმა დაადასტურა საქართველოს მზადყოფნა, ხელი შეუწყოს სამმხრივ დიალოგს და რეგიონული თანამშრომლობის განვითარებას.

პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის ვიზიტი აზერბაიჯანის რესპუბლიკაში დაიწყო 

პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის ვიზიტი აზერბაიჯანის რესპუბლიკაში დაიწყო.  საქართველოს მთავრობის მეთაურს ბაქოს ჰეიდარ ალიევის სახელობის საერთაშორისო აეროპორტში აზერბაიჯანის რესპუბლიკის ვიცე-პრემიერი სამირ შარიფოვი დახვდა. ირაკლი კობახიძე ვიზიტის ფარგლებში პირისპირ შეხვედრებს გამართავს აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტ ილჰამ ალიევსა და პრემიერ-მინისტრ ალი ასადოვთან.  ორი ქვეყნის პრემიერ-მინისტრების ხელმძღვანელობით საქართველო-აზერბაიჯანის ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისი კომისიის მე-10 სხდომა გაიმართება.  საქართველოს პრემიერ-მინისტრი აზერბაიჯანის დედაქალაქს დელეგაციასთან ერთად ეწვია, რომლის შემადგენლობაში პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი, საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი, კულტურის მინისტრი თინათინ რუხაძე და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ლევან ჟორჟოლიანი არიან

ეკონომიკური ზრდის პერსპექტივებით საქართველო საერთაშორისო სივრცეში სალიდერო პოზიციებზეა

გაერთიანებული ერების ორგანიზაციამ და მსოფლიო ბანკმა მსოფლიო ეკონომიკური მდგომარეობის ანგარიშები და პროგნოზები წარმოადგინეს.გაეროს მიერ გამოქვეყნებული მსოფლიო…

გიორგი ცუცქირიძე: საპროტესტო აქციების გადაყვანა გაფიცვის რეჟიმში ემსახურება ხელისუფლებაზე ზეწოლის გაზრდას,რამაც ეკონომიკური ზრდის ტემპების შენელებით,უნდა შექმნას პრობლემები დასაქმებაშიც და საბიუჯეტო შემოსავლებშიც

საპროტესტო აქციების გადაყვანა გაფიცვის რეჟიმში ემსახურება ხელისუფლებაზე ზეწოლის გაზრდას, რამაც ეკონომიკური ზრდის ტემპების შენელებით, უნდა შექმნას…

გია აბაშიძე:ობსტრუქციის, გარედან შემოტევის მიუხედავად,მშვიდობამ და სწორმა პოლიტიკამ დადო შედეგი- ეკონომიკური ზრდის პერსპექტივებით,საქართველო საერთაშორისო ასპარეზზე ლიდერობს

ანალიტიკოსი გია აბაშიძე გაეროსა და მსოფლიო ბანკის შეფასებებს აქვეყნებს, რომლის მიხედვით მსოფლიო ეკონომიკური მდგომარეობის ანგარიშებისა და…

დავით ქართველიშვილი გრიგოლ ბერბიჭაშვილზე: მე მივყვები სქიმარქიმანდრიტ ვიტალის კურთხევას – „არასდროს განიკითხო ადამიანი, ვინაიდან ის უფლის ხატი და მსგავსებაა, მაგრამ შეგიძლია ამხილო მისი ცოდვილი ბუნება და ცოდვით გადაცდომა

“წინ მინდა გავუსწრო „მორწმუნე ოპონენტების აღშფოთებას – მეუფეზე „ძვირის თქმა” როგორ შეიძლებოდა. არ ვიცი, მე მივყვები…

დავით ქართველიშვილი: ექსპერტები მიიჩნევენ, რომ სამხრეთ კავკასიისა და ცენტრალური აზიის რეგიონები ტრამპისთვის პირველ რიგში ბიზნესის თვალსაზრისით იქნება საინტერესო. ამის ფონზე აზერბაიჯანში პრემიერ-მინისტრის ვიზიტს, უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება „ტრამპის ინაუგურაციამდე სამი დღით ადრე, საქართველოს ძირითად სტრატეგიულ პარტნიორ და მეგობარ აზერბაიჯანში პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის ვიზიტს, უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება

სამხრეთ კავკასიაში ტრამპის ადმინისტრაციის ახალი წარმომადგენლის დანიშვნამდე, ჩვენი რეგიონის ორმა ლიდერმა აუცილებლად უნდა მოახდინონ პოზიციების შეჯერება…

ალი ასადოვი – საქართველოსთან ურთიერთობების განვითარება აზერბაიჯანის საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთი პრიორიტეტია,გასული დროის განმავლობაში ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობა ხარისხობრივად ახალ საფეხურზე გადავიდა

საქართველოსთან ურთიერთობების განვითარება აზერბაიჯანის საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთი პრიორიტეტია, – ამის შესახებ აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრმა ალი ასადოვმა საქართველო-აზერბაიჯანის  ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისი კომისიის მე-10 სხდომის გახსნისას განაცხადა. აზერბაიჯანის პრემიერის თქმით, გასული დროის განმავლობაში ორ ქვეყანას შორის სტრატეგიული პარტნიორობა ხარისხობრივად ახალ საფეხურზე გადავიდა. „პატივცემულო პრემიერ-მინისტრო, საქართველოსთან ურთიერთობების განვითარება აზერბაიჯანის საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთი პრიორიტეტია.  გასული დროის განმავლობაში  ჩვენი სტრატეგიული  პარტნიორობა ხარისხობრივად ახალ საფეხურზე გადავიდა. ეს თანამშრომლობა ყველა მნიშვნელოვან სფეროს მოიცავს და გააჩნია ფართო იურიდიული ბაზა, აქ შედის 140-მდე დოკუმენტი. ჩვენს ქვეყნებს შორის აქტიური პოლიტიკური დიალოგი არსებობს. საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში ერთმანეთს ყოველთვის მხარს ვუჭერთ. ჩვენ რთულ პერიოდებში ყოველთვის ერთმანეთის გვერდით ვართ. აღნიშნული ტრადიცია დღესაც გრძელდება. ტერიტორიული მთლიანობის თემაზე ურთიერთმხარდაჭერა განსაკუთრებით მინდა აღვნიშნო.  ჩვენი ეკონომიკური სავაჭრო თანამშრომლობა ყოველთვის ძალიან მნიშვნელოვანია. საქართველო აზერბაიჯანის ერთ-ერთი უმთავრესი სავაჭრო პარტნიორია.  მართალია, გასულ წელს ჩვენი  სავაჭრო ბრუნვა ცოტათი  შემცირებულია, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ ეს დროებით ხასიათს ატარებს. ეკონომიკური პოტენციალის მთლიანად რეალიზაციისთვის საჭირო ნაბიჯები უნდა გადავდგათ. ეს საკითხი, რა თქმა უნდა, ყურადღების ცენტრში იქნება“, –  აღნიშნა ალი ასადოვმა.