ირაკლი კობახიძე – განათლების სისტემა წინა ხელისუფლების წარმომადგენლებმა პოლიტიკურად საკუთარ თავზე მოირგეს, თსუ-ს  პროფესორების  დიდ ნაწილს აქვს  პოლიტიკური მიკერძოება და არ აქვს საკმარისი კვალიფიკაცია, ამის გამო  მთლიანად  სისტემა  მოშლილია

ერთ-ერთი მთავარი სისტემა, რაც მოირგეს პოლიტიკურად საკუთარ თავზე წინა ხელისუფლების წარმომადგენლებმა, ესეც გარე დავალება იყო, იყო სწორედ განათლების სისტემა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პირველი არხის გადაცემაში „გადაწყვეტილება“ განაცხადა. პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ სამწუხაროდ, ამ მიმართულებით არსებული ხელისუფლების პირობებშიც ვერ გაკეთდა საკმარისი და ამას ობიექტური მიზეზები აქვს, თუმცა ერთ-ერთი მთავარი რეფორმა, რაც საარჩევნოდ საზოგადოებისთვის იქნება შეთავაზებული, სწორედ განათლების ფუნდამენტური რეფორმა იქნება.  „ანგრევდნენ სახელმძღვანელოებს, ეროვნულ სასწავლო გეგმას, საშინელი პოლიტიკა ჰქონდათ პედაგოგების კუთხით და ა.შ. ხელოვნურად ანგრევდნენ ამ ყველაფერს და საბოლოო ჯამში მყარი სისტემა ჩამოაყალიბეს, რომლის მარტივად გადალაგება არ იყო შესაძლებელი. კიდევ უფრო მძიმე პრობლემები შექმნეს მათ უმაღლესი განათლების სისტემაში. მაგალითად რომ ავიღოთ წამყვანი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, სადაც მეც ვასწავლი, როგორც უნივერსიტეტის პროფესორი, საერთო სურათი გვაქვს უმძიმესი. ერთ-ერთი ფაქტორი არის ის, რომ პროფესორების დიდი ნაწილი მთლიანად პოლიტიკური ნიშნით არის შერჩეული. ეს ნიშნავს იმას, რომ მათ აქვთ პოლიტიკური მიკერძოება, გასაგებია ვის მხარეს და არ აქვთ საკმარისი კვალიფიკაცია – შეიძლება, პოლიტიკური მიკერძოება ნებისმიერ პროფესორს ჰქონდეს, მაგრამ როცა არც კვალიფიკაცია გაქვს, თან პოლიტიკურად მიკერძოებული ხარ, აქ ჩანს, სინამდვილეში როგორ ფორმირდებოდა პროფესურა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. ეს ეხება პროფესურის ძალიან დიდ ნაწილს. შესაბამისად, ეს არის ჩაკეტილი წრე, ამის გამო მთლიანად სისტემა არის მოშლილი. ამის გამო, არც სახელმძღვანელოები ვითარდება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, არც მეცნიერება და არც არაფერი, არის მძიმე, ჩაკეტილი წრე“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ნანა კაკაბაძე-ყველამ კარგად იცის, რომ ოცნების ხელისუფლებას ქვეყანა „რუსულ ჭაობში“ კი არ მიჰყავს, არამედ იცავს ქვეყნის სუვერენიტეტს, თავისუფლებას და დემოკრატიას. ამომრჩეველთა უმრავლესობა ხედავს და ირჩევს იმ პოლიტიკურ ძალას, რომელიც არა სხვა ქვეყნის, არამედ საკუთარი სამშობლოს ინტერესებს მიიჩნევს პრიორიტეტულად

“მგონი აღარავის ახსოვს, რომ ლამის მესამე მსოფლიო ომია დაწყებული, უკრაინის ომში მსხვერპლი მილიონს მიუახლოვდა, ახლო აღმოსავლეთში…

დათო გამცემლიძე: აბსოლუტურად სწორად მოიქცა პრემიერ-მინისტრი, რომ ჩავიდა ირანში და ისევე, როგორც ყველა მეზობელმა ქვეყანამ პატივი მიაგო დაღუპულ პრეზიდენტს – ირანი საქართველოს მეზობელი რეგიონული ზესახელმწიფოა, ხოლო, დიპლომატიაში არსებობს ცნება „სამეზობლო ეთიკა“

აბსოლუტურად სწორად მოიქცა საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, რომ ჩავიდა ირანში და ისევე, როგორც ყველა მეზობელმა ქვეყანამ…

ლევან ნიკოლეიშვილი: შანტაჟის ენით საუბრის პასუხი შესაძლოა საქართველოს შიდა თუ გარე მტრებმა ძალიან მალე გაიგონ. უცხოელებს სერიოზული უხერხულობები კი შეექმნებათ, თუმცა არც “ჩვენს” მავნებელ პოლიტიკანებზე ხელის შეხოცვა მოერიდებათ

ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი კობახიძის განცხადებას ეხმაურება, რომლის თქმითაც, როდის და როგორ იყო ჩართული…

მიხეილ ყაველაშვილი: ვენეციის კომისია გასცემს სამართლებრივ დასკვნებს და არა -პოლიტიკურ შეფასებებს, თუმცა საქართველოს შემთხვევაში ესეც დაირღვა

„მესამე თვეა ველოდებით რაიმე სამართლებრივ არგუმენტს (თუ არსებობს) მუხლებთან მიმართებით, რაც ვერ მოვისმინეთ და სამწუხაროა, რომ…

ირაკლი კობახიძე -მეორე ფრონტი  სერიოზულად შეასუსტებდა რუსეთის პოზიციებს უკრაინის ფრონტზე და ეს  არის ინტერესი, რისგანაც ჩვენ ვიცავთ წარმატებით  ჩვენს ქვეყანას  ორ წელიწადზე მეტია -ამ ინტერესების  უკან დგას გლობალური ომის პარტია

მეორე ფრონტი სერიოზულად შეასუსტებდა რუსეთის პოზიციებს უკრაინის ფრონტზე და ეს არის ინტერესი, რისგანაც ჩვენ ვიცავთ წარმატებით ჩვენს ქვეყანას უკვე ორ წელიწადზე მეტია, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პირველი არხის გადაცემაში „გადაწყვეტილება“ განაცხადა. პრემიერის თქმით, ამ ინტერესების უკან დგას გლობალური ომის პარტია. „ერთია ოკუპაცია და მეორეა მერე ოკუპირებული ტერიტორიების კონტროლი. როდესაც საუბარია ჩვენი ზომის ქვეყანაზე, თუნდაც ასეთი სცენარის რეალიზების შემდეგ, ანუ ასეთი ჰიპოტეტური სცენარი რომ განვიხილოთ, რაც მეორე ფრონტს შეიძლება მოჰყვეს, ვითარების კონტროლს სჭირდება რამდენიმე ათეული ათასი გაწვრთნილი სამხედრო. არა ისეთი სამხედრო, რომლის მობილიზება ხდება გაჭირვების ჟამს სხვადასხვა რეგიონიდან, არამედ, ათეულობით ათასი კარგად გაწვრთნილი სამხედრო, თავისი ტექნიკით, აღჭურვილობით, არტილერიით. ეს რა თქმა უნდა, სერიოზულად შეასუსტებდა რუსეთის პოზიციებს უკრაინის ფრონტზე. ამიტომ, იმის თქმა არ შეიძლება, რომ საქართველოს არ შეუძლია თავისი შესაძლო სცენარით დაასუსტოს რუსეთის პოზიციები პირველ ფრონტზე და ეს არის ინტერესი, რისგანაც ჩვენ ვიცავთ წარმატებით ჩვენს ქვეყანას უკვე ორ წელიწადზე მეტია, მაგრამ სამწუხაროდ, არ ეშვებიან. ამ ინტერესების უკან დგას ის, ვინც იდგა სხვა ინტერესების უკან, იგივე ძალა – ანუ გლობალური ომის პარტია. რასაც ჩვენ შეგნებულად არ ვაკონკრეტებთ,  მაგრამ ვგულისხმობთ ძალიან კონკრეტულ სუბიექტებს. ამ ძალებს აქვთ საკვანძო გავლენა როგორც ევროკავშირზე, ასევე აშშ-ზე, რაც ძალიან სამწუხარო მოვლენაა. პირდაპირ შეილება ითქვას ერთი რამ, რომ ამერიკასაც და ევროკავშირსაც სჭირდება დეოლიგარქიზაცია. არის სამწუხარო პროცესები და იმედი გვაქვს, რომ ეს პროცესები სამომავლოდ სასიკეთოდ შეიცვლება“, – განაცხადა პრემიერმა.

პრემიერი – ნატოს წევრი თურქეთი განიხილავს იგივე კანონს და სტოლტენბერგის მსგავსი განცხადებები არ მოგვისმენია, ჩვენი ლოგიკა მარტივია, თურქეთს ვერ ჩართავ მეორე ფრონტად ომში, საქართველოს ჩართვა შესაძლებელია 

2022 წლის დასაწყისიდან, საქართველოს მიმართ იყო სერიოზული ინტერესი, რომ აქ გახსნილიყო მეორე ფრონტი, რაც სერიოზულად დააზიანებდა…

ირაკლი კობახიძე  -„გლობალურ ომის პარტიასთან“ ბრძოლა სერიოზულ, მათ შორის პერსონალურ რისკებთან არის დაკავშირებული თუმცა, ალტერნატივა არ აქვს,  რადგან ალტერნატივა არის დანებება და ქვეყნის უკრაინიზაცი

პარტნიორებს ჩვენ არ ვეძახით „გლობალურ ომის პარტიას“, თუმცა ვაცხადებთ, რომ ამ პოლიტიკურ სივრცეზე „გლობალური ომის პარტიას“…

ირაკლი კობახიძე – ვერავის დააშანტაჟებენ, ერთადერთი, რაზეც შეიძლება არსებობდეს ინფორმაცია, არის ჩვენი გუნდის მიერ ქვეყნის ეროვნული ინტერესების დაცვა

ასეთი ინფორმაცია ბუნებაში ვერ იარსებებს, იმიტომ რომ ჩვენ ვმოქმედებთ აბსოლუტურად სუფთად ეროვნული ინტერესების დასაცავად და ერთადერთი,…

ირაკლი კობახიძე -ჩვენ გვაქვს იმედი, რომ მოხდება ევროკავშირის და ამერიკის შეერთებული შტატების დეოლიგარქიზაცია

ჩვენ გვაქვს ამის იმედი და ვფიქრობთ  ოპტიმიზმის სერიოზული საფუძველი, რომ მოხდება ევროკავშირის და ამერიკის შეერთებული შტატების დეოლიგარქიზაცია, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პირველი არხის გადაცემაში „გადაწყვეტილება“ განაცხადა. პრემიერმა იმედი გამოთქვა, რომ  შესაძლებელი გახდება ეროვნული ინტერესების უფრო მტკიცედ დაცვა. „მე კიდევ ერთხელ გამოვთქვამ იმედს, ეს არის ჩვენი გუნდის ოპტიმიზმი, რომ პირველ რიგში, ევროკავშირი მოახერხებს დეოლიგარქიზსციას ამერიკის შეერთებულ შტატებსაც შეუძლია დეოლიგარქიზაციის  მიღწევა და შესაძლებელი გახდება საკუთარი ეროვნული ინტერესების უფრო მტკიცედ დაცვა, ანუ როგორც აშშ-ს, ისე ევროკავშირის ცალკეულ ქვეყნებს და მთლიანად ევროკავშირს. დღეს ამ კუთხით არის სერიოზული პრობლემები. ქვეყნების სუვერენიტეტი არის სერიოზული ზეწოლის ქვეშ. ჩვენ გვაქვს ამის იმედი და ვფიქრობთ  ოპტიმიზმის სერიოზული საფუძველი, რომ უახლოეს წლებში ევროკავშირი მოახერხებს გათავისუფლებას ამ მავნე გავლენებისგან და მოხდება ევროკავშირის და ამერიკის შეერთებული შტატების დეოლიგარქიზაცია“, – განაცხადა პრემიერმა.

პრემიერი – ერთადერთი, რაც უნდა გასაჯაროვდეს, არის ფინანსებთან დაკავშირებული ინფორმაცია – შემოსავლები და ხარჯები, რასაც პოლიტიკური პარტიები უკვე აკეთებენ და ეს არასოდეს გამხდარა მათი საქმიანობის შეფერხების მიზეზი

ერთადერთი, რაც უნდა გასაჯაროვდეს, ეს არის ფინანსებთან დაკავშირებული ინფორმაცია – შემოსავლები და ხარჯები, მეტი არაფერი, –…

ირაკლი კობახიძე – შემოსავლებისა და ხარჯების გასაჯაროებას პოლიტიკური პარტიები უკვე აკეთებენ, ეს არასდროს გამხდარა არც ერთი პარტიის საქმიანობის შეფერხების, არც მით უმეტეს მათი დახურვის მიზეზი

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ გამჭვირვალობის კანონით ერთადერთი რაც უნდა გასაჯაროვდეს, ეს არის ფინანსებთან დაკავშირებული ინფორმაცია შემოსავლები და ხარჯები.  როგორც ირაკლი კობახიძემ პირველი არხის გადაცემაში „გადაწყვეტილება“ განაცხადა, შემოსავლებისა და ხარჯების გასაჯაროებას პოლიტიკური პარტიები უკვე აკეთებენ და ეს არასდროს გამხდარა არც ერთი პარტიის საქმიანობის შეფერხების მიზეზი.  „ერთადერთი რაც უნდა გასაჯაროვდეს, ეს არის ფინანსებთან დაკავშირებული ინფორმაცია შემოსავლები და ხარჯები, მეტი არაფერი. რასაც პოლიტიკური პარტიები უკვე აკეთებენ და არასდროს ეს არ გამხდარა არც პარტიების საქმიანობის შეფერხების მიზეზი, არც მით უმეტეს, მათი დახურვის მიზეზი, ასეთი ტიპის აბსურდულ საკითხებზე გვიწევს ჩვენ მსჯელობა. წლების განმავლობაში პარტიები დეტალურად აქვეყნებენ, ბევრად უფრო დეტალურად, ვიდრე მოეთხოვებათ არასამთავრობო ორგანიზაციებს, საკუთარ შემოსავლებსა და გასავლებს, არასდროს პოლიტიკური პარტიების საქმიანობის შეფერხების თემა არ დამდგარა დღის წესრიგში, მიუხედავად იმისა, რომ ბევრად უფრო გამჭვირვალეა პარტიების საქმიანობა დღემდე, ვიდრე ამას ითვალისწინებს ახალი კანონი“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

პრემიერი – კოლექტიური „ნაციონალური მოძრაობის“ ერთადერთი დავალებაა, მუდმივი რადიკალიზმის ქვეშ აცხოვრონ ქვეყანა, სცადონ რევოლუციების მოწყობა და საბოლოო ჯამში დაიბრუნონ ძალაუფლება გარე დახმარებით

საზოგადოებამ დაინახა თვალსაჩინოდ, რომ ეს არის ერთი ქვაბი, ერთი პოლიტიკური ძალა, რასაც ჰქვია კოლექტიური „ნაციონალური მოძრაობა“,…

ირაკლი კობახიძე -ხელოვნურად არისშექმნილი ერთი პოლუსი, რომელიც მუდმივად ცდილობს ძალაუფლების დაბრუნებას და ეს მოცემულობა მუდმივი რისკის ქვეშ ამყოფებს ქვეყანას, რაც  მიუღებელია

ხელოვნურად არის შექმნილი ერთი პოლუსი, რომელიც მუდმივად ცდილობს ძალაუფლების დაბრუნებას და საბოლოო ჯამში, ეს მოცემულობა მუდმივი რისკის ქვეშ ამყოფებს ქვეყანას, რაც მიუღებელია – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პირველი არხის გადაცემაში „გადაწყვეტილება“ განაცხადა. პრემიერის თქმით, სწორი მოცემულობა არის, როდესაც ქვეყანაში არის რამდენიმე ჯანსაღი, ძლიერი პოლიტიკური ძალა, რომელიც არის დამოუკიდებელი და არ არის გარედან მართული. „კომფორტზე აქ  ნაკლებად შეიძლება იყოს საუბარი. აქ მთავარია, რეალობა. ეს მოცემულობა, რაც ჩვენ გვაქვს, არის აბსოლუტურად მიუღებელი. სინამდვილეში, ჩვენ გვაქვს ორი ძალა ქართულ პოლიტიკაში. ერთი, ეს არის მმართველი გუნდი, „ქართული ოცნება“, მეორე არის ეს კოლექტიური პოლიტიკური ძალა, რასაც ჩვენ ვუწოდებთ კოლექტიურ ნაციონალურ მოძრაობას. მათ კოლექტიურობას განაპირობებს ერთადერთი ფაქტორი – ეს არის ის, რომ ისინი მთლიანად არიან ერთი ხელიდან მართული. ეს არის მთავარი განმაპირობებელი. რა თქმა უნდა, იქ არის შიდა ინტერესები, ამბიციები, სუბიექტური მომენტები, მაგრამ მთავარი არის ის, რომ საბოლოო ჯამში ისინი ყველა არიან ერთი ხელიდან მართულები. აქ იმაზე არ არის საუბარი ჩვენ რა და როგორ გვირჩევნია, მთავარია ხალხს გავაგებინოთ, სად არის სიმართლე და ამის ჩვენება ჩვენთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია. იმის ჩვენება, რომ ისინი სინამდვილეში არიან ერთი პოლიტიკური ძალა, ეს ჩვენთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია, იმიტომ, რომ ხალხი თუ გაიგებს სიმართლეს, უფრო მეტად იქნება დაცული. თუ არ ეცოდინება ბოლომდე სიმართლე, მაშინ იქნება შედარებით დაუცველი. ჩვენ ზოგადად, რთული პროცესების გავლა გვიწევს, მათ შორის, ქართულ საზოგადოებას. საბედნიეროდ, ძალიან გამოცდილია ჩვენი საზოგადოება და საბოლოო ჯამში საზოგადოების უმრავლესობა  ახერხებს სწორად მოვლენების გააზრებას და სწორად რეაგირებას, თუმცა რისკები მუდმივად არსებობს, იქედან გამომდინარე, რომ არის სირთულეები ამ პროცესში. ამიტომ, ჩვენთვის ერთადერთი რამ არის პრინციპული და მნიშვნელოვანი, რომ საზოგადოება მაქსიმალურად იყოს აღჭურვილი ობიექტური ინფორმაციით მოვლენებთან დაკავშირებით. ზოგადად ეს მოცემულობა არის აბსოლუტურად მიუღებელი, რომ ხელოვნურად არის შექმნილი ერთი პოლუსი, რომელიც მუდმივად ცდილობს ძალაუფლების დაბრუნებას და საბოლოო ჯამში, ეს მოცემულობა მუდმივი რისკის ქვეშ ამყოფებს ქვეყანას. ამიტომ, ეს მოცემულობა მიუღებელია. სწორი მოცემულობა არის, როდესაც ქვეყანაში არის რამდენიმე ჯანსაღი, ძლიერი პოლიტიკური პარტია, ძალა, რომელიც არის დამოუკიდებელი, არ არის მართული გარედან, კონკრეტული ინტერესებით. ეს მოცემულობა სამწუხაროდ, ჩვენ  არ გვაქვს, ჩვენ გვაქვს ორი ძალა პოლიტიკურ სისტემაში, ეს არის „ქართული ოცნება“ და კოლექტიური „ნაციონალური მოძრაობა“, რომელსაც ნულოვანი დამოუკიდებლობა აქვს. ეს პოლიტიკური ძალა საერთოდ არ არის დამოკიდებული ქართველი ხალხის ნებაზე. ორიენტირებულიც არ არის ამაზე. თუ დავაკვირდებით მათ ქმედებებს, ყოველ ჯერზე ისინი თითს იშვერენ არა ქართველი ხალხის პოზიციისკენ, არამედ, მუდმივად თითს იშვერენ, რომელიმე კონკრეტული სენატორი თუ ევროპარლამენტარი რას იტყვის, ანუ მთლიანად დამოკიდებულები არიან გარე ძალებზე და საერთოდ არ აინტერესებთ, სინამდვილეში ხალხი რას ფიქრობს. პროცესებთან დაკავშირებით“, – განაცხადა პრემიერმა.

ირაკლი კობახიძე – რასაც საქართველოში კონკრეტული „ენჯეოშნიკები“ ამბობდნენ, იმავეს რომ კითხულობ ვენეციის კომისიის დასკვნაში, ეს  ყველა ზღვარს სცილდება, ეს ნიშნავს პროფესიულ ეთიკასა და ღირსებაზე უარის თქმას

სამართლებრივად და ყველანაირი კუთხით არის აბსოლუტურად უსუსური არგუმენტაცია, რასაც ვხედავთ ვენეციის კომისიის დასკვნაში. უფრო სწორად რომ…