გელა ფოცხიშვილი-მწერდნენ, რომ შემეწყვიტა ევროპული ტურნე.მინდა ვუთხრა ყველას, მე შეგნებული ცხოვრება ვემსახურები ქართველ ერს. თუ ვინმეს განუცდია რეპრესიები თავის სფეროში ბოლო 60 წელია ეს ჩვენი ოჯახია, მაგრამ არასდროს არ დაგვიყრია ფარ-ხმალი ქვეყნის კეთილდღეობისთვის ბრძოლაში

გელა ფოცხიშვილი

გია ვოლსკი: მხოლოდ დასავლურ ბაზრებთან ჩინეთის სავაჭრო ეკონომიკური ურთიერთობა თითქმის ტრილიონ ნახევარს უტოლდება. განა რას ვაშავებთ თუკი გვინდა, რომ ამ ურთიერთობის გარკვეული მოცულობა საქართველოს სატრანზიტო დერეფნის გამოყენებით ხდებოდეს?!

უკვე დიდი ხანია, გარკვეული პერიოდულობით, ვისმენთ საქართველოს ხელისუფლების მიმართ სიხისტით გამორჩეულ განცხადებებს ჩინეთთან სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების განვითარების…

რატი იონათამიშვილი -რადიკალურმა ოპოზიციამ, მარტო დეკემბრის თვეში, მინიმუმ 7-ჯერ უსინდისოდ მოატყუა საკუთარი ამომრჩეველი, ამ ე.წ. პოლიტიკოსებს არ გაუჭირდებათ მხარდამჭერებთან ისე დადგომა, თითქოს უკადრებელი არ უკადრიათ, მაგრამ საინტერესოა, მხარდამჭერები თუ მოსთხოვენ პასუხს

რადიკალურმა ოპოზიციამ, მარტო დეკემბრის თვეში, მინიმუმ 7-ჯერ უსინდისოდ და უტიფრად მოატყუა საკუთარი ამომრჩეველი, – ამის შესახებ…

ნინო წილოსანი ლაშა ტალახაძის შეურაცხყოფაზე: ლიბერალური ფაშიზმის ერთ-ერთი მძლავრი აქცენტი ღირებულებების და ამავდროულად წარმატებული და დამსახურებული ადამიანების გაუფასურებაა. მათი მიზანია ტალახი ესროლონ, შეურაცხყონ და საბოლოოდ არაფერი წმინდა და ხელშეუხებელი არ დატოვონ

პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, ნინო წილოსანი სოციალურ ქსელში ლაშა ტალახაძეს აკიდებულ/გაკიდებული “აქტივისტის” ვიდეოს ეხმიანება და აღნიშნავს, რომ…

მარტყოფის პანსიონატის დეინსტიტუციონალიზაციის პროცესის დასრულდა

-სახელმწიფო ზრუნვის სააგენტომ მარტყოფის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა პანსიონატში მცხოვრები ყველა ბენეფიციარი ახალგახსნილ მცირე საოჯახო ტიპის…

ირაკლი კობახიძე- ყველა კანონი,რომელ იც გადაეგზავნ საქართველოს პრეზიდენტს  და  ხელი მოეწერა,ემსახურება ჩვენი ქვეყნისდა სახელმწიფო სისტემის გაძლიერებას და გაჯანსაღებას

ყველა კანონი, რომელიც გადაეგზავნა საქართველოს პრეზიდენტს და რომელსაც ხელი მოეწერა, ემსახურება ერთადერთ რამეს – ჩვენი ქვეყნის  და სახელმწიფო სისტემის გაძლიერებას და გაჯანსაღებას, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი  კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა. რაც შეეხება პირბადეების აკრძალვას შეკრებებზე, პრემიერის თქმით, ნიღბის ტარების პირობებში ადამიანებს ჰქონდათ ცდუნება, ჩაედინათ დანაშაული, შესაბამისად, აღნიშნული კანონი არის პრევენციული ხასიათის. „არც ერთი კანონი არ არის რეპრესიული, თითოეული კანონი ემსახურება სისტემის გაჯანსაღებას. რაც შეეხება პირბადეების აკრძალვას შეკრებებზე. სწორედ პირბადეები და სახის შენიღბვის საშუალებები გამოიყენებოდა ყველაზე აქტიურად დანაშაულების ჩასადენად. ამას რომ რეპრესიულს უწოდებთ, თავისთავად ჩანს, რომ თქვენ გაქვთ სუბიექტური ინტერესი ამასთან დაკავშირებით. არაფერი რეპრესიული ამაში არ არის. ჩვენი მიზანია დანაშაულის პრევენცია. მათ შორის შეკრების მონაწილეთა და კონტრშეკრების მონაწილეთა მხრიდან. ამას რომ რეპრესიულს უწოდებთ, ეს ნიშნავს იმას, რომ თქვენ გაქვთ სუბიექტური ინტერესი ადამიანებმა ჩაიდინონ მეტი დანაშაული. ჩვენი სუბიექტური ინტერესია, ადამიანებმა არ ჩაიდინონ დანაშაული. სწორედ ნიღბის ტარების პირობებში ადამიანებს ჰქონდათ ცდუნება, ჩაედინათ დანაშაული, თქვენ იცით, რომ რადიკალური ოპოზიციის მოქმედებების შედეგად დღეს პატიმრობაშია 30 კაცი. ეს არის ბუნებრივია, მათი პასუხისმგებლობა. რომ ყოფილიყო წინასწარ ასეთი კანონი, ძალიან ბევრი ადამიანი თავს შეიკავებდა დანაშაულის ჩადენისგან. აქედან გამომდინარე, ეს კანონი არის არა რეპრესიული,არამედ პრევენციული. ყველა კანონი, რომელიც გადაეგზავნა საქართველოს პრეზიდენტთან  და რომელსაც ხელი მოეწერა, ემსახურება ერთადერთ რამეს – ჩვენი ქვეყნის  და სახელმწიფო  სისტემის გაძლიერებას და გაჯანსაღებას“, – განაცხადა პრემიერმა.

ირაკლი კობახიძე -მომდევნო არჩევნები 2028 წლის 28 ოქტომბერს ჩატარდება, ყველას მოვუწოდებ,პატივი  სცენ საქართველოს  კონსტიტუციას და ჩვენი ქვეყნის დემოკრატიულ სისტემას, ეს იქნებოდა ჯანსაღი, ღირსეული დამოკიდებულება ჩვენი ქვეყნის მიმართ

ყველას მოვუწოდებ, პატივი სცენ საქართველოს კონსტიტუციას და ჩვენი ქვეყნის დემოკრატიულ სისტემას, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.  როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, საქართველოში ჩატარდა მორიგი არჩევნები 2024 წლის 26 ოქტომბერს, შემდეგი არჩევნებიც ჩატარდება 2028 წლის 28 ოქტომბერს, როგორც ეს არის საქართველოს კონსტიტუციით გათვალისწინებული.  „ყველას მოვუწოდებ, პატივი სცენ საქართველოს კონსტიტუციას და ჩვენი ქვეყნის დემოკრატიულ სისტემას, ეს იქნებოდა ჯანსაღი, ღირსეული დამოკიდებულება ჩვენი ქვეყნის მიმართ“, – განაცხადა პრემიერმა.

ნოტარიუსთა პალატის გამგეობამ ,,მომავლის გზის“ აღსაზრდელებს საახალწლო საჩუქრები გადასცა

დამდეგი 2025 წელი ბავშვებს ნოტარიუსთა პალატის გამგეობის თავმჯდომარე ეკატერინე ნანდოშვილმა, თავმჯდომარის მოადგილე მარიკა გოგოლაძემ და გამგეობის…

ირაკლი კობახიძე  – სახელმწიფო პოლიტიკის ერთ-ერთი პირორიტეტია  დიასპორის გაძლიერება და უფრო აქტიური ჩართულობის უზრუნველყოფა ჩვენი ქვეყნის განვითარებაში, გვაქვს კონკრეტული ინიციატივები და პროექტები

საქართველოს პრიორიტეტია ჩვენი ქვეყნის ცნობადობის ამაღლება, ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავება, ექსპორტის ხელშეწყობა და ინვესტიციების მოზიდვა, – ამის…

ირაკლი კობახიძე – მიხეილ სააკაშვილის ყველა განცხადება ცარიელი სიტყვებია, არავითარი ფასი და დატვირთვა ამ განცხადებებს არ აქვს

სააკაშვილმა თავის თავს უნდა მიხედოს, მას უამრავი დანაშაული აქვს ჩადენილი ქართული სახელმწიფოსა და ქართველი ხალხის წინაშე,…

ირაკლი კობახიძე:დო ნალდ ტრამპს სალომე ზურაბიშვილი არსად არ მიუწვევია,არის ამერიკელი კუბილიუ სი, რომელმაც მიიწვია მოქალაქე ზურაბიშვი ლი აშშ-ში 

დონალდ ტრამპს სალომე ზურაბიშვილი არსად არ მიუწვევია, არის ამერიკელი კუბილიუსი, რომელმაც მიიწვია სალომე ზურაბიშვილი, – ამის…

ირაკლი კობახიძე :დემოკრატიულ სისტემას ლეგიტიმაციას არ ანიჭებს არც დასავლეთი, არც სამხრეთი,არც აღმოსავლეთი და არც ჩრდილოეთი,ამ ქვეყანაში დემოკრატიულ ლეგიტიმაციას ხელისუფლებას ანიჭებს ქართველი ხალხი

მეთიუ მილერის გადასაწყვეტი არ არის ის, თუ როგორია ქართველი ხალხის ნება, ქართველი ხალხის ნება არის ქართველი ხალხის გადასაწყვეტი, – ამის შესახებ მთავრობის მეთაურმა ჟურნალისტის კითხვის პასუხად განაცხადა, რომელიც დასავლეთის მხრიდან საქართველოს ხელისუფლებისთვის ლეგიტიმაციის მინიჭების თაობაზე მეთიუ მილერის განცხადებას შეეხებოდა. ირაკლი კობახიძის თქმით, საქართველოში ხელისუფლებას დემოკრატიულ ლეგიტიმაციას ანიჭებს ქართველი ხალხი და ყველამ პატივი უნდა სცეს ქართველი ხალხის არჩევანს. „დემოკრატიულ სისტემას ლეგიტიმაციას არ ანიჭებს არც დასავლეთი, არც სამხრეთი, არც აღმოსავლეთი და არც ჩრდილოეთი, ამ ქვეყანაში დემოკრატიულ ლეგიტიმაციას ხელისუფლებას ანიჭებს ქართველი ხალხი და ყველამ პატივი უნდა სცეს ქართველი ხალხის არჩევანს,“- განაცხადა პრემიერმა.

ირაკლი კობახიძე -ჯიმი კარტერი ყოველთვის ემახსოვრებათ  საქართველოში როგორც მშვიდობის,დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების მხარდამჭერი მთელს მსოფლიოში

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილი პრეზიდენტის, ჯიმი კარტერის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს. როგორც მთავრობის მეთაური აღნიშნავს, ჯიმი კარტერი ყოველთვის ემახსოვრებათ საქართველოში როგორც მშვიდობის, დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების მხარდამჭერი მთელს მსოფლიოში.  „შეერთებული შტატების ყოფილი პრეზიდენტი ჯიმი კარტერი ყოველთვის ემახსოვრებათ საქართველოში როგორც მშვიდობის, დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების მხარდამჭერი მთელს მსოფლიოში.   ჩვენი უდიდესი სამძიმარი კარტერების ოჯახს ასეთი შთამაგონებელი ადამიანის დაკარგვის გამო, რომელიც მრავალი გამოწვევის წინაშე იცავდა შეერთებული შტატების ინტერესებს და საყოველთაო ღირებულებებს“, – აღნიშნავს პრემიერი.

ირაკლი კობახიძე -ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოსთვის რეგიონული თანამშრომლობა,ჩვენი მიზანია რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის ხელშეწყობა

ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოსთვის რეგიონული თანამშრომლობა. საქართველო ავითარებს ურთიერთობებს აზერბაიჯანთან, სომხეთთან, თურქეთთან, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ელჩების კონფერენცია 2024-ის დახურვის ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, საქართველოს მიზანია რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის ხელშეწყობა, რისთვისაც გასულ წლებში ბევრი რამ გაკეთდა და მომავალშიც ბევრი გაკეთდება. მისივე თქმით, ყველა მიმართულებით საქართველოს საერთაშორისო პოზიციების განმტკიცება არის მნიშვნელოვანი. „რეგიონული ინტეგრაციის მნიშვნელოვანი მექანიზმია „შუა დერეფანი“, მეზობელ ქვეყნებთან ერთად სტრატეგიული პროექტების განხორციელება ხელს შეუწყობს მშვიდობას სამხრეთ კავკასიაში და მოხარული ვართ, რომ ჩვენს მეზობელ ქვეყნებთან უკვე გვაკავშირებს ძალიან მნიშვნელოვანი სტრატეგიული პროექტები, რაც არის მშვიდობის ხელშეწყობისთვისაც უკიდურესად მნიშვნელოვანი. ამ მიმართულებით მომავალშიც გაგრძელდება აქტიური მუშაობა. „შუა დერეფნის“ როლის ზრდაზე დადებითად აისახება თანამშრომლობა აზიის რეგიონთან, როგორც მოგეხსენებათ, ვაძლიერებთ ჩვენს პარტნიორობას ჩინეთთან, შარშან ხელი მოვაწერეთ სტრატეგიულ პარტნიორობას და ამ შეთანხმების საფუძველზე წელს უკვე გვქონდა ძალიან მნიშვნელოვანი ხელშესახები შედეგები, რაც მათ შორის აისახა ეკონომიკური პარტნიორობის გაძლიერებაზე, ორმხრივად, უვიზო რეჟიმის შემოღებასა და პირდაპირი ფრენების სიხშირის ზრდაზე. სხვა მიმართულებებითაც მნიშვნელოვანია ჩვენთვის ჩინეთთან პარტნიორობის კიდევ უფრო მეტად გაძლიერება. ინდოეთთან ღრმავდება ურთიერთობები, საელჩო გახსნა ინდოეთმა საქართველოში, რაც ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორია ორმხრივი პარტნიორობის გაძლიერებისთვის. გრძელდება ურთიერთობები იაპონიასთან. კორეამ საქართველოში საელჩო გახსნა და დაასრულა მოლაპარაკებები “ეკონომიკური პარტნიორობის შეთანხმებაზე”. ესეც მნიშვნელოვანი საფუძველია თანამშრომლობის კიდევ უფრო მეტად გაღრმავებისთვის. აქტიურად მიმდინარეობს მუშაობა ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებთან, როგორც პოლიტიკური, ისე ეკონომიკური კავშირების განვითარების თვალსაზრისით, ასევე ვაფართოებთ ჩვენს კავშირებს ლათინურ ამერიკასა და კარიბის ზღვის აუზის ქვეყნებთან. ყველა მიმართულებით საქართველოს საერთაშორისო პოზიციების განმტკიცება არის მნიშვნელოვანი ჩვენი ქვეყნისთვის,“- აღნიშნა პრემიერმა.

მაკა ბოჭორიშვილი-საქართველო მრავალი გამოწვევის წინაშე დგას და გართულებულ გეოპოლიტიკურ გარემოში განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ჩვენს ერთობას და სიმტკიცეს

საქართველოს ინტერესების დაცვა ნიშნავს ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოების, სტაბილურობის, ეკონომიკური განვითარების და ნამდვილი ევროპული მომავლის უზრუნველყოფისთვის ბრძოლას…