ყველას კარგად გვესმის, რომ ენჯეოები არის ზოგადად პოლიტიკური ინსტრუმენტი, რომელიც სხვადასხვა ქვეყანაში გამოიყენება პოლიტიკური ინტერესებისა და მიზნების რეალიზებისთვის, აქედან გამომდინარე, სადაც საქმე გვაქვს ჩვენ პოლიტიკასთან, იქ საკუთარი ფინანსების გამჭვირვალობა არასდროს არავის უხარია, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პირველი არხის გადაცემაში „გადაწყვეტილება“ განაცხადა. როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, აშკარად იკვეთებოდა პოლიტიკური ინტერესი იმასთან დაკავშირებით, რომ არ გამხდარიყო გამჭვირვალე ენჯეოების საქმიანობა. „ყველას კარგად გვესმის, რომ ენჯეოები არის ზოგადად პოლიტიკური ინსტრუმენტი, რომელიც სხვადასხვა ქვეყანაში გამოიყენება პოლიტიკური ინტერესების და მიზნების რეალიზებისთვის, აქედან გამომდინარე, სადაც საქმე გვაქვს ჩვენ პოლიტიკასთან, იქ საკუთარი ფინანსების გამჭვირვალობა არასდროს არავის უხარია. შესაბამისად, გასაგებია ეს სუბიექტური ინტერესი, მაგრამ როცა საბოლოო ჯამში შენგან ითხოვენ გამჭვირვალობას, არ შეიძლება, ასეთ უხეში ფორმით იბრძოდე გამჭვირვალობის წინააღმდეგ, ეს არის უბრალოდ გაუგებარი და მიუღებელი. ეს ყველაფერი არის ახსნა იმისა, თუ რატომ ჩაკეტეს დისკუსია და ბოლო მომენტში, მათ შორის სალომე ზურაბიშვილს რატომ ჩააკეტინეს დისკუსია, როცა ჩვენ ყველას შევთავაზეთ ვეტოს პროცედურა გამოგვეყენებინა ასეთი ჯანსაღი დისკუსიისთვის, აქაც უხეშად ჩააკეტინეს სალომე ზურაბიშვილს დისკუსია და ვეტო დაადებინეს ყოველგვარი განხილვის გარეშე“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
წელი: 2024
ირაკლი კობახიძე – როგორც იურისტმა, შემიძლია ვთქვა, რომ ვენეციის კომისიას პროფესიულ ღირსებაზე საერთოდ უარი აქვს ნათქვამი, არაფერი აქვთ სათქმელი და დოკუმენტი სავსეა აბსურდული ჩანაწერებით და ტყუილებით
წავიკითხე გამოგზავნილი დოკუმენტი და როგორც იურისტმა, შემიძლია ვთქვა, რომ ვენეციის კომისიას პროფესიულ ღირსებაზე საერთოდ უარი აქვს…
ირაკლი კობახიძე – საზოგადოების უდიდესი უმრავლესობა პირველ რიგში უყურებს, სად არის სიმართლე და მერე აქცევს ყურადღებას იმას, თუ ვინ რას ამბობს ამ სიმართლესთან დაკავშირებით
3-4 წლის წინ ერთი ევროპარლამენტარი რომ რაღაც ცუდს იტყოდა, ამაზეც კი სერიოზული მღელვარება იყო საზოგადოებაში; დღეს…
ირაკლი კობახიძე -არავითარი სივრცე არ დატოვესრეალურად ჯანსაღიდისკუსიისთვის,პირველივე დღიდან გამჭვირვალობის კანონის გარშემო წარიმართა აბსოლუტურად ირაციონალური კამპანიაყოველგვარი სიღმისეული განხილვისგარეშე
არავითარი სივრცე არ დატოვეს რეალურად ჯანსაღი დისკუსიისთვის, პირველივე დღიდან კანონის გარშემო წარიმართა აბსოლუტურად ირაციონალური კამპანია ყოველგვარი სიღრმისეული განხილვის გარეშე,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პირველი არხის გადაცემაში „გადაწყვეტილება“ განაცხადა. როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, გამჭვირვალობის კანონთან დაკავშირებით პროცესები ისე წარიმართა, რომ საერთოდ არ გაეხსნა სივრცე დისკუსიისთვის „სამწუხაროდ, ისე განვითარდა პროცესები მთელი ამ პერიოდის განმავლობაში, არა მარტო ბოლო მომენტში, როცა საქმე ეხებოდა უკვე ვეტოს პროცედურას, მთელი ამ ორი თვის განმავლობაში პროცესები ისე წარიმართა, რომ საერთოდ არ გაიხსნა სივრცე დისკუსიისთვის. ჩვენ მუდმივად ვითხოვდით დისკუსიას კანონპროექტთან დაკავშირებით. თქვენ გახსოვთ იყო არაერთი შეთავაზება, მათ შორის პირდაპირ ეთერში დისკუსიებთან დაკავშირებით, ელჩებს შევთავაზე პირადად მე ერთად დავმსხდარიყავით საზოგადოების წინაშე გვესაუბრა ამ კანონპროექტის შინაარსთან დაკავშირებით. იყო სხვა შეთავაზებებიც, ბოლო მომენტში იყო შეთავაზება ახალგაზრდების მიმართ, აქაც იყო სერიოზული ე.წ. ბულინგი ახალგაზრდების მიმართ, რა პირობებშიც ვერავინ გარისკა, პირდაპირ ეთერში დაჯდომა ამ კანონპროექტთან დაკავშირებით სასაუბროდ. პარლამენტში ასევე გახსოვთ, როგორ წარიმართა ეს პროცესი, არავითარი სივრცე არ დატოვეს რეალურად ჯანსაღი დისკუსიისთვის, პირველივე დღიდან კანონის გარშემო წარიმართა აბსოლუტურად ირაციონალური კამპანია ყოველგვარი სიღრმისეული განხილვის გარეშე, საიდანაც ძალიან მარტივად ჩანს ერთი რამ, რაც წამოსცდა ერთ-ერთ ოპოზიციონერ პოლიტიკოსს, რომელმაც პირდაპირ თქვა, რომ ჩვენ შინაარსში არ უნდა შევიდეთ, გამომდინარე იქიდან, რომ შინაარსი არის მათი ველიო. ეს პირდაპირ ითქვა ერთ-ერთი ოპოზიციონერის მხრიდან. რატომ შეიძლება, იყოს შენი ველი შინაარსი – შეიძლება, იყოს იმ შემთხვევაში შენი ველი, თუ შინაარსობრივად ხარ მყარად. რეალურად აქ ზუსტად ასეთი ვითარება იყო, შინაარსობრივად ჩვენ აბსოლუტურად წელში გამართული ვართ, არის ჯანსაღი კანონპროექტი, რომელიც განიხილებოდა პარლამენტში, რომელიც პარლამენტმა უკვე მიიღო სამი მოსმენით და აქცია კანონად. ასეთ ვითარებაში ჩვენს ოპონენტებს უბრალოდ არ აწყობდათ ჯანსაღი და ღია გახსნილი დისკუსია. როცა ამას აკეთებს პოლიტიკური ოპოზიცია ქვეყნის შიგნით, ეს უკვე გასაგებია, როცა იმავეს აკეთებენ უცხოელი პოლიტიკოსები, დიპლომატები მით უმეტეს, ეს არის აბსოლუტურად გაუგებარი. როცა ამას აკეთებენ ენჯეოები, რომლებიც ფორმალურად მაინც საკუთარ თავს აცხადებენ ისეთ სუბიექტებად, რომლებიც დისკუსიას უნდა ახალისებდნენ საზოგადოებაში, ესეც აბსოლუტურად გაუგებარია“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ. მისივე თქმით, რეალურად აშკარად იკვეთებოდა პოლიტიკური ინტერესი იმასთან დაკავშირებით, რომ არ გამხდარიყო გამჭვირვალე ენჯეოების საქმიანობა. „ყველას კარგად გვესმის, რომ ენჯეოები არის ზოგადად პოლიტიკური ინსტრუმენტი, რომელიც სხვადასხვა ქვეყანაში გამოიყენება პოლიტიკური ინტერესების და მიზნების რეალიზებისთვის, აქედან გამომდინარე, სადაც საქმე გვაქვს ჩვენ პოლიტიკასთან, იქ საკუთარი ფინანსების გამჭვირვალობა არასდროს არავის უხარია, შესაბამისად, გასაგებია ეს სუბიექტური ინტერესი, მაგრამ როცა საბოლოო ჯამში შენგან ითხოვენ გამჭვირვალობას, არ შეიძლება, ასეთ უხეში ფორმით იბრძოდე გამჭვირვალობის წინააღმდეგ, ეს არის უბრალოდ გაუგებარი და მიუღებელი. ეს ყველაფერი არის ახსნა იმისა, თუ რატომ ჩაკეტეს დისკუსია და ბოლო მომენტში, მათ შორის სალომე ზურაბიშვილს რატომ ჩააკეტინეს დისკუსია, როცა ჩვენ ყველას შევთავაზეთ ვეტოს პროცედურა გამოგვეყენებინა ასეთი ჯანსაღი დისკუსიისთვის, აქაც უხეშად ჩააკეტინეს სალომე ზურაბიშვილს დისკუსია და ვეტო დაადებინეს ყოველგვარი განხილვის გარეშე“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
ირაკლი კობახიძე – გაუმჭვირვალობა იყო ერთ-ერთი მთავარი ინსტრუმენტი, რომელმაც კონკრეტულ სუბიექტებს შეაძლებინა, ორჯერ ეცადათ რევოლუციის მოწყობა ამ ქვეყანაში
მთლიანად არის ხელოვნურად, გარედან თავს მოხვეული, რადიკალური NGO-ები, ტელევიზიები, ყველაფერი ის უმსგავსობა, რაც ხდებოდა ქვეყანაში 2012 წლამდე ხელისუფლების…
კიევში,მართლმსაჯულების კომისარი დიდიე რეინდერი გენერალურ პროკურორ ანდრეი კოსტინს შეხვდა. შეხვედრას ზურაბ ადეიშვილიც ესწრებოდა, რომელიც ფოტოზე არ გამოაჩინეს
ევროკავშირის მართლმსაჯულების კომისარი დიდიე რეინდერი კიევში გენერალურ პროკურორ ანდრეი კოსტინს შეხვდა“-ამის შესახებ ინფორმაციას სოციალურ ქსელ „X”-ით…
ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერი დავით შერაზადიშვილი რუსთაველის თეატრის სპექტაკლს დაესწრო
დღეს ბოლნისის თეატრის სცენაზე შოთა რუსთაველის სახელობის ეროვნული თეატრის მუსიკალურ-ქორეოგრაფიული სპექტაკლი „ძუნწი“ გაიმართა. თეატრალურ წარმოდგენას ბოლნისის…
გურამ მაჭარაშვილი: თუ ამერიკას ინტერესი აქვს, მათი წარმომადგენელი იყოს საქართველოს ხელისუფლებაში, ბევრი აღარაფერი დარჩა ამის თქმამდე და პირდაპირ თქვან
პარტია „ხალხის ძალის“ აღმასრულებელი მდივანი გურამ მაჭარაშვილი ამერიკელი კონგრესმენის ინიციატივას ეხმიანება. მისი თქმით, ერთი კონგრესმენის მიერ…
გურამ მაჭარაშვილი: სადაც ჰააგის სასამართლოს მოსამართლეებზე ასეთ აშკარა ზეწოლას ვხედავთ, ვენეციის კომისიის წევრებზე რატომ არ შეიძლება ყოფილიყო იგივე, რომელთაც ქართული კანონის მიმართ არა სამართლებრივი, არამედ, პოლიტიკური დასკვნა დადეს?
„ვხედავთ, რომ გამჭვირვალობის შესახებ კანონს, რომელსაც კენჭი ვუყარეთ, უკვე სხვა ქვეყნებშიც იღებენ – სერბეთში, ნატოს წევრ…
პრემიერ-მინისტრი საგარეო საქმეთა მინისტრთან ერთად ირანის ისლამურ რესპუბლიკაში იმყოფებოდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, საგარეო საქმეთა მინისტრ ილია დარჩიაშვილთან ერთად, ირანის ისლამურ რესპუბლიკაში იმყოფებოდა. მთავრობის მეთაური და საგარეო უწყების ხელმძღვანელი ირანის ისლამური რესპუბლიკის პრეზიდენტ ებრაჰიმ რაისის, საგარეო საქმეთა მინისტრ ჰოსეინ ამირ აბდოლაჰიანის და ხელისუფლების სხვა წარმომადგენლების დაკრძალვის ცერემონიას დაესწრნენ.
სოზარ სუბარი: ბევრი ჩვენი მეგობარი საქართველოს არ აღიქვამს, როგორც სრულფასოვან ქვეყანას – ისინი გვიყურებენ, როგორც ერთგვარ ნახევარკოლონიას, რომელმაც პირდაპირ უნდა შეასრულოს გარედან წამოსული ბრძანებები
„ყველა ეს კანონი არის ბევრად უფრო ფართო, მეტად ყოვლისმომცველი და უფრო მკაცრია სხვა ქვეყნებში, ვიდრე ქართული…
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, საგარეო საქმეთა მინისტრ ილია დარჩიაშვილთან ერთად, ირანის ისლამურ რესპუბლიკაში გაემგზავრა
მთავრობის მეთაური და საგარეო უწყების ხელმძღვანელი ირანის ისლამური რესპუბლიკის პრეზიდენტ ებრაჰიმ რაისის, საგარეო საქმეთა მინისტრ ჰოსეინ…
ნინო წილოსანი: ყველაზე დიდი “კომპრომატი” სალომე ქურასბედიანს იცით რა უპოვეს? ელისაშვილი უმრავლესობის ლიდერს ვირთხასავით რომ დაესხა თავს, ანა ბუჩუკური ბედნიერი გამომეტყველებით ცდილობდა მდინარაძის სახე ახლოდან, ტელეფონის კამერით გადაეღო, ამ დროს აბსოლუტურად სწორად შეწყვიტა სალომემ ბუჩუკურის ეს ამორალური ქმედება
პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, ნინო წილოსანი, საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, სალომე ქურასბედიანის ქსელში გავრცელებულ ვიდეოს ეხმიანება. მისი თქმით,…
ბაჩო ოდიშარია: საკმაოდ ნაყოფიერი გამოდგა კანში შეხვედრები. ეს პროცესი ვერ გააშავეს, ამიტომ დაიწყეს ცოლებსა და შვილებზე ბულინგის კამპანია, რაც უკვე მათი ჩვეული ხელწერაა
რაც შეეხება დელეგაციას, საკმაოდ ნაყოფიერი გამოდგა ჩვენი შეხვედრები, რის შედეგებსაც მალე იხილავს ქართული საზოგადოება. როდესაც ეს…
ეკა სეფაშვილი საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის დელეგაციასთან ერთად პორტუგალიაში გამართულ შეხვედრებში მონაწილეობს
საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრი, „ხალხის ძალის“ საერთაშორისო ურთიერთობების მდივანი, დეპუტატი ეკა სეფაშვილი კომიტეტის დელეგაციასთან ერთად ოფიციალური…