ირაკლი კობახიძე – პოლიტიკური უმცირესობა ვერავითარ არსებით ტურბულენტობას ვერ გამოიწვევს, მოვუწოდებ, შეინარჩუნონ სიმშვიდე, შეეგუონ არჩევნებში დამარცხებას და მათი მეგობარი NGO-ების გამჭვირვალობას, რაც არის ევროპული სტანდარტი და ღირებულება

თუ ზუსტად არ იციან ჩვენმა რადიკალმა ოპონენტებმა, რომ გარანტირებულად აგებენ არჩევნებს, მაშინ რა აწუხებთ, მოვიდნენ ხელისუფლებაში…

ირაკლი კობახიძე – შანტაჟის ენა არ ჭრის არც ქართველი ხალხის და არც ამ ხელისუფლების მიმართ, იმიტომ, რომ დღეს ქვეყანას ჰყავს დამოუკიდებელი, სუვერენული ხელისუფლება და ხალხს აქვს ღირსება

შანტაჟის ენა არ ჭრის არც ქართველი ხალხის და არც ამ ხელისუფლების მიმართ, – ასე უპასუხა საქართველოს…

პრემიერი – ვინც ამბობს, რომ ეს კანონი არის რუსული,  ის არა მარტო იტყუება, არამედ ცრუპენტელობს, რადგან  როცა 10 უხეში და რეპრესიული რამ  წერია რუსულ კანონში, საიდანაც არც ერთია ქართულ კანონში, როგორ  არის ქართული კანონი რუსული

2020 წელს ჩვენ მოვისმინეთ ძალიან მძიმე და უხეში ბრალდებები საქართველოს ხელისუფლების მიმართ არჩევნების გაყალბებასთან დაკავშირებით; ამაზე საუბრობდნენ ელჩები, კონკრეტული პოლიტიკოსები, რაც ეფუძნებოდა სინამდვილეში ენჯეოების მიერ დასკვნების გაყალბებას – ცნობილი პარალელური ხმის დათვლას, ცნობილ ზედმეტობებს, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ჟურნალისტის კითხვის პასუხად განაცხადა. მისივე თქმით, უცხოური დაფინანსებით გაყალბდა პარალელური დათვლის მონაცემები, რაც შემდეგ კოლექტიური „ნაცმოძრაობისთვის“ საბაბი გახდა. „ეს კანონი რომ მიიღება, ამის შემდეგ გაიგებს საზოგადოება, ვისი დაფინანსებით ყალბდება ხოლმე პარალელური დათვლის შედეგები. აქამდე ეს ყველაფერი გამჭირვალე არ იყო. ჩვენ გვაქვს ეს ინფორმაცია, მაგრამ არ მინდა ვისაუბრო, ეს არის წარსული. თუმცა, როგორც კი ეს კანონი იქნება მიღებული, საზოგადოება გაიგებს, ვისი დაფინანსებით ყალბდება მაგალითად პარალელური დათვლის შედეგები, ან ზედმეტობის შესახებ მონაცემები,“- აღნიშნა პრემიერმა. მთავრობის მეთაურმა ისაუბრა იმის შესახებ, თუ რა წერია რუსულ კანონში და რა განსხვავებაა ამ კანონსა და „გამჭვირვალობის შესახებ“ კანონს შორის. „ვინც ამბობს, რომ ეს კანონი არის რუსული, ის არა მარტო იტყუება, არამედ ცრუპენტელობს. ეს არის ტყუილის ყველაზე უხეში ფორმა. რატომ არის ეს ცრუპენტელობა და რას ითვალისწინებს მაგალითად რუსული კანონი: რუსული კანონი, გარდა იმისა, რომ ითვალისწინებს დეკლარაციების ჩაბარებას, ითვალისწინებს მაგალითად იმას, რომ რამდენიმე თვით შეიძლება პირდაპირ ჩაჯდეს სახელმწიფო კონტროლი არასამთავრობო ორგანიზაციაში. შეიძლება, შეაჩეროს არასამთავრობო ორგანიზაციის საქმიანობა ამ კონტროლის განხორციელების პროცესში, შეიძლება საერთოდ აკრძალოს ამ არასამთავრობოს საქმიანობა, შეიძლება სისხლის სამართლის საქმე აღძრას, როგორც ორგანიზაციის, ისე მასში დასაქმებული ადამიანების წინააღმდეგ. გარდა ამისა, რუსული კანონი ითვალისწინებს ბრენდირებას, რაც გულისხმობს იმას, რომ არა მარტო ორგანიზაციაა, არამედ როცა მაგალითად ტელევიზიით გამოდის კონკრეტული პირი და საუბრობს ასეთი ორგანიზაციის სახელით, მას ქვევით ეწერება ტიტრებში, რომ ის არის უცხოელი აგენტი. ეს, ასე ვთქვათ ამერიკული სტანდარტია. ჩამოგითვალეთ 10 პუნქტი, რაც წერია რუსულ კანონში, ძალიან უხეში პუნქტებია, საიდანაც არც ერთი არ წერია ქართულ კანონში. რანაირად არის ქართული კანონი რუსული, ლოგიკა ხომ გაქვთ?,“- განაცხადა პრემიერმა და აღნიშნა, რომ ყველა, ვისაც აქვს 9 კლასის განათლება, მიხვდება, რომ როცა 10 უხეში და რეპრესიული რამ წერია რუსულ კანონში, ხოლო არც ერთი – ქართულ კანონპროექტში, არ შეიძლება ამ კანონს რუსული ეწოდოს.

დავით ქართველიშვილი: ეს არის ნეო-ნაციზმი. ეს არის ლიბერალური ფაშიზმი. ამ რეჟიმის დაბრუნებას ცდილობენ საქართველოში

„ესენი წარმოადგენენ აბსოლუტურად გან-სულიერებულ არსებებს, რომლებმაც მათში დაბადებიდან ჩადებული უფლის ხატი და მსგავსება არც კი გაყიდეს…

ზაალ ანჯაფარიძე- სახალხო დამცველმა როგორც იურისტისთვის, ისე მისი თანამდებობისთვის სრულიად არაადექვატური და სახიფათო განცხადება გააკეთა-ეს არის პირდაპირი ნიშანი, რომ ის გამოდის როგორც მხარე

ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე სახალხო დამცველის, ლევან იოსელიანის იმ განცხადებას გამოეხმაურა, რომელმაც აღნიშნა, რომ: “ადმინისტრაციული შენობის შესასვლელების…

ეკა სეფაშვილი: ევროინტეგრაციის კურსის გაგრძელების მიზნით, პოზიტიური ნაბიჯია თუ გამჭვირვალობის კუთხით, გარკვეულ ნაბიჯებს გადავდგამთ – შემდგომში ცოტა უფრო მკაცრი ევროდირექტივის დანერგვა ნაკლებ პრობლემებს გამოიწვევს საქართველოში

„საზოგადოებას შევახსენებ, რომ წინა წლებში სწორედ ევროკავშირის მხრიდან იყო მოთხოვნა არასამთავრობო სექტორის გამჭვირვალობის გაზრდის შესახებ, ამჟამადაც,…

დავით ქართველიშვილი: „გლობალური ომის პარტიის“ შესაძლოა ბოლო გაფართხალების მოწმენი ვართ ერთდროულად სხვადასხვა გეოლოკაციაში განვითარებული იდენტური არეულობების სახით

„დღეს გლობალურ მავნებლობას ებრძვის ვასალურ მძევლობაში მყოფი მთელი ევროპული კონტინენტი,“ – წერს სოციალურ ქსელში პარტია „ხალხის…

ირაკლი კობახიძე – კანვასის ტრენინგის ვიდეო არის აშკარა მტკიცებულება იმისა, რომ ამ ქვეყანაში მიზანმიმართულად მზადდებოდა რევოლუცია, დანაშაულის მხარე უნდა გამოიძიოს კონკრეტულმა სამართალდამცავმა უწყებამ, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ რევოლუცია არ მზადდებოდა

ჩვენ ვნახეთ რევოლუციის მოწყობის ღია მცდელობა 2022 წლის ივნისში, როცა არჩევნების მიუხედავად, არჩევნების მიღმა ითხოვ მთავრობის…

ირაკლი კობახიძე – კოლექტიურ “ნაცმოძრაობას“ სხვა შანსი არ აქვს, რომ დღეს არ სცადონ კიდევ ერთხელ ესკალაცია, თუმცა წარმატების არავითარი რესურსი არ აქვთ, როგორ შეძლება, პოლიტიკური უმცირესობის თუნდაც ძალადობრივი აქცია გახდეს პოლიტიკური უმრავლესობის მიერ გადაწყვეტილების შეცვლის მიზეზი

რადიკალურ დაჯგუფებებს, ოპოზიციას, კოლექტიურ “ნაცმოძრაობას“ სხვა შანსი არ აქვს, რომ დღეს არ სცადონ კიდევ ერთხელ ესკალაცია,…

თამარ ჩიბურდანიძე ოპოზიციას: მეტი რაღა გითხრათ პრემიერმა? წინასაარჩევნოდ თქვენს რესურსს ბოლომდე ვშიფრავთო – ახლა გაიგეთ, თუ რა მახეში შეგიტყუათ ხელისუფლებამ?

„რუსთაველზე გამართული აქციების მიზანია ყოველდღე დაძაბონ სიტუაცია, რომ შექმნან კულმინაცია, თუმცა, რამდენად აწყობთ არჩევნებამდე ხუთი თვით…

პრემიერი – თუ იქნები პრინციპული შენს გადაწყვეტილებებში, შეინარჩუნებ  მშვიდობას, სტაბილურობას და  კიდევ  უფრო წინ წახვალ  ევროინტეგრაციის მიმართულებით

ევროკავშირი მოექცა სერიოზული ზეწოლის ქვეშ და აბსოლუტურად უსამართლოდ არ მოგვენიჭა კანდიდატის სტატუსი, რაც გამოყენებულ იქნა რევოლუციის მცდელობისთვის, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა პრესკონფერენციაზე განაცხადა. ირაკლი კობახიძის თქმით, უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ უფრო გამარტივდა ევროკავშირზე ზეწოლა სხვადასხვა მიზეზის გამო და 2022 წელს საქართველოს უსამართლოდ არ მისცეს კანდიდატის სტატუსი. მთავრობის მეთაურმა გასული წელი გაიხსენა, როდესაც კანონპროექტის პირველი მოსმენით მიღების შემდეგ მმართველმა გუნდმა დადო პირობა, რომ მას ვენეციის კომისიაში გააგზავნიდნენ და კომისიის დასკვნის მიღებამდე მისი განხილვა აღარ გაგრძელდებოდა, რასაც წინააღმდეგობა მოჰყვა. „გამოვიდნენ აქაური აგენტურა და მათი მეგობრები და პირდაპირ გვითხრეს, რომ ვენეციის კომისიაში გაგზავნაც კი არ გაბედოთ. წარმოიდგინეთ, რასთან გვაქვს საქმე. ასეთ რაღაცებს რომ ვიხსენებთ, გვრჩება შთაბეჭდილება, რომ ვიღაცებს უნდათ, ეს ქვეყანა არასოდეს დაასვენონ. 2023 წელს ცდილობდნენ ვიღაცები ქვეყნის რყევას, იმას, რომ არ დაესვენებინათ, მოეწყოთ რევოლუცია და აქ არ მაქვს საუბარი ევროკავშირზე. ევროკავშირი, სამწუხაროდ, იმ მომენტში მოექცა სერიოზული ზეწოლის ქვეშ. უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ უფრო გამარტივდა ევროკავშირზე ზეწოლა სხვადასხვა მიზეზის გამო და 2022 წელს ჩვენ უსამართლოდ, ყოველგვარი ახსნის გარეშე არ მოგვცეს 2022 წლის ივნისში კანდიდატის სტატუსი. რა ახსნა შეიძლება მოუძებნო, რამე ახსნა აქვს ამას? ხომ არავითარი ახსნა არ აქვს. მოლდოვას აძლევ, დსთ-ს წევრს, უკრაინას აძლევ, საქართველოს არ აძლევ. კორუფციის კუთხით იცით რა ხდება უკრაინაშიც და მოლდოვაშიც. კორუფციაში იხრჩობა ორივე ქვეყანა, პირდაპირ რომ ვთქვათ. ინსტიტუტების სისუსტე, სასამართლო პრობლემები და ა.შ. იმ ორ ქვეყანას აძლევ სტატუსს, საქართველოს – არა. ამას ხომ არავითარი ახსნა არ აქვს. მაშინ ევროკავშირი მოექცა სერიოზული ზეწოლის ქვეშ და აბსოლუტურად უსამართლოდ არ მოგვენიჭა კანდიდატის სტატუსი, რაც გამოყენებულ იქნა რევოლუციის მცდელობისთვის. საბოლოოდ ჩვენ მოვახერხეთ, შეგვენარჩუნებინა მშვიდობა, თავიდან აგვეცილებინა დესტაბილიზაცია და ბოლოს კანდიდატის სტატუსიც მივიღეთ. თუ იქნები პრინციპული შენს გადაწყვეტილებებში, ამ შემთხვევაში იგივე შედეგს მიიღებ – შეინარჩუნებ მშვიდობას, სტაბილურობას და წახვალ კიდევ უფრო წინ ევროინტეგრაციის მიმართულებით. მაშინ ჩვენ პრინციპულად რომ არ გვებრძოლა და ბოლომდე არ გაგვეტანა ყველაფერი, დღეს არ გვექნებოდა არც მშვიდობა, არც სტაბილურობა და უკან მოგვრჩებოდა საერთოდ ევროკავშირი, როგორც ეს უკრაინის შემთხვევაში ხდება. აქედან გამომდინარე, მთავარია ეროვნული ღირსების და პრინციპების ბოლომდე დაცვა. ამას თუ გავაკეთებთ, შედეგებს მივიღებთ ყველა მიმართულებით, ამ კანონსაც მივიღებთ და ევროკავშირის წევრიც გავხდებით ყველაზე ადრე,“- განაცხადა პრემიერმა.

ნიუ-იორკის მერი ერიკ ადამსი: ახალგაზრდები არიან იმ ადამიანების ზეგავლენის ქვეშ, რომლებიც პროფესიონალები არიან ჩვენი შვილების რადიკალიზაციაში და მე არ ვაპირებ რომ როგორც მერმა, ეს დავუშვა ნიუ-იორკში

ჩვენ უნდა დავიცვათ ჩვენი ქალაქი მათგან, ვინც ცდილობს გააკეთოს ის, რაც ხდება გლობალურად. არის მოძრაობა, რომელიც…

ირაკლი კობახიძე  – დარწმუნებული ვართ, დღესაც აუცილებლად გადავლენ ძალადობაზე მომიტინგეები, ამისთვის მობილიზებული ჰყავთ 300-კაციანი საგანგებო ძალადობრივი ჯგუფი 

დარწმუნებული ვართ, დღესაც აუცილებლად გადავლენ ძალადობაზე მომიტინგეები, ამისთვის მობილიზებული ჰყავთ 300-კაციანი საგანგებო ძალადობრივი ჯგუფი, – ამის…

ირაკლი კობახიძე – ეს არის უმარტივესი კანონი, სადაც წერია ერთადერთი რამ, რომ წელიწადში ერთხელ უნდა გამოქვეყნდეს დეკლარაციები, როგორც შეიძლება, ევროკავშირმა ან ვენეციის კომისიამ თქვას, რომ გამჭვირვალობის მინიმალური სტანდარტი ცუდია

ეს არის უმარტივესი კანონი, არის სულ რამდენიმე გვერდი და წერია ერთადერთი რამ, რომ წელიწადში ერთხელ უნდა…

ნინო წილოსანი – ამ პროცესმა ფაშისტები გამოავლინა – ფაშიზმი შეცდომა არასდროს არის, ეს გააზრებული ბოროტება და არჩევანია

ამ პროცესმა ფაშისტები გამოავლინა, ფაშიზმი შეცდომა არასდროს არის, ეს გააზრებული ბოროტება და არჩევანია, თანაც ეს უკვე…