პრემიერი-როგორც კი მოვშალეთ ძალადობის კერა და შევედით  პარტიულ ოფისებში, მაშინვე შეწყდა  ძალადობა დედაქალაქის ქუჩებში, ჩვენ 5 დღეში გავანეიტრალეთ მომიტინგეების ძალადობის რესურსი,სამინისტროს რეაგირების რესურსი რევოლუციის მცდელობებზე არის ამოუწურავი

როგორც კი ჩვენ მოვშალეთ ძალადობის კერა, როგორც კი შევედით პარტიულ ოფისებში, მაშინვე შეწყდა ძალადობა დედაქალაქის ქუჩებში, – ამის შესახებ პრემიერმა პრესკონფერენციაზე განაცხადა. ირაკლი კობახიძის თქმით, ხელისუფლებამ 5 დღეში გაანეიტრალა მომიტინგეების ძალადობის რესურსი, ხოლო რაც შეეხება სამინისტროს რეაგირების რესურსს რევოლუციის მცდელობებზე, ეს რესურსი არის ამოუწურავი. „როდესაც არ იყო ძალადობა, არ იყო არც შინაგან საქმეთა სამინისტროს რეაქცია. ჩვენ 5 დღეში გავანეიტრალეთ მომიტინგეების ძალადობის რესურსი. რაც შეეხება შსს-ს რესურსს, სამინისტროს რეაგირების  რესურსი რევოლუციის მცდელობებზე არის ამოუწურავი, ხაზგასმით მინდა აღვნიშნო. შსს-ს რეაგირების რესურსი არის სრულიად ამოუწურავი. ჩვენ შარშანდელი წლის შემდეგ სერიოზულად გავაძლიერეთ მათ შორის ამ მიმართულებით შსს-ს რესურსები  და ვერავინ, ვერავითარი შანტაჟით, ვერავითარი პროვოკაციებით ვერავინ შეძლებს ჩვენი სახელმწიფოს სიმტკიცის შერყევას,“- განაცხადა პრემიერმა.

ირაკლი კობახიძე:რადიკალურ ოპოზიციას ჰქონდა კონსტიტუციური  წყობილების ძალადობით შეცვლის მცდელობა,ეს არის არაკონსტიტუციური ქმედება და ამას სჭირდება სათანადო რეაგირება

ოფისებში შემალული პოლიტიკოსები ვერ გაექცევიან პასუხისმგებლობას მათი კანონსაწინააღმდეგო ქმედებების გამო. ყველამ დაინახა, რომ რეალურად ძალადობის მთავარი კერა იყო სწორედ პარტიული ოფისები,  ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. პრემიერის თქმით, რადიკალურ ოპოზიციას ჰქონდა კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლის მცდელობა, ეს არის არაკონსტიტუციური ქმედება და ამას სჭირდება სათანადო რეაგირება.  „ოფისებში შემალული პოლიტიკოსები ვერ გაექცევიან პასუხისმგებლობას მათი კანონსაწინააღმდეგო ქმედებების გამო. ყველამ დაინახა, რომ რეალურად ძალადობის მთავარი კერა იყო სწორედ პარტიული ოფისები. როგორც კი ჩვენ შევედით ოფისებში, როგორც კი გავანეიტრალეთ ძალადობის კერა, ძალადობის წყარო, მაშინვე დასრულდა ძალადობაც. ამ პოლიტიკოსებს და შესაბამის პარტიებს, საუბარია რადიკალურ ოპოზიციაზე, რომელიც არის არსებითად ოთხი პარტიის წარმომადგენელი, მათ ჰქონდათ ჩვენი ქვეყნის კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლის მცდელობა, რაც არის საქართველოს  კონსტიტუციით გათვალისწინებული უკანონო, არაკონსტიტუციური ქმედება და ამას სჭირდება სატანადო რეაგირება.  “, – განაცხადა პრემიერმა

ირაკლი კობახიძე – მადლობა მინდა გადავუხადო შსს-ს, პირადად მინისტრს,განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტს, თითოეულ პოლიციელს, მათი დამსახურებაა ის, რომ  სახელმწიფომ პროპორციულად და სათანადოდ უპასუხა „მაიდნის“ მორიგ მცდელობას

მადლობა მინდა გადავუხადო შინაგან საქმეთა სამინისტროს, პირადად მინისტრს, განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტს, თითოეულ პოლიციელს. სწორედ, მათი დამსახურებაა ის, რომ სახელმწიფომ პროპორციულად და  სათანადოდ უპასუხა „მაიდნის“ მორიგ მცდელობას, – ამის შესახებ პრემიერმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. მისივე თქმით, თავიდან იყო ძალის გადამეტების რამდენიმე ძალიან სამწუხარო შემთხვევა, რაზეც საზოგადოებას ჰქონდა ძალიან სწორი და ჯანსაღი რეაქცია. „როგორც მოგეხსენებათ, თავიდან იყო ძალის გადამეტების რამდენიმე ძალიან სამწუხარო შემთხვევა, რაზეც საზოგადოებას ჰქონდა ძალიან სწორი და ჯანსაღი რეაქცია. სწორედ, ამ ჯანსაღმა რეაქციამაც მოგვცა ჩვენ ასეთ ინციდენტებზე სწორად რეაგირების საშუალება და რაც მთავარია ასეთი ინციდენტების სამომავლოდ პრევენციის საშუალება. მადლობა საზოგადოების თითოეულ წევრს მათი ჯანსაღი რეაქციისთვის,“- განაცხადა პრემიერმა.

ირაკლი კობახიძე- ყველა საბოლოოდ დარწმუნდა, რომ ქართული სახელმწიფო  არის ძლიერი, როგორც არასდროს და ვერავითარი შანტაჟით ვერავინ შეარყევს ჩვენი სახელმწიფოს სიმტკიცეს

ყველა საბოლოოდ დარწმუნდა, რომ ქართული სახელმწიფო არის ძლიერი, როგორც არასდროს და ვერავითარი შანტაჟით ვერავინ შეარყევს ჩვენი სახელმწიფოს სიმტკიცეს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. პრემიერის თქმით, ოპოზიციის წარმომადგენლებმა მოაწყვეს ომის იმიტაციის მცდელობა  ქალაქის ქუჩებში, თუმცა ეს ომის იმიტაცია დასრულდა წარუმატებლად და ჩავარდა „ნაცმაიდნის“ მოწყობის მორიგი მცდელობა საქართველოში. „მინდა კიდევ ერთხელ შევაჯამო გასული ერთი კვირის განმავლობაში განვითარებული მოვლენები. ყველა საბოლოოდ დარწმუნდა, რომ ქართული სახელმწიფო არის ძლიერი, როგორც არასდროს და ვერავითარი შანტაჟით ვერავინ შეარყევს ჩვენი სახელმწიფოს სიმტკიცეს. რადიკალურ ოპოზიციას ჰქონდა საქართველოში „ნაცმაიდნის“ მოწყობის მცდელობა. უფრო მეტიც, მათ მოაწყვეს ომის იმიტაციის მცდელობა ჩვენი ქალაქის ქუჩებში, თუმცა ნახეთ, რომ ეს ომის იმიტაცია დასრულდა წარუმატებლად და ჩავარდა „ნაცმაიდნის“ მოწყობის მორიგი მცდელობა საქართველოში.გასული ოთხი წლის განმავლობაში ჩვენს ქვეყანაში იყო მაიდნის მოწყობის ოთხი მცდელობა, თუმცა ამ ოთხივე მცდელობას სახელმწიფომ წარმატებით უპასუხა“, – განაცხადა პრემიერმა.

ზურაბ ქადაგიძე თემურ ჭყონიაზე: რატომ არის ბნელ მხარეს იცით სრული სიყალბე? იმიტომ, რომ რევოლუციის გაკეთებაც სხვისი ხელით უნდათ

„ხალხის ძალის“ წევრი ზურაბ ქადაგიძე სოციალურ ქსელში „კოკა-კოლას“ პრეზიდენტის მხრიდან ოპოზიციური მოძრაობის დაფინანსებას ეხმიანება და აცხადებს,…

ვანო ნადირაძე აქციის მონაწილეებს: ზუსტად ახლა სჭირდება ბოლო და მაქსიმალური შეტევები, ახლა ჩვენ უნდა ვიყოთ აგრესიულები

ზუსტად ახლა სჭირდება ბოლო და მაქსიმალური შეტევები, რათა მათი დასასრული სისრულეში იქნას მოყვანილი, – ასე მიმართავს…

ზურაბ ქადაგიძე-თემურ ჭყონია გაიფიცა? კოკა-კოლის ქარხანამ შეწყვიტა მუშაობა? -ა, არა? ყველაფერი გასაგებია

„რატომ არის ბნელ მხარეს იცით სრული სიყალბე? იმიტომ, რომ რევოლუციის გაკეთებაც სხვისი ხელით უნდათ.“-წერს „ხალხის ძალის“…

ზაალ ანჯაფარიძე: 30 წლის მანძილზე აშშ-ს ქრონიკული შეცდომა საქართველოში ის გახლავთ, რომ „ქართველ ხალხად“ მიიჩნევთ ჩვენი საზოგადოების მხოლოდ თქვენთვის სასურველ ნაწილს და თქვენს საგრანტო კმაყოფაზე მყოფთ

„ჩვენი ერთგულება ქართველი ხალხის მიმართ…..“ 30 წლის მანძილზე აშშ-ს ქრონიკული შეცდომა საქართველოში ის გახლავთ, რომ „ქართველ…

თამთა მეგრელიშვილი: ძალიან ცუდად მენიშნა აქციაზე გაურკვეველი ჯგუფების გამოჩენა, რომლებიც “ალლაჰუ აკბარ”-ს სკანდირებენ, ოპოზიციამ დიდი ხანია გაყიდა ქვეყანა და რადიკალურ ძალებს იყენებენ ქვეყნის მაიდანიზაციისათვის, რელიგიური შინაარსის მოწოდებები ქუჩაში მიმდინარე პროცესებს კიდევ უფრო გაამწვავებს

ქართული ოპოზიცია ქვეყნის აგენტად უნდა გამოცხადდეს. ისინი მიჰყვებიან კოლექტიური დასავლეთის დავალებით წინასწარ გაწერილ გეგმას, თუ როგორ…

ქვეყნის ევროპული გზიდან არანაირი გადახვევა არ მომხდარა და მთავრობა, რომელიც მოსახლეობის უმრავლესობამ აირჩია, მზად არის გახსნას მოლაპარაკებები ევროპასთან – მოქალაქეები ევროკავშირს პეტიციით მიმართავენ

არანაირი გადახვევა ქვეყნის ევროპული გზიდან არ მომხდარა და მთავრობა, რომელიც მოსახლეობის უმრავლესობამ აირჩია მზად არის გახსნას…

ლევან ხურცია: მეგობრებო, ლანძღავთ რუსთაველის თეატრს, განსხვავებული შეხედულების ხალხს, ლანძღავთ კაცს რომელმაც ნახევარი არტისტ-რეჟისორები დაგზარდათ და ამას აკეთებთ ქვეყნის და ქართველის სიყვარულის სახელით – ეს არც სიყვარულია და არც მომავლის სწორი გზა

რა ხდება მეგობრებო, ლანძღავთ რუსთაველის თეატრს, (სადაც ჩემი არსებობის80% ვატარებ)ლანძღავთ განსხვავებული შეხედულების ხალხს , ლანძღავთ კაცს…

გიორგი გამსახურდია ელენე ხოშტარიას: პირდაპირ იძახის, მგიმოში ნასწავლი, რუსულად, რუსული ფულით გამოზრდილი ლიაკა, რომ უნდა ვიძალადოთო – საუკეთესო ევროპული ქვეყნების პრაქტიკით, გაგეცემათ პასუხი, კანონის მთელი ძალით და მის ფარგლებში

პირდაპირ იძახის, მგიმოში ნასწავლი, რუსულად, რუსული ფულით გამოზრდილი ლიაკა, რომ უნდა ვიძალადოთო. საუკეთესო ევროპული ქვეყნების პრაქტიკით,…