ირაკლი კობახიძე – სალომე ზურაბიშვილიც  კარგი მაგალითია, თუ რას უშვება ლიბერალური ფაშიზმი ადამიანებს, თავიდან ბოლომდე ჩამოუშალეს ღირსება, პირდაპირ ჩართეს კამპანიაში საქართველოს ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ

სალომე ზურაბიშვილიც არის კარგი მაგალითი იმისა, თუ რას უშვება ლიბერალური ფაშიზმი ადამიანებს,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა…

ირაკლი კობახიძე: ჩვენ ვართ აბსოლუტურად მონდომებულები, ბოლომდე მივიყვანოთ რადიკალური ოპოზიციისსრულად განეიტრალების საქმე, კოჰაბიტაციის და ლიბერალური ფაშიზმის არავითარი ნიშანწყალი არ უნდა დარჩეს ჩვენს ქვეყანაში

პირდაპირ უპირისპირდებიან კონსტიტუციის ორ მთავარ პრინციპს – დემოკრატიას და სამართლებრივ სახელმწიფოს, როცა ისინი ითხოვენ კანონდამრღვევების გათავისუფლებას და რიგგარეშე არჩევნების ჩატარებას -ამის შესახებ  საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. მისივე თქმით, ეს არის ოპოზიციის ხელწერა და ამას აკეთებდნენ ისინი 2012 წლამდეც. „ჩვენი კონსტიტუცია ეფუძნება ორ მთავარ პრინციპს ეს არის დემოკრატია და სამართლებრივი სახელმწიფო, იგივე სამართლის უზენაესობა. სამართლებრივი სახელმწიფოს მთავარი ასპექტი არის სამართლის უზენაესობა. ისინი  პირდაპირ უპირისპირდებიან ზუსტად ამ ორ მთავარ ასპექტს ჩვენი კონსტიტუციური სისტემისა, როგორც სამართლის უზენაესობას, ისე დემოკრატიას. როცა ისინი ითხოვენ კანონდამრღვევების გათავისუფლებას, ამით ისინი პირდაპირ უტევენ სამართლის უზენაესობის პრინციპს ჩვენს ქვეყანაში და როდესაც ისინი არ აღიარებენ არჩევნებს და ითხოვენ რიგგარეშე არჩევნებს, ამით ისინი პირდაპირ უპირისპირდებიან დემოკრატიის პრინციპს. ორი მთავარი  პრინციპი გვაქვს სულ საქართველოს კონსტიტუციაში და ორივეს პირდაპირ უპირისპირდებიან. იმავეს აკეთებდნენ ისინი 2012 წლამდეც, ეს იყო მთავარი ხელწერა. რა თქმა უნდა, მათ არავითარი რესურსი არ აქვთ ამისთვის. ჩვენ ვართ აბსოლუტურად მონდომებულები, რომ ბოლომდე მივიყვანოთ რადიკალური ოპოზიციის სრულად განეიტრალების საქმე. კოჰაბიტაციის არავითარი ნიშანწყალი აღარ უნდა დარჩეს ამ ქვეყანაში უახლოეს მომავალში და ლიბერალური ფაშიზმის არავითარი ნიშანწყალი არ უნდა დარჩეს უახლოეს მომავალში ჩვენს ქვეყანაში. არათუ მათ რაიმე მოთხოვნას გავეკიდებით. პირიქით, ჩვენი მოტივაციაა, რომ არც კოჰაბიტაციის და არც ლიბერალური ფაშიზმის არავითარი ნიშანწყალი არ დარჩეს ამ ქვეყანაში იმისათვის, რომ გაგრძელდეს საქართველოს შეუფერხებელი და სტაბილური განვითარება,“- განაცხადა პრემიერმა.

ირაკლი კობახიძე-ეუთო-ოდირი ამსხვრევს ოპოზიციის და მათი პატრონების გეგმებს,რადგან მას უკვე არჩევნების  ლეგიტიმაცია აქვს აღიარებული,  ყველას მოუწევს არჩევნებში  დამარცხებასთან შეგუება

ირაკლი კობახიძე – ეუთო-ოდირი ამსხვრევს ოპოზიციის და მათი პატრონების გეგმებს, რადგან მას უკვე არჩევნების ლეგიტიმაცია აქვს აღიარებული ეუთო-ოდირის ძალიან ეშინია რადიკალურ ოპოზიციას. გამომდინარე იქიდან, რომ ეუთო-ოდირმა უკვე შეაფასა ეს არჩევნები, როგორც კონკურენტული, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი  კობახიძემ მთავრობის  ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. პრემიერის თქმით,  ეუთო-ოდირი ამსხვრევს ოპოზიციის გეგმებს, რადგან მას უკვე არჩევნების ლეგიტიმაცია აქვს აღიარებული. „ეუთო-ოდირის ძალიან ეშინია რადიკალურ ოპოზიციას. გამომდინარე იქიდან, რომ ეუთო-ოდირმა უკვე შეაფასა ეს არჩევნები, როგორც კონკურენტული და ეს კამპანია ეუთო-ოდირის წინააღმდეგ დაიწყო ჯერ კიდევ იქამდე, ვიდრე ჩატარდებოდა არჩევნები. ეუთო-ოდირის წინააღმდეგ ჯერ გახარიას  გააკეთებინეს პატრონებმა განცხადება,  შემდეგ უკვე გვარამიას. ჯერ საერთოდ, შეფასება არ იყო დადებული ამ დროისთვის. მას შემდეგ, რაც დაიდო ეუთო-ოდირის შეფასება, ეს კამპანია კიდევ უფრო გაძლიერდა ეუთო-ოდირის წინააღმდეგ. რა თქმა უნდა, ეუთო-ოდირი ამსხვრევს თავიდან ბოლომდე ოპოზიციის და მათი პატრონების გეგმებს, გამომდინარე იქიდან, რომ მას უკვე არჩევნების ლეგიტიმაცია აქვს აღიარებული. თუმცა, ისინი ამ ყველაფერს ვერ გაექცევიან ეუთო-ოდირთან  ერთად  მთავარი არის თვითონ ფაქტები – ლელოს აქვს აღიარებული საკუთარი შედეგი. ხაზარაძე გამოვიდა და თქვა, რომ დაახლოებით 200…

პრემიერ-მინისტრი ჩინეთის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში, ჭოუ ციენს შეხვდა. დიპლომატმა მთავრობის მეთაურს საპარლამენტო არჩევნებში მმართველი გუნდის გამარჯვება და მთავრობის ახალი შემადგენლობის დამტკიცება კიდევ ერთხელ მიულოცა. შეხვედრისას ყურადღება გამახვილდა ორმხრივი თანამშრომლობის განვითარების პოზიტიურ დინამიკაზე, რასაც ადასტურებს სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ შეთანხმება.  საუბარი შეეხო ორ ქვეყანას შორის არსებულ პოლიტიკურ და კულტურულ ურთიერთობებს და სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების შემდგომ გაღრმავებას. ხაზი გაესვა ჩინელი პარტნიორების ჩართულობას ანაკლიის პორტის პროექტის განხორციელებაში. პრემიერმა ორი ქვეყნის ურთიერთობების განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის ჩინეთის ელჩს მადლობა გადაუხადა.

ირაკლი კობახიძე – სამართლისა და კანონის უზენაესობას გავუფრთხილდებით ბოლომდე, არანაირი კომპრომისი ამ თვალსაზრისით არ იქნება

სამართლისა და კანონის უზენაესობას გავუფრთხილდებით ბოლომდე, არანაირი კომპრომისი ამ თვალსაზრისით არ იქნება, – ამის შესახებ საქართველოს…

პრემიერი – კანონის მთელი სიმკაცრით ყველა კანონდარღვევას გაეცემა პასუხი, ამას აქვს პირველ რიგში პრევენციული მიზანი იმისთვის, რომ არასდროს აღარავინ გაიფიქროს ამ ქვეყანაში „მაიდნის“ მოწყობა

პარტიულ ოფისებში ჩატარებულ ღონისძიებებს აქვს პირველ რიგში პრევენციული მიზანი იმისათვის, რომ არასდროს აღარავინ გაიფიქროს ამ ქვეყანაში…

კახა კალაძე: კახა ალადაშვილი საერთოდ სად თამაშობდა? ალბათ, როცა უნდაეთამაშა, მაშინაც გაფიცული იყო

„რა ფეხბურთზე საუბრობს კახა ალადაშვილი, სად თამაშობდა საერთოდ?“, – ამიშესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მედიასთან ყოფილი…

დავით ჩიხელიძე: მარტივი კითხვა მაქვს ადამიანებთან, რომლებიც სახელმწიფოს მიერ კურსის არარსებულ შეცვლას აპროტესტებთ, ვის მხარეს ხართ, ოპოზიციის, რომლისთვისაც საზარბაზნე ხორცი და გამოყენებადი იდიოტები ხართ?

ოფისებში თბილად მოკალათებული ადამიანები თქვენი ბედით თამაშობენ როცა ხელში მოლოტოვის კოქტეილს ან პიროტექნიკას აიღებ გახსოვდეს, მას…

ირაკლი კობახიძე – თუ ვინმეს რაიმესი უნდა ეშინოდეს და რომელიმე სია შეიძლება  იყოს ვინმესთვის საფრთხის შემცველი, ეს არის რადიკალური ოპოზიციის და ლიბერალური ფაშიზმის მიმდევრების სია-მათ მართლა უნდა ეშინოდეთ რაღაც-რაღაცების, იმიტომ, რომ ჩვენ უმოქმედოდ დარჩენას არ ვაპირებთ

თუ ვინმეს რაიმესი უნდა ეშინოდეს და რომელიმე სია შეიძლება იყოს ვინმესთვის საფრთხის შემცველი, ეს არის რადიკალური ოპოზიციის სია და ლიბერალური ფაშიზმის მიმდევრების სია. მათ მართლა უნდა ეშინოდეთ რაღაც-რაღაცების, იმიტომ, რომ ჩვენ უმოქმედოდ დარჩენას არ ვაპირებთ, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. პრემიერის თქმით,  ხელისუფლება გააკეთებს ყველაფერს, რომ ქვეყანაში საბოლოოდ აღმოიფხვრას ლიბერალური ფაშიზმი. „ესეც არის ლიბერალური ფაშიზმი და ამ ყველაფრის გაგრძელება. ასეთი სიები წარსულშიც კეთდებოდა, თუმცა თქვენ ხედავთ, რომ ამ სიებმა ვერავითარ მიზანს ვერ მიაღწია. საბოლოო ჯამში, ყველამ იცის ყველაფერი. თუ ვინმეს რაიმესი უნდა ეშინოდეს და რომელიმე სია შეიძლება იყოს ვინმესთვის საფრთხის შემცველი, ეს არის რადიკალური ოპოზიციის სია და ლიბერალური ფაშიზმის მიმდევრების სია. მათ მართლა უნდა ეშინოდეთ რაღაც-რაღაცების, იმიტომ, რომ ჩვენ უმოქმედოდ დარჩენას არ ვაპირებთ. ჩვენ გავაკეთებთ ყველაფერს, რომ ჩვენს ქვეყანაში საბოლოოდ აღმოიფხვრას ლიბერალური ფაშიზმი და ამას სჭირდება რა თქმა უნდა, მოქმედება. ამიტომ, ასეთ ადამიანებს, ვინც სწორედ ამ სიებს აკეთებს, ყველაზე მეტად უნდა ეშინოდეთ, – განაცხადა პრემიერმა.

ირაკლი კობახიძე – სალომე ზურაბიშვილს ნათქვამი აქვს, რომ როდესაც ოპოზიცია უარს ამბობს მანდატებზე, ამით უარყოფს დემოკრატიის პრინციპს და საკუთარი ამომრჩევლის არჩევანს და ახლა თავად მოუწოდებს იმავე ოპოზიციას, არ ისარგებლონ მანდატებით, ეს იმის მანიშნებელია, როგორ ხელყოფენ აგენტების ღირსებას პატრონები

სალომე ზურაბიშვილს ნათქვამი აქვს, რომ როდესაც ოპოზიცია უარს ამბობს მანდატებზე, ამით უარყოფს დემოკრატიის პრინციპს და საკუთარი…

ირაკლი კობახიძე – ჩვენ ღირსებით შევინარჩუნეთ მშვიდობა, ღირსებით გავზარდეთ ჩვენი ქვეყნის ეკონომიკა 40 მილიარდით, ღირსებით და ჯიუტი ბრძოლით მივიღეთ კანდიდატის სტატუსი  ჩვენი ქვეყნისთვის, ასეთივე ღირსებით განვაგრძობთ ზრუნვას  ჩვენი ქვეყნის განვითარებაზე და საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციაზე

ჩვენ ღირსებით შევინარჩუნეთ მშვიდობა,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.მთავრობის მეთაურმა…

ირაკლი კობახიძე-ყველაფერი იქნება ძალიან კარგად,მთავარია,რომ ყველამ უნდა აღიაროს და გააცნობიეროს ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესები,დემოკრატიული სისტემა, დემოკრატიული არჩევნები და ხელოვნურად არავინ უნდა შეეცადოს ამ ქვეყანაში არეულობის შემოტანას

ყველაფერი იქნება ძალიან კარგად, მთავარი არის ის, რომ ყველამ უნდა აღიაროს და გააცნობიეროს ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესები. ყველამ უნდა აღიაროს ჩვენი ქვეყნის დემოკრატიული სისტემა, ჩვენი დემოკრატიული  არჩევნები და ხელოვნურად არავინ უნდა შეეცადოს ამ ქვეყანაში არეულობის შემოტანას,  – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. პრემიერის თქმით, როგორი შანტაჟის და ზეწოლის ქვეშაც არ უნდა იყოს ჩვენი ქვეყანა, ხელისუფლება იზრუნებს ქვეყნის წარმატებით განვითარებაზე. „ყველაფერი იქნება ძალიან კარგად, პოლიტიკური და ეკონომიკური პროცესები გრძელდება, ყველაფერი დასტაბილურდა უკვე არსებითად. მთავარი არის ის, რომ ყველამ უნდა აღიაროს და გააცნობიეროს ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესები. ყველამ უნდა აღიაროს ჩვენი ქვეყნის დემოკრატიული სისტემა, ჩვენი დემოკრატიული არჩევნები და ხელოვნურად არავინ უნდა შეეცადოს ამ ქვეყანაში არეულობის შემოტანას. როგორი შანტაჟის და ზეწოლის ქვეშაც არ უნდა იყოს ჩვენი ქვეყანა, ჩვენ ვიზრუნებთ ჩვენი ქვეყნის წარმატებით განვითარებაზე. 4 წლის განმავლობაში იყო სერიოზული ზეწოლა, უსამართლობა ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ, მაგრამ ამ ყველაფრის მიუხედავად ჩვენ ბოლომდე დავიცავით ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესები. როგორიც არ უნდა იყოს ზეწოლა, უსამართლობა, ჩვენ წარმატებით განვაგრძობთ ზრუნვას ჩვენი ქვეყნის დაცვასა და რეალიზებაზე“, – განაცხადა პრემიერმა.

ირაკლი კობახიძე -გულწრფელ ახალგაზრდებს მინდა შევთავაზო საჯარო დისკუსიაში ჩართვა, რომლებსაც აქვთ პროტესტის განცდა,ჩაერთონ საჯარო დისკუსიაში, ნებისმიერ ფორმატში

პირადად მზად ვარ, რომ ნებისმიერ ფორმატში დავუჯდე ათ, თორმეტ ახალგაზრდას და გულწრფელად, გახსნილად ვისაუბროთ ყველა იმ თემასთან დაკავშირებით, რომელიც მათ შეიძლება აწუხებდეთ, იქნება ეს ევროინტეგრაციის თემა თუ ნებისმიერი სხვა საკითხი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. პრემიერის თქმით,  ის გულწრფელ ახალგაზრდებს, რომლებსაც აქვთ პროტესტის განცდა, სთავაზობს საჯარო დისკუსიაში ჩართვას, ნებისმიერ ფორმატში. „მე კიდევ ერთხელ მინდა გავხსნა საჯარო სივრცე დისკუსიისთვის. თქვენ ხედავთ, რომ ყოფილი და მოქმედი პოლიტიკოსების რესურსი, რომ რაიმე ტიპის დისკუსიაში ჩაერთონ, არის სრულიად შეზღუდული. მათ თავიდან სცადეს კონკრეტულმა ყოფილმა პოლიტიკოსებმა დისკუსიაში ჩართვა, თუმცა, მათაც მოუწიათ უარი ამ საჯარო დისკუსიაზე, აქედან გამომდინარე, მე პირველ რიგში, გულწრფელ ახალგაზრდებს მინდა შევთავაზო საჯარო დისკუსიაში ჩართვა, რომლებსაც აქვთ პროტესტის განცდა, ჩაერთონ საჯარო დისკუსიაში, ნებისმიერ ფორმატში. მოვიდნენ, რათა მონაწილეობა მიიღონ საჯარო დისკუსიაში. ამისათვის ჩვენ ვართ ყოველთვის ღია და გახსნილი. აქაც რა თქმა უნდა, საქმეში ჩაერთვება ლიბერალური ფაშიზმი, რომელიც მაქსიმალურად ეცდება. რომ არავითარი საჯარო დისკუსია არ დაუშვას მიმდინარე საკითხებთან დაკავშირებით, თუმცა ჩვენი კარი არის აბსოლუტურად ღია ასეთი საჯარო დისკუსიებისთვის. პირადად მზად ვარ, რომ ნებისმიერ ფორმატში დავუჯდე ათ, თორმეტ ახალგაზრდას და გულწრფელად, გახსნილად ვისაუბროთ ყველა იმ თემასთან დაკავშირებით, რომელიც მათ შეიძლება აწუხებდეთ, იქნება ეს ევროინტეგრაციის თემა თუ ნებისმიერი სხვა საკითხი, რომელიც უკავშირდება ჩვენი ქვეყნების განვითარებას. ასევე, აბსოლუტურად ღია ვარ საერთაშორისო მედიისთვის. უცხოურ მედიაშიც არის დეზინფორმაციის მთელი ნიაღვარი საქართველოს და ჩვენი ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ. მზად ვარ, რომ ნებისმიერ უცხოურ მედიას პირდაპირი ეთერის ფორმატში ჩავერთო და აქაც ვართ მზად ღია დისკუსიისთვის“, – განაცხადა პრემიერმა

პრემიერი-ყველაზე სამწუხარო ის არის,რომ საქართველოში ლიბერალური ფაშიზმის გავრცელება ხდება უცხოური დაფინანსებით, ლიბერალური ფაშიზმის მთავარი იარაღია სიცრუე,განსხვავებული აზრის სრული მიუღებლობა და საზოგადოებაში სიძულვილის დათესვა

ყველაზე სამწუხარო ის არის, რომ საქართველოში ლიბერალური ფაშიზმის გავრცელება ხდება უცხოური დაფინანსებით, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი  კობახიძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე  განაცხადა. მისივე თქმით, სწორედ ამიტომ იყო ატეხილი ისტერიკა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონთან დაკავშირებით, რადგან კონკრეტულ ადამიანებს, სწორედ ლიბერალურ-ფაშისტური იდეოლოგიის გამოყენებითა და უცხოური, შავი ფულით უნდოდათ საქართველოში „მაიდნის“ მოწყობა. „გახსოვთ, რამხელა ისტერიკა იყო ატეხილი მაშინ, როცა ჩვენ ვიღებდით კანონს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“. კონკრეტულ ადამიანებს, სწორედ ამ იდეოლოგიის გამოყენებითა და უცხოური, შავი ფულით უნდოდათ საქართველოში „მაიდნის“ მოწყობა, ქვეყნის კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლა და რა თქმა უნდა, ეს ისტერიკა, რომელიც ატეხილი იყო აღნიშნული კანონის წინააღმდეგ, ემსახურებოდა სწორედ „მაიდნის“ ხელშეწყობას, რევოლუციური პროცესების ხელშეწყობას ქვეყანაში, ლიბერალური ფაშიზმის კიდევ უფრო ფართოდ გავრცელებას საქართველოში,“- განაცხადა მთავრობის მეთაურმა. პრემიერმა გაიხსენა „კანვასის ტრენინგები“, „ფრანკლინის კლუბი“ „მომავლის აკადემია“ და აღნიშნა, რომ ხელოვნებისა და კულტურის სფეროს  წარმომადგენლების, სტუდენტებისა და მოსწავლეების ჩართვა უნდოდათ რევოლუციურ პროცესებში, სიძულვილისა და აგრესიის დათესვაში, უცხოური დაფინანსებით. მისივე თქმით, ლიბერალური ფაშიზმის მთავარი იარაღია სიცრუე და განსხვავებული აზრის სრული მიუღებლობა. „გახსოვთ „კანვასის ტრენინგები“, მაგალითად, მაშინ ტრენინგებს უტარებდნენ ძირითადად ხელოვნების, კულტურის სფეროს წარმომადგენლებს. როდესაც ჩვენ ვსაუბრობდით იმაზე, რომ „კანვასის ტრენინგების“  მიზანი იყო ხელოვანთა ჩართვა რევოლუციურ პროცესებში, ამას მოჰყვა ირონიული საპასუხო განცხადებები. თუმცა ამ ერთი კვირის განმავლობაში, ჩვენ ვხედავდით, რომ სწორედ კულტურის სფეროს წარმომადგენლები გამოჰყავდათ წინა პლანზე ამ რევოლუციის მოწყობის მცდელობის დროს. კიდევ ერთხელ მინდა შეგახსენოთ რობერტ ფიცოს, სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრის 10 წუთიანი ვიდეო, სადაც ის განსაკუთრებულ აქცენტს აკეთებს თეატრებზე,…

ირაკლი კობახიძე -რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლებმა იკადრეს ყველაფერი, უკადრებელი, ისინი შეეხნენ ადამიანების ღირსებას,  ძალადობდნენ ყველა თვალსაზრისით, როგორც ფიზიკური,ასევე ფსიქოლოგიური თვალსაზრისით ადამიანებზე, როგორც პოლიციელებზე, ასევე არაპოლიციელებზე

რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლებმა იკადრეს ყველაფერი, უკადრებელი. ისინი შეეხნენ ადამიანების ღირსებას, ისნი ძალადობდნენ ყველა თვალსაზრისით, როგორც ფიზიკური, ასევე ფსიქოლოგიური თვალსაზრისით ადამიანებზე, როგორც პოლიციელებზე, ასევე არაპოლიციელებზე, ვხედავდით ზეწოლას ბიზნესზე, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ  მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ  ბრიფინგზე განაცხადა. პრემიერის თქმით,  ისინი შეიჭრნენ ტელევიზიაში და მათ ჰქონდათ ომის იმიტაცია. „ამ ყველაფრის მთავარი გამოხატულება არის ლიბერალური ფაშიზმი. ჩვენ ძალიან მნიშვნელოვანი ბრძოლა მოვიგეთ ლიბერალური ფაშიზმის წინააღმდეგ ჩვენს ქვეყანაში, თუმცა საქართველოში ლიბერალური ფაშიზმი არის საბოლოოდ დასამარცხებელი და რა თქმა უნდა, ამ მიმართულებით მუშაობა გაგრძელდება. თქვენ ხედავდით, რომ ამ დღეებშიც ამ იდეოლოგიის მიმდევრებმა, რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლებმა იკადრეს ყველაფერი, უკადრებელი. ისინი შეეხნენ ადამიანების ღირსებას, ისნი ძალადობდნენ ყველა თვალსაზრისით, როგორც ფიზიკური, ასევე ფსიქოლოგიური თვალსაზრისით ადამიანებზე, როგორც პოლიციელებზე, ასევე არაპოლიციელებზე, ვხედავდით ზეწოლას ბიზნესზე, ისინი შეიჭრნენ ტელევიზიაში, მათ ჰქონდათ ომის იმიტაცია. ისინი აკეთებდნენ ყველაფერს, რასაც აკეთებდნენ თავის დროზე, ხელისუფლებაში ყოფნის პირობებში, თუმცა ამას აკეთებდნენ უკვე სხვა, უფრო სუსტი ფორმით, გამომდინარე იქიდან, რომ მათ დღეს არ აქვთ იგივე ძალაუფლება, რაც ჰქონდათ 2012 წლამდე. ლიბერალური ფაშიზმი ცდილობს შეღწევას ყველგან, პოლიტიკაში, მედიაში, კულტურის სფეროში, განათლების სისტემაში. თავიდან დაიწყეს უნივერსიტეტებში და ახლა სკოლებშიც კი სცადეს შეღწევა. ლიბერალური ფაშიზმი ზუსტად ისევე ანგრევს ადამიანების ფსიქიკას, როგორც ამას ახდენდა ბოლშევიზმი ზუსტად ერთი საუკუნის წინ. ეს ყველაფერი აჩვენებს იმას, რომ ჩვენ უნდა ვიყოთ ძალიან პრინციპული ლიბერალურ ფაშიზმთან“, – განაცხადა პრემიერმა.