ღონისძიება ჩატარდა მერიის განათლების, კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის ორგანიზებით, “თავისუფლების თამაშების“ ფარგლებში, რომელშიც მონაწილეობა…
წელი: 2024
დიმიტრი ხუნდაძე: დღეს საქართველო და მმართველი გუნდი მყარად დგას ფეხზე და მის პრინციპულ გადაწყვეტილებას, დაიცვას ქვეყნისა და საზოგადოების ინტერესები, ვერავითარი ძალა ვერ შეაჩერებს
დღეს საქართველო ნამდვილად დგას გზაგასაყარზე, მაგრამ არა რუსეთსა და დასავლეთს შორის, არამედ – დამოუკიდებლობასა და დამოკიდებულებას…
ირაკლი კობახიძე – გამჭვირვალობა ბევრ რამეს დააზღვევს, გაუჭირდებათ, ღიად უცხოური დაფინანსებით გააგრძელონ მაგალითად ეკლესიაზე თავდასხმა, ან აწარმოონ ლგბტ პროპაგანდა, ამიტომ ეშინიათ გამჭვირვალობის, რომ მოუწევთ არასწორ პრაქტიკაზე უარის თქმა
გამჭვირვალობა ბევრ რამეს დააზღვევს, გაუჭირდებათ, ღიად უცხოური დაფინანსებით გააგრძელონ მაგალითად ეკლესიაზე თავდასხმა, ან აწარმოონ ლგბტ პროპაგანდა…
პრემიერი – შედეგი ამ კანონისა არის ერთადერთი ვებ-გვერდი, სადაც საქართველოს მოქალაქეს, ნებისმიერ ადამიანს, შეეძლება შევიდეს და ნახოს ინფორმაცია, თუ ვინ დგას ამა თუ იმ არასამთავრობო ორგანიზაციის უკან
თუ NGO-ები დაიწყებენ კეთილსინდისიერად მოქმედებას, შედეგი ამ კანონისა არის ერთადერთი ვებ-გვერდი, სადაც საქართველოს მოქალაქეს, ნებისმიერ ადამიანს,…
ირაკლი კობახიძე – გაუმჭვირვალობამ აცდუნა როგორც ორგანიზაცია, ასევე დონორი, გაეყალბებინათ პარალელური დათვლის შედეგები, როგორც კი საზოგადოებისთვის გამჭვირვალე გავხადეთ ინფორმაცია, მოუწიათ უკან დახევა, რიგგარეშე არჩევნების გამოწვევა ვეღარ მოხერხდა
გაუმჭვირვალობამ აცდუნა როგორც ორგანიზაცია, ასევე დონორი, რომ გაეყალბებინათ პარალელური დათვლის შედეგები, თუმცა, როგორც კი საზოგადოებისთვის გამჭვირვალე გავხადეთ ინფორმაცია დონორების, მათ შორის USIAD-ისა და NDI-ის თაობაზე, მაშინვე მოუწიათ უკან დახევა და საბოლოო ჯამში პარალელური დათვლის მთავარი დანიშნულება რაც იყო, რიგგარეშე არჩევნების გამოწვევა, ეს ვეღარ მოხერხდა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პირველი არხის გადაცემაში „გადაწყვეტილება“ განაცხადა. როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, არასამთავრობო ორგანიზაციების დაფინანსებაზე როცა აქცენტი არ კეთდებოდა, ამ პირობებში თავისუფლად გააყალბეს პარალელური დათვლის შედეგები. „იმ პირობებში, როცა არათუ გამჭვირვალე არ იყო, არამედ აქცენტიც კი არ კეთდებოდა გამჭვირვალობაზე, მოხდა რა -USIAD აფინანსებდა პარალელური დათვლის პროცესს და კონკრეტულად NDI-ის მიერ დაფინანსებული თანამშრომელი ითვლიდა პარალელურად საარჩევნო შედეგებს. NDI და USIAD იყო პირდაპირ ჩართული. იმ პირობებში, როდესაც არც გამჭვირვალე იყო ეს დაფინანსება, არც არავინ აკეთებდა აქცენტს გამჭვირვალობის აუცილებლობაზე, ძალიან მარტივად გააყალბეს პარალელური დათვლის შედეგები, შესაბამისად, გაუმჭვირვალობამ შექმნა ცდუნება, რომ ასეთი რამ გაკეთებულიყო. გაუმჭვირვალობამ შეასრულა სწორედ ეს როლი, რომ დაზღვევა ვერ მოხდა. მას შემდეგ რაც, ჩვენ გამჭვირვალე გავხადეთ ინფორმაცია, ანუ საზოგადოებას მივაწოდეთ ინფორმაცია დონორებთან დაკავშირებით, ამან ნახეთ, რამხელა შედეგი გამოიღო – საბოლოო ჯამში ეს გაყალბება იყო განკუთვნილი, რათა ჩატარებულიყო რიგგარეშე არჩევნები და სწორედ გამჭვირვალობით, საზოგადოებისთვის ინფორმაციის მიწოდებით, მოვახერხეთ ის, რომ პარალელური დათვლის გაყალბება ვეღარ გახდა რიგგარეშე არჩევნების ჩატარების მიზეზი“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ. მისივე თქმით, გამჭვირვალობამ ძალიან დიდი, საკვანძო როლი შეასრულა, რომ გაყალბებული პარალელური დათვლის წყალობით მათ ვერ მოახერხეს რიგგარეშე არჩევნების გამოწვევა ქვეყანაში. „პარალელური დათვლა სწორედ რომ საჩვენო არგუმენტია ანუ გაუმჭვირვალობამ აცდუნა როგორც ორგანიზაცია, ასევე დონორი, რომ გაეყალბებინათ პარალელური დათვლის შედეგები, თუმცა, როგორც კი საზოგადოებისთვის გამჭვირვალე გავხადეთ ინფორმაცია დონორების თაობაზე, მათ შორის USIAD-ისა და NDI-ის თაობაზე, მაშინვე მოუწიათ უკან დახევა. საბოლოო ჯამში პარალელური დათვლის მთავარი დანიშნულება რაც იყო, რიგგარეშე არჩევნების გამოწვევა, ეს ვეღარ მოხერხდა. გამჭვირვალობამ იქაც თავისი ძალიან სერიოზული როლი შეასრულა. თუ მომავალში წინდაწინ იქნება გამჭვირვალე ყველაფერი, რა თქმა უნდა, თავიდანვე იქნება დაზღვეული ასეთი არასწორი პრაქტიკა როგორიც არის პარალელური დათვლის შედეგების გაყალბება, რევოლუციის მოწყობის მცდელობა და ა.შ“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
ირაკლი კობახიძე – როცა წარმოვაჩენთ, რომ კონკრეტული დონორები ენჯეოების მეშვეობით ხელოვნურად ცდილობენ ქვეყანაში სტრატეგიული ეკონომიკური პროექტების დაბლოკვას, ძალიან გაუჭირდებათ მათ ასეთი პროექტების დაფინანსება
როცა ჩვენ წარმოვაჩენთ იმას, რომ კონკრეტული დონორი ორგანიზაციები ხელოვნურად ცდილობენ ენჯეოების მეშვეობით ამ ქვეყანაში სტრატეგიული ეკონომიკური…
ირაკლი კობახიძე – ფსევდოლიბერალური იდეოლოგიის მთავარი ხაზი არის, რომ ბავშვს, ახალგაზრდას, ადამიანს არ აძლევ საკმარის ცოდნას და აცლი ღირებულებებს, ერთ-ერთი მთავარი, რასაც საარჩევნოდ საზოგადოებას შევთავაზებთ, განათლების ფუნდამენტური რეფორმა იქნება
ფსევდოლიბერალური იდეოლოგიის მთავარი ხაზი არის, რომ ბავშვს, ახალგაზრდას, ადამიანს არ აძლევ საკმარის ცოდნას და ართმევ ღირებულებებს…
ირაკლი კობახიძე -როცა საზოგადოება დაინახავს, თუ ვინ დგას კონკრეტული ორგანიზაციების უკან, გაუჭირდებათ ამ ორგანიზაციებს, უხეშად ჩაერთონ რევოლუციურ პროცესებში
როდესაც საქმე ეხება რევოლუციის მცდელობას, აქაც გამჭვირვალობას ექნება დამზღვევი ეფექტი როცა საზოგადოება მკაფიოდ დაინახავს, თუ ვინ დგას კონკრეტული ორგანიზაციების უკან, რა თქმა უნდა, ასეთ დროს გაუჭირდებათ ამ ორგანიზაციებს, რომ პირდაპირ, უხეშად ჩაერთონ რევოლუციურ პროცესებში, მოითხოვონ მთავრობის გადადგომა, საკუთარი მონაწილეობით მთავრობის ფორმირება და ა.შ. -ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პირველი არხის გადაცემაში „გადაწყვეტილება“ განაცხადა. პრემიერის თქმით, როდესაც გამჭვირვალე გახდება დაფინანსება, ბევრ რამეს დააზღვევს ეს კანონი. „ასევე, როდესაც საქმე ეხება რევოლუციის მცდელობას. აქაც გამჭვირვალობას ექნება დამზღვევი ეფექტი. როცა საზოგადოება მკაფიოდ დაინახავს, თუ ვინ დგას კონკრეტული ორგანიზაციების უკან, რა თქმა უნდა, ასეთ დროს გაუჭირდებათ ამ ორგანიზაციებს, რომ პირდაპირ, უხეშად ჩაერთონ რევოლუციურ პროცესებში, მოითხოვონ მთავრობის გადადგომა, საკუთარი მონაწილეობით მთავრობის ფორმირება და ა.შ. აქ როცა იყვნენ ჩამოსულები ბალტიისპირეთის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები, ერთ-ერთ მათგანს დავუსვი მარტივი შეკითხვა – წარმოიდგინეთ, რომ ქართული სახელმწიფო აფინანსებს მაგალითად ლიეტუვაში არასამთავრობო ორგანიზაციებს. არის ასეთი ასი არასამთავრობო ორგანიზაცია და ასივე ერთ ხმაში აცხადებს, რომ ლიეტუვას ჰყავს პრორუსული მთავრობა და საჭიროა მისი გადაყენება, გადაგდება, გადადგომა და ა.შ. მე, როგორც ქართული სახელმწიფო ამ ორგანიზაციების საქმიანობაზე პასუხისმგებლობას ავიღებ? წარმოიდგინეთ, რომ ას ორგანიზაცის ვაფინანსებ და ასივე ერთ ხმაში აცხადებს, რომ ლიეტუვას ჰყავს პრორუსული, არალეგიტიმური მთავრობა, არჩევნები გააყალბა, ამ დროს მე გავაყალბე ჩემი ენჯეოებით პარალელური ხმის დათვლის შედეგები. ასეთ დროს მე, როგორც საქართველოს მთავრობამ, ჰიპოთეტურად ვამბობ, ხომ უნდა ავირო პასუხისმგებლობა ამ ორგანიზაციების საქმიანობაზე? როდესაც გამჭვირვალე გახდება ეს დაფინანსება, მერწმუნეთ, ძალიან ბევრ რამეს დააზღვევს ეს კანონი“, – განაცხადა პრემიერმა.
ირაკლი კობახიძე – თუ უცხოური ძალის ინტერესს ატარებ და ეს ინტერესი აშკარად კეთილშობილურია, მაშინ რატომ ლაპარაკობ სტიგმატიზაციაზე, ეს კითხვა უნდა დავუსვათ არასამთავრობო ორგანიზაციებს
შენ თუ უცხოური ძალის ინტერესს ატარებ და ეს ინტერესი აშკარად კეთილშობილურია, მაშინ რატომ ლაპარაკობ საერთოდ სტიგმატიზაციაზე,…
ირაკლი კობახიძე – ბოლომდე უნდა იყოს დაცული ჩვენი ქვეყნის ეროვნული იდენტობა, მათ შორის, მართლმადიდებელი ეკლესია, ქრისტიანული ღირებულებები, თუ ჩვენთან ქრისტიანული კულტურა მოიშალა, საქართველოს ევროპულობიდან არაფერი დარჩება
ჩვენ გვჭირდება ნამდვილი, ჭეშმარიტი, კლასიკური ლიბერალური ღირებულებები ამ ქვეყანაში, რაც გულისხმობს თავისუფლების სათანადოდ გააზრებას, ეს არის…
პრემიერი – როცა გაურბიხარ ფაქტის კონსტატაციას, ნიშნავს, რომ ხალხისგან ფარულად გინდა გაატარო უცხოური ძალის ინტერესები და ეს აღრმავებს იმ ეჭვებს, მაგალითად, რევოლუციის კიდევ ერთ მცდელობასთან დაკავშირებით
როდესაც უცხოური ძალისგან იღებ ფულს, რომელსაც მოჰყვება ინტერესი, ფაქტის კონსტატაციაა, რომ ამ ფულის მიღებასთან ერთად, შენ…
ირაკლი კობახიძე გამჭვირვალობის კანონზე – ვიღაცებს უნდათ აქ მღვრიე წყალი, მაიდანი, მეორე ფრონტი, რაც ჩვენ არ გვინდა – ეს არის შეუთანხმებლობის მთავარი მიზეზი
ჩვენ ვერ ვთანხმდებით საკვანძო თემაზე, ჩვენ გვინდა გამჭვირვალობა და ვიღაცებს უნდათ მღვრიე წყალი ამ ქვეყანაში იმისათვის,…
ზურაბ ქადაგიძე პრემიერის განცხადებაზე: გამჭვირვალობის კანონზე ინსინუაციით ჟონგლიორობა უკან მოგრჩებათ სრულიად გლობალურ ომის პარტიას თუ სინათლე იხილა თქვენმა საგმირო საქმეებმა, ასე რომ, “ცოტა ფითილს დაუწიეთო”
“ჭეშმარიტად სუვერენული სახელმწიფოს ლიდერის მიმართვა ყველა არაკეთილმოსურნეს!” – ასე აფასებს “ხალხის ძალის” წევრი, ზურაბ ქადაგიძე, პრემიერ-მინისტრ…
სოზარ სუბარი გამჭვირვალობის შესახებ კანონზე: ვეტოს ძალიან მარტივად დავძლევთ, რადგან ეს არის კანონი, რომელიც საქართველოს სჭირდება
“26 ოქტომბერი რეალურად იქნება რეფერენდუმი, სადაც ყველა დაინახავს, რომ “ქართული ოცნება” და “ხალხის ძალა” – პარტიები,…
საფრანგეთის სენატმა უცხოურ ჩარევასთან ბრძოლის შესახებ კანონპროექტი მიიღო
საფრანგეთის სენატმა უცხოურ ჩარევასთან ბრძოლის შესახებ კანონპროექტი მიიღო. ინიციატივა მიზნად ისახავს სპეციალური რეესტრის შექმნას, რომელშიც უცხოური ინტერესების ლობისტებს…